Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Архитектурные и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #71672574)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgian National Botanic Garden
Номер конкурса: 71672574
Дата публикации: 01-04-2026
Сумма контракта: 85 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260006666
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.04.2026 15:45
Начало приема предложения 15.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 17.04.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 85`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71200000-Архитектурные и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 71240000 - Архитектурные, инженерные и планировочные услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღე, საავტორო ზედამხედველობა - მშენებლობის დასრულების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე
Дополнительная информация
ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული ჩანჩქერის მიმდებარედ პანორამული პლატფორმის მოწყობის შესაძლებლობის კვლევისა და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და მისი მშენებლობის საავტორო ზედამხედველობის სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`000.00 GEL
Размер гарантии 850 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ruslan mamardashvili :: 30.01.2026 15:13
  • Последнее исправление: ruslan mamardashvili :: 01.04.2026 15:45
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=670358&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული ჩანჩქერის მიმდებარედ პანორამული პლატფორმის მოწყობის შესაძლებლობის კვლევისა და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და მისი მშენებლობის საავტორო ზედამხედველობის სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია

პუნქტი 1.1. შესყიდვის ობიექტის დასახელება
შესყიდვა მოიცავს ქ. თბილისში საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული ჩანჩქერის მიმდებარედ პანორამული პლატფორმის მოწყობის შესაძლებლობის კვლევისა და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და მისი მშენებლობის საავტორო ზედამხედველობის მომსახურებას.

პუნქტი 1.2 მომსახურების აღწერა და ტექნიკური დავალება
1.2.1. პროექტის ძირითადი აღწერა
წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს ძირითად მოთხოვნებს, ქ. თბილისში (ს/კ: 01.18.02.001.017) საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდინარე წავკისისწყლის 26 მ. სიმაღლის ჩანჩქერის მიმდებარედ პანორამული პლატფორმის მოწყობის შესაძლებლობის კვლევისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით.
ვიზიტორების წვდომის უზრუნველსაყოფად, პანორამული პლატფორმის მოწყობა, დამთვალიერებლებს საშუალებას მისცემს უსაფრთხოდ დატკბნენ ჩანჩქერზე ხედებით.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იყოს მისასვლელი ბილიკების რეკონსტრუქცია, საჭროების შემთხვევაში, გეოტექტონიკურ კვლევებზე დაყრდნობით, შესალო ფიზიკური ზემოქმედების არეალში არსებული ქანების (ფერდობების) დამცავი ღონისძიებები, პლატფორმაზე მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც საშუალებას მისცემს უფრო მეტ დამთვალიერებელს ჰქონდეს ხანგრძლივი, უსაფრთხო და კომფორტული წვდომა აღნიშნულ ადგილზე მთელი წლის განმავლობაში, ვიდრე ეს არსებული ინფრასტუქტურის პირობებში იყო შესაძლებელი.
კონსტრუქციის დიზაინი ითვალისწინებს არსებული ლანდშაფტის და რელიეფის თავისებურებებს. არსებულ სივრცეში მნიშვნელოვანი ჩარევის თავიდან ასაცილებლად და გარემოსთან ორგანულად შერწყმის მიზნით განსაზღვრულია ლითონის და ხის მასალის გამოყენება.
იხ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან შეთანხმებული კონცეფცია (კონცეფციის შეცვლის შემთხვევაში მისი შეთანხმება სრულად მიმწოდებლის პასუხისმგებლობაა).
მიმწოდებელი (საპროექტო სამუშაოების განმახორციელებელი) ვალდებულია მოამზადოს დეტალური პროექტი, თანდართული ტექნიკური სპეციფიკაციებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, წარმოდგენილი ესკიზის არსებითი ცვლილებების გარეშე.
პროექტირება უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმების და წესების შესაბამისად.
საპროექტო გადაწყვეტები უნდა უზრუნველყოფდეს შემდგომში საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებას, მსგავსი ნაგებობებისათვის სტანდარტებით განსაზღვრული სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში.

პროექტირებისას გასათვალისწინებელი ძირითადი მოთხოვნები
მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს:
- საპროექტო ტერიტორიის და მიმდებარე ფერდის საინჟინრო-გეოლოგიური, გეოტექტონიკური და ჰიდროლოგიური კვლევა;
- ტოპოგეოდეზიური კვლევა;
- საჭიროების შემთხვევაში მიმდებარედ არსებული ხე-მცენარეების კვლევა და ფესვთა სისტემის მდებარეობის განსაზღვრა, თუ ამას მოითხოვს პროექტირების პროცესში გამოვლენილი გარემოებები;
- სრულყოფილი ესკიზური პროექტის მომზადება;
- დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
- კონსტრუქციული პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთოების ღონისძიებების გათვალისწინებით;
- ჰიდროლოგიური, გეოლოგიური დასკვნის, კონსტრუქციული ნაწილის და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა;
- საავტორო ზედამხედველობა.

შენიშვნა: საპროექტო ტერიტორიის და მიმდებარე ფერდის საინჟინრო-გეოლოგიური, გეოტექტონიკური და ჰიდროლოგიური კვლევის ჩატარების შედეგებზე დაყრდნობით, შემსყიდველი უფლებამოსილებას იტოვებს აცნობოს მიმწოდებელს მომსახურების შეჩერების მიზანშეწონილობის თაობაზე, აუნაზღაუროს მხოლოდ წინამდებარე კვლევების ღირებულება და ურთიერთშეთანხმებით შეწყვიტოს ხელშეკრულება.

1.2.2. ტექნიკური დავალება - საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემადგენლობა, თანმიმდევრობა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისას გასათვალისწინებელი მოთხოვნები:

1.2.2.1. გასაწევი მომსახურების მოცულობა და ძირითადი მოთხოვნები
გასაწევი მომსახურება შედგება შემდეგი ეტაპისაგან:
I ეტაპი - წინასაპროექტო კვლევა, ესკიზური პროექტის წარმოდგენა და შეთანხმება შემსყიდველთან;
II ეტაპი - დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა/შეთანხმება მშენებლობის ნებართვის გამცემთან;
III ეტაპი - საავტორო ზედამხედველობა

პროექტის მომზადებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამშენებლო წესების და ნორმების და სხვა რეგულაციების მოთხოვნები (მაგრამ არ შემოიფარგლება):

- საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის დადგენილება N370, 2015 წლის 23 ივნისი, „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
- „ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები” (პნ 03.01-09);
- СНиП II-64-80. Строительные нормы и правила. Часть II, Глава 64;
СНиП 3.02.01-87 «Земляные сооружения, основания и фундаменты»;
- СНиП 3.05.04-85 «Наружные сети и сооружения водоснабжения и канализации»;
- СП 82.13330.2016. Благоустройство территорий;
- СНиП 12-01-2004 «Организация строительства»;
- СНиП 12-03-2001 «Безопасность труда в строительстве. Часть 1. Общие требования»;
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ ხელფასის/ მანქანა/მექანიზმებისა და მასალის ღირებულების (არსებობის შემთხვევაში) გაანგარიშების კრებული.

1.2.2.2. საპროექტო დოკუმენტაცია
დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება გულისხმობს წინასაპროექტო კვლევის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე დაყრდნობით და შემსყიდველთან შეთანხმებული ესკიზური პროექტის საფუძველზე, საბოლოო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, შეთანხმებას როგორც შემსყიდველთან ისე მშენებლობის ნებართვის გამცემთან, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება.

დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის აუცილებელი ნაწილებია:
- გეოლოგიური და გეოტექტონიკური კვლევა;
- ჰიდროლოგიური კვლევა;
- არქიტექტურული პროექტი;
- კონსტრუქციული პროექტი, საანგარიშო სქემები;
- წყალარინების ქსელის პროექტი, საჭიროების შემთხვევაში;
- ელექტრული პროექტი, საჭიროების შემთხვევაში;
- ტექნოლოგიური ნაწილი, საანგარიშო სქემები, საჭიროების შემთხვევაში;
- მშენებლობის ორგანიზების პროექტი;
- სპეციფიკაციების ნაწილი;
- ხარჯთაღრიცხვა (როგორც რესურსული ისე გამსხვილებული მეთოდით, სამშენებლო ღირებულებების გაანგარიშების კრებულის მოქმედი რედაქციის შესაბამისად);
- საექსპერტო დასკვნები (იხ. 1.2.2.4 ქვეპუნქტი).

1.2.2.3. დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შინაარსი
საბოლოო ტექნიკური დიზაინის შესაბამისი სრული საპროექტო დოკუმენტაციის შინაარსი და ჩამონათვალი მოცემულია ქვემოთ, სამშენებლო ნახაზები შესრულებული უნდა იყოს სამუშაო დოკუმენტაციისათვის მოთხოვნილი ნორმების და სტანდარტების შესაბამისად, სათანადო მასშტაბებში და დეტალიზაციით:

• პროექტის საერთო განმარტებითი ბარათი;
• საანგარიშო სქემები;
• გრაფიკული ნაწილი უნდა მოიცავდეს ობიექტის სიტუაციურ და გენერალურ გეგმებს.
• ნაგებობების დეტალურ საინჟინრო ნახაზებს;
• დეტალურ მუშა ნახაზებს, სქემებს, სპეციფიკაციებს;
• ელექტრო და ტექნოლოგიური მოწყობილობების განთავსების და მიერთების სქემებს, ყველა ზომის, ნიშნულის და ტექნიკური მახასიათებლის მითითებით. ნახაზებზე მოცემული უნდა იყოს სამუშაოთა მოცულობების და მასალათა სპეციფიკაციების ცხრილები.
• მშენებლობის ორგანიზების პროექტი;
• ობიექტის მშენებლობის სავარაუდო კალენდარული გეგმა-გრაფიკი;
• მშენებლობის კრებსითი ხარჯთაღრიცხვა;
• ლოკალური ხარჯთაღრიცხვები გამსხვილებული და რესურსული ფორმით ცალკე უნდა დაერთოს პროექტს და უნდა მოიცავდეს ზოგად მითითებებსა და რეკომენდაციებს. ასევე, დეტალურ სპეციფიკაციებს (ყველა აუცილებელი სტანდარტის მითითებით) გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობა-დანადგარებისათვის, სამუშაოთა შესრულების/გამოცდის მეთოდებისა და ხარისხის კონტროლისთვის.
• წარმოსადგენია როგორც ზოგადი, ასევე დეტალური ტექნიკური სპეციფიკაციები.

1.2.2.4. ექსპერტიზა
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტის შემუშავების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მოთხოვნილი ექსპერტიზის ჩატარება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ან შესაბამის სფეროში აკრედიტაციის მქონე დამოუკიდებელი საექსპერტო დაწესებულების/ექსპერტის მიერ.

- გეოლოგიური/ჰიდროლოგიური კვლევის ექსპერტიზა;
- კონსტრუქციული პროექტის ექსპერტიზა;
- ხარჯთაღრიცხვის პროექტთან შესაბამისობის ექსპერტიზა;
- ხარჯთაღრიცხვის ღირებულების ექსპერტიზა;
- ან/და სხვა (საჭიროების შემთხვევაში).

იხილეთ თანდართული ფაილები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების ეტაპების მიწოდების ვადები:

I ეტაპი
- საინჟინრო-გეოლოგიური, გეოტექტონიკური და ჰიდროლოგიური კვლევა - 20 კალენდარული დღე;
- სხვა წინასაპროექტო კვლევები და ესკიზური პროექტის წარმოდგენა და შეთანხმება შემსყიდველთან - 20 კალენდარული დღე;
II ეტაპი - დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა/შეთანხმება - 60 კალენდარული დღე;
III ეტაპი - საავტორო ზედამხედველობა - მშენებლობის დასრულების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მოსახურების ყველა ეტაპის ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი სახით.
1.5.2. საბოლოო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, როგორც ელექტრონულ ფორმატში (ვექტორული DWG ან DXF PLN გაფართოების ფაილი ArchiCAD ან AutoCAD, და PDF ფაილი - მეხსიერების ბარათზე), ასევე ბეჭდური ვერსიით მყარი ასლების (A4 და A3 ფორმატში) სახით, საბოლოო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს ალბომის სახით ქართულ ენაზე 3 (სამი) ეგზემპლარად.
1.5.3. პროექტის შეთანხმების დოკუმენტები, საექსპერტო დასკვნები და საავტორო ზედამხედველობის ანგარიშები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
1.5.4. მომსახურების ყველა ეტაპის ანგარიში, შეთანხმების დოკუმენტები, საექსპერტო დასკვნა, საბოლოო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და საავტორო ზედამხედველობის ანგარიშები წარდგენილ უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. N1 ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) 2020 წლიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე, არანაკლებ 3 ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა გააჩნდეს წინამდებარე შესყიდვით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის ლანდშაფტური პროექტის (მათ შორის წარმოდგენილი ესკიზის მსგავსი/ანალოგიური კონსტრუქციის) პროექტირების გამოცდილება, მათ შორის ერთი ხელშეკრულება არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით დღგ-ს გარეშე;

2.2.1.2 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR და სხვა) წარმოდგენა.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ დანართის შესაბამისად.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
1. ფასების ცხრილი დანართი N1–ის მიხედვით;
2. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.
3. ინფორმაცია პერსონალის შესახებ. სატენდერო პირობების 2.4.1პუნქტის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში.
7.2.2 ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

რუსლან მამარდაშვილი, 598204502, r.mamardashvili@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, სატენდერო წინადადების ფასი მოიცავს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს დღგ-ს გარეშე;
10.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.3 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
10.4 დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ადგილზე გაეცნოს ვითარებას;
10.5 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;
10.6 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
10.7 პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შერჩევა-შეფასება განხორციელდება წარმოდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინებს სატენდერო წინადადების ფასის შესაბამის დღგ-ს ოდენობას, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru