1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ შესრულებული სამუშაო სწორი
ექსპლუატაციის პირობებში არ გამოავლენს დეფექტს და შეესაბამება
სამუშაოს შესრულების ტექნიკურ პირობებს.
2. გარანტია ვრცელდება შენობა-ნაგებობებზე და მათ სამშენებლო
სამუშაოებზე გამოყენებულ ნებისმიერ მასალაზე, ასევე, ელექტრო,
მექანიკურ და ელექტრო-მექანიკურ დანადგარებზე/მოწყობილობებზე (მათ
შორის ძრავები, ტუმბოები, ფარები, ამწე მექანიზმები, სარქველები,
ურდულები და ა.შ).
3. შესრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს 3 (სამი) წელს,
შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ
სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან.
აღნიშნული ვადის პირველი წლის განმავლობაში, შესრულებული სამუშაოს
ხარისხის დაცვის მიზნით, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა
დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრაზე უზრუნველყოფილი იქნება
სამუშაოების ღირებულების 5%-ით.
4. შემსყიდველის მხრიდან, საგარანტიო ვალდებულების შესრულების
საჭიროების თაობაზე, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის
განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას
ყველა გამოვლენილი დეფექტი/გაუმართაობა. იმ შემთხვევაში თუ
დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის სირთულიდან გამომდინარე, მის
აღმოსაფხვრელად საჭიროა მეტი ვადა, მიმწოდებელმა 10 დღიანი ვადის
გასვლამდე შემსყიდველთან უნდა შეათანხმოს მოცემული ვადის
გაგრძელების საკითხი. ნებისმიერ შემთხვევაში
დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრის ვადა არ შეიძლება
აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს, შემსყიდველის მხრიდან, საგარანტიო
ვალდებულების შესრულების საჭიროების თაობაზე, შეტყობინების მიღების
დღიდან. ზემოაღნიშნული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს
პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება ხელშეკრულების ღირებულების 0.05%
ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. საგარანტიო ვადის პირველი წლის
განმავლობაში, პირგასამტეხლოს მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში
გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაბამისი თანხა დაიქვითება მე-6 პუნქტის
თანახმად დაკავებული თანხიდან.
5. თუ საგარანტიო ვადის ამოწურვის მომენტისათვის შემსყიდველს
მიმწოდებლისთვის გაგზვნილი აქვს საგარანტიო ვალდებულების შესრულების
საჭიროების შეტყობინება ან თუ მოცემულ დროს წარმოებს გამოვლენილი
დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრის სამუშაოები, შესრულებელი
სამუშაოს საგარანტიო ვადა გაგრძელდება შესაბამისი
დეფექტე(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრამდე.
6. შესრულებული სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ
ყოველი შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება ამ
სამუშაოს ღირებულების 5%. აღნიშნული თანხა მიმწოდებელს აუნაზღაურდება
დეფექტებზე პასუხისმგებლობის 1 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან,
ანაზღაურება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემსყიდველის
უფლებამოსილი წარმომადგენელი დაამოწმებს, რომ მიმწოდებლის მიერ
გასწორებულია ყველა აღმოჩენილი დეფექტი (ასეთის არსებობის
შემთხვევაში), ამ მუხლით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის პერიოდის
დასრულებამდე.
7. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მიზეზით, მიმწოდებელი ვერ/არ
უზრუნველყოფს საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი
დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრას, სამუშაოს ხარისხის დაცვის
მიზნით დაკავებული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში),
პირგასამტეხლოს სახით, მთლიანად რჩება შემსყიდველს, ხოლო საგარანტიო
ვადის პირველი წლის შემდეგ, თუკი ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული
თანხა დაბრუნებულია, მიმწოდებელს დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის
აღმოუფხვრელობისათვის დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
8. თუ მე-7 პუნქტში აღნიშნული დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის
აღმოფხვრისათვის საჭირო თანხა აღემატება სამუშაოს ხარისხის დაცვის
მიზნით დაკავებულ თანხას, შემსყიდველი უფელბამოსილია, დამატებით
მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნული სხვაობის ანაზღაურება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. შემსყიდველი ვალდებულია, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში,
გადაუხადოს მიმწოდებელს სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული
თანხა, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი წარმოადგენს საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო
დაწესებულების მიერ გაცემულ საბანკო გარანტიას, დაკავებული თანხის
იდენტურ ოდენობაზე (შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნას უცხო
ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია,
რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ). ამასთან, შემსყიდველის
უფლებამოსილი წარმომადგენელი უნდა ადასტურებდეს, მოცემული
მომენტისთვის, შესრულებულ სამუშაოზე დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის
არარსებობას.
10. მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და
შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საბანკო გარანტიის გამცემი
დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან
ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს
საბანკო გარანტიით განსაზღვრული სრული თანხა. აღნიშნულ საბანკო
გარანტიის უნდა გააჩნდეს მოქმედების ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების
აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 425 კალენდარული დღის განმავლობაში.