Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #72067987)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "Batumi boulevard"
Номер конкурса: 72067987
Дата публикации: 27-04-2026
Сумма контракта: 50 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260008472
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.04.2026 10:58
Начало приема предложения 05.05.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 08.05.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 50`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45310000 - Электромонтажные работы
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში.
Дополнительная информация
ბულვარის ტერიტორიაზე არსებულ ელ. განათების წერტებზე ახალი დამიწების კონტურების მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aleksandre bolkvadze :: 14.04.2026 12:06
  • Последнее исправление: aleksandre bolkvadze :: 27.04.2026 10:58
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=682252&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1 ბულვარის ტერიტორიაზე არსებულ ელ. განათების წერტებზე ახალი დამიწების კონტურების მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სამუშაოთა შესრულების წესი:
1.2.1.1 შესასრულებელი სამუშაოების ფასების ცხრილი მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში;
1.2.1.2 გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხის გამოყენება მოხდება მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის ნებართვით, მიმწოდებლის მიერ დასაბუთებული და არგუმენტირებული წინადადებების განხილვისა და შეთანხმების საფუძველზე შემსყიდველი ორგანიზაციის სათანადო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
1.2.1.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასების ცხრილი შედგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით სამოქმედოდ დაშვებული დანარიცხების (ზედნადები ხარჯები, გეგმიური მოგება და სხვა) ნორმატიული ხარჯის დაცვით (2014 წლის 14 იანვრის საქ.მთავრობის დადგენილება N55);
1.2.1.4 ხარჯთაღრიცხვის დანართი N2-ის წარმოუდგენლობა, განუფასებლად წარმოდგენა ან თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს, აღნიშნული დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
1.2.1.5 მიმწოდებელი სამუშაოებს აწარმოებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ობიექტზე;
1.2.1.6 სამუშაოების წარმოების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს;
1.2.1.7 სამუშაოების შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შემოფარგვლა და დამცავი გამაფრთხილებელი თვალსაჩინოების დაყენება;
1.2.1.8 სამუშაოების შესრულების დროს აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობით ხელმძღვანელობა, შესრულება და დაცვა მათი მოთხოვნებისა შრომის დაცვასა და უსაფრთხოების ტექნიკაში;
1.2.1.9 სამუშაოების შესრულების დროს მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოების შემსრულებელი პერსონალის აღჭურვა უსაფთხოების დაცვისათვის შესაბამისის სპეცტანსაცმლით.
1.2.1.10 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა შეძლებისდაგვარად აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა ადამიანთა დაზიანება.
1.2.1.11 მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება სამუშაო ტერიტორიაზე ელექტროენერგიის, სატელეფონო ხაზების და სხვა კომუნალური აღჭურვილობის დასაცავად და მათზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული კომუნიკაციების მისი ბრალეულობით (მათ შორის გაუფრთხილებლობით), დაზიანების შემთხვევაში შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის (ზარალის) სრული ანაზღაურება ან/და აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯით;
1.2.1.12 სამუშაოებოს შესრულების დროს აუცილებელია სრულად იქნას დაცული ენერგო დანადგართა მოწყობის წესები. მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური უსაფთხოების დაცვის საშუალებებით;

1.2.2 გამოყენებული მასალები.
1.2.2.1 ყველა გამოყენებული მასალა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალები, მოწყობილობები, საკომპლექტო ნაწილები, სამარაგო საგნები, მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, ხარიასხიანი, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული.
1.2.2.2 სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალებისა და მოწობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) თანხმდება შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა ან მოწყობილობა ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტებს და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისათვის მისაღები მასალა, მოწყობილობა ან/და სხვაგვარად შეასრულოს სამუშაო;

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილის დანართი N2 წარმოდგენა დასაშვებია Excel-ის ფორმატის ფაილის სახით სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული დანართი N2–ის მიხედვით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 ბულვარის ტერიტორია.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეს.
1.6.2 საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი წუნი/ხარვეზი საკუთარი ხარჯებით.
1.6.3 მიმწოდებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები ხარვეზების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება ან გამოქვითოს ეს თანხა ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები მათ შორის ელ. განათების წერტებზე დამიწების კონტურების მოწყობა ან/და გაზომვა ან/და აღდგენის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 75000.00 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით.
2.2.1.2. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს დანართი N3 შესაბამისად;
2.2.1.3 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათისა და შინაარსის სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, კერძოდ:
ა) ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით/ფასების ცხრილით;
ბ) მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სამუშაოს შესრულების ფორმა N2-ის ქსეროასლები. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ შესრულებული სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების გამოცდილება (სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება).
2.2.1.4 სახელმწიფო შეყიდვის შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ გამოცდილების შესახებ ინფორმაციის დანართი N3-ში მითითებული იქნება NAT/SPA/CMR ან სხვა ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით/ფასების ცხრილით, სამუშაოს შესრულების ფორმა N2-ის ან/და მიღება-ჩაბარების აქტების ქსეროასლები; ამ შემთხვევაში მათი დამატებით წარმოდგენა საჭიროებას არ წარმოადგენს.
2.2.1.5 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა "ბ " ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა (სამუშაოს შესრულების ფორმა N2-ის ან/და მიღება-ჩაბარების აქტების ქსეროასლები;) პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს შესრულებულ სამუშაოზე დადასტურებული საგადასახადო ზედნადების ან/და ანგარიშ-ფაქტურის ქსეროასლები;
2.2.1.6. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებულ ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას (სამუშაოს შესრულების ფორმა N2, მიღება-ჩაბარების აქტები, დადასტურებული საგადასახადო ზედნადების ან/და ანგარიშ-ფაქტურის ქსეროასლები), აღნუშნული დოკუმენტაციის გარდა პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს შემსყიდველ ორგანიზაციასა და ძირათად კონტრაქტორ კომპანიას შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმება ან/და სხვა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემსყიდველისა და ძირათადი კონტრაქტორი კომპანიის შათანხმება ქვეკონტრაქტორი კომპანიის აყვანის შესახებ. თუ შემსყიდველ ორგანიზაციასა და ძირათად კონტრაქტორ კომპანიას შორის არ იქნება გაფორმებული წერილობითი შეთანხმება ქვეკონტრაქტორის კომპანიის აყვანის შესახებ ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტს ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებული სამუშაო გამოცდილებად არ ჩეთვლება.
2.2.1.7 თითოეული დოკუმენტის ასლი წარმოდგენილი უნდა იქნეს სრულყოფილად (ყველა გვერდი და დანართი) გარკვევით და უნდა იყოს წაკითხვადი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 მიმწოდებელმა სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსყიდველს უნდა წარუდგინოს საპროექტო დოოკუმენტაციით განსაზღვრულ თითოეულ დამიწების კონტურზე დამიწების კონტურის წინაღობის გაზომვის აქტი, რომელიც გაცემული უნდა იყოს ISO 17025 სტანდარტით აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ, რომელზეც წარმოდგენილი უნდა იქნე ლაბორატორიის აკრედიტაციის დამადასტურებელი მოქმედი მოწმობის ასლი აკრედიტაციის სფეროსთან ერთად;
2.7.1.2 დამიწების გამზომი ხელსაწყო უნდა იყოს დაკალიბრებული ამ სფეროში შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციის მიერ, რომელზეც წარმოდგენილი უნდა იქნას აკრედიტაციის დამადასტურებელი მოქმედი სერთიფიკატი;

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1 მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ. მიმწოდებელს არა აქვს უფლება გადასცეს ქვეკონტრაქტორს თავისი უფლებები და მოვალეობები, შემსყიდველის თანხმობის გარეშე.
- ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.
- შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტაქტორის აყვანის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია მიმწოდებელს შეუწყვიტოს ხელშეკრულება.
2.8.1.2. ქვეკონტრაქტორზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია:
- ქვეკონტრაქტორის დასახელება და მისამართი;
- ქვეკონტრაქტორი ორანიზაციის გამოცდილება (ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს იგივე სფეროში გამოცდილება რაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით (მიუთითეთ პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები) არის მოთხოვნილი);
- შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და ღირებულება;
- ქვეკონტრაქტის ასლი.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტი ვალდებულია დანართები წარმოადგინოს იმ ფორმით რა ფორმითაც არის მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.

2.9.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.9.3 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით;

2.9.5 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტი მიენიჭება ქართულ ენოვან დოკუმენტს.

2.9.6 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

2.9.7 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

2.9.8 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.9.9 2019 წლის 1 იანვრიდან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

იხილეთ ინსტრუქცია

http://procurement.gov.ge.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.

4.1.1.2. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 მხარეები ანგარიშსწორებას ახორციელებენ ლარებში, უნაღდო ანგარიშსწორებით;
7.2.3 მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებულია წარმოადგინოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით).
7.2.4 ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს, მიღება-ჩაბარების აქტის, გაფორმებისა, დღგ-ს გადასახადის ანგარიშფაქტურის საფუძველზე, წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
7.2.5 ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებული იქნება მხოლოდ იმ სამუშაოს ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე არსებობს შემსყიდველის მიერ დადასტურებული აქტი.
7.2.6 იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეული ფასების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს არ უდნა გააჩნდეს პრეტენზია აუთვისებელ თანხაზე და მის გადახდაზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ომარ აბუსელიძე, 599852019, omarabuselidze1972@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შემდეგი თანმიმდევრობით:

10.1.1 სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) გათვალისწინებული ფასების ცხრილი დანართი N2;

10.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის (მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ) 2.2.1.2 ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული დანართი N3-ის მიხედვით და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru