Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #71672644)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency of Public Registry
Номер конкурса: 71672644
Дата публикации: 02-04-2026
Сумма контракта: 360 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260006736
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.04.2026 23:46
Начало приема предложения 11.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 14.04.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 360`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50710000 - Ремонт и обслуживание электрического и механического оборудования зданий
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სათაო ოფისის ელექტრო და მექანიკური სისტემების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 3`600.00 GEL
Размер гарантии 3`600 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: dali guluashvili :: 31.03.2026 12:41
  • Последнее исправление: dali guluashvili :: 01.04.2026 23:46
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=680577&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სათაო ოფისის ელექტრო და მექანიკური სისტემების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

გასაწევი მომსახურების აღწერილობა და მოცულობა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციის დანართის №1 შესაბამისად.

1.2.1 წინამდებარე დანართით გათვალისწინებული მომსახურების თითოეულ სახეობაზე, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოქმნილი ყველა საჭიროების შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 10 000 ლარამდე და 10 000 ლარის ღირებულების მქონე საქონლის (მოწყობილობების, დანადგარებისა და ძირითადი მასალების), საკუთარი ხარჯით შეძენა, ხოლო 10 000 ლარზე მეტი ღირებულების მქონე საქონლის (მოწყობილობების, დანადგარებისა და ძირითადი მასალების), შეძენას და მიწოდებას უზრუნველყოფს შემსყიდველი; აღნიშნულ 10 000 ლარში არ დაანგარიშდება მიმწოდებლის მიერ გაწეული ხარჯები საცხებ-საპოხ და სახარჯ მასალებზე.
1.2.2 მომსახურების გაწევის პერიოდში, მოწყობილობების, დანადგარებისა და ძირითადი მასალების შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ტექნიკური დავალების 3.6 პუნქტით გათვალისწინებული 10 000 ლარამდე და 10 000 ლარის ღირებულების საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესყიდვის ინვოისი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი). ხოლო, 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე დეფექტურ აქტთან ერთად უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინვოისი (შემსყიდველი უფლებამოსილია ჩაატაროს ბაზრის კვლევა და იმ შემთხვევაში, თუ, დადგინდება რომ შესყიდვის ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, მიმწოდებელი ვალდებულია, იმოქმედოს ტექნიკური დავალების 3.6 პუნქტის შესაბამისად, ლიმიტის ფარგლებში).
1.2.3 მიმწოდებელმა გათბობა-გაგრილება-ვენტილიაციის ავტომატური სისტემის მომსახურების ნაწილში უნდა გაითვალისწინოს, რომ: შენობაში არის გათბობა გაგრილების ავტომატირიზებული მართვის სისტემა. რომელიც ემსახურება გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის დისტანციურ მართვას. სისტემა ფუნქციონირებს დამოუკიდებლად (კომპეტენტური სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ, რომელსაც ასევე შეუძლია კონკრეტული რეჟიმების მითითება შესაბამის აგრეგატებთან მიმართებაში). სისტემა საჭიროებისამებრ დამოუკიდებლად და სინქრონულად რთავს გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის აგრეგატებს. ხოლო ამ ყველაფრის ვიზუალურად ნახვა შესაძლებელია მონიტორზე. ასევე სისტემა ავარიის შემთხვევაში ვიზუალურად გვატყობინებს კონკრეტულ დაზიანებას . არის ალბათობა იმის რომ სისტემა ზოგჯერ შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს, ამიტომ საჭიროა კვალიფიციური პერსონალის მხრიდან მუდმივ რეჟიმში მეთვალყურეობა. სისტემისათვის აუცილებელია ყოველკვარტლური სისტემური განახლება ასევე წლიურად მეხსიერებაში დალექილი შეცდომების და ავარიებისაგან გადატვირთული მეხსიერების გაწმენდა, ასევე კომპანიას რომელიც განახორციელებს სისტემის მომსახურებას აუცილებლად უნდა ჰყავდეს ელექტრონიკის სპეციალისტი (ელექტრო დაფასთან და ნახევარგამტარებთან თუ გამტარებთან მუშაობის გამოცდილებით). ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ექნება შესაძლებლობა მიიღოს სისტემის მართვისათვის ყველა პაროლი რომელსაც უზრუნველყოფს შემსყიდველი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან, 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ტექნიკური დავალების შესაბამისად, შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი ვახტანგ გორგასლის ქ. N22 - სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" სათაო ოფისი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებლის მიერ ტექნიკური დავალების 3.6 პუნქტის შესაბამისად შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო ვადა სათადარიგო ნაწილის შეცვლიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
1.7.1.2 გაწეული მომსახურება უნდა იყოს ხარისხიანი და უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
1.7.1.3 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს წუნდებული მომსახურების გამოსწორება, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა არ არის საკმარისი, მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი დოკუმენტით დაასაბუთოს დამატებითი ვადის საჭიროება, რომელსაც თან უნდა ერთოდეს დამატებითი ვადის საჭიროების ობიექტური გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება.
1.7.1.4 მომსახურების გაწევის პროცესში შემსყიდველისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სრულად, მიმწოდებლის ხარჯებით. აღნიშნული ზიანის წარმოშობის შემთხვევაში, ზიანის აღმოფხვრა უნდა განხორციელდეს შემსყიდველთან შეთანხმებით გონივრულ ვადაში.
1.7.1.5 საგარანტიო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს თავად მიიღოს ზომები წარმოქმნილი დეფექტების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება, ან გამოქვითოს აღნიშნული თანხა ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს, 2023 წლიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში, უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომელიც მოიცავს:
ა) შენობის ელექტრო-სისტემების მომსახურება ან/და
ბ) შენობის ვენტილაციის სისტემების მომსახურება ან/და
გ) შენობის გაგრილების სისტემების მომსახურება ან/და
დ) შენობის გათბობის სისტემების მომსახურება.

2.2.1.2 პრეტენდენტს, 2023 წლიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში, უნდა გააჩნდეს ჯამურად არანაკლებ 300000.00 (სამასი ათასი) ლარის ღირებულების (ყველა გადასახადის ჩათვლით) ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება (რომელიც უნდა მოიცავდეს შენობის ელექტრო-სისტემების ან/და შენობის ვენტილაციის სისტემების ან/და შენობის გაგრილების სისტემებისა ან/და შენობის გათბობის სისტემების მომსახურებას). აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებები, გაწეულ მომსახურებაზე მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების გაწევის ფაქტს და ღირებულებას.

2.2.1.3. პრეტენდენტს, 2023 წლიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში, ერთი შესრულებული/დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების (ყველა გადასახადის ჩათვლით) ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება (რომელიც ერთობლიობაში უნდა მოიცავდეს შენობის ელექტრო-სისტემების, შენობის ვენტილაციის სისტემების, შენობის გაგრილების სისტემებისა და შენობის გათბობის სისტემების მომსახურებას). აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებები, გაწეულ მომსახურებაზე მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების გაწევის ფაქტს და ღირებულებას. ასევე, ამავე დამკვეთისაგან გაცემული არანაკლებ 1 (ერთი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული უნდა იქნას წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომ პერიოდში.

2.2.1.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვტეს სატენდერო კომისია.

2.2.1.5 იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით, (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შემყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

2.9 other additional requirements

2.9.1 მიმწოდებელი (კონტრაქტორი) ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას სრულად დაიცვას საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და ამ სფეროში მოქმედი ყველა სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი (მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტები).
2.9.2 სამუშაო პროცესში დასაქმებულების ან/და მესამე პირების ჯანმრთელობის დაზიანებაზე, პროფესიულ დაავადებებსა და უბედურ შემთხვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს. შემსყიდველი თავისუფლდება ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც გამოწვეულია მიმწოდებლის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევით.
2.9.3 მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს დასაქმებულები შესაბამისი ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებებით და დანიშნოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი.
2.9.4 შემსყიდველს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეამოწმოს სამუშაო პროცესში უსაფრთხოების ნორმების დაცვის მდგომარეობა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მოითხოვოს სამუშაოს შეჩერება მათ აღმოფხვრამდე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი თუ 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, იგი ვალდებულია, დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი). დასკვნით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით, ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, მითითებული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესი; არ არის რეგისტრირებული იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა/აკრძალვა); არ არის რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა, იურიდიული პირი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
(3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, მითითებული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ არის რეგისტრირებული იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა/აკრძალვა); არ არის რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა; იურიდიული პირი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
(3) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
(4) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

ამხანაგობის წევრებისთვის:
(1) არსებობის შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, მითითებული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ მიმდინარეობს ამხანაგობის წევრების ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესი; არ არის რეგისტრირებული მათ ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა/აკრძალვა); არ არის რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა; ამხანაგობის წევრები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
(3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში მითითებულია ამავე პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1),(2),ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
2. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
3. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის დადგენილი ოდენობა ნახევრდება.
4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, ვალდებულებების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს(გარანტს) და მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის დაბრუნებას.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების გაწევის შემდგომ „მიღება–ჩაბარების“ აქტის გაფორმებისა და საგადახადო დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამ ჩოფლიანი, 591202011, mchopliani@napr.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული, თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული, სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება, სატენდერო წინადადების შესაბამისად;
4. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა), ან წარდგენილ ფასთა ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, დაზუსტების გარეშე;
5. სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
6. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
7. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები, (მაგ. გეგმა-გრაფიკი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილის Excel-ის სახით წარმოდგენილი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათშორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
8. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
9. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განმარტების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.
10. სატენდერო წინადადების წარმომდგენი პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ პირობებს.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru