პროექტში ჩართული პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
I: კასპის ტექნოპარკი: EnergoHack 2026
1. პროექტის კოორდინატორი:
1.1 პროექტების მართვის / კოორდინირების არანაკლებ 3 წლიანი
გამოცდილება;
1.2 ბოლო 5 წლის განმავლობაში არანაკლებ შესაბამისი თემატიკის,
ინოვაციების, ტექნოლოგიების ან/და STEM მიმართულებით არანაკლებ 3 - 30
ბენეფიციარის მომცველი პროექტის/ღონისძიების, მათ შორის
კვირეულის/ინოვაციურ მეწარმეობასთან დაკავშირებულ ახალგაზრდული
ბანაკის/ჰაკათონის/სტარტაპ ინკუბატორის/პრე-აქსელერატორის
ორგანიზებისა და მართვის გამოცდილება.
2. ტრენერი/მენტორი ინოვაციური მეწარმეობის მიმართულებით:
2.1 ინოვაციური მეწარმეობის ან/და სტარტაპ ბიზნესის/პროდუქტის
განვითარების მიმართულებით არანაკლებ 2 პროექტში
ტრენერობის/მენტორობის გამოცდილება.
2.2 მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი
გამოცდილება ინოვაციურ/ტექნოლოგიურ სტარტაპში, რომელსაც აღებული აქვს
მინიმუმ 50 000 ლარის ოდენობის გრანტი ან ინვესტიცია (რის დამადასტურებლად
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გრანტის გამცემ ორგანოსთან
გაფორმებული ხელშეკრულება ან/და შესაბამისი ცნობა/წერილი).
3. ტრენერი/მენტორი ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით:
3.1 ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ელექტრო, ან
ელექტრონიკის ინჟინერიის, ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით.
3.2 ელექტრონიკის სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
4. ტრენერი/მენტორი ენერგეტიკის ინჟინერიის მიმართულებით:
4.1 ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ენერგო ინჟინერიის, ან
მასთან დაკავშირებული მიმართულებით.
4.2 ენერგეტიკის ინჟინერიის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი
პროფესიული გამოცდილება.
5. მენტორი/ტრენერი hardware პროტოტიპირების მიმართულებით ელექტრონიკაში:
კანდიდატი საჭიროების შემთხვევაში, ამავდროულად შეასრულებს კასპის
ტექნოპარკის ფაბლაბის სპეციალისტის ასისტენტის ფუნქციას
დანადგარების გამოყენებასა და ვექტორული ფაილების შექმნაში.
5.1 ელექტრონიკასა და მიკროკონტროლერებზე, მათ შორის Arduino, ESP32 მიმართულებით
მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
5.2 პროგრამირებად დანადგარებთან (ლაზერული მჭრელი, CNC პროგრამირებადი
ჩარხი, 3D პრინტერი) მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
5.3 2D/3D მოდელირების პროგრამებში ვექტორულ ფაილებზე მუშაობის მინიმუმ 2
წლიანი გამოცდილება.
6. მენტორი/ტრენერი STEAM მიმართულებით:
6.1 ბაკალავრის ხარისხი STEAM-ში შემავალი ან მასთან დაკავშირებული
სპეციალობით;
6.2 ჩამოთვლილ STEAM დისციპლინებში არანაკლებ 2 წლიანი პროფესიული
გამოცდილება: რობოტიკა-ავტომატიზაცია, მიკროელექტრონიკა, ხელოვნური
ინტელექტი, მანქანური სწავლება, IoT საგნების ინტერნეტი;
6.3 STEAM დისციპლინებში სწავლების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
II: ზუგდიდის ტექნოპარკი: AgriHacks 2026 – Future of Agriculture
1. პროექტის კოორდინატორი:
1.1 პროექტების მართვის / კოორდინირების არანაკლებ 3 წლიანი
გამოცდილება;
1.2 ბოლო 5 წლის განმავლობაში არანაკლებ შესაბამისი თემატიკის,
ინოვაციების, ტექნოლოგიების ან/და STEM მიმართულებით არანაკლებ 3 - 30
ბენეფიციარის მომცველი პროექტის/ღონისძიების, მათ შორის
კვირეულის/ინოვაციურ მეწარმეობასთან დაკავშირებულ ახალგაზრდული
ბანაკის/ჰაკათონის/სტარტაპ ინკუბატორის/პრე-აქსელერატორის
ორგანიზებისა და მართვის გამოცდილება.
2. მენტორი ინოვაციური მეწარმეობის მიმართულებით:
2.1 ინოვაციური მეწარმეობის ან/და სტარტაპ ბიზნესის/პროდუქტის
განვითარების მიმართულებით არანაკლებ 3 პროექტში მენტორობის
გამოცდილება.
2.2 ბოლო 10 წლის განმავლობაში, ინოვაციურ/ტექნოლოგიურ სტარტაპში სოფლის
მეურნეობის მიმართულებით, რომელსაც აღებული აქვს მინიმუმ 70 000 ლარის
ოდენობის გრანტი ან ინვესტიცია (რის დამადასტურებლად პრეტენდენტმა
უნდა წარმოადგინოს გრანტის გამცემ ორგანოსთან გაფორმებული
ხელშეკრულება ან/და შესაბამისი ცნობა/წერილი), მაღალი რგოლის მენეჯერულ
პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
3. მენტორი Hardware პროტოტიპირების მიმართულებით ელექტრონიკაში:
კანდიდატი საჭიროების შემთხვევაში, ამავდროულად შეასრულებს ზუგდიდის
ტექნოპარკის ფაბლაბის სპეციალისტის ასისტენტის ფუნქციას
დანადგარების გამოყენებასა და ვექტორული ფაილების შექმნაში:
3.1 ელექტრონიკასა და მიკროკონტროლერებზე, მათ შორის Arduino, ESP32 მიმართულებით
მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
3.2 პროგრამირებად დანადგარებთან (ლაზერული მჭრელი, CNC პროგრამირებადი
ჩარხი, 3D პრინტერი) მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
3.3 2D/3D მოდელირების პროგრამებში ვექტორულ ფაილებზე მუშაობის მინიმუმ 3
წლიანი გამოცდილება.
4. მენტორი აგრარული ტექნოლოგიების მიმართულებით:
4.1 აგრარული ტექნოლოგიების მიმართულების ინოვაციურ პროექტებზე ან
სტარტაპებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასოფლო
სამეურნეო სფეროში ახალი პროდუქტების შემუშავება, ახალი
ტექნოლოგიების დანერგვა ან ინოვაციურ კვლევებში მონაწილეობის
გამოცდილება).
უპირატესობად მიიჩნევა უმაღლესი განათლება სოფლის მეურნეობის
მიმართულებით, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული ტრენდების და
გამოწვევების სიღრმისეული ცოდნა, უნარები საინფორმაციო
ტექნოლოგიებში, ციფრულ აგრონომიასა და პროცესების ავტომატიზაციაში.
4.2 სოფლის მეურნეობის სფეროში ან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ
სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
5. მენტორი სოფლის მეურნეობის მიმართულებით:
5.1 აგრარული მეცნიერების ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით
აკადემიური ხარისხი;
5.2 თხილის სექტორში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
შენიშვნა (ვრცელდება ორივე ტექნოპარკზე)
პროექტის მენეჯერი და პროექტის კოორდინატორი ვერ გაუძღვება
სატრენინგო და მენტორინგ სესიებს. პროექტის მართვის სამუშაოებში
ჩართული პირები ვერ ჩაერთვებიან სწავლების კომპონენტში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა
წარმოადგინოს შემოთავაზებული ტრენერების/მენტორების რეზიუმე - ე. წ. СV,
ტენდერზე თანდართული ფორმის შესაბამისად, სადაც სრულყოფილად იქნება
მოცემული ინფორმაცია მათ გამოცდილებაზე. პრეტენდენტის მიერ არ არის
სავალდებულო CV-ის ფორმაში მოცემული ყველა ველის შევსება, იმ
შემთხვევაში თუ მის მიერ CV-ში მითითებული ინფორმაციით დასტურდება
შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო
მოთხოვნებთან. შემსყიდველი იტოვებს უფლებას რეზიუმეში წარმოდგენილი
ინფორმაციისა და გამოცდილების დადასტურების მიზნით მოითხოვოს
დამატებითი დოკუმენტაცია.
იმ შემთხვევაში თუ ღონისძიებების განხორციელების თარიღებს შორის
პერიოდი 2 თვეზე ნაკლებია, არ დაიშვება ერთი და იგივე ადამიანის
კანდიდატურის წარმოდგენა სხვადასხვა ჰაკათონების კოორდინატორის
პოზიციაზე.
პროექტის მენეჯერი და კოორდინატორები არ უნდა ითავსებდნენ
პარალელურად გამარჯვებული კომპანიის დირექტორის/ხელმძღვანელის
როლს.
შენიშვნა: კვალიფიკაციის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა
წარმოადგინოს შემოთავაზებული ტრენერების/მენტორების რეზიუმე - ე. წ. СV,
ტენდერზე თანდართული ფორმის შესაბამისად, სადაც სრულყოფილად იქნება
მოცემული ინფორმაცია მათ გამოცდილებაზე. პრეტენდენტის მიერ არ არის
სავალდებულო CV-ის ფორმაში მოცემული ყველა ველის შევსება, იმ
შემთხვევაში თუ მის მიერ CV-ში მითითებული ინფორმაციით დასტურდება
შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო
მოთხოვნებთან. შემსყიდველი იტოვებს უფლებას რეზიუმეში წარმოდგენილი
ინფორმაციისა და გამოცდილების დადასტურების მიზნით მოითხოვოს
დამატებითი დოკუმენტაცია.
დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი მოთხოვნები რეზიუმეში მოცემული გამოცდილების
დასადასტურებლად:
- რეზიუმეს ფორმაში პოზიციასთან ერთად მითითებულ უნდა იქნას იმ
ტენდერის ნომერი რომელშიც შემოთავაზებულია ესა თუ ის კანდიდატი;
- რეზიუმე დათარიღებული უნდა იყოს მინიმუმ ტენდერის გამოცხადების
შემდგომი თარიღით, მას ხელს უნდა აწერდეს წარდგენილი კანდიდატი და უნდა
ქონდეს წარმდგენი ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა
ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული
შტამპით;
- თუ ერთი კანდიდატი წარდგენილია რამდენიმე პოზიციაზე ან რამდენიმე
რეგიონში ერთდროულად (თუ ამის შესახებ დაშვება არსებობს ტენდერში),
ატვრითულ უნდა იქნას ცალ-ცალკე რეზიუმეები, შესაბამისი კვალიფიკაციის
და გამოცდილების მითითებით.