შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს მართვისა და კონტროლის სისტემები (ე.წ.
„ტურნიკეტები“ და „პარკომატები“), რომელთა მონტაჟი უნდა განხორციელდეს
თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე (საბადურისა და
ზედაზენის უბნები). აღნიშნული სისტემების დანერგვით უზრუნველყოფილი
უნდა იყოს ავტოსადგომებისა და საპირფარეშოების გამართული და
მოწესრიგებული ფუნქციონირება, როგორც ინფრასტრუქტურული ნაწილის, ისე
მომსახურების საფასურის მიღების პროცესის კუთხით.
1. ტურნიკეტი (გარე გამოყენების) - 4 ცალი, სამფრთიანი ტურნიკეტი, რომელიც
მონტაჟდება კედელზე (გარე გამოყენების); ინტეგრირებული გარე
გამოყენების საბარათე პოს ტერმინალით (ნებისმიერ ბანკთან); ხურდის
მიმღები აპარატით (მონეტის ვალიდურობის ამომცნობით) ხურდის
რეზერვუარით ჩაყრილი მონეტებისათვის მინიმუმ 200 ლარის ოდენობით;
გასვლის ღილაკით; მაგნიტური ბარათების წამკითხველით
(თანამშრომლებისთვის) ან/და ჩიპის წამკითხველით (შესაბამისად 10 ერთეული
ბარათით ან ჩიპით თამამშრომლებისთვის); სადენითა და სხვა სახარჯი
მასალებით; მონტაჟი და სამუშაოების შესრულების შემდგომ პირველადი
სახის დაბრუნება / სამუშაო არეალის მოწესრიგება / მოსუფთავება
წარმოადგენს შემსრულებლის ვალდებულებას. გარანტია-3 წელი.
2. უჟანგავი ფოლადი მოაჯირი - 4 ობიექტისათვის - მოაჯირი გარე
მონტაჟისთვის. ზომები: სიმაღლე 1.00-1.20 მონტაჟის ადგილიდან გამომდინარე.
სიგანე - თითოეულ ობიექტზე 8-10 მეტრის ფარგლებში ± 3 მეტრი. კონსტრუქციის
საყრდენი მილები ყოველ 2-3 მეტრში ან უფრო ახლოს საჭიროებისამებრ. 4
ჰორიზონტალური მილებით და შესქელებული ხელის მოსაკიდებელი მე-5 მილით
(როგორც სურათზეა გამოსახული) მოაჯირი განკუთვნილია ობიექტიზე
შესასვლელი სივრცეების გადასაღობად და ტურნიკეტამდე მისასვლელად. ერთ
წერტილზე იგივე ფორმის გასაღების კარის მექანიზმით რომელიც
განკუთვლინილი იქნება შშმ პირების საპირფარეშოების შესასვლელისთვის
გაღება-ჩაკეტვის მექანიზმით. მონტაჟი წარმოადგენს შემსრულებლის
ვალდებულებას. ობიექტის სურათი იხილეთ დამატებით მასალად. მოაჯირები
უნდა განთავსდეს ისე რომ არ დაზიანდეს არსებული იატაკის ზედაპირი.
სამუშაოების შესრულების შემდგომ პირველადი სახის დაბრუნება / სამუშაო
არეალის მოწესრიგება / მოსუფთავება წარმოადგენს შემსრულებლის
ვალდებულებას.
3. პარკომატი - 3 ცალი - ნაღდი და უნაღდო გადახდის მხარდაჭერით; გადახდის
აპარატი ინტეგრირებადი უნდა იყოს არსებულ შლაგბაუმებთან; უნაღდო
ანგარიშსწორების ტერმინალი - შემსყიდველთან შეთანხმებით. ნებისმიერ
ბანკთან ინტეგრირების შეუზღუდავი შესაძლებლობით. გადახდის აპარატს
უნდა გააჩნდეს 5, 10 და 20 ლარიანი კუპიურების მიღების მხარდაჭერა, როგორც
ძველი ასევე ახალი მოდიფიცირების; გადახდის აპარატში დამონტაჟებულ
ქაღალდის ფულის მიმღების კუპიურების მიღების პროცენტულობა უნდა იყოს
არანაკლებ 98%; გადახდის აპარატს ასევე უნდა შეეძლოს ფულის სიყალბეზე
შემოწმება ოპტიკური, ინდუქციური, დიელექტრიკული ან/და ულტრაიისფერი
სენსორებით; გადახდის აპარატს უნდა ჰქონდეს კუპიურების საცავი, ე.წ
კასეტა, გათვლილი არანაკლებ 250 კუპიურაზე; გადახდის აპარატს უნდა
ჰქონდეს მონეტების მიმღები და ხურდის დაბრუნების ფუნქციით; მონეტების
მიმღები/გამცემი: არანაკლებ 4 სექცია ხურდა ფულის შესანახად. 50 თეთრიანი, 1
ლარიანი და 2 ლარიანი ხურდის მხარდაჭერით. აპარატში უნდა ეტეოდეს
არანაკლებ 160 ლარის ხურდა. ზედმეტი თანხის გადახდის შემთხვევაში
გადახდის აპარატს უნდა შეეძლოს ხურდის დაბრუნება; პარკომატს უნდა
ჰქონდეს მინიმუმ 12’ დუიმიანი ეკრანი; პარკომატს უნდა ჰქონდეს
საქართველოს საგადასახადო სფეროში მიღებული ყველა სალარო აპარატის
მხარდაჭერა. ასევე აპარატზე მხოლოდ სპეციალური ბარათის დადების
შემდგომ უნდა იყოს შესაძლებელი ფულის გამოტანა, ფულის შეტანა, Z და X
რეპორტის ამოღება; აპარატი უნდა მუშაობდეს -15-დან +50 გრადუსამდე
ტემპერატურის პირობებში; პარკომატი უნდა იყოს გარე გამოყენებისათვის
გათვლილი წყლისა და მტვერისაგან დაცული. გადახდის აპარატის ჩარჩო
დამზადებული უნდა იყოს მინიმუმ 1.4მმ ლითონისაგან და powder coating-ის ან
ანალოგიური ტექნოლოგიით შეღებილი, რაც უნდა განაპირობებდეს ჩარჩოს
ხანგრძლივ ექსპლუატაციას. გადახდის აპარტის ზომება უნდა იყოს: სიმაღლე -
155-170სმ ; სიღრმე - 45-60სმ ; სიგანე - 45-60სმ. პარკომატით სარგებლობა უნდა შეეძლოს
მომხმარებელს ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე მარცხენა საჭის
შემთხვევაში, აგრეთვე მაღალი გამავლობის ავტომობილიდან, რის გამოც
აპარატის ზომა და გადახდისათვის საჭირო მოწყობილობების განლაგება
უნდა შესაბამისობაში; სისტემა უნდა მუშაობდეს შემსყიდველის ან/და
მომწოდებლის სერვერული პროგრამულ უზრუნველყოფით; პროგრამული
უზრუნველყოფა - 5 წელი; საგარანტიო პერიოდი: 3 წელი; აპარატს უნდა ჰქონდეს
ბარათის წამკითხველი, რომლის მეშვეობით სისტემა უნდა იძლეოდეს
თანამშრომლებისათვის ტერიტორიაზე უფასო მიმოსვლის საშუალებას
შემდეგნაირად: კონკრეტული საპარკინგე ბარათი უნიკალური ბარათის
ნომრით შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გადაეცემა
კონკრეტულ თანამშრომელს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება
აღნიშნული პირის ა/მანქანით საპარკინგე სივრცეში შემოსვლა უსასყიდლოდ.
შემოსვლა დაფიქსირება შესაბამის პროგრამაში. შესაბამის პროგრამაში
შემოსავლების სრული ჩანაწერის ხილვა დისტანციურად ნებისმიერ დროს.
მონტაჟი, საჭირო წერტილებზე ბეტონის სამუშოაების წარმოება და
შესრულების შემდგომ პირველადი სახის დაბრუნება / სამუშაო არეალის
მოწესრიგება / მოსუფთავება წარმოადგენს შემსრულებლის ვალდებულებას.
გადახდის აპარატი უნდა გააქტიურდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ავტომობილი
დადგება აპარატთან გადახდის პოზიციაში, რაზეც პასუხისმგებელი უნდა
იყოს მიწის საფარში განთავსებული ინდუქტიური სენსორი. აგრეთვე
ტერიტორიის დატოვე შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ მაშინ, თუ გამსვლელ
შლაგბაუმთან დაფიქსირდება მეტალის დეტექცია, რაც ავტომობილის
დადგომის შემთხვევაში მოხდება ინდუქტიური სენსორის მეშვეობით.
შენიშვნა:
1. თუ შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლებში მითითებულია
სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი
იგულისხმება მისი „მსგავსი“ ან „ექვივალენტი“
2. საქონელი უნდა იყოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.
3. ზემოთ მოცემულია შესყიდვის ობიექტის მინიმალური პარამეტრები და
პრეტენდენტს უფლება აქვს შესთავაზოს შემსყიდველს
გაუმჯობესებული/უკეთესი პარამეტრების მქონე.