Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху (Грузия - Тендер #71622330)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: GEORGIAN AMELIORATION LTD
Номер конкурса: 71622330
Дата публикации: 30-03-2026
Сумма контракта: 280 526


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260006474
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.03.2026 18:29
Начало приема предложения 12.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 15.04.2026 15:00
Предполагаемая цена закупки 280`526.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 63700000-Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху
Коды классификатора
  • 63712710 - Услуги по мониторингу трафика
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
შპს „საქართველოს მელიორაციის“ ბალანსზე რიცხული ავტომობილების და სპეც. ტექნიკის მონიტორინგის მიზნით, GPS სისტემების და საწვავის მზომი მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკური მომსახურება.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`122.00 GEL
Размер гарантии 2`805 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar karsaulidze :: 10.03.2026 17:16
  • Последнее исправление: tamar karsaulidze :: 30.03.2026 18:29
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=677071&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

GPS სისტემების და საწვავის მზომი მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკური მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ბალანსზე რიცხული ავტომობილების და სპეც. ტექნიკის მონიტორინგის მიზნით, GPS სისტემების, საწვავის მზომი მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური მომსახურება, კერძოდ:

- მომსახურების გაწევა სათანადო მონიტორინგის პროგრამის საშუალებით ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში (24/7).
- ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში, წარმოდგენილი ჩამონათვალის მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სისტემის სრულფასოვანი გამართვა, GPS მოწყობილობების და საწვავმზომების დაერთება და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა.
- შემსყიდველისთვის პერსონალური მენეჯერის გამოყოფა, რომელიც უზრუნველყოფს, შემდგომში ხელშეკრულების ფარგლებში, წარმოქმნილ ნებისმიერი ხარვეზის თუ საჭირო სერვისის მიწოდებას.
- GPS მონიტორინგის განხორციელება „ონლაინ” ვებ სერვერის საშუალებით. მონიტორინგის სისტემაში წვდომა ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან (Google Chrome, Mozilla Firefox, Internet Explorer, Safari ინტერნეტ ბრაუზერების გამოყენებით) მხოლოდ შესაბამისი პაროლისა და მომხმარებლის სახელის გამოყენებით.
- საწვავის ავზების კალიბრაცია უნდა მოხდეს სპეციალიზებული ტექნიკით შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 1 დღის ვადაში, დროის ათვლა დაიწყება შეტყობინების გაგზავნიდან მომდევნო სამუშაო დღეს. დასვენების დღეებად ჩაითვალოს კვირა და სახელწიფოს მიერ გამოცხადებული უქმე დღეები.
- შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ხარვეზის აღმოფხვრა უნდა მოხდეს არაუმეტეს 1 დღისა, დროის ათვლა დაიწყება შეტყობინების გაგზავნიდან მომდევნო სამუშაო დღეს. დასვენების დღეებად ჩაითვლება კვირა და სახელწიფოს მიერ გამოცხადებული უქმე დღეები.

ფასების ცხრილი (დანართი N1) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ მომსახურება გაწეულ უნდა იქნას სისტემაში 1.2 პუნქტში ატვირთული ტექნიკური დავალების შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქართველოს მასშტაბით.

1.7.1 requirement related to guarantee period

წინამდებარე ელ. ტენდერით მოთხოვნილი მომსახურების ფარგლებში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ მიწოდებულ საქონელზე (საწვავის მზომი მოწყობილობა) ვრცელდება საგარანტიო ვადა, რომელიც შეადგენს საქონლის მიწოდების შესახებ შედგენილი დოკუმენტის (მიღება-ჩაბარების აქტის) გაფორმების თარიღიდან 12 (თორმეტი) თვეს (სწორი ექსპლუატაციის პირობებში).

technical requirements

2.9 other additional requirements

წინამდებარე ელ. ტენდერის ფარგლებში, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენა:

1. შევსებული დანართი N1 Excel ფორმატში (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი);
2. სატენდერო პირობების 1.2 პუნქტში ატვირთული ელექტრონულად დადასტურებული (კვალიფიციური ელ. ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელ. შტამპით) ტექნიკური დავალება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს ექსპერტიზის დასკვნით ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება ჯერ არაღიარებული დავალიანება, აღნიშნული ბიუჯეტის მიმართ სალდირებულ დავალიანებად არ ჩაითვლება).

5.1.3 for an individual entrepreneur

ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება ჯერ არაღიარებული დავალიანება, აღნიშნული ბიუჯეტის მიმართ სალდირებულ დავალიანებად არ ჩაითვლება).

5.1.4 for a physical entit

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ბ) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

5.1.5 for a partnership

დოკუმენტები მოითხოვება, როგორც უშუალოდ ამხანაგობისთვის, ასევე, მისი თითოეული წევრისათვის:
ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება ჯერ არაღიარებული დავალიანება, აღნიშნული ბიუჯეტის მიმართ სალდირებულ დავალიანებად არ ჩაითვლება).

5.1.6 for a non-resident

ა) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, გარდა 5.1.2. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, უნდა წარმოადგინოს საკუთარი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა/ცნობები, რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში პრეტენდნეტმა უნდა წარმოადგინოს 5.1.4. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

წარმოდგენილ უნდა იქნას, როგორც პრეტენდენტის, ასევე, სათაო კომპანიის 5.1.2. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა იქნას წარმოდგენილი სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა/ცნობები, რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. უცხოური დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ა) საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო დაწესებულებიდან. შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნას უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ.
ბ) საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საბანკო გარანტიით განსაზღვრული სრული თანხა.
გ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის თავიდან ასაცილებლად, ასევე, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის შემცირება არ განხორციელდება ხელშეკრულებით თანახმად დაკისრებული პირგასამტეხლოების თანხის პროპორციულად, პირგასამტეხლოს გადახდას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმწოდებელი უზრუნველყოფს დამატებით.
დ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების და შემსყიდველის მიერ ამ შესრულების მიღების შემდეგ, ასევე, ფორს-მაჟორული გარემოებების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
ე) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
ვ) შემსყიდველის მიერ, ხელშეკრულების 8.2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (შემთხვევები, როდესაც შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებლის ბრალეული ქმედებების გამო) ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე. ამ შემთხვევაში მიმწოდებელი არ თავისუფლდება შემსყიდველისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან, იმ სხვაობის ფარგლებში, რითაც აღემატება მიყენებული ზიანი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობას.
ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტია, რომელიც 60 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაგრძელებულ ვადას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში არ ან ვერ უზრუნველყოფს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე.
თ) მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის გამოთხოვის პირობების დადგომისას, შესაბამისი თანხა ჩარიცხოს შემსყიდველის საბანკო ანგარიშზე და მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაბრუნება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ღირებულება არ აღემატება 200 000 ლარს, ხელშკერულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია არ მოითხოვება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში - ლარში. ანგარიშსწორების საფუძველია მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული „მიღება–ჩაბარების“აქტი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ ქარსაულიძე, 599243608, Tamar.Karsaulidze@ag.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ყველგან, თუკი სადმე მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მოდელი ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური“.
10.1.2. სატენდერო წინადადება და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ, მის მიერ შექმნილ, ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (იხილეთ სახელმძღვანელო ინსტრუქცია).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru