Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #71698713)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 71698713
Дата публикации: 06-04-2026
Сумма контракта: 152 741


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON260000178
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.04.2026 18:55
Начало приема предложения 13.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 14.04.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 152`741.50 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34100000 - Автомобили
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტის შესაბამისად
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტია M2 კატეგორიის 38 ავტობუსი და მათი გეგმიური ფლობის მომსახურება.
Количество и объём закупок 38 ერთეული M2 კატეგორიის ავტობუსი
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 58`100 GEL
Срока действия гарантии 250 День
  • Загрузка объявления: lasha kirvalidze :: 30.03.2026 12:55
  • Последнее исправление: lana dvali :: 03.04.2026 17:59
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=680320&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ამავე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების მქონე M2 კატეგორიის ავტობუსი (შემდგომში - ავტობუსი), გეგმიური ფლობის კომპონენტების გათვალისწინებით. შემსყიდველი ორგანიზაციების სია გთხოვთ იხილოთ მიბმულ ფაილში - "შემსყიდველი ორგანიზაციები".

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასყიდი საქონლის რაოდენობაა 38 ერთეული ქარხნული წარმოების M2 კატეგორიის ავტობუსი.

1.2.2 შემოთავაზებული ავტობუსები უნდა იყოს:
ა) ერთი და იმავე ბრენდის და მოდელის
ბ) ახალი
გ) არაუადრეს 2026 წლის გამოშვების
დ) მარცხენა საჭიანი
ე) ექსპლუატაციაში არმყოფი
ვ) მიწოდებისას გარბენი არაუმეტეს 200. კმ
ზ) ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო
თ) განბაჟებული.

1.2.3 პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N2 ში განაფასოს ავტობუსის და მისი გეგმიური ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ავტობუსის და ავტობუსის სერვისის/ნაწილის ხარჯის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებში.

1.2.4 სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ავტობუსების ღირებულება, ასევე 200 000 კმ-ზე ავტობუსის გეგმიური ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც.

1.2.5 პრეტენდენტმა დანართი N2-ის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს განფასება ავტობუსის გეგმიური ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით. რომლის შესყიდვაც განხორციელდება მთლიან ავტობუსზე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (3 წელი ან 200000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება).

1.2.6 პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართ N2-ში დაამატოს (განსაზღვროს) მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება მთლიან ავტობუსზე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (3 წელი ან 200000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება).

1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ავტობუსის გეგმიური ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული დანართ N2-ით განსაზღვრულ გეგმიური ფლობის ღირებულებაში, თუმცა მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია საგარანტიო პერიოდში გეგმიური ფლობის კომპონენტ(ებ)ად.

1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ავტობუსების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს ავტობუსის უკან გაწვევის ღონისძიებებს, შესაბამისი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

M2 კატეგორიის ავტობუსების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ას ოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიმწოდებელი ვალდებულია ავტობუსების მიწოდება განახორციელოს ქ. თბილისის მასშტაბით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ადგილზე. ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია განისაზღვროს მიწოდების ადგილად სხვა ქალაქ(ებ)ი.

1.5.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი ავტობუსების მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 ავტობუსზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 200 000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) მთლიან ავტობუსზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრო მცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

1.7.1.2 მთლიან ავტობუსზე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (3 წელი ან 200000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)) გამოვლენილი ყველანაირი დეფექტი ან/და დაზიანება უნდა გამოსწორდეს ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრში ან მწარმოებლის მიერ ლიცენზირებული პერსონალის მეშვეობით, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში (აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღემდე).

1.7.1.3 მთლიან ავტობუსზე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (3 წელი ან 200000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)), ავტობუსის მუშა პროცესში დაზიანებისას მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით განახორციელოს ავტობუსის ტრანსპორტირება ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრამდე, შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში. მიმწოდებელს ავტობუსის ტრანსპორტირების ხარჯები არ ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსის მუშა პროცესში დაზიანება გამოწვეულია ავტოსატრანსპორტო შემთხვევით.

1.7.1.4 სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, მიმწოდებელი პასუხისმგებელია ავტობუსის ნებისმიერი სახის ტექნიკურ დაზიანებაზე/ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ავტობუსის შემადგენელი კომპონენტების წუნით.

1.7.1.5 მთლიან ავტობუსზე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (3 წელი ან 200000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)), მათ შორის ავტოსატრანსპორტო შემთხვევის (ავარია) დადგომის შემდეგ, მისი შეკეთება უნდა განხორციელდეს ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრში და ამან არ უნდა გამოიწვიოს თავდაპირველი გარანტიის ცვლილება.

1.7.1.6 მიღების დროს, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, ავტობუსზე გამოვლენილი წუნის (ყველანაირი დეფექტი ან/და დაზიანება) შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მოცემული პარტიის მიწოდების საბოლოო ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში შეაკეთოს ან შეცვალოს ახლით წუნის მქონე ავტობუსი. ამასთან, პარტიის მიწოდების ვადის გადაცილებისთვის შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დააკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქცია.

1.7.1.7 საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ავტობუსების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები და საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

1.7.1.8 მთლიან ავტობუსზე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (3 წელი ან 200000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)) ავტობუსის გეგმიური ფლობის მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი N2-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური ფლობის მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, ასევე გეგმიური ფლობის მომსახურების პერიოდში აღმოჩენილი ნაკლი ან დეფექტი გამოასწოროს არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია დანართი N2-ში მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია M2 კატეგორიის ავტობუსის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის, მარკისა და მოდელის შესახებ.

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს მწარმოებელ ქვეყნას, მწარმოებელს, M2 კატეგორიის ავტობუსის მარკას ან/და მოდელს დანართ N2-ში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის, ავტობუსის მარკის და მოდელის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ მწარმოებელი ქვეყნის,მწარმოებლის, ავტობუსის მარკის ან/და მოდელის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის,მწარმოებლის, ავტობუსის მარკის და მოდელის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.1.1.3 შემოთავაზებული ავტობუსები უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ავტობუსის მწარმოებელს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 15 წლიანი გამოცდილება М2 კატეგორიის ავტობუსების წარმოებაში, რომლის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ავტობუსების მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელის არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებული სერვის ცენტრი ქ. თბილისში. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული, სადაც მითითებული იქნება აღნიშნული ინფორმაცია.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს (მითითებული უნდა იყოს ტენდერში შემოთავაზებული ავტობუსის მარკა და მოდელი) UNECE Regulation No.107-ის მიხედვით გაცემული ავტომობილის დამტკიცების სერტიფიკატი (Vehicle Type Approval). აღნიშნული დოკუმენტი უნდა იყოს გაცემული შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ.

2.7.1.2 პრეტენდენტი, იმ შემთხვევაში, თუ ის არაა შემოთავაზებული ავტობუსის მწარმოებელი, უნდა იყოს, შემოთავაზებული ავტობუსის მწარმოებლის ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული, სადაც მითითებული იქნება აღნიშნული ინფორმაცია.

2.7.1.3 პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ავტობუსების მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს შემოთავაზებული ავტობუსების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობა წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (ტექნიკური პარამეტრები)-ით დადგენილ მოთხოვნებთან.

2.7.1.4 შემოთავაზებული ავტობუსის საწვავის მოხმარება ქალაქში წვის პირობებში 100 კილომეტრზე უნდა იყოს არაუმეტეს 11 ლიტრი, ხოლო შერეული წვის პირობებში 100 კილომეტრზე არაუმეტეს 10.5 ლიტრი, აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური საპასპორტო წვის (ქალაქი/შერეული წვის პირობებში) მაჩვენებელი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული, სადაც მითითებული იქნება აღნიშნული ინფორმაცია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს (https://gac.gov.ge/ka) მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (http://expertiza.gov.ge/) დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს (https://saras.gov.ge/) მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

58100

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

10

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 120 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ავტობუსების მიწოდების საბოლოო ვადას, ხოლო გეგმიური ფლობის (საგარანტიო პერიოდში ტექნიკური მომსახურების) შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს გეგმიური ფლობის (საგარანტიო პერიოდში ტექნიკური მომსახურების) შესყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ჯამური ღირებულებების 5%–ის (იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის) ოდენობით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად. მიმწოდებელი არ არის ვალდებული წარადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200 000 (ორასი ათასი) ლარზე.

6.2.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ხელშეკრულების გაფორმებამდე.

6.2.4.3 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტის ფორმით (არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით).

6.2.4.4 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.5 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. ავტობუსის შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარადგინოს საავანსო საბანკო გარანტია, შემსყიდველის მიერ მითითებულ თანხაზე (მაგრამ არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 50%-სა).

7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტიის საფუძველზე.

7.1.1.3. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.1.1.4. ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.1.1.5. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ან მთლიანად საქონლის მიწოდების შემდეგ, შესაბამისი "მიღება-ჩაბარების" აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ;

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;

- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე;

- ავანსის შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდება ავანსის სახით გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ან მთლიანად საქონლის მიწოდების შემდეგ, შესაბამისი „მიღება-ჩაბარების“ აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლაშა კირვალიძე, 571255255, lkirvalidze@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-20 მუხლის 2 პრიმა მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის N14 ბრძანებით დამტკიცებული „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ და აგრეთვე, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 სექტემბრის N1575 განკარგულების „2026-2027 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ პირველი მუხლის „რ“ ქვეპუნქტის (2026-2027 წლების განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი) საფუძველზე.

10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული მომხმარებლები, რომლებიც მოცემულნი არიან სატენდერო დოკუმენტაციაზე თანდართულ დანართში - „შემსყიდველი ორგანიზაციები", ვალდებულნი არიან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახსრების განკარგვის მიზნითა და მხოლოდ მის ფარგლებში, კონსოლიდირებულ ტენდერში პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოვლენის შემდგომ 30 კალენდარული დღის განმავლობაში წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების (შემდგომში - საქონელი) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით.

10.1.3. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზედაც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების 2026-2027 წლების კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის სატენდერო კომისიას (შემდეგში - სატენდერო კომისია). სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად;
10.1.3.1 სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან M2 კატეგორიის ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართონ გამარჯვებულად გამოვლენის შემდგომ 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ხოლო ფლობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს სატენდერო წინადადების მოქმედების პერიოდში.

10.1.4 კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებელს.

10.1.5 კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობისათვის პრეტენდენტმა უნდა გადაიხადოს სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, აღნიშნულიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში განმეორებით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური განისაზღვროს 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით. წინადადების წარდგენის

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru