Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Архитектурные и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #71567318)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tourism Product Development Agency
Номер конкурса: 71567318
Дата публикации: 27-03-2026
Сумма контракта: 17 400


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260006320
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.03.2026 16:59
Начало приема предложения 04.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 06.04.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 17`400.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71200000-Архитектурные и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 71247000 - Надзор за строительными работами
Срок подачи 2026 წლის 10 დეკემბრამდე
Дополнительная информация
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 174.00 GEL
Размер гарантии 174 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mari aznauridze :: 26.01.2026 14:46
  • Последнее исправление: tamar khabadze :: 27.03.2026 16:59
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=669090&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სააგენტოს მიერ აჭარის მუნიციპალიტეტებში 2026 წლის განმავლობაში დაგეგმილ სხვადასხვა ინფრასტრუქტულ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური ზედამხედველობა მოიცავს შემდეგს:
ა) კონტროლი საპროექტო გადაწყვეტილებების დაცვაზე, ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებზე;
ბ) ანაზღაურებისათვის წარმოდგენილი სამუშაოთა მოცულობის და პროექტთან შესაბამისობის დადასტურება, ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობის და შემსყიდველთან შეთანხმებული შესაბამისი ერთეული სამუშაოთა ღირებულების დადასტურება.
გ) შესრულებული სამშენებლო სამუშაოების, გამოყენებული კონსტრუქციების, ნაკეთობებისა და მასალების საპროექტო გადაწყვეტასთან, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებთან, სტანდარტებთან, ტექნიკურ პირობებსა და სხვა ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
დ) საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრისათვის საკითხის დროულად დაყენება და შესრულებაზე კონტროლი;
ე) მშენებლობაზე გამოყენებული კონსტრუქციების, ნაკეთობებისა და მასალების ტექნიკური პასპორტების, სერთიფიკატების, ლაბორატორიული შემოწმების შედეგებისა და ხარისხის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების არსებობის შემოწმება; სამუშაოების წარმოების ჟურნალის არსებობა;
ვ) ისეთი სამუშაოებისა და კონსტრუქციული ელემენტების დამოწმება, შეფასება და შესაბამისი აქტების შედგენაში მონაწილეობა, რომლებიც დაიფარებიან შემდგომი სამუშაოების შესრულების შედეგად;
ზ) შენობის ძირითადი და საპასუხისმგებლო კონსტრუქციების გამოცდისა და მიღება-ჩაბარების განხორციელება;
თ) მონაწილეობა სამშენებლო კონტროლისა და მშენებლობის ცალკეული ეტაპის სამშენებლო სამუშაოთა ხარისხის შემოწმება-შეფასებაში და პროექტთან შესაბამისობის დადგენაში; სამშენებლო ეტაპების და ფარული სამუშაოების აქტების შედგენაზე ზედამხედველობა. ტექნიკური ზედამხედველი ვალდებულია დაესწროს ყველა ფარულ სამუშაოს.
ი) უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვიანობა;
კ) პირველადი საშემსრულებლო ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებაზე კონტროლი და სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ნაკლოვანებებისა და დეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანა;
ლ) კონტროლი სამშენებლო ორგანიზაციის მიერ საავტორო ზედამხედველობისა და სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მითითებების მიწერილობების, აგრეთვე ტექნიკური ზედამხედველობის იმ მოთხოვნათა შესრულებაზე, რომლებიც მიეკუთვნება სამშენებლო სამუშაოების ხარისხის, გამოყენებული კონსტრუქციების, ნაკეთობების და მასალების, ცალკეული სამუშაოების დეფექტებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის საკითხებს;
მ) მონაწილეობა მუშა კომისიების მიერ ცალკეული სამშენებლო სამუშაოების ხარისხზე და საპროექტო მონაცემთა შესაბამისობაზე ჩატარებულ შემოწმებებში;
ნ) საჭიროების შემთხვევაში პროექტსა და შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის შესახებ შემსყიდველისათვის არგუმენტირებული წინადადებების წარდგენა, ასევე კორექტირებული პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების მომზადება საპროექტო ორგანიზაცისთან შეთანხმებით ან მის გარეშე (შემსყიდველის მოთხონისამებრ);
ო) მშენებლობის/რეაბილიტაციის პროცესში შემსყიდველისათვის ინფორმაციების მიწოდება მშენებლობის მიმდინარეობისა და გეგმა-გრაფიკის შესრულების შესახებ. ინფორმაციას თან უნდა ერთვოდეს ახსნა-განმარტება დაგეგმილი სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის მიზეზების მითითებით.
პ) სამუშაოების შესრულებისა და მასალების ხარისხის კონტროლი.
ჟ) ტექნიკური ზედამხედველი ვალდებულია დაესწროს შესრულებული სამუშაოების ოდენობისა და ღირებულების მიზნით დანიშნულ ექსპერტიზას.

სამუშაოებზე ზედამხედველობის მომსახურებასთან ერთად სააგენტო ცალკე ელექტრონული ტენდერით შეისყიდის შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის/ინსპექტირების მომსახურებას. ამასთან, უფრო მეტი ურთიერთკონტროლისათვის ორივე მომსახურება არ შეიძლება განახორციელოს ერთმა მიმწოდებელმა. აღნიშნული ორი ტენდერიდან თუ ერთ-ერთ ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტი მოწვეულია ხელშეკრულების დასადებად, ეს გარემოება მეორე ტენდერში გამოიწვევს იმავე პრეტენდნეტის დისკვალიფიკაციას შერჩევა-შეფასების ეტაპზე.


შენიშვნა: ფასების ცხრილში მითითებული მომსახურება - "სააგენტოს მიერ 2026 წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვადასხვა ინფრასტრუქტული სამუშაოები აჭარის მუნიციპალიტეტებში " გულისხმობს, რომ სააგენტო წლის განმავლობაში აპირებს სხვადასხვა ინფრასტრუქტული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ელ. ტენდერის გამოცხადებას, ფასების ცხრილში მითითებული თანხა არის საორიენტაციო.
ელ. ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სამუშაოებზე ზედამხედველობის განმახორციელებელს ეცნობება დაუყოვნებლივ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდი.

მიმდინარე სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს სისტემატიურად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მდინარე სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს სისტემატიურად.

შესრულებულ სამუშაოებზე ფორმა 2-ის შედგენის მიზნით სამშენებლო კომპანია მიმართავს ტექნიკურ ზედამხედველს და წარუდგენს ფორმა 2-ს, რომლის დადასტურების შემდეგ ფორმა 2-ს სამშენებლო კომპანია წარმოადგენს შემსყიდველთან. ამის შემდეგ შემსყიდველი ფორმა 2-ს უგზავნის მიმწოდებელს (ინსპექტირების ორგანოს) ექსპერტიზის დასკვნის/ინსპექტირების ანგარიშის წარმოდგენისათვის.

სამუშაოების შესრულების ადგილია აჭარის მუნიციპალიტეტები.

technical requirements

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტი უნდა წარმოადგენდეს ინსპექტირების ორგანოს და აკრედიტებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ შემდეგ სფეროებში:
• ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის - ინსპექტირების სფეროში;
• ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირების (მათ შორის ფორმა N2-ის მიხედვით) სფეროში.

აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა შესაბამის დანართებთან ერთად.

2.7.1.2. პრეტენდენტი შესაძლებელია იყოს OECD და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტირებული პირი. ასეთ შემთხვევაში იგი რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ ინსპექტირების ორგანოდ, რის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა შესაბამის დანართებთან ერთად. იმ შემთხვევაში თუ აკრედიტაციის ცენტრის მიერ რეგისტრირებულ აკრედიტაციის სფეროში ნათლად არ იკვეთება 2.7.1.1. ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს OECD ან ევროკავშირის შესაბამისი ქვეყნის მარეგისტრირებელი ორგანოდან ცნობა, სადაც მკაფიოდ იქნება ასახული, რომ პრეტენდენტის აკრედიტაცია მოიცავს 2.7.1.1. ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებს (უცხოენოვანი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტმა სისტემაში დამატებით უნდა ატვირთოს დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

2.7.1.3 თუ მომსახურების გაწევის პერიოდში ამოიწურება სატენდერო პირობებით მოთხოვნილი სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ აკრედიტაციის მოქმედების ვადა ან შეწყდება აკრედიტაციის მოქმედება მთლიანად ან ნაწილობრივ რომელიმე სფეროში - სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა - ინსპექტირება და ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება (მათ შორის ფორმა#2-ის მიხედვით), შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებლის წინააღმდეგ გამოიყენოს, ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორზე წარმოდგენილი უნდა იქნას ქვეკონტრაქტორის დასახელება და მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დასახელება.
3. ქვეკონტრაქტორი აკრედიტირებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ, იმ სფერო(ებ)ში, რომელთა შესრულებაც განსაზღვრული იქნება ქვეკონტრაქტით.
4. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
5. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და ქვეკონტრაქტის ასლი;
6. მომსახურების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
7. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის ობიექტი არის მომსახურება, რომელიც ძირითადად გაიწევა ადამიანური რესურსის გამოყენებით. იგი დამოკიდებულია ბევრ ისეთ ფაქტორებზე (მაგალითად, პერსონალის კვალიფიკაცია, მუშაობის ხანგრძლივობა, ანაზღაურების ოდენობა, შრომის ორგანიზაციის წესი და სხვა), რომლის შეფასება ერთობლიობაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის მხრივ რთულია. აღსანიშნავია, რომ შესყიდვაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მხოლოდ იმ კომპანიებმა, რომლებიც აკრედიტებული არიან სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ, ამასთან, მომსახურების ფარგლებში მათ მიერ შექმნილი ყველა სახის დოკუმენტი უნდა დადასტურდეს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ რომ მათი შემოთავაზება იქნება გონივრული (სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაშიც).

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან საბოლოო ანგარიშსწორება ხორციელდება ხელშეკრულების შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისი პროცენტის ოდენობით, დანართის შესაბამისად. შუალედური ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში/ინსპექტირების ანგარიშში მითითებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

საბოლოო/შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარი აზნაურიძე, 557561418, mariaznauridze@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru