1. შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია
პუნქტი 1.1. შესყიდვის ობიექტის დასახელება
შესყიდვა მოიცავს ქ. თბილისში საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის
ტერიტორიაზე არსებული ჩანჩქერის მიმდებარედ პანორამული პლატფორმის
მოწყობის შესაძლებლობის კვლევისა და მის საფუძველზე
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და მისი
მშენებლობის საავტორო ზედამხედველობის მომსახურებას.
პუნქტი 1.2 მომსახურების აღწერა და ტექნიკური დავალება
1.2.1. პროექტის ძირითადი აღწერა
წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს ძირითად მოთხოვნებს, ქ. თბილისში
(ს/კ: 01.18.02.001.017) საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე
მდინარე წავკისისწყლის 26 მ. სიმაღლის ჩანჩქერის მიმდებარედ პანორამული
პლატფორმის მოწყობის შესაძლებლობის კვლევისა და
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების
შესყიდვის მიზნით.
ვიზიტორების წვდომის უზრუნველსაყოფად, პანორამული პლატფორმის
მოწყობა, დამთვალიერებლებს საშუალებას მისცემს უსაფრთხოდ დატკბნენ
ჩანჩქერზე ხედებით.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იყოს მისასვლელი
ბილიკების რეკონსტრუქცია, საჭროების შემთხვევაში, გეოტექტონიკურ
კვლევებზე დაყრდნობით, შესალო ფიზიკური ზემოქმედების არეალში
არსებული ქანების (ფერდობების) დამცავი ღონისძიებები, პლატფორმაზე
მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც საშუალებას მისცემს უფრო
მეტ დამთვალიერებელს ჰქონდეს ხანგრძლივი, უსაფრთხო და კომფორტული
წვდომა აღნიშნულ ადგილზე მთელი წლის განმავლობაში, ვიდრე ეს არსებული
ინფრასტუქტურის პირობებში იყო შესაძლებელი.
კონსტრუქციის დიზაინი ითვალისწინებს არსებული ლანდშაფტის და
რელიეფის თავისებურებებს. არსებულ სივრცეში მნიშვნელოვანი ჩარევის
თავიდან ასაცილებლად და გარემოსთან ორგანულად შერწყმის მიზნით
განსაზღვრულია ლითონის და ხის მასალის გამოყენება.
იხ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან შეთანხმებული კონცეფცია (კონცეფციის
შეცვლის შემთხვევაში მისი შეთანხმება სრულად მიმწოდებლის
პასუხისმგებლობაა).
მიმწოდებელი (საპროექტო სამუშაოების განმახორციელებელი) ვალდებულია
მოამზადოს დეტალური პროექტი, თანდართული ტექნიკური სპეციფიკაციებისა
და სხვა ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად,
წარმოდგენილი ესკიზის არსებითი ცვლილებების გარეშე.
პროექტირება უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული
საერთაშორისო სამშენებლო ნორმების და წესების შესაბამისად.
საპროექტო გადაწყვეტები უნდა უზრუნველყოფდეს შემდგომში საიმედო და
უსაფრთხო ფუნქციონირებას, მსგავსი ნაგებობებისათვის სტანდარტებით
განსაზღვრული სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში.
პროექტირებისას გასათვალისწინებელი ძირითადი მოთხოვნები
მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს:
- საპროექტო ტერიტორიის და მიმდებარე ფერდის საინჟინრო-გეოლოგიური,
გეოტექტონიკური და ჰიდროლოგიური კვლევა;
- ტოპოგეოდეზიური კვლევა;
- საჭიროების შემთხვევაში მიმდებარედ არსებული ხე-მცენარეების კვლევა
და ფესვთა სისტემის მდებარეობის განსაზღვრა, თუ ამას მოითხოვს
პროექტირების პროცესში გამოვლენილი გარემოებები;
- სრულყოფილი ესკიზური პროექტის მომზადება;
- დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
- კონსტრუქციული პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში,
უსაფრთოების ღონისძიებების გათვალისწინებით;
- ჰიდროლოგიური, გეოლოგიური დასკვნის, კონსტრუქციული ნაწილის და
ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა;
- საავტორო ზედამხედველობა.
შენიშვნა: საპროექტო ტერიტორიის და მიმდებარე ფერდის
საინჟინრო-გეოლოგიური, გეოტექტონიკური და ჰიდროლოგიური კვლევის
ჩატარების შედეგებზე დაყრდნობით, შემსყიდველი უფლებამოსილებას
იტოვებს აცნობოს მიმწოდებელს მომსახურების შეჩერების
მიზანშეწონილობის თაობაზე, აუნაზღაუროს მხოლოდ წინამდებარე
კვლევების ღირებულება და ურთიერთშეთანხმებით შეწყვიტოს
ხელშეკრულება.
1.2.2. ტექნიკური დავალება - საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
შემადგენლობა, თანმიმდევრობა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენისას გასათვალისწინებელი მოთხოვნები:
1.2.2.1. გასაწევი მომსახურების მოცულობა და ძირითადი მოთხოვნები
გასაწევი მომსახურება შედგება შემდეგი ეტაპისაგან:
I ეტაპი - წინასაპროექტო კვლევა, ესკიზური პროექტის წარმოდგენა და
შეთანხმება შემსყიდველთან;
II ეტაპი - დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
შედგენა/შეთანხმება მშენებლობის ნებართვის გამცემთან;
III ეტაპი - საავტორო ზედამხედველობა
პროექტის მომზადებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი სამშენებლო წესების და ნორმების და სხვა
რეგულაციების მოთხოვნები (მაგრამ არ შემოიფარგლება):
- საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება „მშენებლობის
ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების
წესისა და პირობების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის დადგენილება N370, 2015 წლის 23 ივნისი, „სახანძრო
უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“
- „ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები” (პნ 03.01-09);
- СНиП II-64-80. Строительные нормы и правила. Часть II, Глава 64;
СНиП 3.02.01-87 «Земляные сооружения, основания и фундаменты»;
- СНиП 3.05.04-85 «Наружные сети и сооружения водоснабжения и канализации»;
- СП 82.13330.2016. Благоустройство территорий;
- СНиП 12-01-2004 «Организация строительства»;
- СНиП 12-03-2001 «Безопасность труда в строительстве. Часть 1. Общие требования»;
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს
მიერ ხელფასის/ მანქანა/მექანიზმებისა და მასალის ღირებულების
(არსებობის შემთხვევაში) გაანგარიშების კრებული.
1.2.2.2. საპროექტო დოკუმენტაცია
დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება გულისხმობს
წინასაპროექტო კვლევის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე
დაყრდნობით და შემსყიდველთან შეთანხმებული ესკიზური პროექტის
საფუძველზე, საბოლოო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის მომზადებას, შეთანხმებას როგორც შემსყიდველთან ისე
მშენებლობის ნებართვის გამცემთან, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი
იქნება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება.
დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის აუცილებელი ნაწილებია:
- გეოლოგიური და გეოტექტონიკური კვლევა;
- ჰიდროლოგიური კვლევა;
- არქიტექტურული პროექტი;
- კონსტრუქციული პროექტი, საანგარიშო სქემები;
- წყალარინების ქსელის პროექტი, საჭიროების შემთხვევაში;
- ელექტრული პროექტი, საჭიროების შემთხვევაში;
- ტექნოლოგიური ნაწილი, საანგარიშო სქემები, საჭიროების შემთხვევაში;
- მშენებლობის ორგანიზების პროექტი;
- სპეციფიკაციების ნაწილი;
- ხარჯთაღრიცხვა (როგორც რესურსული ისე გამსხვილებული მეთოდით,
სამშენებლო ღირებულებების გაანგარიშების კრებულის მოქმედი რედაქციის
შესაბამისად);
- საექსპერტო დასკვნები (იხ. 1.2.2.4 ქვეპუნქტი).
1.2.2.3. დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შინაარსი
საბოლოო ტექნიკური დიზაინის შესაბამისი სრული საპროექტო
დოკუმენტაციის შინაარსი და ჩამონათვალი მოცემულია ქვემოთ, სამშენებლო
ნახაზები შესრულებული უნდა იყოს სამუშაო დოკუმენტაციისათვის
მოთხოვნილი ნორმების და სტანდარტების შესაბამისად, სათანადო
მასშტაბებში და დეტალიზაციით:
• პროექტის საერთო განმარტებითი ბარათი;
• საანგარიშო სქემები;
• გრაფიკული ნაწილი უნდა მოიცავდეს ობიექტის სიტუაციურ და გენერალურ
გეგმებს.
• ნაგებობების დეტალურ საინჟინრო ნახაზებს;
• დეტალურ მუშა ნახაზებს, სქემებს, სპეციფიკაციებს;
• ელექტრო და ტექნოლოგიური მოწყობილობების განთავსების და მიერთების
სქემებს, ყველა ზომის, ნიშნულის და ტექნიკური მახასიათებლის მითითებით.
ნახაზებზე მოცემული უნდა იყოს სამუშაოთა მოცულობების და მასალათა
სპეციფიკაციების ცხრილები.
• მშენებლობის ორგანიზების პროექტი;
• ობიექტის მშენებლობის სავარაუდო კალენდარული გეგმა-გრაფიკი;
• მშენებლობის კრებსითი ხარჯთაღრიცხვა;
• ლოკალური ხარჯთაღრიცხვები გამსხვილებული და რესურსული ფორმით ცალკე
უნდა დაერთოს პროექტს და უნდა მოიცავდეს ზოგად მითითებებსა და
რეკომენდაციებს. ასევე, დეტალურ სპეციფიკაციებს (ყველა აუცილებელი
სტანდარტის მითითებით) გამოყენებული მასალებისა და
მოწყობილობა-დანადგარებისათვის, სამუშაოთა შესრულების/გამოცდის
მეთოდებისა და ხარისხის კონტროლისთვის.
• წარმოსადგენია როგორც ზოგადი, ასევე დეტალური ტექნიკური
სპეციფიკაციები.
1.2.2.4. ექსპერტიზა
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტის
შემუშავების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით
უზრუნველყოს მოთხოვნილი ექსპერტიზის ჩატარება სსიპ ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ან შესაბამის
სფეროში აკრედიტაციის მქონე დამოუკიდებელი საექსპერტო
დაწესებულების/ექსპერტის მიერ.
- გეოლოგიური/ჰიდროლოგიური კვლევის ექსპერტიზა;
- კონსტრუქციული პროექტის ექსპერტიზა;
- ხარჯთაღრიცხვის პროექტთან შესაბამისობის ექსპერტიზა;
- ხარჯთაღრიცხვის ღირებულების ექსპერტიზა;
- ან/და სხვა (საჭიროების შემთხვევაში).
იხილეთ თანდართული ფაილები.