Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #72068032)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Railway"
Номер конкурса: 72068032
Дата публикации: 27-04-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260008428
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.04.2026 18:22
Начало приема предложения 02.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 05.05.2026 12:30
Предполагаемая цена прейскуранта 2`443`726.60 GEL
Контрактная цена объекта закупки 317`796.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში
Дополнительная информация
სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 24`437.26 GEL
Размер гарантии 3`178 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino asitashvili :: 16.02.2026 15:37
  • Последнее исправление: nino asitashvili :: 24.04.2026 18:22
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=673363&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება

1. ავტომანქანა TOYOTA PRADO-ს (სახ. #NU-344-UN) მიმდინარე შეკეთება -------1 ცალი
2. ავტომანქანა KIA SPORTAGE-ის (სახ.# DD-549-QD, GE-444-EO, DD- 581 –QD, DD- 686 –QD CE-417-EC, BK-479-KB, EE-783-JJ, TT-892-TN, US-051-SS, FP-501-PF, UV-463-VV; FF-353-OO; XX-317-FF, PP-656-KK; FY-807-YF, KK-425-UU, KK-433-UU, TL-982-TT, KK-422-UU, NB-106-BN, KK-442-UU, MM-311-MD, MM-253-SM,CX-892-XX, PN-299-NP,EE-297-WW,WJ-244-JW, DD-802-QD, BB-277-BW, PN-064-NP) მიმდინარე შეკეთება --------30 ცალი
3. ავტომანქანა KIA SPORTAGE 2.0-ის (სახ. #US-082-SS, HH-915-PP, JJ-148-XX, FY-823-YF, JJ-552-XX) მიმდინარე შეკეთება--------------- 5 ცალი
4. ავტომანქანა KIA CERATO-ს (სახ. #US-646-SS, US-855-SS, KK-305-UU, CC-578-OO, BB-704-CB, BB-703-CB, MD-059-DM, BB-473-CB, QQ-670-QL, BB-626-CB, SP-123-SS, PN-892-NP) მიმდინარე შეკეთება --------12 ცალი
5. ავტომანქანა TOYOTA CAMRY-ის (სახ. #CC-703-MM) მიმდინარე შეკეთება ------------1 ცალი
6. ავტომანქანა HYUNDAI elantra-ს (სახ.#CC-882-CO, US-959-SS) მიმდინარე შეკეთება------2 ცალი
7. ავტომანქანა HYUNDAI ix35-ის (სახ. #VY-010-VV, FP-511-PF) მიმდინარე შეკეთება-------- 2 ცალი
8. ავტომანქანა KIA SORENTO-ს (სახ.#BB-922-CB) მიმდინარე შეკეთება------------ 1 ცალი
9. ავტომანქანა KIA OPTIMA-ს (სახ.# II-195-GG) მიმდინარე შეკეთება --------------- 1 ცალი
10. ავტომანქანა FORD RANGER-ის (სახ.#BB-601-BC, BB-602-BC, BB-603-BC, BB-604-BC, BB-611-BC, BB-606-BC, PP-160-FF, PP-159-FF, PP-153-FF, BB-613-BC) მიმდინარე შეკეთება------- 10 ცალი
11. ავტომანქანა TOYOTA HILUX-ის (სახ. # NW-503-WN) მიმდინარე შეკეთება -----------1 ცალი
12. ავტომანქანა MITSUBISHI L-200-ის (სახ. # CC-541-GG) მიმდინარე შეკეთება --------- 1 ცალი
13. ავტომანქანა HYUNDAI TUCSON-ის (სახ.# II-983-SI, ZZ-041-VV) მიმდინარე შეკეთება------ 2 ცალი
14. ავტომანქანა HYUNDAI TUCSON-2015 წლიანის (სახ.# SV-011-VS) მიმდინარე შეკეთება------ 1 ცალი
14. ავტომანქანა TOYOTA LAND CRUISER-ის (სახ.#GR-077-GR) მიმდინარე შეკეთება ---------- 1 ცალი
15. ავტომანქანა SKODA OCTAVIA-ს (სახ. #OO-592-OD) მიმდინარე შეკეთება --------- 1 ცალი
16. ავტომანქანა HYUNDAI i10-ის (სახ. #US-488-SS; XX-626-FF,US-783-SS) მიმდინარე შეკეთება -------- 3 ცალი

გასაწევ მომსახურებაზე განსაკუთრებული მოთხოვნები:
1. მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება განახორციელოს შემდეგ ქალაქებში: ქ.თბილისი, ქ.ქუთაისი ან ქ.სამტრედია, ქ.ბათუმი, ქ.ფოთი ან ქ.ზუგდიდი, ქ.ხაშური ან ქ.გორი. მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ერთდროულად განახორციელოს ქ.თბილისში მინიმუმ 7 (შვიდი), ხოლო დანარჩენ ქალაქებში მინიმუმ 3 (სამი) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურება. თითოეულ სერვის-ცენტრს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე);
2. მიმწოდებელი ვალდებულია ავტომანქანის სერვის-ცენტრში მიყვანისას,თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში შეადგინოს შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება თარიღი, ავტომობილის მარკა, სახელმწიფო ნომერი, VIN კოდი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, ხოლო არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა, ჩაატაროს ავტომობილის დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური და შესასრულებელი სამუშაოების აქტები ხელმოსაწერად. აქტებში აღნიშნული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, ფასი, შეკეთების/მომსახურების გაწევის ვადა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. დეფექტურ აქტში განფასებული უნდა იყოს ისეთი სათადარიგო ნაწილებიც, რომელიც არ არის პრეისკურანტში და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას. დეფექტური და შესასრულებელი სამუშაოების აქტების დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
3. მიმწოდებლის მხრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების გაწევისთვის საჭირო დრო არ უნდა აღემატებოდეს 1.4.2 პუნქტში თითოეული კონკრეტული მომსახურების სახეობის შემთხვევაში განსაზღვრულ ვადებს;
4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მის მიერ ტექნიკურ დოკუმენტაციაში განსაზღვრულ სერვის-ცენტრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა, საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა, საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება (საქართველოს ტერიტორიაზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს (24/7) შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად). გამონაკლის შემთხვევაში, შემსყიდველის წერილობითი თანხმობის შემდეგ შესაძლებელია ავტომანქანის შესაკეთებლად მისი სხვა სერვის-ცენტრში გადაყვანა მიმწოდებლის ხარჯებით;
5. ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი, ქარხნული ნაწილით (ნაწილებს (შეფუთვაზე ან თავად ნაწილს) უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მარკირება და დეტალის ნომერი (Part Number), გარდა დეფიციტური სათადარიგო ნაწილებისა, რომელიც შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია დაყენდეს მეორადი ან მოხდეს მისი აღდგენა (ამ შემთხვევაში, ფასი დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით);
6. შეცვლილი დაზიანებული სათადარიგო ნაწილები უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ განფასების ცხრილში მითითებულ შესაბამისი საქონლის დასახელებას/მომსახურებას და ფასს, შეცვლილი დეტალი/ნაწილი უბრუნდება შემსყიდველს, მხარეებს შორის გაფორმებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე და რჩება შემსყიდველის საკუთრებაში;
7.მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შეკვეთის ჩამოსვლის დრო;
8. ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არ არსებობისას, მისი შესყიდვის აუცილებლობიდან გამომდინარე, აღნიშნული ერთეულის ფასი დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი საქონლის/მომსახურების ერთეულის, პრეისკურანტში არ არსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს;
9. მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს;
10.მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, დეფექტური აქტი, შესასრულებელი სამუშაოს აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი);
11. მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, ტენდერით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სავალი ნაწილების შემოწმების მომსახურება შემსყიდველს გაუწიოს უსასყიდლოდ - როგორც ხელშეკრულების მოქმედების, ასევე საგარანტიო ვადის განმავლობაში;
12. მიმწოდებელმა შემსყიდველს მომსახურება უნდა გაუწიოს რიგის გარეშე;
13. შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი და უშუალოდ დაესწროს სარემონტო სამუშაოების პროცესს;
14.მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული სერვისცენტრები აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეოკამერებით. ვიდეოკამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს სერვისცენტრის როგორც შიდა,ასევე, გარე პერიმეტრი. მიმწოდებელი ვალდებულია ვიდეოკამერის ჩანაწერ(ებ)ი შეინახოს მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში და სადავო საკითხის წარმოშობისას, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, ვიდეო ჩანაწერის მიწოდება განახორციელოს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში.
1.4.2. მიმწოდებლის მხრიდან ტექნიკური მომსახურების გაწევისთვის საჭირო დრო არ უნდა აღემატებოდეს თითოეული კონკრეტული მომსახურების სახეობისთვის განსაზღვრულ ქვემოჩამოთვლილ ვადას:
• სავალი ნაწილების შეკეთება - არაუმეტეს 2 კალენდარულ დღე;
• ელექტროობის შეკეთება - არაუმეტეს 3 კალენდარულ დღე;
• აგრეგატების შეკეთება - არაუმეტეს 8 კალენდარულ დღე;
• სათუნუქე-სამღებრო სამუშაოები - არაუმეტეს 10 კალენდარულ დღე;
• თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთებისას გამოიკვეთა ახალი გარემოება, რომლის გამოც ვერ ხერხდება მომსახურების დასრულება ან/და საჭირო გახდა დეფიციტური სათადარიგო ნაწილი (რომლის ყიდვა მოცემული მომენტისათვის შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე) შესაძლებელია მომსახურების გაწევის ვადა გაიზარდოს არაუმეტეს 30 კალენდარულ დღემდე. მიმწოდებელმა დეფიციტური ნაწილის შესახებ ინფორმაცია უნდა აცნობოს შემსყიდველს მომსახურების დაწყებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღისა, რომელსაც თან უნდა დაერთოს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტის ასლი).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებლის მიერ მომსახურება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით განსაზღვრულ მიმწოდებლის სერვის-ცენტრში.

1.7.1 requirement related to guarantee period

საგარანტიო ვადა და კონკრეტული პირობები:
1. ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე, კერძოდ, ახალ, შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე, მათ შორის შეცვლილ ან/და შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე, გარანტია უნდა ვრცელდებოდეს 1(ერთი) წელი. გარანტია არ ვრცელდება: ნათურებზე, დამცველებზე, კონდიციონერის, ჰაერის და საწვავის ფილტრებზე და მინის მრეცხავებზე;
2. საგარანტიო პერიოდში ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადაში, არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა, დეფექტის/ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე;
3.მიმწოდებლის მიზეზით გამოწვეულ ნებისმიერ დაზიანებაზე (სამუშაო პროცესში ან არაჯეროვანი მომსახურების შედეგად მიმწოდებლის მიერ გამოწვეული სხვა დაზიანებები) პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას აღნიშნული დაზიანება შემსყიდველის მიმართვიდან გონივრულ ვადაში;
4. საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს ავტოტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება აკრედიტირებულ საექსპერტო დაწესებულებაში სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება შემსყიდველის მიმართვიდან 10 (ათი) კალენდარული დღე;
5. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს ჯიპის, პიკაპის და სედანის ტიპის ავტომობილების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება, ჯამური ღირებულებით არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობით. რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად შესრულების მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA/MEP/DAP).

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა (კერძო სამართლის სუბიექტთან გაფორმებული) და მათი შესრულების დოკუმენტაციას, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. პრეტენდენტს საკუთრებაში ან/და მფლობელობაში (სარგებლობის უფლებით) უნდა გააჩნდეს სერვის-ცენტრები შემდეგ ქალაქებში: ქ.თბილისი, ქ.ქუთაისი ან ქ.სამტრედია, ქ.ბათუმი, ქ.ფოთი ან ქ.ზუგდიდი, ქ.ხაშური ან ქ.გორი. რაზედაც მან უნდა წარმოადგინოს საკუთრების (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ხელშეკრულება, შეთახმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი). საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოქმედი უნდა იყოს აღნიშნული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
2. პრეტენდენტს უნდა შეეძლოს ერთდროულად განახორციელოს ქ.თბილისში მინიმუმ 7 (შვიდი), ხოლო დანარჩენ ქალაქებში მინიმუმ 3 (სამი) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურება.
3. პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ყველა სერვის-ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, ვულკანიზაციის, ბალანსირების და დისკების გასწორების აპარატით, თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით (რაზვალის აპარატი), კონდიციონერის დასატუმბი აპარატით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო-ამწეებით (მათ შორის ქ.თბილისში არსებულ სერვის-ცენტრში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 7 ერთეული ავტო-ამწე) და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით.
-მიმწოდებელს პირველადი მოთხოვნის მარაგი ყველა სერვისცენტრში უნდა გააჩნდეს ადგილზე: ზეთი, ანტიფრიზი, ფილტრები, ხუნდები.
-პრეტენდენტს ტექ-მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი ძირითადი და სათადარიგო მანქანა-დანადგარები უნდა ჰქონდეს გამართულ, მუშა მდგომარეობაში.

შენიშვნა: შემსყიდველი იტოვებს უფლებას გამარჯვებულად გამოვლენამდე მისთვის ხელსაყრელი მეთოდით/საშუალებით გადაამოწმოს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისობა წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს მისი დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. იმ შემთხვევაში, თუკი პრეტენდენტის მიერ ტენდერით განსაზღვრული მომსახურების გასაწევად გამოყენებული იქნება ქვეკონტრაქტორ(ებ)ი, წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი და ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის ცენტრის მდებარეობის მითითებით. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი ანგარიშვალდებული არიან პრეტენდენტის წინაშე. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით დამდგარ შედეგზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ პრეტენდენტი.
2.8.1.2. ქვეკონტრაქტორი სატენდერო წინადადების მიღების დამთავრების დღისთვის არ უნდა იყოს რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – “შავ სიაში".

2.9 other additional requirements

1.პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1.1. დანართი N1 - ფასების ცხრილი (პუნქტი 1.3);
1.2. დანართი N2 - პრეისკურანტი (პუნქტი 1.3);
- სასურველია პრეტენდენტის მიერ განფასება (ფასების ცხრილი და პრეისკურანტი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით.იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება დანართი №1 (ფასების ცხრილი) და დანართი №2 (პრეისკურანტი), როგორც „MS Excel“, ასევე „PDF“ ფორმატით, სატენდერო კომისია განიხილავს მხოლოდ „MS Excel“ ფორმატით წარმოდგენილ დოკუმენტს.
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის ფასების ცხრილის და პრეისკურანტის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა ან ისეთი პრეიკურანტის წარმოდგენა, რომელშიც განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს ან არსებითად შეუსაბამო პრეისკურანტის წარმოდგენა (არსებით შეუსაბამობაში იგულისხმება, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება შემსყიდველის მიერ პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს და ასეთი პოზიციების რაოდენობა აღემატება სრული პრეისკურანტის პოზიციების საერთო რაოდენობის 5%-ს), დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
1.3 პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (პუნქტი 2.2.1);
1.4 ინფორმაცია შემოთავაზებული სერვის-ცენტრების ზუსტი მისამართის შესახებ (პუნქტი 2.3.1);
1.5 სერვის-ცენტრების საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და შემოთავაზებულ სერვის-ცენტრ(ებ)თან (ქვეკონტრაქტორთან) სამართლებრივი ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) (პუნქტი 2.3.1.1; 2.8.1).

შენიშვნა:
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა); გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი და მეორე ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი და პრეისკურანტი (დანართი N1 და დანართი N2), პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
- „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №24, 15.01.2021წ).

2. წინადადების ფასი:
2.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2.2 წინადადების ფასი გამოსახული და დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში) საქართველოს კანონმდებლობით განსაზრვრული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით. წინადადების ფასი შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
2.3 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
2.4 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);
2.5 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთული წერილობითი მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღების დასრულების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად დაკორექტირებული ფასების ცხრილისა და პრეისკურანტის (აშშ დოლარში) მიხედვით, ხოლო ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;
2.6 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება პრეისკურანტით განსაზღვრულ სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ყველა სახეობაზე. განსაფასებელ დანართი N2 (პრეისკურანტში) მითითებული მომსახურების ფასი უნდა მოიცავდეს კონკრეტული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა თანმდევი მომსახურების ღირებულებას.
2.7 ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება დანართი N2-ით განსაზღვრული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამურ ღირებულებასა და წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველის მიერ განსაზღვრული პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტში დაფიქსირებული ერთეულის ღირებულებები დაკლებულ უნდა იქნას პროპორციულად პრეისკურანტის თითოეულ პოზიციაზე (იგულისხმება თითოეული განსაფასებელი გრაფა), სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ ერთიან ელექტრონულ სისტემაში შემსყიდველის მიერ განსაზღვრული პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასს შორის არსებული სხვაობის შესაბამისი პროცენტული ოდენობით.
თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები დაამრგვალოს ლარის მეასედის სიზუსტით (არითმეტიკული დამრგვალების მეთოდით). ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ დამრგვალების შემდგომ მიღებული პრეისკურანტის ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ვაჭრობის შედეგად პრეტენდენტის მიერ სისტემაში საბოლოოდ დაფიქსირებული პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას.
2.8 პრეისკურანტში ნულით განფასებული სათადარიგო ნაწილები და მომსახურება შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება. თუ პრეტენდენტი გეგმავს რომელიმე პოზიციაზე საქონელი და მომსახურება მიაწოდოს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“ ან „0.00“. შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი პრეისკურანტი ან წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პრეისკურანტების პოზიციების 5%-ს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru