Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Столовые и общественное питание (Грузия - Тендер #71698764)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Special Penitentiary Service
Номер конкурса: 71698764
Дата публикации: 06-04-2026
Сумма контракта: 49 126 502


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260006916
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.04.2026 17:22
Начало приема предложения 29.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 04.05.2026 13:00
Предполагаемая цена закупки 49`126`502.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55500000-Столовые и общественное питание
Коды классификатора
  • 55500000 - Столовые и общественное питание
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სპეციალური პენიტენციური სამსახურის N1, N2, N3 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების შესყიდვა.

Type of Procurement: Electronic Tender without Auction (NAT)
Procuring Entity: Special Penitentiary Service
Date of Announcement: 04.2026
Start Date for Submission of Proposals: 29.04.2026 00:00
Deadline for Submission of Proposals: 04.05.2026 13:00
Funding Source: 2026/2027/2028/2029 Budget Funds
Estimated Procurement Value: 49`126`502.00 GEL
Proposal Submission: Including VAT
CPV Code and Classification Section: 55500000 – Canteen and Catering Services
CPV Code and Specific Object of Procurement: 55500000 – Canteen and Catering Services
Quantity or Volume of Procurement: See Tender Documentation
Delivery Period: See Tender Documentation
Bid Reduction Step: 491`265.00 GEL
Amount of Bid Security: 491`265.00 GEL
Validity Period of Bid Security: 160 days
Additional Information:
Procurement of catering services for accused/convicted persons placed in Penitentiary Establishments No. 1, No. 2, No. 3, and No. 14, as well as for the personnel of the Special Penitentiary Service.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 491`265.00 GEL
Размер гарантии 491`265 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan papelishvili :: 20.03.2026 11:14
  • Последнее исправление: ketevan papelishvili :: 03.04.2026 17:22
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=678786&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის N1, N2, N3 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

გასაწევი მომსახურების აღწერა და პირობები მოცემულია: სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში - ტექნიკური დავალება.
ასევე, იხ. დანართები:
დანართი N3 - საკვები პროდუქტების სტანდარტები
დანართი N4 - სამზარეულო ინვენტარი
დანართი N5 - მიწოდების ადგილები
დანართი N6 - საიჯარო ობიექტები
დანართი N8 - მომზადების წესები
დანართი - ბრძანებების ბმული


შენიშვნა:
- ერთეულის ზღვრული ფასის შემცირების შემთხვევაში პრეტენდენტმა ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა ასახოს ყველა დასახელების მომსახურებაზე, როგორც სატენდერო წინადადების (ფასების ცხრილის) წარდგენის, ასევე დაზუსტების შემთხვევაში დაზუსტებული ფასების ცხრილის წარდგენის ეტაპზე. ამის შემდგომ, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედამდე (მძიმის შემდეგ ორი ციფრი), შესაბამისად შეამციროს ფასების ცხრილის ჯამური ღირებულებაც.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

კვებითი მომსახურება უნდა განხორციელდეს უწყვეტად 2026 წლის 11 მაისიდან 1096 დღის განმავლობაში.

ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ხელშეკრულების დადების და მომსახურების გაწევის დაწყების ამ პუნქტით განსაზღვრულ თარიღში შეუძლებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების ღირებულების დაანგარიშება და გასაწევი მომსახურების ვადის გამოთვლა განხორციელდება გასაწევი მომსახურების ფაქტობრივად დარჩენილი დღეების რაოდენობის შესაბამისად

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების მიხედვით, დანართი N1 - ტექნიკური დავალების შესაბამისად.

2. მომსახურების გაწევის ადგილები განსაზღვრულია დანართ N5-ში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს კვების მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოსაწოდებელი საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების (ყველი, კარაქი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, რძე, კეფირი და შესქელებული რძე) მწარმოებელ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, კვების მომსახურების გაწევისთვის საჭირო რაოდენობის პროდუქტების მიწოდებაზე, რომლ(ებ)ის მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების მწარმოებლების შესახებ.

შენიშვნა:
სატენდერო წინადადების დაზუსტების ეტაპზე კვების მომსახურების გაწევისთვის საჭირო მოსაწოდებელი საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების (ყველი, კარაქი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, რძე, კეფირი და შესქელებული რძე) მწარმოებელი კომპანიის ცვლილება პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას არ გამოიწვევს.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023, 2024, 2025 და 2026 წლებში უნდა გააჩნდეს მრავალფეროვანი კერძებით უზრუნველყოფილი კვების მომსახურების გაწევის გამოცდილება (მომსახურების სფეროები: რესტორანი, სწრაფი კვების ობიექტი, სასადილო ან მსგავსი ტიპის ობიექტები, ქეითერინგ სერვისი, საკვებით მობილური მომსახურება) 5,000,000.00 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობით.

გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ უნდა იქნეს ინფორმაცია დანართი N7-ის შესაბამისად, ასევე ამ პუნქტში მითითებული მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტაციის ასლები: პრეტენდენტის მიერ შესრულებული კვებითი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ხელშეკრულება ან/და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ცნობა და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან/და საგადასახადო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება პრეტენდენტის მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევის ფაქტი.

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში, მოთხოვნილი გამოცდილების არსებობა შესაძლებელია დასაბუთდეს რეგისტრაციის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოდგენილი კვებითი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი საგადასახადო ინფორმაციისა და ხელშეკრულების ან/და დამკვეთის მიერ გაცემული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

ა) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის სახელზე გაცემული ISO 9001:2015 (ან უფრო ახალი) და ISO 22000 სტანდარტით გათვალისწინებული ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი.

ბ) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს მისაწოდებელი საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების (ყველი, კარაქი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, რძე, კეფირი და შესქელებული რძე) მწარმოებლ(ებ)ის სახელზე გაცემული ISO 22000 სტანდარტით გათვალისწინებული ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ი (სფეროების მიხედვით) ან შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორისაღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ მინიჭებული აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

შენიშვნა: ISO 22000 სერტიფიკატის გამცემი უნდა იძებნებოდეს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის (IAF) ვებ-გვერდზე https://www.iafcertsearch.org/. ასევე, შესაძლებელია სერტიფიკატის გამცემი არ იძებნებოდეს აღნიშნულ ვებ-გვერდზე, თუმცა იგი აკრედიტებული/ავტორიზებული იყოს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის (IAF) წევრი აკრედიტაციის ორგანოს ან რეგიონალური აკრედიტაცის ჯგუფის ანასოცირებული წევრის მიერ, აღნიშნული მიკვლევადი უნდა იყოს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის ვებ-გვერდის მეშვეობით https://iaf.nu/en/home/.

გ) პრეტენდენტი და ასევე, შემოთავაზებული საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების (ყველი, კარაქი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, რძე, კეფირი და შესქელებული რძე) მწარმოებელი რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის,რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ძალადაკარგული), სადაც „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარ“-ში/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობის სახე/სახეები. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან (თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს კვების მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოსაწოდებელი საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების (ყველი, კარაქი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, რძე, კეფირი და შესქელებული რძე) მწარმოებელ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, კვების მომსახურების გაწევისთვის საჭირო რაოდენობის პროდუქტების მიწოდებაზე, რომლ(ებ)ის მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენია საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების მწარმოებლებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები.

შენიშვნა:
სატენდერო წინადადების დაზუსტების ეტაპზე კვების მომსახურების გაწევისთვის საჭირო მოსაწოდებელი საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების (ყველი, კარაქი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, რძე, კეფირი და შესქელებული რძე) მწარმოებელი კომპანიის ცვლილება პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას არ გამოიწვევს.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს სახელმწიფო საიდუმლო დაშვების ფორმა N4, რომლის მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან უნდა აღემატებოდეს
მომსახურების გაწევის ვადას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საშემფასებლო დასკვნით (ამასთან, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს). საშემფასებლო დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესი; არ არის რეგისტრირებული იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა/აკრძალვა); არ არის რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, იურიდიული პირი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.

2. ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).

3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა (გარდა ამავე პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.3 for an individual entrepreneur

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.


2. ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).

3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა (გარდა ამავე პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.4 for a physical entit

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია 5.1.4 მუხლის მეორე პუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.5 for a partnership

1. სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5. მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ:

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.
ბ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).

ამხანაგობის წევრებისთვის:
ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრების მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.
ბ)ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრ(ებ)ს არ გააჩნიათ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).
გ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 მუხლისა და მისი პუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. მუხლის მიხედვით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის, ან/და მისი რომელიმე წევრ(ებ)ის შესახებ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.5 მუხლის შესაბამის პუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.6 for a non-resident

1. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
- საფირმო სახელწოდება;
- სამართლებრივი ფორმა;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- რეგისტრაციის ნომერი/თარიღი;
- მარეგისტრირებელი ორგანო;
- იურიდიული მისამართი;
- ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
ბ) დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
გ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
დ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
ე) თუ არარეზიდენტ იურიდიულ პირს აქვს წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში, აღნიშნულ წარმომადგენლობა/ფილიალზეც ვრცელდება ამ მუხლის "ა","ბ" და "გ" პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები;

2. არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
გ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყო

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru