Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #71622261)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Internal Affairs of Georgia Guria Police Department
Номер конкурса: 71622261
Дата публикации: 30-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260006411
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.03.2026 15:52
Начало приема предложения 14.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 17.04.2026 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 2`251`028.50 GEL
Контрактная цена объекта закупки 180`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით
Дополнительная информация
2026-2027 წწ ბიუჯეტის ფარგლებში, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის გათვალისწინებით).

ხელშეკრულების დადებიდან - 31.12.2026 პერიოდი - 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით - 135000.00
01.01.2027 - 31.03.2027 პერიოდი - 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით - 45000.00
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 9`004.11 GEL
Размер гарантии 1`800 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gia bajelidze :: 30.03.2026 15:11
  • Последнее исправление: gia bajelidze :: 30.03.2026 15:52
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=680367&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

2026-2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის გათვალისწინებით)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

პუნქტით განსაზღვრული პრეისკურანტით წარმოდგენილი შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტომომანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის ტექ-მომსახურების გაწევა:
• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება.„
ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების გასაწევად ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ყველა სერვის-ცენტრი (ადგილმდებარეობის მიხედვით) აღჭურვილი უნდა იყოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო-ამწეებით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით.
მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თითოეულ სერვის-ცენტრში (ადგილმდებარეობის მიხედვით) უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენელთათვის თავისუფალი საოფისე ფართის გამოყოფა. სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები.
ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მეორადი ნაწილებისა).
მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული (პრეისკურანტი) ტექ-მომსახურების გაწევა როგორც ოზურგეთში, ასევე თბილისსა, აჭარასა და იმერეთის რეგიონში არსებულ, მის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილ სერვის-ცენტრებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ მისამართზე). მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების ლოჯისტიკის ჯგუფის თანხმობის შემდეგ, იქნება შესაძლებელი ავტომანქანის შესაკეთებლად მისი სხვა სერვის-ცენტრში გადაყვანა მიმწოდებლის ხარჯებით.
მიმწოდებელმა წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, მისი ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ სერვის-ცენტრებში უნდა უზრუნველყოს ერთდროულად ტექ-მომსახურების გაწევა შემდეგი რაოდენობის ავტომანქანებისათვის:
- ქ. ოზურგეთში (მითითებულ მისამართზე) - არანაკლებ 6 ავტომანქანა;
- თბილისში, აჭარასა და იმერეთის რეგიონში არანაკლებ 1 (ერთი) - ავტომანქანა;
სერვის ცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე).
ავტომანქანის სერვის-ცენტრში მიყვანიდან, მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, (დეფექტური აქტის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 (ორასი) ლარი). რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.
მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტომანქანების ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური.
ასევე ყოველი კვირის პარასკევ დღეს მიმწოდებლის მიერ შედგენილ და შემსყიდველისთვის წარდგენილ უნდა იქნას გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი. (ყველა დოკუმენტი, მათ შორის, ავტომანქანის სერვის ცენტრში შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი, დეფექტური აქტი, შესრულებელი სამუშაოების აქტი და ა.შ. უნდა იყოს ბეჭდვითი ფორმით, არ უნდა იყოს ხელნაწერი) ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. ოზურგეთში, თბილისში, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში შემოთავაზებული სერვის-ცენტრების ვიდეო-კამერებით აღჭურვა, რომლებიც საშუალებას მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის პროცესს (კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა "ბოქსი“) და ამასთან, არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორცილდეს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
შენიშვნა:
ა) ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი, მათ შორის, ავტომანქანის სერვის ცენტრში შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი, დეფექტური აქტი, შესრულებელი სამუშაოების აქტი და ა.შ. უნდა იყოს ბეჭდვითი ფორმით, არ უნდა იყოს ხელნაწერი.
ბ) პრეისკურანტში, საცხებ-საპოხი მასალებისთვის განსაზღვრული ერთეული მომსახურების სავარაუდო ღირებულების შესაბამის გრაფაში მითითებული ტარიფები გულისხმობს ერთჯერადად გაწეული მომსახურების ღირებულებას და არ არის დამოკიდებული მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი საცხებ-საპოხი მასალის რაოდენობაზე/მოცულობაზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს 2026-2027 წლის პერიოდში - ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - ხელშეკრულების დადებიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ავტომობილების ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ. მომსახურებისას გაწევის ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:
• სავალი ნაწილებისათვის არაუმეტეს 2 კალენდარულ დღეს;
• ელექტროობისათვის არაუმეტეს 3 კალენდარულ დღეს;
• აგრეგატებისათვის არაუმეტეს 10 კალენდარულ დღეს;
• სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისათვის არაუმეტეს 15 კალენდარულ დღეს;
• ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) გაწევის ვადა 20 კალენდარულ დღეს;
• სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა 30 კალენდარულ დღეს;
შენიშვნა: მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბეჭდვითი ფორმით (არ უნდა იყოს ხელნაწერი); დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეკვეთილი დეტალის/სათადარიგო ნაწილის, შეკვეთის განხორციელების თარიღის და შეკვეთით განსაზღვრული დეტალის ჩამოსვლის თარიღის შესახებ).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემდეგ ქალაქებში :
• ქ. ოზურგეთში
• ქ. თბილისში
• აჭარისა და იმერეთის რეგიონში

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1 წლიანი გარანტია (თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული საგარანტიო პირობა (ვადა/გარბენი);

1.7.1.2 საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში (მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება შემსყიდველის მიმართვიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

1.7.1.3 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრო (კომპიუტერული) სისტემის დიაგნოსტიკა და სავალი ნაწილების შემოწმების მომსახურება გაუწიოს შემსყიდველს უსასყიდლოდ - როგორც ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 260000.00 (ორას სამოცი ათასი) ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ტექ-მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული ტექ-მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების გასაწევად სატენდერო წინადადებით/ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ყველა სერვის-ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს თანამდეროვე კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო-ამწეებით (მათ შორის ქ. ოზურგეთში არსებულ სერვის-ცენტრში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 ერთეული ავტო-ამწე) და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტი ვალდებულია სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
ა) ქ. ოზურგეთში, თბილისში, აჭარასა და იმერეთის რეგიონში საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული სერვის-ცენტრების (მისამართების მითითებით) და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (სერვის-ცენტრების მიხედვით და კონკრეტულ პოზიციაზე ზუსტი რაოდენობის მითითებით):
ბ) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ,,წინადადებების მიღება დასრულებულია" ეტაპზე არ ექნება, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მინიმალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ,,შერჩევა-შეფასების ეტაპზე" უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან რა ვადაში მოხდება სერვის-ცენტრების აღჭურვა სატენდერო პირობებით გათვალისწინებული აპარატურით (აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღეს).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

ა) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა (წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების საგანში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირკვეოდეს) შესყიდვის ობიექტის ტიპები:

* ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;

* საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;

* საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება;

ამასთანავე, სავალდებულოა რომ ხელშეკრულების მოქმედების (შესრულების) ვადა იყოს არანაკლებ 2027 წლის 01 აპრილი.

ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამასთან, თუ სერვის-ცენტრი მეიჯარეს აქვს იჯარით, იჯარის ვადა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული უნდა იყოს არაუადრეს 2027 წლის 01 აპრილისა. ამასთან, სერვის-ცენტრის იჯარის შემთხვევაში უნდა იქნას წარმოდგინილი როგორც იჯარის ხელშეკრულება და განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი, ასევე ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე.

შენიშვნა: მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

2.9 other additional requirements

2.9.1 სატენდერო წინადადების ფასი:

ა) პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს 1.3 პუნქტში მოცემული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და პრეისკურანტ(ებ)ის თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.

ბ) სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

გ) ტენდერში ვაჭრობა გაიმართება სატენდერო განცხადებით განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით;

დ) პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.

2.9.2. პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.

2.9.3 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს, ინფორმაცია სერვის-ცენტრ(ებ)ი მისამართების შესახებ, (შესაბამისი მისამართების მითითებით).

2.9.4 იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) შემოთავაზებული სერვის-ცენტრის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი).

2.9.5 იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი პრეტენდენტს აქვს სარგებლობის უფლებით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2027 წლის 01 აპრილისა.

ბ) ყველა ის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.).

შენიშვნა: მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რისთვისაც შემსყიდველის მიერ განესაზღვრება არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები. დამოუკიდებელი სერთიფიცირებული აუდიტის დასკვნის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე ტენდერით ხდება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ბალანზე რიცხული, სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა - აღნიშნულიდან გამომდინარე, ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის პასუხისმგებლობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას.

6.6.5 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის და ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვირის პარასკევ დღეს უზრუნველყოს გაწეული მომსახურების ამსახველი დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი) შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილებაში წარდგენა.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს შემსრულებელს მომსახურების ღირებულება ეტაპობრივად, ყოველი კონკრეტული მომსახურების გაწევის შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 15 კალენდარულ დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გია ბაჯელიძე, 577527552, g.bajelidze@mia.gov.ge მირანდა ჯინჭარაძე, წამყვანი სპეციალისტი/ტრანსპორტის ხაზით, ტელ: 591 189900
ალეკო დოლიძე, სპეციალისტი/ტრანსპორტის ხაზით, ტელ: 551007315


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru