Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ветеринарные услуги (Грузия - Тендер #71729429)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: zugdidi municipality city hall
Номер конкурса: 71729429
Дата публикации: 07-04-2026
Сумма контракта: 49 920


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260007197
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 07.04.2026 18:07
Начало приема предложения 13.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 15.04.2026 13:00
Предполагаемая цена закупки 49`920.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 85200000-Ветеринарные услуги
Коды классификатора
  • 85200000 - Ветеринарные услуги
  • 85210000 - Заводчики домашних животных
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების მომსახურება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 499.00 GEL
Размер гарантии 499 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: levan :: 06.04.2026 11:41
  • Последнее исправление: levan :: 07.04.2026 18:07
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=681468&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

გასაწევი მომსახურება გულისხმობს: _ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პროგრამის ფარგლებში მოსარგებლე პირის/ფერმერის საკარმიდამო (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო საწარმო _ ფერმა, ბოსელი ან სხვა პირუტყვის სადგომი) მის საკუთრებაში მყოფი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (ფურების) ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის ჩატარებას, წინასწარ მის მიერ შერჩეული საქონლის ჯიშის გენეტიკური მასალით (სპერმით).
შესასყიდი მომსახურების მოცულობა განსაზღვრულია 344 (სამასორმოცდაოთხი) ერთეული პროცედურით.
შესასყიდი მომსახურების მიმართ წაყენებული მოთხოვნები
1) ხელოვნური განაყოფიერების ჩატარებისას დაცული უნდა იქნეს ხელოვნური განაყოფიერების განხორციელებისათვის საჭირო შემდეგი კრიტერიუმები: ა) გამოყენებული უნდა იქნეს მაღალპროდუქტიული ჯიშების (ჯერსული, ჰოლშტინური, შვიცური) საქონლის გენეტიკური მასალა (სპერმა), ისე სქესის მიხედვით დაყოფილი სახით; ბ) მშობიარობის დროს გართულებების თავიდან ასაცილებლად გათვალისიწნებული უნდა იქნეს სპერმის თავსებადობა ფურის წარმომავლობასთან; გ) განაყოფიერების წინ დაცული უნდა იქნეს სპერმის მომზადების პროცედურები; დ) განაყოფიერების პროცედურისთვის შესაბამისი დროის არჩევა, პირუტყვის ფიზიოლოგიური ფაზის (განაყოფიერების წინ გამოვლენილი და დადგენილი უნდა იქნეს, როგორც ფურის ფიზიოლოგიური მზაობა განაყოფიერებისათვის), ასევე ჯამრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

2) მომსახურების შესრულების აუცილებელი წინაპირობაა: ა) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (ფურების) მფლობელი უნდა იყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები; ბ) პირუტყვი დარეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა რეგისტრაციის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (უნდა გააჩნდეს საყურე ნიშანი და ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი); გ) პროგრამის _ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (ფურების) ხელოვნური განაყოფიერების მოსარგებლე ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს თანამონაწილეობის 30 %-იანი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (მიმღები: თემი ზუგდიდი - სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავალი; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; სახაზინო კოდი: 300823282). მომსახურების გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტს თან უნდა დაერთოს ბენეფიციარების მიერ გადახდილი 30%-იანი თანამონაწილეობის ქვითრების ასლ(ებ)ი.

(ტექნიკური დავალება შემდგომ განიხილება, როგორც გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურება გაწევა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად. ყოველ ეტაპზე გასაწევი მომსახურების სახეობისა და მოცულობის დადგენა მოხდება წინასწარ. მოთხოვნა შესაძლებელია წარმოიშვას ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
1.5.2. მომსახურების დაწყების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მოთხოვნიდან 1 (ერთი) კალენდარულ დღეს (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფიზიოლოგიური ფაზის გათვალისწინებით).
1.5.3. შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (შესყიდვის ობიექტის მიღებისა და საბოლოო შემოწმების ადგილი, პირობები და წესი ასახულია ხელშეკრულების პირობებში).
1.5.4. მომსახურების გაწევის ადგილია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორია (კონკრეტული ადგილმდებარეობა ტენდერში გამარჯვებულს ეცნობება დამატებით, მომსახურების დაწყებამდე), ხოლო მომსახურების შესრულების ანგარიშის (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის განაყოფიერებისას თითოეულ ბენეფიციართან გაფორმებული მომსახურების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და განაყოფიერების პროცესის დამადასტურებელი ფოტომასალის (სადაც დატანილი იქნება პირუტყვი და საყურე ნიშანი, გამოყენებული მასალის (სპერმის) ტარა, შეფუთულ მდგომარეობაში) მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №90, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა.

technical requirements

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1) პრეტენდენტს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად უნდა ჰყავდეს გამოცდილი და კვალიფიცირებული პერსონალი (ვეტერინარი ან/და ზოოტექნიკოსი), რომლ(ებ)იც უნდა აკმაყოფილებდ(ნენ)ეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს აკადემიური უმაღლესი ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე ან/და სერტიფიცირებული (სერტიფიკატში მითითებული უნდა იქნეს აღნიშნული პირის მიერ ხელოვნური განაყოფიერების კურსის გავლის შესახებ ინფორმაცია).
2) ინფორმაცია პრეტენდეტის პერსონალის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ცხრილის (დანართი №2) სახით, „CV“-ის, უმაღლესი სასწავლებლის დიპლომ(ებ)ის ან/და სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ის, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი) ან/და დამკვეთის/დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა, სადაც მითითებული იქნება სპეციალისტის მიერ განხორციელებული ხელოვნური განაყოფიერების მომსახურების პერიოდი და მოცულობა (რაოდენობა). მიზანშეწონილია (სასურველია) ცნობაში აისახოს ინფორმაცია გაწეული მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ _ დადასტურებული მაკეობის წილობრივი მაჩვენებელი, ასეთი მონაცემის არსებობის შემთხვევაში.
3) ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს წინარე შეთანხმება (იხ. მიბმული ფაილი), როგორც თანმხლები დოკუმენტი, ხელმოწერილი პრეტენდეტისა და სპეციალისტ(ებ)ის (ვეტერინარი ან/და ზოოტექნიკოსი) მიერ, რითიც დადასტურდება, კონკრეტული ტენდერის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ.

2.9 other additional requirements

2.9.1. სატენდერო წინადადების ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს მომსახურების სრულყოფილად გაწევასთან (ადგილზე მისვლის ჩათვლით) დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.
2.9.2. შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული შესყიდვის ობიექტის მოცულობა, შესაბამისად, სახელშეკრულებო ღირებულების სრული ანაზღაურება (შესყიდვის ობიექტის ღირებულება შემცირდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს, დადგენილ ვადაში, მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნით (დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას.
2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში.
3) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში _ ლარში.
7.2.2. ანგარიშსწორება იწარმოებს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების გათვალისწინებით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის საფუძველზე.
7.2.3. ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად (პერიოდულად), შუალედური ანგარიშსწორებით. ასეთ შემთხვევაში ანგარიშსწორება მოხდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების გათვალისწინებით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ხელმოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ბესიკ ქარდავა, 595222788, kardava.b@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების საფუძველზე.
2) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის უპირატესობის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
3) პრედენტენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება და მასში შემავალი დოკუმენტაცია შესრულებული/დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ასევე, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“ სახელმძღვანელო ინსტრუქციის გათვალისწინებით.
4) სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
5) პრეტენდენტს უფლება არა აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6) სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru