Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Архитектурные и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #71622296)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia MIA LEPL "Security Police Department"
Номер конкурса: 71622296
Дата публикации: 30-03-2026
Сумма контракта: 75 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260006463
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.03.2026 17:54
Начало приема предложения 12.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 14.04.2026 13:00
Предполагаемая цена закупки 75`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71200000-Архитектурные и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 71200000 - Архитектурные и сопутствующие услуги
  • 71240000 - Архитектурные, инженерные и планировочные услуги
  • 71247000 - Надзор за строительными работами
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით.
Дополнительная информация
საქართველოს მასშტაბით შსს სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი სამმართველოების შენობა-ნაგებობების და გარე ტერიტორიაზე შესასრულებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურება. ხელშეკრულების გაფორმებიდან -2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 60 000 ლარი, 2027 წლის 01 იანვრიდან - 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით - 15 000 ლარი.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 300.00 GEL
Размер гарантии 750 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino beridze :: 10.02.2026 11:25
  • Последнее исправление: nino beridze :: 30.03.2026 17:54
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=672263&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს მასშტაბით შსს სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი სამმართველოების შენობა-ნაგებობების და გარე ტერიტორიაზე შესასრულებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა მოიცავს:
1.1. შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების პროექტთან (ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტთან) და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლს;
1.2. შუალედურ და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა N2) მოყვანილი სამუშაოთა მოცულობებისა და ფასების შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან, შესაბამისობის შემთხვევაში მათ დადასტურებას, შესაბამისი ინსპექტირების ანგარიშის მომზადებას (გარდა სუსტი დენებისა);
1.3. სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენას, ფოტო ფიქსაციასა და შემსყიდველის დაუყოვნებლივ ინფორმირებას;
1.4. ისეთი სამუშაოებისა და კონსტრუქციული ელემენტების დამოწმებასა და შეფასებას, რომლებიც დაიფარებიან შემდგომი სამუშაოების შესრულების შედეგად. შესაბამისი აქტების შედგენაში (ფარული სამუშაოების აქტები) მონაწილეობის მიღებას და აღნიშნული აქტების დადასტურებას სამუშაოების ამსახველი ფოტომასალით.
1.5. შესრულებული სამუშაოების აღრიცხვასა და ზედამხედველობის ყოველდღიური ჟურნალის წარმოებას;
1.6. წარმოებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების პროგრესის, ტემპის და შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესრულების კონტროლს, რაც გულისხმობს სამუშაოს დაწყების თარიღის, სამუშაოს (როგორც მთლიანი სამუშაოს, ასევე, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული რომელიმე ნაწილის) შესრულების ვადების, სამუშაოს დასრულების ვადის მონიტორინგს და შემსყიდველის ინფორმირებას, შემსყიდველისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენას;
1.7. საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალის ან/და ექსპლუატაციაში გასაშვები სისტემების გამოცდის პროცესზე დაკვირვებას, მათი არსებულ ნომრებთან შესაბამისად ჩატარების კუთხით და შესაბამისი აქტების შედგენაში მონაწილეობას და აღნიშნული აქტების დადასტურებას;
1.8. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების პროცესის მიმდინარეობის შესახებ დამკვეთისთვის ყოველთვიური ანგარიშის მიწოდებას წერილობითი ფორმით, სადაც მითითებული იქნება სამუშაოების მიმდინარეობა და მათი ყველა ძირითადი კომპონენტის რეალური პროგრესის ანალიზი დაგეგმილთან მიმართებაში;
1.9. შემსყიდველის დაუყოვნებელ ინფორმირებას სამუშაოთა შეჩერების, შეფერხების ან/და სხვა ნებისმიერი დამაბრკოლებელი გარემოების წარმოშობისთანავე;
1.10. საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ან/და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის ინიციატივით შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის შესახებ შემსყიდველისათვის არგუმენტირებული წინადადებების წარდგენას;
1.11. გამოსაყენებელი ძირითადი სამშენებლო მასალების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და მსგავსი სამუშაოებისათვის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლს;
1.12. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიმართ მითითებებისა და მიწერილობების შესრულებაზე კონტროლს, რომლებიც მიეკუთვნება სამუშაოების ხარისხის, გამოყენებული მასალების, ცალკეული სამუშაოების დეფექტებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის საკითხებს (გარდა სუსტი დენებისა).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი დავალების/მოთხოვნის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი: საქართველოს მასშტაბით

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.7.1 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით.
1.7.1.2. ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
1.7.1.3. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

შენიშვნა: რეკვიზიტების მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართი შეცვლის შემთხვევაში, „მომწოდებელი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს „შემსყიდველს“ განხორციელებული ცვლილების შესახებ. რეკვიზიტებში (ელ.ფოსტის მისამართი შეცვლის) განხორციელებიული ცვლილების „შემსყიდველისათვის“ შეუტყობინებლობის შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტით ან მისამართზე გაგზავნილი წერილი ჩაითვლება ჩაბარებულად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან გაწეული უნდა ჰქონდეს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურება საერთო ღირებულებით არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ოდენობით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა).

2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა 2.2.1.1 ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ მომსახურებაზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ელექტრონული ვერსიები.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1 მინიმალური მოთხოვნები პრეტენდენტის პერსონალის მიმართ:

2.4.1.1. 1 პროექტის მენეჯერი/ექსპერტი (ინსპექტირების განმახორციელებელი):
- უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის ან მომიჯნავე სფეროში.
- 2023 წლის 1 იანვრიდან, არანაკლებ 1 დასრულებული პროექტის ზედამხედველობის მართვის გამოცდილება.
2.4.1.2. 1 ინჟინერ-მშენებელი (სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველი):
- 2023 წლის 1 იანვრიდან, არანაკლებ 1 დასრულებული პროექტის მშენებლობის და ზედამხედველობის მართვის გამოცდილება.

2.4.1.3. პრეტენდენტმა სპეციალისტებთან დაკავშირებით, უნდა წარმოადგინოს:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხოენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტმა სისტემაში დამატებით უნდა ატვირთოს დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი) - (მხოლოდ 2.4.1.1 პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალისტთან დაკავშირებით);

2. „სპეციალისტების სამუშაო გამოცდილების ამსახველი ცხრილი“ (დანართი 3).

შენიშვნა: ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მისაღებად მიჩნეული სპეციალისტ(ებ)ის შემადგენლობაში ცვლილების შემთხვევაში, მიმწოდებელმა შემსყიდველს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს და შეუთანხმოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა სპეციალისტ(ებ)ით ჩანაცვლების საკითხი. ახალი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი ელექტრონული ტენდერით (აუქციონის გარეშე) დადგენილ მოთხოვნებს სპეციალისტის გამოცდილებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებლის წინააღმდეგ გამოიყენოს, ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

„სპეციალისტისა და პრეტენდენტის თანხმობა“ (დანართი 2) - მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი აკრედიტირებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ, ქვემოთ ჩამოთვლილ საზედამხედველო მომსახურების მიმართულებით:

- ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება (მათ შორის ფორმა N2-ის მიხედვით, გარდა სუსტი დენებისა);

- ობიექტის (1 - სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების; 2 - საავტომობილო გზების მშენებლობის; 3 - გათბობა-ვენტილაცია-გაგრილების ქსელების და სისტემების; 4 - წყალმომარაგების, კანალიზაციის, წყალარინების ქსელების და სისტემების) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება.

აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა შესაბამის დანართებთან ერთად, რომელთა მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადაზე ნაკლები.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის ობიექტი არის მომსახურება, რომელიც ძირითადად გაიწევა ადამიანური რესურსის გამოყენებით. იგი დამოკიდებულია ბევრ ისეთ ფაქტორებზე (მაგალითად, პერსონალის კვალიფიკაცია, მუშაობის ხანგრძლივობა, ანაზღაურების ოდენობა, შრომის ორგანიზაციის წესი და სხვა), რომლის შეფასება ერთობლიობაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის მხრივ რთულია. აღსანიშნავია, რომ შესყიდვაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მხოლოდ იმ კომპანიებმა, რომლებიც აკრედიტებული არიან სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ, ამასთან, მომსახურების ფარგლებში მათ მიერ შექმნილი ყველა სახის დოკუმენტი უნდა დადასტურდეს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ რომ მათი შემოთავაზება იქნება გონივრული (სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაშიც).

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე. მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი ანგარიშფაქტურის (კანონმდებლობით გათვალიწინებულ შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ,
7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული მომსახურების შესაბამისად, კერძოდ, ზედამხედველის მიერ დადასტურებული, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების იმ პროცენტული ოდენობით, რომელიც მხარეების მიერ არის დაფიქსირებული ხელშეკრულებაში.
7.2.3 იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო ზედამხედველის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს ზედამხედველს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასების (პროცენტების) შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე ზედამხედველს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ მომსახურების მოცულობათა შესრულებაზე და მის გადახდაზე.
7.2.4 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
7.2.5. ანგარიშსწორება მოხდება 2026-2027 წლის საკუთარი სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო ბერიძე, 599181715, n.beridze@spd.ge spd@procurement.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.
10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით.
10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში არ უნდა გაითვალისწინოს დღგ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი.
10.1.6. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.8. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის , „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 ფასების ცხრილი დანართი 1-ის შესაბამისად.
10.2.2 პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.
10.2.3 პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის შესაბამისად.
10.2.4 სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru