1.2.1. მომსახურების აღწერა (ტექნიკური დავალება):
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისში, თბილისის ზღვაზე,
სანატორიუმ „ქართლის“ მიმდებარედ, სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე
(ნაკვეთი 07/042 (საკადასტრო კოდი 01.12.10.007.042)) მდებარე შენობა-ნაგებობა N3-ის
აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებისათვის საჭირო
საპროექტო-სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და აღნიშნული
საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება ნებართვის გამცემ შესაბამის
ორგანოსთან.
1.2.1.1. დასაპროექტებელი ობიექტი: ქ. თბილისში, თბილისის ზღვაზე, სანატორიუმ
„ქართლის“ მიმდებარედ, სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე (ნაკვეთი 07/042
(საკადასტრო კოდი 01.12.10.007.042)) არსებული, შპს „ეკოსერვის ჯგუფი“-ს
სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა N3.
1.2.1.2. ზოგადი ინფორმაცია: შენობა-ნაგებობა N3 აშენებულია ხელოვნურად
მოსწორებულ რელიეფზე და წარმოადგენს მზიდუნარიან სამრეწველო ტიპის
შენობას. სწორკუთხა ფორმისაა, რომლის გაბარიტული ზომები არის
დაახლოებით 9მX36მ. ერთ სართულიანია და სიმაღლე 4.7 მ-ია. კედლები ნაწილობრივ
ამოყვანილია ბეტონის მზიდი ბლოკებით სისქით 40 სმ. გადახურვის მზიდი
კონსტრუქცია წარმოადგენს 9 მ სიგრძის და 80 სმ სიმაღლის რკინა ბეტონის
ანაკრებ კოჭს, რომელიც ეყრდნობა პილონებზე და აღენიშნებათ გადახრა.
კოჭის ბიჯი 6 მ-ია. შენობის კედლები ნაწილობრივ და პილონები ასევე
ამოყვანილია ბეტონის მზიდი საკედლე ბლოკებით. გადახურვისთვის
გამოყენებულია რკინის ბეტონის ანაკრები წიბოვანი ფილები სიმაღლით 30 სმ,
სიგრძე 6 მ (ე.წ პეკაჟი), რომლებიც დაწყობილია რკინა ბეტონის მზიდ კოჭებზე.
მზიდ კედლებსა და პილონებზე დაზიანება ბზარების სახით არ შეინიშნება,
რაც საძირკვლის მგრადობაზე მიუთითებს. შეინიშნება ბეტონის გამოტუტვის
ნიშნები. რკინის ბეტონის ანაკრებ წიბოვან ფილებს აღენიშნებათ ბზარები
და ჩანს კოროზირებული არმატურა. სახურავსა და ბეტონის მზიდ კედლებს
შორის სივრცე ნაწილობრივ შევსებულია სილიკატური აგურით, რომელსაც
აღენიშნებათ დაზიანება. წვიმიან ამინდში გადახურვის ფილებს შორის
ჩამოედინება წყალი.
1.2.1.3. დემონტაჟის სამუაოები:
1.2.1.3.1. გადახურვის ფილების დემონტაჟი.
1.2.1.3.2. საყრდენი კოჭების დემონტაჟი.
1.2.1.3.3. სილიკატური აგურის კედლების დემონტაჟი.
1.2.1.3.4. კოჭის საყრდენი ბალიშების (პილონების და კედლების თავზე)
დემონტაჟი.
1.2.1.3.5. იატაკის დაზიანებული ფრაგმენტების დემონტაჟი
(საჭიროებისამებრ).
1.2.1.4. სამშენებლო (გამაგრების) სამუშაოები:
1.2.1.4.1. რკინა-ბეტონის (ან/და რკინის) სარტყელის მოწყობა.
1.2.1.4.2. გადახურვის მოწყობა ხის (ან/და რკინის) კონსტრუქციისაგან.
1.2.1.4.3. გადახურვის მოწყობა პროფილირებული ფერადი თუნუქისაგან.
1.2.1.4.4. იატაკის მოწყობა არმირებული ბეტონისაგან.
1.2.1.4.5. კედლების გამოტუტვის ადგილების შელესვა (ძლიერი) ცემენტის
ხსნარით.
1.2.1.4.6. კედლების ამოშენება საკედლე წვრილმარცვლოვანი ბლოკით
(19სმX39სმX19სმ).
1.2.1.4.7. კედლების შელესვა ქვიშა-ცემენტის ხსნარით.
1.2.1.4.8. პილონებს შორის სამანქანო კარის მოწყობა (გისოსი).
1.2.1.5. ელექტროობა: დაქსელვა მოხდეს სპილენძის მინიმუმ ორმაგ იზოლაციანი
კაბელებით, საშტეფცელო როზეტებისა და ჩამრთველების რაოდენობა, ასევე
განთავსების ადგილები შეთანხმდეს დამკვეთთან.
1.2.1.6. შენობის გარე პერიმეტრი: მოეწყოს რკინა-ბეტონის სარინელი.
მიმწოდებლი ვალდებულია დამკვეთთან შეთანხმებით შეიმუშაოს ყველა
საპროექტო დეტალი და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1.2.1.6.1. საპროექტო ალბომი და სრული არქიტექტურული პროექტი (განმარტებითი
ბარათით).
1.2.1.6.2. ესკიზური პროექტი.
1.2.1.6.3. კონსტრუქციული პროექტი.
1.2.1.6.4. შიდა ელექტრო მომარაგების პროექტი.
1.2.1.6.5. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სამშენებლო სამუშაოების სრული
ხარჯთაღრიცხვა (გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი და შედგენილი
უნდა იყოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად), ამასთან
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებული უნდა იყოს
„სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით
გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2025 წლის 1 დეკემბრის №2006 განკარგულებით გათვალისწინებული წესითა და
შესაბამისი საბაზრო ღირებულებით;
1.2.1.6.6. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს სრული
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა (სრული
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპეტიზა, მათ შორის
ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისი ნაწილების შესაბამისობის) და
წარმოადგინოს შესაბამისი დადებითი დასკვნა. დასკვნა გაცემული უნდა
იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ ((სხვა
აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენის
შემთხვევაში დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის
გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი)
(ექსპერტიზის მომსახურების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი);
1.2.1.6.7. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა
შესაბამის სფეროში აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დადებითი
დასკვნა (სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის
წარმოდგენის შემთხვევაში დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას
დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის
ასლი) წარმოდგენილი პროექტის საქართველოში მოქმედ სამშენებლო
ნორმებთან და წესებთან შესაბამისობის შესახებ (ექსპერტიზის
მომსახურების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი);
1.2.1.6.8. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა
შესაბამის სფეროში აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა,
რომლითაც დადასტურდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ დეტალური
ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული ფასების საბაზრო ფასებთან
შესაბამისობა და რომლითაც დადასტურდება, რომ
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებულია „სამშენებლო
სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი
ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1
დეკემბრის №2006 განკარგულებით გათვალისწინებული წესითა და შესაბამისი
საბაზრო ღირებულებით (ექსპერტიზის მომსახურების ხარჯებს ანაზღაურებს
მიმწოდებელი);
შენიშვნა:
1. პროექტი შესრულებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ყველა მოთხოვნების მიხედვით. შემსრულებელი
ვალდებულია მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაცია
დამკვეთს წარმოუდგინოს სრულფასოვნად და მოწონების შემთხვევაში
დამკვეთის სახელით მოიპოვოს/მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
მშენებლობისათვის საჭირო ნებართვები.
2. სრული საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
ელექტრონული ვერსია უნდა შეიცავდეს სრულ პროექტს. ფერადი ნაბეჭდი
სახით უნდა წარმოადგინოს ალბომი A3 ფორმატით 4 ეგზემპლარად.
ხარჯთაღრიცხვები “EXCEL”-ის ფორმატში.
3. დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საპროექტო გადაწყვეტილების
ცვლილებები ან გააუქმოს.
4. დამკვეთი უფლებამოსილია, მოითხოვოს საპროექტო გადაწყვეტილებების
ცვლილებები მშენებლობის განხორციელების დროს, თუ სამუშაოების
წარმოების პროცესში აუცილებელი გახდება საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა ან/და გაჩნდება პროექტთან (მის
განხორციელებასთან) დაკავშირებით კითხვა, პროექტის
ავტორი/მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 დღის
ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა დასმულ (პრობლემურ)
საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო ცვლილებების განხორციელების
აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით წარმოადგინოს საპროექტო ‐
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შესატანი ცვლილებების
გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული მიმწოდებელმა/პროექტის ავტორმა უნდა
განახორციელოს რაიმე დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე.
5. ქ. თბილისში, თბილისის ზღვაზე, სანატორიუმ „ქართლის“ მიმდებარედ,
სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე (ნაკვეთი 07/042 (საკადასტრო კოდი 01.12.10.007.042))
მდებარე შენობა-ნაგებობა N3-ის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დასკვნა
ატვირთულია სატენდერო პირობების 1.2 პუნქტში.