Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Оборудование для охлаждения и вентиляции (Грузия - Тендер #71729424)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The House of Justice
Номер конкурса: 71729424
Дата публикации: 07-04-2026
Сумма контракта: 380 927


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260007202
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 07.04.2026 18:15
Начало приема предложения 26.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 29.04.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 380`927.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 42500000-Оборудование для охлаждения и вентиляции
Коды классификатора
  • 42512300 - Установки для кондиционирования
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში
Дополнительная информация
გორის იუსტიციის სახლისთვის წყალზე მომუშავე ჰაერის გაგრილების სისტემის დანადგარის (ჩილერის) შესყიდვა თანმდევი მომსახურებით (არსებული დაზიანებული დანადგარის (ჩილერის) დემონტაჟი და ახლის მიწოდება/მონტაჟი/ექსპლუატაციაში გაშვება/ტესტირება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`809.00 GEL
Размер гарантии 3`809 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aleksandre zhvania :: 23.03.2026 17:11
  • Последнее исправление: aleksandre zhvania :: 07.04.2026 18:15
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=679161&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

გორის იუსტიციის სახლისთვის წყალზე მომუშავე ჰაერის გაგრილების სისტემის დანადგარის (ჩილერის) შესყიდვა თანმდევი მომსახურებით (არსებული დაზიანებული დანადგარის (ჩილერის) დემონტაჟი და ახლის მიწოდება/მონტაჟი/ექსპლუატაციაში გაშვება/ტესტირება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ძირითადი ტექნიკური პარამეტრები:
• გაგრილების აგრეგატების რაოდენობა - არანაკლებ 1 (ერთი), არაუმეტეს 4 (ოთხი);
• გაგრილების ჯამური სიმძლავრე (Cooling Capacity) - 615 (±5%) კვტ;
• ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი (EER) - არანაკლებ 2.8;
• სეზონური ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი (SEER) - არანაკლებ 4.1;
• შემავალი წყლის საანგარიშო ტემპერატურა (Inlet water temperature) 12°C;
• გამომავალი წყლის საანგარიშო ტემპერატურა (outlet water temperature) 7°C;
• გაგრილების აგენტი (Refrigerant) - R410A ან R134A ან R32;
• საანგარიშო გარე ტემპერატურა (Outdoor temperature) - 35°C;
• თითოეულ გაგრილების დანადგარს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 დამოუკიდებელი მაცივარაგენტის კონტური (Refrigerant circuit) და არანაკლებ 4 კომპრესორი;
• ჩილერის კომპრესორები უნდა იყოს ხმაურისგან დამცავი შეფუთვით;
• ჩილერს უნდა ჰქონდეს ინვერტორული ვენტილატორები;
• ელ. მომარაგება (Power supply) - 400V/3/50HZ;
• მაქსიმალური საჭირო ელ. მოთხოვნა (FLI) - არაუმეტეს 300 კვტ
• ხმაურის დონის მაჩვენებელი (Outdoor sound pressure level) 1 მეტრში - არაუმეტეს 75 dBA;
• ჩილერებს უნდა გააჩნდეს ძაბვის და ფაზის ცვლილებისგან დაცვა;
• ჩილერებს უნდა გააჩნდეს ანტივიბრაციული სადგამები;
• ჩილერების სადგამი კონსტრუქცია უნდა მოეწყოს უკვე არსებულ ბეტონის საფარზე ზომით სიგრძე 5,8 მეტრი და სიგანე 3,5 მეტრი;
• სიცივის მატარებლის ნაკადის მაქსიმალური წნევის დანაკარგი არაუმეტეს 60 კპა;
• ჩილერში ინტეგრირებულ საცირკულაციო ტუმბოს 30 ლ/წმ წარმადობაზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 200 კპა აწევის სიმაღლე.

2. ძირითადი მოთხოვნები:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არსებული სისტემის სრულფასოვანი გამორეცხვა შესაბამისი საჭირო დანადგარებით.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ჩილერების დაერთება უკვე არსებულ ცივი წყლის მილგაყვანილობის საერთო სისტემაზე ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს არსებული ჩილერების ფუნქციონირების შენარჩუნება;
• ჩილერები უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი;
• საჭირო ელ. ავტომატები, კაბელები, სხვა სახარჯი მასალები უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ უზრუნველყოფილი;
• გამოყენებული ყველა მოწყობილობა-დანადგარი და მასალები უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხის სტანდარტებს;
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ადგილზე ზომების და დაერთების მორგება;
• მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს შემსყიდველს ჩილერი და აწარმოოს მისი სამონტაჟო და გასამართი სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში. სამონტაჟო სამუშაოების წარმოებისას მკაცრად დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
• სასურველია, წინადადების წარმოდგენამდე პრეტენდენტმა წინასწარ დათვალიეროს ობიექტი და ადგლზე გაეცნოს ვითარებას.

3. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი (თანმდევი მომსახურება):
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
• გორის იუსტიციის სახლში ძველი გაგრილების დანადგარის დემონტაჟი და ახალი გაგრილების დანადგარის/დანადგარების (ჩილერების) მიწოდება და მონტაჟი;
• დემონტაჟის შედეგად სამშენებლო ნაგვის ტერიტორიიდან გატანა;
• ახალი ჩილერების არსებულ ჰიდრავლიკურ და ელექტრო სისტემებში ჩართვა;
• ჩილერის გამშვებ გასამართი სამუშაოების განხორციელება და ტესტირება;
• ჩილერის ექსპლუატაციაში გაშვება;
• მომსახურე პერსონალის ტრეინინგი.

შენიშვნა:
* პრეტენდენტმა დანართი № 1 - ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში („შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები“) უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის ზუსტი ტექნიკური პარამეტრები („არანაკლებ", „არაუმეტეს", „უნდა გააჩნდეს" და ა.შ. სიტყვების გამოყენების გარეშე).
** სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, თუ იკითხება სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება „მსგავსი”, „ეკვივალენტური” მახასიათებლების მქონე საქონელი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება თანმდევი მომსახურების (არსებული დაზიანებული დანადგარის (ჩილერის) დემონტაჟი და ახლის მიწოდება/მონტაჟი/ექსპლუატაციაში გაშვება/ტესტირება) ჩათვლით უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდება თანმდევი მომსახურების (არსებული დაზიანებული დანადგარის (ჩილერის) დემონტაჟი და ახლის მიწოდება/მონტაჟი/ექსპლუატაციაში გაშვება/ტესტირება) ჩათვლით განხორციელდება შემდეგ მისამართებზე: ქ. გორი, დავით გურამიშვილის ქ. №7 (გორის იუსტიციის სახლი).

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებლის მიერ მოწოდებულ ჩილერზე და შესრულებულ სამონტაჟო სამუშაოებზე სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წლის ვადით. გარანტია ჩილერზე უნდა ვრცელდებოდეს როგორც მწარმოებლის, ისე მიმწოდებლის მხრიდან. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ შემოთავაზებულ ჩილერზე ვრცელდება არანაკლებ 3 (სამი) წლიანი საგარანტიო ვადა.
1.7.1.2. საგარანტიო ვადის პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით და გონივრულ ვადებში უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები და აღმოფხვრას ნებისმიერი ნაკლი, რომელიც გამოწვეულია უხარისხო მასალების და მოწყობილობა-დანადგარების გამოყენების და ასევე, უხარისხოდ შესრულებული სამონტაჟო სამუშაოების მიზეზით.
1.7.1.3 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების 1.7.1.2 პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი
დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება.
1.7.1.4. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები ძალაშია უნდა იყოს მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილის შესაბამის ველში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის (ჩილერის) წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლისა (მწარმოებელი კომპანია ან/და ბრენდი ან/და სავაჭრო ნიშანი) და მოდელის შესახებ.
2.1.1.2. წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლისა (მწარმოებელი კომპანია ან/და ბრენდი ან/და სავაჭრო ნიშანი) და მოდელის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.

აუცილებელი მოთხოვნა:
შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის (ჩილერის) ძირითადი ტექნიკური პარამეტრების სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილი მოდელის მწარმოებლის ოფიციალური ინფორმაცია ტექნიკური პარამეტრების შესახებ სრულად უნდა იძებნებოდეს ინტერნეტ წყაროების საშუალებით (პრეტენდენტი უფლებამოსილია ინტერნეტ წყაროს/ვებ-გვერდის მისამართი მიუთითოს ფასების ცხრილში) ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლების შესახებ (მწარმოებლის წერილი ან/და დასკანერებული ტექნიკური პასპორტი, ან/და data sheet ან/და მწარმოებლის ოფიცილაური ვებ-გვერდის მისამართი).

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2021 წლიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში უნდა ჰქონდეს არანაკლებ ორი ანალოგიური შესყიდვის ობიექტის (არანაკლებ 300 კვტ-ს ან მეტი სიმძლავრის ჩილერის) მიწოდება/მონტაჟის განხორციელების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და მიწოდებულ საქონელზე/შესრულებულ სამონტაჟო სამუშაოზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული საქონლის მიწოდება/მონტაჟის ფაქტს.
2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ 2.2.1 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვტეს სატენდერო კომისია.
2.2.1.4 წარმოდგენილი გამოცდილების ფარგლებში, პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ერთი დადებითი სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემულია დამკვეთის მიერ წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომ პერიოდში.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

შემოთავაზებული მოდელის ჩილერს უნდა გააჩნდეს ევროვენტის სერთიფიკატი (Eurovent-certification) რომელიც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ძირითადი ტექნიკური პარამეტები სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით (იხ. „ძირითადი ტექნიკური პარამეტრები"), სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1- ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში მითითებით.
2.9.2 ტექნიკურ დავალებაში მოცემული შესყიდვის ობიექტის ძირითადი ტექნიკური პარამეტრები წარმოადგენს მინიმალურ მოთხოვნას, შესაბამისად პრეტენდენტს შეუძლია შემოგვთავაზოს გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე საქონელი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას;
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით, შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);
4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

6 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ვადა არანაკლებ 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1.მიმწოდებელი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან.
6.4.2. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანების შესაბამისად.
6.4.3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, აგრეთვე ნაწილობრივი ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს საბანკო გარანტიის სრული ოდენობით გამოყენება.
6.4.4.იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება ერთიანად უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში. მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე.
7.2.2 მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმდება შესყიდვის ობიექტის მოწოდების (თანმდევი მომსახურების (არსებული დაზიანებული დანადგარის (ჩილერის) დემონტაჟი და ახლის მიწოდება/მონტაჟი/ექსპლუატაციაში გაშვება/ტესტირება) ჩათვლით) შემდეგ, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ შედგენილი ინსპექტირების დასკვნის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ალექსანდრე ჟვანია, 591447034, alzhvania@psh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმას. ხელმოწერას არ საჭიოებს ფასების ცხრილი - დანართი №1, თუ იგი წარმოდგენილი იქნება Excel-ის ფორმატით;
10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.
10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით.
10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში უნდა გაითვალისწინოს დღგ.
10.1.6. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1) ან ფასების ცხრილი წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.
10.1.7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.8. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.9. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის რომელიმე პუნქტში იკითხება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება "მსგავსი“, "ანალოგიური“ ან "ექვივალენტური.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru