Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Гостиничные услуги (Грузия - Тендер #71698716)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL Youth Agency
Номер конкурса: 71698716
Дата публикации: 06-04-2026
Сумма контракта: 33 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260006960
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.04.2026 18:41
Начало приема предложения 13.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 15.04.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 33`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55100000-Гостиничные услуги
Коды классификатора
  • 55120000 - Встречи и конференции в отелях
  • 55130000 - Другие гостиничные услуги
Срок подачи მომსახურების გაწევის სავარაუდო თარიღებია 2026 წლის 01 მაისიდან 05 მაისის პერიოდი
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 150.00 GEL
Размер гарантии 330 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan gelashvili :: 03.04.2026 14:43
  • Последнее исправление: ketevan gelashvili :: 03.04.2026 18:41
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=681275&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“ 2026 წლის „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის“ პროგრამის „ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერება“ ქვეპროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონში, გეგმავს ინსპირაციული შეხვედრის ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას 400 ახალგაზრდა მიიღებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ეროვნული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების გაძლიერება, ლიდერული და პიროვნული უნარების განვითარება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და მათი მოტივაციის გაზრდა საზოგადოებრივ და პროფესიულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის.

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სასტუმროს მომსახურების შესყიდვა, რომელიც მოიცავს საკონფერენციო სივრცით უზრუნველყოფას, ღონისძიების ჩატარებისთვის საჭირო შესაბამის ინფრასტრუქტურას/ტექნიკურ აღჭურვილობასა და ყავის შესვენების უზრუნველყოფას.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 2026 წლის 01-05 მაისის პერიოდში,სასტუმროს მომსახურების შესყიდვა, რომელიც მოიცავს საკონფერენციო სივრცით უზრუნველყოფას, ღონისძიების ჩატარებისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურის/ტექნიკური აღჭურვილობისა და ყავის შესვენების უზრუნველყოფას შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად:

1. მიმდინარე წლის 1-5 მაისის პერიოდში დაგეგმილი ერთდღიანი ღონისძიებისთვის შერჩეული სასტუმრო განთავსებული უნდა იყოს კახეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში და უნდა გააჩნდეს 400 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, ასევე შესაბამისი სივრცე ყავის შესვენების უზრუნველსაყოფად.
2. ყავის შესვენების საათის განსაზღვრა უნდა მოხდეს შემსყიდველთან შეთანხმებით (იხ. ტექნიკური დავალების ცხრილი N1).
3. შეხვედრის დროისთვის, საკონფერენციო სივრცე უნდა იყოს დახურული სხვა სტუმრების მიღებისთვის.
4. საკონფერენციო სივრცე უნდა იყოს იზოლირებული და დამოუკიდებელი სხვა ოთახებისგან, მათ შორის სამზარეულოსგან (ფარდით ან სხვა საშუალებებით გამოყოფა არ მოიაზრება), ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობა/კონდიცირების სისტემით და ცენტრალური ვენტილაციით. საკონფერენციო სივრცე უნდა მდებარეობდეს შენობის მიწისზედა სართულზე და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი განათებით (ფანჯრების ან ვიტრაჟული კონსტრუქციების სახით).
5. საკონფერენციო სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს 200 სკამით და 200 პუფით, (მონაწილეთა რაოდენობა არაუმეტეს 400), ხმის გამაძლიერებელი სისტემით (მიკროფონი და დინამიკები), უკაბელო ინტერნეტით, სასმელი წყლით არანაკლებ 400 ბოთლი (0.5 მლ ბოთლებით).
6. საკონფერენციო სივრცეში უნდა განთავსდეს სცენა (ზომით არანაკლებ 10 მეტრი, 5 მეტრზე), რომელზეც განთავსდება ლედ მონიტორი (ზომით არანაკლებ 15 კვადრატული მეტრი (5 მეტრი, 3 მეტრზე) fullHD), სასცენო განათება, გახმოვანების აპარატურით მომსახურება, 5 უსადენო მიკროფონი. სცენაზე განთავსებული უნდა იყოს 2 ჟურნალის მაგიდა და 4 სავარძელი.
7. საკონფერენციო სივრცეში უნდა დამონტაჟდეს სასცენო განათება შესაბამის რკინის კონსტრუქციაზე (ე.წ. “ფერმა”). კონსტრუქცია განთავსდება მთავარი სცენის ზემოთ. განათებამ უნდა უზრუნველყოფოს როგორც სცენის, ისე დარბაზის განათება.
8. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკონფერენციო სივრცეში ფოტო კუთხის ორგანიზება, სადაც დაიდგმება მთავარი პრეს ბანერი და სხვადასხვა აქსესუარი ფოტოების გადაღებისთვის.
9. ღონისძიების ფარგლებში, არაუმეტეს 5 საათის განმავლობაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ერთი ერთეული ე.წ. Giffer განთავსება და მომსახურება. აპარატი უნდა იყოს თვითმომსახურების ტიპის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება როგორც ფოტოების, ისე GIF-ების გადაღება ულიმიტო რაოდენობით. მომსახურება მოიცავს ფოტოების მაღალი ხარისხის ფერად ბეჭდვას (1000 ერთეული), ამასთან, ყველა გადაღებული მასალა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ციფრულ ფორმატშიც. ფოტოებისა და GIF-ების ჩარჩოს ბრენდირება (ლოგო, ვიზუალური ელემენტები) წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან, ღონისძიების ბრენდბუქის შესაბამისად.
10. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისი ტექნიკური პერსონალით მომსახურება (იხ. ტექნიკური დავალების ცხრილი N2.
11. მიმწოდებელი ვალდებულია გამოყოს ერთი საკონტაქტო პირი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ღონისძიების მსვლელობისას ტექნიკური საკითხების მოგვარება. (იხ. ტექნიკური დავალების ცხრილი N2).
12. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ღონისძიების მსვლელობისას ლედ მონიტორზე პრეზენტაციების ჩართვა და გამორთვა და სხვა ტექნიკური დეტალები.
13. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ღონისძიების მიმდინარეობისას ფონური მუსიკალური გაფორმებისთვის საჭირო აპარატურა, ხმის ინჟინერთან ერთად.
14. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ღონისძიების მსვლელობისას უსაფრთხოების ყველა საჭირო ნორმის დაცვა. სასტუმროში განთავსებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების სისტემები/სისტემა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების დადგენილ ნორმებს (ბრძანება - საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ; ასევე ტექნიკური რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ). სასტუმროში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო ჩანთა.
15. შერჩევა-შეფასების ეტაპზე შესაბამისი კომისიის ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, ადგილზე დაათვალიეროს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სასტუმროს შესაბამისობა ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ აღმოჩნდება, რომ პრეტენდენტის მიერ წინადადებების წარდგენის ან შერჩევა-შეფასების (დაზუსტების) ეტაპზე წარმოდგენილი ვიზუალური მასალა (ფოტოები) შეუსაბამობაშია არსებულ რეალობასთან, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნება სატენდერო პროცედურებიდან დაზუსტების გარეშე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის სავარაუდო თარიღია 2026 წლის 01-05 მაისის პერიოდი. ღონისძიების ჩატარების ზუსტი თარიღი მიმწოდებელს ეცნობება ღონისძიების ჩატარებამდე 7 კალენდარული დღით ადრე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სასტუმრო უნდა მდებარეობდეს კახეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ჰქონდეს ჯამში არანაკლებ 49500.00 (ორმოცდაცხრა ათას ხუთასი) ლარის ღირებულების ანალოგიური (სასტუმროს მომსახურება, სასტუმროში კვებით მომსახურება, სასტუმროში შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზების მომსახურება) გაწევის გამოცდილება.
2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტითა (არსებობის სემთხვევაში) და გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით, ან/და შემსყიდველის/დამკვეთის მიერ დადასტურებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ი რითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილება). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი SPA, NAT, CMR, MEP, DAP ნომრების წარმოდგენა. ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა გამოცდილების შესახებ (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად).
3. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურებ(ებ)ის ღირებულების შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1.პრეტენდენტმა, წინადადებების მიღების ეტაპზე, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის მიერ შემოთავაზებული სასტუმროს შესახებ, სასტუმროს ზუსტი ფაქტობრივი მისამართი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დისკვალიფიცირებულ იქნება სატენდერო პროცედურებიდან, დაზუსტების გარეშე.

2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის მის მიერ მომსახურების გასაწევად შემოთავაზებული სასტუმროს წარმომადგენელი, წინადადების მიღების ეტაპზე, უნდა წარმოადგინოს მომსახურების გასაწევად შემოთავაზებული სასტუმროს ზუსტი მისამართი. ასევე, მომსახურების გასაწევად შემოთავაზებული სასტუმროს ხელმძღვანელი ან/და უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული წერილობითი შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ გაცნობილია ტექნიკური დავალების პირობებს და მზად არის, გასწიოს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურება ტექნიკურ დავალებაში მითითებული პირობების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დისკვალიფიცირებულ იქნება სატენდერო პროცედურებიდან, დაზუსტების გარეშე.
ასევე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იყოს 2.2.1 - ით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებიც შექმნილია პრეტენდენტის მიერ, დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სასტუმროს ვიზუალური მასალა, მათ შორის, სასტუმროს საკოფერენციო სივრცის და ყავა-შესვენებისთვის განსაზღვრული სივრცის ((სასურველია, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელი იყოს ვებ-გვერდის საშუალებით (არსებობის შემთხვევაში)).

2.9 other additional requirements

ა) სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული შევსებული ხარჯთაღრიცხვა.
ბ) წინამდებარე სატენდერო პირობების 2.2.1 ქვეპუნქტში მოცემული პირობების შესაბამისად შევსებული დანართი N2 შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
გ) წინამდებარე სატენდერო პირობების 2.3.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და ვიზუალური მასალა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1.იმ შემთხვევაში თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობა (ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა).
2.ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან (დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან გელაშვილი, 551215857, kgelashvili43@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
3. პრეტენდენტი ვალდებულია ნებისმიერი უცხოურენოვანი დოკუმენტაციის ატვირთვის შემთხვევაში წარმოადგინოს იგი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;
4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი დოკუმენტები და/ან ინფორმაცია (გარდა ხარჯთაღრიცხვისა) უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ მის მიერ შექმნილ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. „სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დადგენილი სახელმძღვანელო ინსტრუქცია). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
სხვა დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც არ არის პრეტენდენტის მიერ შექმნილი, მათ შორის, გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები, MAF, უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები, აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექპასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და სხვა, მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას.
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი (წინადადების სახით) ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. გარდა, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართისა (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის ფორმატის სახით.
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს).
7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru