Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Кино услуги и видео услуги (Грузия - Тендер #72068099)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Centre on the Information and Education on Environment Protection
Номер конкурса: 72068099
Дата публикации: 27-04-2026
Сумма контракта: 92 713


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260008495
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.04.2026 15:34
Начало приема предложения 03.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 05.05.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 92`713.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 92100000-Кино услуги и видео услуги
Коды классификатора
  • 92111000 - Производство кинофильмов и видеофильмов
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
7 (შვიდი) ერთეული ვიდეორგოლის დამზადების მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 950.00 GEL
Размер гарантии 927 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nika kvelashvili :: 27.04.2026 14:25
  • Последнее исправление: nika kvelashvili :: 27.04.2026 15:34
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=684340&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

7 (შვიდი) ერთეული ვიდეორგოლის დამზადების მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერილობა იხილეთ დანართი N2 - ტექნიკურ დავალებაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, დანართი N1 - ფასების ცხრილისა და დანართი N2 - ტექნიკური დავალების შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ვიდეორგოლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ელექტრონულად (ატვირთული ფაილის ბმულის შემსყიდველის ელ.ფოსტაზე გამოგზავნა) და CD დისკის საშუალებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს სხვადასხვა თემატიკაზე შემუშავებული სულ მცირე 3 ერთეული 2D სტილის სრულად გრაფიკული (ანიმაციური), სულ მცირე 3 ერთეული ჰიბრიდული/კომბინირებული და სულ მცირე 3 ერთეული კადრირებული ვიდეორგოლის (არანაკლებ 40 წამი) დამზადების გამოცდილება. ზემოაღნიშნული გამოცდილების დამადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს:

ორგანიზაციის გამოცდილების აღწერის დოკუმენტი, რომელშიც მოცემული იქნება ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი პრეტენდენტის მიერ შემუშავებული სულ მცირე 3 ერთეული 2D სტილის სრულად გრაფიკული (ანიმაციური), სულ მცირე 3 ერთეული ჰიბრიდული/კომბინირებული და სულ მცირე 3 ერთეული კადრირებული ვიდეორგოლის (არანაკლებ 40 წამი) დამზადების გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია კერძოდ, ვიდეორგოლების ბმულები. ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას ამავე მომსახურების გაწევის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები ან/და რეკომენდაცია/დახასიათება მსგავსი ვიდეორგოლების შემუშავების შესახებ დამკვეთი ორგანიზაციის მხრიდან. ხელშეკრულებ(ები)ა და მიღება-ჩაბარებ(ებ)ი ხელმოწერილი უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვნელობაზე უფლებამოსილი პირების მიერ ან ხელმოწერაზე უფლებამოსილი სხვა პირების მხრიდან, რომელთა უფლებამოსილებაც დასტურდება სათანადო დოკუმენტით. რეკომენდაცია/დახასიათება გაცემული უნდა იყოს ორგანიზაციის ბლანკზე, შესაბამისი რეგისტრაციის ნომრით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მითითებული უნდა იყოს გაცემის თარიღი, ხელმოწერილი უნდა იყოს გამცემი ორგანიზაციის ხელმძღვნელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ ან ხელმოწერაზე უფლებამოსილი სხვა პირის მხრიდან რომლის უფლებამოსილებაც დასტურდება სათანადო დოკუმენტით და დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებ(ებ)ი გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაცი(ებ)ასთან, საკმარისია ატვირთულ იქნას დოკუმენტი სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს პროექტზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც შედგება არანაკლებ შემდეგი წევრებისგან: გუნდის ლიდერი და ექსპერტი გარემოსდაცვითი მიმართულებით.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პროექტზე მომუშავე ჯგუფის თითოეული წევრის სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (CV), ასევე, შრომითი ხელშეკრულებები ან/და ცნობები სამუშაოს შესახებ.

1. გუნდის ლიდერი

შესასრულებელი დავალებები/ამოცანები:
• გუნდის მართვა სრული პროცესის განმავლობაში. გუნდის ლიდერის დაქვემდემდებარებაში უნდა შედიოდეს გრაფიკოსი, გამხმოვანებელი, რედაქტორი, ოპერატორი, მემონტაჟე და სხვა (საჭიროების მიხედვით)
• შემსყიდველთან თანამშრომლობა ვადების დაცვის და შესყიდვით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელების მიზნით.
• საკომუნიკაციო ვიდეო მასალების შემუშავების პროცესში უშუალო ჩართულობა და ამ პროცესის კონტროლი, რომ საბოლოო პროდუქტი თანხვედრაში იყოს დაგეგმილთან.
• კომუნიკაცია პროექტის სამუშაო ჯგუფთან ტექნიკური დავალებით განსაზღვრული აქტივობების და მიზნების შესასრულებლად.
• სამუშაოს შესრულების მონიტორინგი.
• თითოეული აქტივობის შესრულების პროცესში შემსყიდველთან თანამშრომლობა.
• რეგულარული ანგარიშგება ვადების შესაბამისად.

გამოცდილება:
2D სტილის სრულად გრაფიკული (ანიმაციური), ჰიბრიდული/კომბინირებული და კადრირებული) 3 განსხვავებული ვიდეორგოლის შემუშავების კოორდინირება/მენეჯმენტი. წარმოადგინოს:
• რეზიუმე;
• ხელშეკრულება, რომლის ვადა არ უნდა იყოს აღნიშნული ტენდერით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების ვადაზე ნაკლები;
• ცნობა სამუშაო ადგილიდან ან/და რეკომენდაცია დამკვეთი ორგანიზაციიდან. რეკომენდაცია ცნობა გაცემული უნდა იყოს ორგანიზაციის ბლანკზე, შესაბამისი რეგისტრაციის ნომრით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მითითებული უნდა იყოს გაცემის თარიღი, ხელმოწერილი უნდა იყოს გამცემი ორგანიზაციის ხელმძღვნელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ ან ხელმოწერაზე უფლებამოსილი სხვა პირის მხრიდან რომლის უფლებამოსილებაც დასტურდება სათანადო დოკუმენტით და დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. ექსპერტი გარემოსდაცვითი მიმართულებით

შესასრულებელი დავალებები/ამოცანები: სცენარების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა, მუშაობის პროცესში მეცნიერულად სწორი ინფორმაციის მიწოდება ჯგუფისთვის.

გამოცდილება:
არანაკლებ 4 პროექტზე მუშაობის გამოცდილება გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების განხორციელების მიმართულებით.

უნდა წარმოადგინოს:
• რეზიუმე;
• ხელშეკრულება, რომლის ვადა არ უნდა იყოს აღნიშნული ტენდერით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების ვადაზე ნაკლები;
• ცნობა სამუშაო ადგილიდან ან/და რეკომენდაცია დამკვეთი ორგანიზაციიდან. რეკომენდაცია ცნობა გაცემული უნდა იყოს ორგანიზაციის ბლანკზე, შესაბამისი რეგისტრაციის ნომრით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მითითებული უნდა იყოს გაცემის თარიღი, ხელმოწერილი უნდა იყოს გამცემი ორგანიზაციის ხელმძღვნელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ ან ხელმოწერაზე უფლებამოსილი სხვა პირის მხრიდან რომლის უფლებამოსილებაც დასტურდება სათანადო დოკუმენტით და დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2.9 other additional requirements

1. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ამასთან შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

2. ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენისას პრეტენდენტის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს (არ უნდა იყოს დარღვეული) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დანართების ფორმები (მათ შორის ნუმერაცია) და არსებობის შემთხვევაში მათში მითითებული აუცილებელი პირობები.

3. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის ერთეულის ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.

4. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე.

5. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.

6.სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

4.1.1.2 ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარისწორების ფორმით ლარში, სამ ეტაპად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში, ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადახდო დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნიკა ყველაშვილი, 595113312, nika.kvelashvili@eiec.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

აუცილებელი პირობები

1. ვიდეორგოლის კონცეფცია და შინაარსი ფართო საზოგადოებისთვის უნდა იყოს მარტივად აღქმადი, ვიდეორგოლების სამიზნე ჯგუფია საქართველოს მოსახლეობის ფართო აუდიტორია.
2. ვიდეორგოლებზე მუშაობის დაწყებამდე მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს ვიდეოების სცენარები, რომლებიც მომზადებული იქნება შემსყიდველის მიერ მიწოდებული შინაარსისა და თემების შესახებ მოკლე აღწერილობის შესაბამისად. ცენტრი იტოვებს უფლებას, წარმოდგენილი ვერსიებიდან შერჩეულ სცენარშიც შეიტანოს კორექტირება მისი შინაარსის დაზუსტების მიზნით ან/და აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით.
3. ვიდეორგოლის შემუშავების პროცესში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ბრენდების ელემენტები.
4. ვიდეორგოლების დამზადების პროცესში კადრების შერჩევა, ანიმირების დეტალები, მუსიკა, მონტაჟი, ფერები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მიმწოდებელმა უნდა შეათანხმოს შემსყიდველთან.
5. შემსყიდველი უფლებამოსილია საბოლოოდ წარმოდგენილ ვიდეორგოლებში მოითხოვოს კორექტირება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მიმწოდებლის მხრიდან წინასწარ არ ყოფილა შეთანხმებული. შენიშვნის არსებობის შემთხვევაში მიმწოდებელს ეძლევა არაუმეტეს 7 კალენდარული დღე კორექტირებისათვის.
6. მასალის მიწოდება უნდა განხორციელდეს ელექტრონულად (ატვირთული ფაილის ბმულის შემსყიდველის ელ.ფოსტაზე გამოგზავნა) და CD დისკის საშუალებით.
7. მიმწოდებლის მიერ შექმნილი და შემსყიდველის მიერ შესაბამისად მიღებული ვიდეორგოლები, საავტორო უფლებების ჩათვლით წარმოადგენს შემსყიდველის საკუთრებას და მას ენიჭება აღნიშნული ვიდეორგოლების უვადოდ და შეუზღუდავად გამოყენების უფლება.
8. მიმწოდებელი პასუხისმგებელია ვიდეოში გამოყენებული სურათების, თემატური ელემენტების, ბგერების, მუსიკის საავტორო უფლებების ანაზღაურებაზე/გადახდაზე - იმ შემთხვევაში, თუ ეს უფასო არაა - ან მათი უფასოდ გამოყენების ნებართვის მოპოვებაზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru