Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Текстильные изделия (Грузия - Тендер #71567291)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 71567291
Дата публикации: 27-03-2026
Сумма контракта: 842 842


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON260000173
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.03.2026 17:31
Начало приема предложения 02.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 03.04.2026 17:00
Предполагаемая цена закупки 842`842.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 39500000-Текстильные изделия
Коды классификатора
  • 39500000 - Текстильные изделия
Срок подачи 2026 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
საქართველოს რეგიონული საბავშვო ბაგა-ბაღებისათვის საჭირო ქსოვილის ნივთებისა და მზა საფეიქრო ნაწარმის სახელმწიფო შესყიდვა.

სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება 2026 წლის სახსრებით.

კონსოლიდირებული ტენდერი არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გამართვას.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 8`430 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: ketevan kadagidze :: 10.03.2026 16:50
  • Последнее исправление: teona danelia :: 27.03.2026 17:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=677057&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დანართი N3-ით (მიწოდების ადგილები და რაოდენობები) განსაზღვრული რეგიონული საბავშვო ბაგა-ბაღებისათვის საჭირო ქსოვილის ნივთებისა და მზა საფეიქრო ნაწარმის (შემდგომში - "საქონელი") შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესყიდვის ობიექტების დეტალური აღწერა, ასევე ექსპერტიზასთან, ნიმუშთან, შეფუთვასა და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები მოცემულია თანდართულ ფაილში - დანართი N1 (ტექნიკური დავალება).

1.2.2. მიწოდებული საქონლის ხარისხი, პარამეტრები, შეფუთვა და ეტიკეტირება უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციასა და დანართი N1 - ტექნიკურ დავალებაში მითითებულ მოთხოვნებს.

1.2.3. მიწოდებული საქონელი (როგორც მზა საბოლოო პროდუქტი, ასევე გამოყენებული მასალა - ქსოვილი და შიგთავსი) უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო. მიწოდებული საქონელი უნდა ინარჩუნებდეს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს. რეცხვისა და თერმული დამუშავების დროს მიწოდებული საქონელი უნდა ინარჩუნებდეს ზომას და ფორმას.

1.2.4. მიწოდებული საქონლის შეფუთვა და ეტიკეტირება შესრულებული უნდა იყოს დანართი N1- ში (ტექნიკური დავალება) მითითებული შეფუთვასთან და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად.

1.2.5. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან დადგინდება მის მიერ წარმოდგენილი ნიმუშებითა და ექსპერტიზის დასკვნებით.

1.2.6. შესყიდვის ობიექტების რაოდენობების განაწილება ლოკაციების მიხედვით და მიწოდების ადგილები ზუსტი მისამართებით მოცემულია თანდართულ ფაილში - დანართი N3 (მიწოდების ადგილები და რაოდენობები).

1.2.7. მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დანართი N3-ით განსაზღვრული საქონლის რაოდენობები საორიენტაციო ხასიათისაა და შესაძლებელია შეიცვალოს შემდეგი პრინციპის დაცვით: ფაქტობრივად შესყიდული საქონლის ჯამური ღირებულება, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ საბოლოო ჯამურ ღირებულებასთან შედარებით შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს არაუმეტეს 20%-ის ოდენობით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მიმწოდებელი ვალდებულია, საქონლის მიწოდება განახორციელოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტციის 1.4.4. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

1.4.2. მიმწოდებელი არ არის ვალდებული, საქონლის მიწოდება დაიწყოს გამარჯვებულად გამოვლენიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.4.3. დანართი N3-ით განსაზღვრულ თითოეულ ბაღში მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და მხარეებს უფლება აქვთ ურთიერთშეთანხმებით დააზუსტონ იგი (მათ შორის, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეც), წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.4. პუნქტის მოთხოვნის დაცვით.

1.4.4. ბაღების გახსნის საორიენტაციო თარიღები (შესაბამისად, საქონლის მიწოდების საორიენტაციო ვადები) მიმწოდებელს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, რომელიც ასევე შესაძლებელია დაკორექტირდეს შემსყიდველის საჭიროებიდან გამომდინარე, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.5. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

1.4.5. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია (მიუხედავად იმისა ხელშეკრულებით დადგენილი მიწოდების საორიენტაციო გეგმა-გრაფიკი განიცდის თუ არა ცვლილებას) არანაკლებ 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღით ადრე წერილობით აცნობოს მიმწოდებელს, კონკრეტულ საბავშვო ბაღში მისაწოდებელი საქონლის შესახებ (საქონლის ზუსტი დასახელება/აღწერილობა, რაოდენობა და მიწოდების თარიღი). ამგვარად, მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიწოდება განახორციელოს შემსყიდველის შესაბამისი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

აღნიშნული პირობის დაცვა სავალდებულოდ გასათვალისწინებელია ორივე მხარისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქონლის დაგვიანებული ან ნაადრევი მიწოდება (რაც თავის მხრივ გამოიწვევს საქონლის დასაწყობების პრობლემას).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. საქონლის მიწოდების ადგილია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ით (მიწოდების ადგილები და რაოდენობები) განსაზღვრული თითოეული საბავშვო ბაგა-ბაღი.

1.5.2. მიმწოდებელი ვალდებულია, დანართი N3-ით განსაზღვრულ თითოეულ დანიშნულების ობიექტზე საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საქონლის ტრანსპორტირება და ადგილზე მიწოდება.

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებელმა, დანართი N2-ით (ფასების ცხრილი) განსაზღვრულ თითოეულ შემოთავაზებულ საქონელზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან უნდა გაავრცელოს არანაკლებ 6 (ექვსი) თვიანი გარანტია, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ წუნის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი მიმართვის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით ჩაანაცვლებს წუნდებულ/ხარვეზიან საქონელს ახლით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა დანართ N2-ში (ფასების ცხრილი) უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის (საბოლოო მზა პროდუქტის) შესახებ შემდეგი ინფორმაცია: წარმოების ქვეყანა; მწარმოებელი; ბრენდი (არსებობის შემთხვევაში) და მოდელი (არსებობის შემთხვევაში); იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტს არ გააჩნია ბრენდი ან/და მოდელი პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში მიუთითოს "არ გააჩნია".

2.1.1.2. შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის, ბრენდის ან/და მოდელის დასახელების შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა, ასევე ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის პირველი იანვრიდან წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა ჰქონდეს ქსოვილის ნივთებისა და მზა საფეიქრო ნაწარმის მიწოდების (გაყიდვის) გამოცდილება ტენდერის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 50%-ისა.

აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ქსოვილის ნივთებისა და მზა საფეიქრო ნაწარმის მიწოდების (გაყიდვის) დამადასტურებელი დოკუმენტები:

ა) ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები

ან/და

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები

ან

ბ) აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ან წარმოდგენილი უნდა იყოს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამზედველობის სამსახურის ბრძანება აუდიტერების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე". ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების საქონლის მიწოდების გამოცდილება.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებულ საქონელზე ან/და გამოყენებულ მასალებზე უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ით (ტექნიკური დავალება) გათვალისწინებული ექსპერტიზის დასკვნები ან/და სერტიფიკატ(ებ)ი.

2.7.1.2. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მის მიერ შემოთავაზებულ თეთრეულის ნაკრებსა და საბნის შალითაში გამოყენებული ქსოვილის მასალა უნდა აკმაყოფილებდეს OEKO-TEX® Standard 100, Product Class I მოთხოვნებს (ან ეკვივალენტურ უსაფრთხოების სტანდარტს, რომელიც განკუთვნილია ბავშვთა პროდუქციისთვის).

აღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ქსოვილის მასალაზე გაცემული, OEKO-TEX® STANDARD 100, Product Class I ძალაში მყოფი სერტიფიკატი ან აკრედიტებული ლაბორატორიის ტესტის ანგარიში.

2.7.1.2.1. ამასთან, OEKO-TEX® STANDARD 100, Product Class I სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აღნიშნული სერტიფიკატი უნდა ატვირთოს ერთიან ელეტრონულ სისტემაში ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად, ხოლო ლაბორატორიის ტესტის ანგარიში უნდა წარმოადგინოს სატენდერო კომისიის შესაბამისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში, დანართი N1-ით (ტექნიკური დავალებით) გათვალისწინებულ ექსპერტიზის დასკვნებთან ერთად.

ლაბორატორიის ტესტის ანგარიშის წარმოდგენის შემთხვევაში, იგი გაცემული უნდა იყოს არაუადრეს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების თარიღისა.

2.9 other additional requirements

2.9.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტებია:

ა) დანართი N2 - ფასების ცხრილი;
ბ) ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) 2.7.1. პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული დოკუმენტაცია.


2.9.2. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის მიმართ სატენდერო დოკუმენტაციისა და ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არაუმეტეს 5-ჯერ შერჩევით მოახდინოს მიწოდებული ნებისმიერი საქონლის ამოღება, რომელსაც დალუქული სახით ექსპერტიზაზე წარსადგენად გადასცემს მიმწოდებელს. ასეთ შემთხვევაში ექსპერტიზის ხარჯებს დაფარავს მიმწოდებელი.

2.9.3. გარდა წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.9.2. ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის მიმართ სატენდერო დოკუმენტაციისა და ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დამატებით, არაუმეტეს 5-ჯერ შერჩევით მოახდინოს ნებისმიერი მიწოდებული საქონლის ამოღება და მისი საექსპერტო კვლევა, რომლის დროსაც ექსპერტიზის ხარჯებს დაფარავს შემსყიდველი ორგანიზაცია.

2.9.4. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 2.9.2. და 2.9.3. ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ორივე შემთხვევაში, ექსპერტიზაზე გასაგზავნი საქონლის რაოდენობა არ იქნება გათვალისწინებული მოსაწოდებელი საქონლის საერთო რაოდენობაში.

2.9.5. სატენდერო დოკუმენტაციის 2.9.2. და 2.9.3. ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, საექსპერტო კვლევის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული სხვა ორგანოს დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში (ქსოვილი/ტექსტილი) აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან TUV, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამის სფეროში (ქსოვილი/ტექსტილი) აკრედიტაციის დამადასტურებელი ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი) დასკვნა.

2.9.6. ამასთან, პრეტენდენტმა და შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინონ, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 2.9.2. და 2.9.3. ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ორივე შემთხვევაში, საექსპერტო კვლევა უნდა ჩატარდეს იმავე საექსპერტო დაწესებულებაში, რომელშიც ჩატარდა 3.1.1. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (შერჩევა-შეფასების ეტაპზე).

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1. პრეტენდენტმა ტენდერის სტატუსის - "შერჩევა-შეფასება" ეტაპზე, სატენდერო კომისიის შესაბამისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, სატენდერო კომისიასა და საკონსულტაციო ტექნიკურ ჯგუფს უნდა წარუდგინოს თითოეული შემოთავაზებული საქონლის ნიმუშ(ებ)ი, ხოლო სატენდერო კომისიის შესაბამისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) სამუშაო დღის ვადაში - შემოთავაზებულ საქონელზე (ნიმუშებზე) გაცემული შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნები (დედანი/ორიგინალი), წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 - ში (ტექნიკური დავალება) მოცემული მითითებების შესაბამისად.

3.1.1.2. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 3.1.1.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასკვნა/დასკვნები გაცემული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ

ან

სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული სხვა ორგანოს მიერ (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში (ქსოვილი/ტექსტილი) აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი)

ან

TUV, SGS, INTERTEK, EKOTEKS

ან

სხვა აკრედიტებული პირის მიერ (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამის სფეროში (ქსოვილი/ტექსტილი) აკრედიტაციის დამადასტურებელი ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი).

3.1.1.3. პრეტენდენტი ვალდებულია ნიმუშებისა და ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ის წარმოდგენისთვის საჭირო ხარჯები სრულად აანაზღაუროს საკუთარი ხარჯით.

3.1.1.4. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის უნიკალური ნომერი. დასკვნა/დასკვნები გაცემული უნდა იყოს არაუადრეს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების თარიღისა.

3.1.1.5. ტენდერში მონაწილე „დისკვალიფიცირებულ“ პრეტენდენტს, ნიმუშებისა და ექსპერტიზის დასკვნების დაბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო „გამარჯვებულ" პრეტენდენტს - საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს - ტენდერის შეწყვეტიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის დაბრუნების თაობაზე.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცის 3.1.1. პუნქტით მოთხოვნილი ნიმუშებისა და ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნების (დედანი/ორიგინალი) წარმოდგენის ადგილია ქ. თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. N8 (სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო). სამუშაო საათები: 09:00-18:00.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს (https://gac.gov.ge/ka) მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (http://expertiza.gov.ge/) დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს (https://saras.gov.ge/) მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებითა და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

8430

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

10

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად, თუ სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 20 000.00 (ოცი ათასი) ლარს.

6.2.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში;

6.2.4.3. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

6.2.4.4. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

6.2.4.5. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტის ფორმით (არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით).

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი), გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, ურთიერთშეთანხმებული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 50 %-ისა. გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია.

7.1.1.2. წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე). გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში-ლარში.

7.1.1.3. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

7.1.1.4. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ საავანსო გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

7.1.1.5. ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, ანგარიშსწორება ხორციელდება ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება 2026 წლის სახსრებით, ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის მიხედვით, შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

draft contract

8.1 draft contract


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru