Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области садоводства (Грузия - Тендер #71622305)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Legal Entity of Public Law - Public Security and Police Academy
Номер конкурса: 71622305
Дата публикации: 30-03-2026
Сумма контракта: 300 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260006456
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.03.2026 17:44
Начало приема предложения 14.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 17.04.2026 18:00
Предполагаемая цена закупки 300`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 77300000-Услуги в области садоводства
Коды классификатора
  • 77300000 - Услуги в области садоводства
Срок подачи მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით.
Дополнительная информация
სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ტერიტორიაზე არსებული დეკორატიული, მარადმწვანე და ფოთოლმცვენი მცენარეების ასევე გამწვანებული გაზონის მოვლა - პატრონობა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`500.00 GEL
Размер гарантии 3`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: valeri beridze :: 26.03.2026 17:31
  • Последнее исправление: valeri beridze :: 30.03.2026 17:44
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=679921&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ტერიტორიაზე არსებული დეკორატიული, მარადმწვანე და ფოთოლმცვენი მცენარეების ასევე გამწვანებული გაზონის მოვლა - პატრონობა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.მიმწოდებლის მიერ, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ აკადემიის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესწავლის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია. განხორციელებულ აქტივობებზე უნდა გაფორმდეს შესაბამისი დოკუმენტი რომელიც დადასტურებული იქნება ორივე მხარის მიერ ხელმოწერით. (იხილეთ ფოტოსანიტარული დასკვნა).
2. ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ დანართ N2-ში მოცემული რაოდენობისა და სამუშაო გრაფიკის შესაბამისად უნდა გამოყოს ყველა საჭირო მანქანა/დანადგარებით, მოწყობილობებით, ხელსაწყოებითა და სხვა საშუალებებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური (აღნიშნულ სფეროში გამოცდილი) მომსახურე პერსონალი და არსებული ხე-მცენარეების ტიპების, სახეობების და ჯიშების გათვალისწინებით, საკუთარი ხარჯებით განახორციელოს ქ. თბილისში გმირი კურსანტების ქ. 4-ში მდებარე სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის მოვლა-დასუფთავების მომსახურება;
3. ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს:

3.1. გამწვანებულ ტერიტორიაზე იდეალური სისუფთავის შენარჩუნების მიზნით, დასუფთავება და ნაგვის გატანა ყოველდღიურად; გაზონის დამუშავება საჭირო სეზონური სასუქებით; გაზონის იდეალური იერსახის შენარჩუნების მიზნით მისი სისტემატიური გაკრეჭვა-გათიბვა, გაფოცხვა, ფორმირება და ნარჩენების გატანა; გაზონის დამუშავება სკარიფიკატორით (აერირება) - სეზონურად საჭრელი, სალეწი და საფოცხი დანების გამოყენებით; გაზონის გაწმენდა (საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი შხამ-ქიმიკატების შეტანა) სარეველებისაგან - საერთო ფართით 20000 მ2;
3.2 აკადემიის ეზოს (ასვალტირებული/ქვაფენილი/ბეტონის საფარი) გაწმენდა (საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი შხამ-ქიმიკატების შეტანა) სარეველებისაგან საერთო ფართით 26000 მ2;
3.3 ბალახის საფარის მორწყვა ავტომატური სარწყავი სისტემის გამოყენებით (ზაფხულის ცხელ დღეებში მორწყვა უნდა განხორციელდეს ადრე დილით და გვიან საღამოს. საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ).

3.4. სეზონურად სარწყავი ჯამების მოწყობა და დახურვა ხე-მცენარეების ირგვლივ - 779 ძირზე;
3.5. ნიადაგის გაფხვიერება ხე-მცენარეების ირგვლივ, ხეების გასხვლა და ნარჩენების გატანა - 779 ძირზე;
3.6. ბუჩქების და მცენარეების გასხვლა, ფორმირება, ნარჩენების გატანა - 1173 ძირზე;
3.7. ხე-მცენარეებისა და ბუჩქების დამუშავება საჭირო სასუქით - 1173 ძირზე;
3.8. ხე-მცენარეებისა და ბუჩქების შეწამვლა სეზონური დაავადებების საწინააღნდეგოდ (ნაცარი, ბუგრები, კოკრიჭამიები და სხვ.) - 1173 ძირზე;
3.9. ბუჩქების ფორმირება - 114 გრძ/მ;
3.10. ყვავილნარებისა და ტერასების მულჩირება - საერთო ფართით 200 მ2;
3.11. ხე-მცენარეებისა და ბუჩქების მორწყვა ხელით - 1173 ძირზე;
3.12. დაზიანებული გაზონის საფარის დამუშავება და მინიმუმ 4 კომპონენტიანი ბალახის თესლის მიწოდება-შეთესვა (ჯამურად არაუმეტეს 200 მ2);
3.13. საჭიროებისამებრ გამდიდრებული ორგანული ნაზავის შეტანა, აუცილებელი შემადგენლობით: გაცრილი ნიადაგი - 70%, დამწვარი ნაკელი - 20%, მდინარის სილა - 10%;
3.14. სარწყავი სისტემის მოვლა პატრონობა და საჭიროების შემთხვევაში სწრაფმიერთების კვანძის, მართვის პულტი, მფრქვევანის, ელექტრო ონკანის ან სხვა დეტალების შეცვლა არსებულის ანალოგიურით (ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მოხდება სარწყავი სისტემის მიმწოდებლისთვის დროებით გადაცემა მოვლა-პატრონობის მიზნით, რომელიც ხელშეკრულების მომსახურების ვადის ამოწურვის შემდგომ მიმწოდებელმა უნდა დაუბრუნოს შემსყიდველს პირვანდელი სახით);
3.15 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მერქნიან მცენარეთა შტამბის სამაგრი მოწყობილობების გამართული ფუნქციონირება და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მათი რეინსტალირება. სამაგრებმა ამავდროულად მექანიკურად არ უნდა დააზიანოს ხის მერქანი;
4. ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ საკუთარი ხარჯებით პერიოდულად უნდა განახორციელოს ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმება და დასკვნის საფუძველზე მოახდინოს სასუქების სახეობების განსაზღვრა.
5. არანაკლებ ერთი აგრონომი, რომელიც კოორდინაციასა და ზედამხედველობას გაუწევს ობიექტს და უშუალო კავშირი ექნება შემსყიდველთან, მომსახურების პროცესში წარმოშობილ ყველა საკითხთან დაკავშირებით.
შენიშვნა: აგრონომის ყოფნა ყოველდღიურად ობიექტზე სავალდებულო არ არის, მაგრამ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი აგრონომი თვის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ უნდა მივიდეს ობიექტზე (საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად), კონტროლის განმახორციელებელ პირთან ერთად და მოახდინოს ხე-მცენარეების მდგომარეობის ზოგადი შეფასება და საანგარიშო პეიოდში (კალენდარული თვე) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩატარებული სამუშაოების ხარისხის განსაზღვრა, რაზეც, კონტროლის განმახორციელებელ პირთან ერთად უნდა შეადგინოს დათვალიერების აქტი, რომელიც დადასტურებული იქნება ორივე მხარის მიერ ხელმოწერით.
6. ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია საკუთარი სახსრებით თავად უზრუნველყოს არახარისხოვნად გაწეული მომსახურების, უმოქმედობის, ასევე აღნიშნული მომსახურების გაწევის დროს ან/და გაწეული მომსახურების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი სახის ზიანის აღმოფხვრა, მათ შორის დაავადებული ან გამხმარი ხე-მცენარეების ჩანაცვლება.
7. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ქონებაზე მიყენებული ნებისმიერი ზიანი აღმოფხვრას საკუთარი სახსრებით.
8. შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმდინარე ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი გამაფრთხილებელი წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად ან ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

- ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ დანართ N2-ში მოცემული რაოდენობისა და სამუშაო გრაფიკის შესაბამისად გამოყოფილი ყველა საჭირო მანქანა/დანადგარებით, მოწყობილობებით, ხელსაწყოებითა და სხვა საშუალებებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური (აღნიშნულ სფეროში გამოცდილი) მომსახურე პერსონალის საშუალებით უნდა განახორციელოს ქ. თბილისში გმირი კურსანტების ქ. N4-ში მდებარე სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის მოვლა-დასუფთავების მომსახურება, რაც გულისხმობს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით გაწერილ მომსახურებებს.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. მიმწოდებელი ვალდებულია გაუწიოს შემსყიდველს მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს;
2. მიმწოდებელი პასუხს აგებს მომსახურების პერიოდში მისი ბრალით დამდგარი ნებისმიერი სახის ზიანისათვის;
3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეცვლილ მცენარეებზე სწორი ექსპლუატაციის პირობებში უნდა ვრცელდებოდეს 01 (ერთი) წლიანი საგარანტიო პერიოდი;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 300 000.00 (სამასი ათასი) ლარის ღირებულების გამწვანებული ტერიტორი(ებ)ის მოვლა-პატრონობის მომსახურეობის გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს:
- ხელშეკრულებ(ები)ა
- ამ ხელშეკრულებების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს: მტვერსასრუტი-კომპრესორი არანაკლებ 2 ცალი, ხელის ბენზოცელი არანაკლებ 2 ცალი, უნივერსალური სათიბი ბენზინის ან დიზელის ძრავზე არანაკლებ 2 ცალი, სკარიფიკატორი, თესლის გამანაწილებელი მოწყობილობა, ბუჩქის საკრეჭი, ტოტების საკრეჭი, ბენზოხერხი, ასევე მომსახურების გაწევისათვის საჭირო სხვა სამუშაო იარაღები. აღნიშნული მანქანა-მექანიზმები და სამუშაო იარაღები ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მომსახურების გაწევის მიზნით, განთავსებული უნდა იყოს შემსყიდველის კუთვნილ ტერიტორიაზე.
2.3.1.2 პრეტენდენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები დანართი N3-ის სახით ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ;

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ზედამხედველი აგრონომის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (დიპლომი ან/და შესაბამისი სერტიფიკატი).

2.9 other additional requirements

2.9.1. გასაწევი მომსახურების ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების გაწევასთან, მათ შორის: ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმების, სასუქების, შესაწამლი საშუალებების, სარწყავი სისტემების დეტალებისა და აქსესუარების, ბალახის თესლის, სამუშაო იარაღების, ტექნიკის, მანქანა-მექანიზმების, სხვა საჭირო საშუალებების ხარჯებსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
2.9.2. გასაწევი მომსახურების საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
2.9.3. ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელმა, აკადემიაში წერილობით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია დასასაქმებელი მომსახურე პერსონალის შესახებ (გვარი, სახელი, პირადი ნომერი და სხვ. მითითებით), მათი შემდგომში ობიექტზე დაშვების მიზნით, ხოლო - ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია პერსონალის ცვლილების შესახებ (თანამშრომლის ჩანაცვლება ან დამატება) მათი ობიექტზე დასაშვებ პირთა სიიდან დამატება/ამოღების მიზნით აღნიშნული ცვლილების განხორციელებისთანავე;
2.9.4. მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მომსახურე პერსონალი უზრუნველყოს ანაზღაურებადი კუთვნილი (15 ან 30 კალენდარული დღე უწყვეტად) შვებულებით; ხოლო - მომსახურე პერსონალის კუთვნილ შვებულებაში ყოფნის პერიოდში, მომსახურების პროცესში ჩართოს შემცვლელი (სარეზერვო) სპეციალისტი ისე, რომ შემსყიდველის ობიექტებზე მოთხოვნილი მომსახურე პერსონალის რაოდენობა დარჩეს უცვლელი. მიმწოდებელი ვალდებულია თანამშრომლის შვებულებაში გაშვებამდე 3 სამუშაო დღით ადრე აკადემიაში წერილობით წარმოადგინოს ინფორმაცია შემცვლელი/სარეზერვო პირის შესახებ (გვარი, სახელი, პირადი ნომერი და სხვა მითითებით), მათი შემდგომში ობიექტზე დაშვების მიზნით;
2.9.5 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია ჩართული ერთი მობილური სატელეფონო ნომრის და ერთი ელ-ფოსტის მისამართის შესახებ, - საკონტაქტო პირ(ებ)ის მითითებით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მულის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრება 2027 წლის 30 აპრილი).

6.4 terms and conditions of guarantee

საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (რაც გულისხმობს, რომ გარანტი უპირობოდ, გამოუთხოვადად, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე კისრულობს საგარანტიო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. საგარანტიო დოკუმენტში არ უნდა იყოს მითითებული, რომ საგარანტიო თანხა მცირდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (გაწეული მომსახურების ღირებულების) პროპორციულად. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის და ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ვალერი ბერიძე, 577230585, miaacademy@procurement.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.6 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 მომსახურების ფასების ცხრილი დანართი N1-ის მიხედვით (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1,.2.2.1. 2.3.1, 2.4.1 და 2.9.5 პუნქტების მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru