Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области садоводства (Грузия - Тендер #71567257)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA TBILISI POLICE DEPARTMENT
Номер конкурса: 71567257
Дата публикации: 27-03-2026
Сумма контракта: 44 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260006302
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.03.2026 15:31
Начало приема предложения 06.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 08.04.2026 15:00
Предполагаемая цена закупки 44`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 77300000-Услуги в области садоводства
Коды классификатора
  • 77300000 - Услуги в области садоводства
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან (არაუადრეს 2026 წლის 01 მაისისა) 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტი: შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის მოვლა-დასუფთავების მომსახურება

დაფინანსების წყარო:
2026-2027 წწ. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.
2026 წელი 32 000.00 ლარი
2027 წელი 12 000.00 ლარი
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტი
Шаг снижения цены 200.00 GEL
Размер гарантии 440 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar mghebrishvili :: 27.03.2026 11:32
  • Последнее исправление: tamar mghebrishvili :: 27.03.2026 15:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=680009&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის მოვლა-დასუფთავების მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა გამოყოს ყველა საჭირო მანქანა/დანადგარებით, მოწყობილობებით, ხელსაწყოებითა და სხვა საშუალებებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური (აღნიშნულ სფეროში გამოცდილი) მომსახურე პერსონალი 1 მებაღე, 1 აგრონომი და არსებული ხე-მცენარეების ტიპების, სახეობების და ჯიშების გათვალისწინებით, საკუთარი ხარჯებით განახორციელოს ქ. თბილისში კორნელი ჩალაძის ქ. N2, N4 და N6-ში მდებარე საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის მოვლა-დასუფთავების მომსახურება. მებაღის მიერ მომსახურება უნდა განხორციელდეს ყოველდღიურ რეჟიმში საჭირო დროის შესაბამისად, ხოლო აგრონომი ობიექტზე უნდა გამოცხადდეს საჭიროების შესაბამისად.
2. ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს:
2.1. გამწვანებულ ტერიტორიაზე იდეალური სისუფთავის შენარჩუნების მიზნით, დასუფთავება და ნაგვის გატანა ყოველდღიურად; გაზონის დამუშავება საჭირო სეზონური სასუქებით; გაზონის იდეალური იერსახის შენარჩუნების მიზნით მისი სისტემატიური გაკრეჭვა-გათიბვა, გაფოცხვა, ფორმირება და ნარჩენების გატანა; გაზონის დამუშავება სკარიფიკატორით (აერირება) - სეზონურად საჭრელი, სალეწი და საფოცხი დანების გამოყენებით; გაზონის გაწმენდა (საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი შხამ-ქიმიკატების შეტანა) სარეველებისაგან - საერთო ფართით 788 მ2;
2.2 შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ეზოს (ასვალტირებული/ქვაფენილი/ბეტონის საფარი) გაწმენდა (საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი შხამ-ქიმიკატების შეტანა) სარეველებისაგან საერთო ფართით 11830 მ2;
2.3 ბალახის საფარის მორწყვა ავტომატური სარწყავი სისტემის გამოყენებით (ზაფხულის ცხელ დღეებში მორწყვა უნდა განხორციელდეს ადრე დილით და გვიან საღამოს. საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ).
2.4. სეზონურად სარწყავი ჯამების მოწყობა და დახურვა ხე-მცენარეების ირგვლივ - 253 ძირზე;
2.5. ნიადაგის გაფხვიერება ხე-მცენარეების ირგვლივ, ხეების გასხვლა და ნარჩენების გატანა - 253 ძირზე;
2.6. ბუჩქების და მცენარეების გასხვლა, ფორმირება, ნარჩენების გატანა -373 ძირზე;
2.7. ხე-მცენარეებისა და ბუჩქების დამუშავება საჭირო სასუქით - 373 ძირზე;
2.8. ხე-მცენარეებისა და ბუჩქების შეწამვლა სეზონური დაავადებების საწინააღნდეგოდ (ნაცარი, ბუგრები, კოკრიჭამიები და სხვ.) - 373 ძირზე;
2.9. ხე-მცენარეებისა და ბუჩქების მორწყვა ხელით - 373 ძირზე;
2.10. დაზიანებული გაზონის საფარის დამუშავება და მინიმუმ 4 კომპონენტიანი ბალახის თესლის მიწოდება-შეთესვა (ჯამურად არაუმეტეს 20 მ2);
2.11. საჭიროებისამებრ გამდიდრებული ორგანული ნაზავის შეტანა, აუცილებელი შემადგენლობით: გაცრილი ნიადაგი - 70%, დამწვარი ნაკელი - 20%, მდინარის სილა - 10%;
2.12. სარწყავი სისტემის მოვლა პატრონობა და საჭიროების შემთხვევაში სწრაფმიერთების კვანძის, მართვის პულტი, მფრქვევანის, ელექტრო ონკანის ან სხვა დეტალების შეცვლა არსებულის ანალოგიურით (ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მოხდება სარწყავი სისტემის მიმწოდებლისთვის დროებით გადაცემა მოვლა-პატრონობის მიზნით, რომელიც ხელშეკრულების მომსახურების ვადის ამოწურვის შემდგომ მიმწოდებელმა უნდა დაუბრუნოს შემსყიდველს პირვანდელი სახით);
2.13. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მერქნიან მცენარეთა შტამბის სამაგრი მოწყობილობების გამართული ფუნქციონირება და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მათი რეინსტალირება. სამაგრებმა ამავდროულად მექანიკურად არ უნდა დააზიანოს ხის მერქანი.
3. ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ საკუთარი ხარჯებით პერიოდულად უნდა განახორციელოს ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმება და დასკვნის საფუძველზე მოახდინოს სასუქების სახეობების განსაზღვრა.
4. მომსახურე პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი სათანადო სპეციალური უნიფორმით, რომელსაც უნდა გააჩნდეს ორგანიზაციის ბრენდირებული ნიშანი ან/და წარწერა;
5. ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია საკუთარი სახსრებით თავად უზრუნველყოს არახარისხოვნად გაწეული მომსახურების, უმოქმედობის, ასევე აღნიშნული მომსახურების გაწევის დროს ან/და გაწეული მომსახურების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი სახის ზიანის აღმოფხვრა, მათ შორის დაავადებული ან გამხმარი ხე-მცენარეების ჩანაცვლება;
6. შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმდინარე ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი გამაფრთხილებელი წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად ან ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან (არაუადრეს 2026 წლის 01 მაისისა) - 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ.თბილისი დიღმის მასივი II კვ, კ. ჩალაძის ქN2, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. მიმწოდებელი ვალდებულია გაუწიოს შემსყიდველს მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს;
2. მიმწოდებელი პასუხს აგებს მომსახურების პერიოდში მისი ბრალით დამდგარი ნებისმიერი სახის ზიანისათვის;
3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეცვლილ მცენარეებზე სწორი ექსპლუატაციის პირობებში უნდა ვრცელდებოდეს 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო პერიოდი;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის ჩატარების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მომსახურების გაწევის გამოცდილება. რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს
- ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან/და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია, ხელშეკრულებებზე და შესრულების დოკუმენტაციაზე უნდა იკითხებოდეს ორივე მხარის მიერ მისი დადასტურება.
ან/და
- მითითებული იქნას შესაბამისი ტენდერის განცხადების ნომერ(ებ)ი (რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია)

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს:
1. მტვერსასრუტი-კომპრესორი ;
2. ხელის ბენზოცელი;
3. უნივერსალური სათიბი ბენზინის ან დიზელის ძრავზე;
4. სკარიფიკატორი;
5. თესლის გამანაწილებელი მოწყობილობა;
6. ბუჩქის საკრეჭი;
7. ტოტების საკრეჭი;
8. ბენზოხერხი;
ასევე, მომსახურების გაწევისათვის საჭირო სხვა სამუშაო იარაღები.
აღნიშნული მანქანა-მექანიზმები და სამუშაო იარაღები ხელშეკრულების მოქმედების მთელიპერიოდის განმავლობაში, მომსახურების გაწევის მიზნით, განთავსებული უნდა იყოს შემსყიდველის კუთვნილ ტერიტორიაზე

პრეტენდენტის მიერ დანართის შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნას ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს ზედამხედველი აგრონომის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (დიპლომი ან/და შესაბამისი სერტიფიკატი).

2.9 other additional requirements

2.9.1 გასაწევი მომსახურების ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების გაწევასთან, მათ შორის: ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმების, სასუქების, შესაწამლი საშუალებების, სარწყავი სისტემების დეტალებისა და აქსესუარების, ბალახის თესლის, სამუშაო იარაღების, ტექნიკის, მანქანა-მექანიზმების, სხვა საჭირო საშუალებების ხარჯებსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
2.9.2 ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელმა, შემსყიდველთან წერილობით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია დასასაქმებელი მომსახურე პერსონალის შესახებ (გვარი, სახელი, პირადი ნომერი და სხვ. მითითებით), მათი შემდგომში ობიექტზე დაშვების მიზნით, ხოლო - ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია პერსონალის ცვლილების შესახებ (თანამშრომლის ჩანაცვლება ან დამატება) მათი ობიექტზე დასაშვებ პირთა სიიდან დამატება/ამოღების მიზნით აღნიშნული ცვლილების განხორციელებისთანავე;
2.9.3. მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მომსახურე პერსონალი უზრუნველყოს ანაზღაურებადი კუთვნილი (15 ან 30 კალენდარული დღე უწყვეტად) შვებულებით; ხოლო - მომსახურე პერსონალის კუთვნილ შვებულებაში ყოფნის პერიოდში, მომსახურების პროცესში ჩართოს შემცვლელი (სარეზერვო) სპეციალისტი ისე, რომ შემსყიდველის ობიექტებზე მოთხოვნილი მომსახურე პერსონალის რაოდენობა დარჩეს უცვლელი. მიმწოდებელი ვალდებულია თანამშრომლის შვებულებაში გაშვებამდე 3 სამუშაო დღით ადრე შემსყიდველთან წერილობით წარმოადგინოს ინფორმაცია შემცვლელი/სარეზერვო პირის შესახებ (გვარი, სახელი, პირადი ნომერი და სხვა მითითებით), მათი შემდგომში ობიექტზე დაშვების მიზნით;
2.9.4 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია ჩართული ერთი მობილური სატელეფონო ნომრის და ერთი ელ-ფოსტის მისამართის შესახებ, - საკონტაქტო პირ(ებ)ის მითითებით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილში განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

2. დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება მოხდება 2026-2027 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით

7.2.2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში. ეტაპობრივად ფაქტიურად გაწეულ მომსახურების შესაბამისად, გაწეულ მომსახურებაზე მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. ანგარიშსწორების ფორმა უნაღდო.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება მოხდება 2026-2027 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით

7.3.2. ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ეტაპობრივად ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაია ჩადუნელი, 577991166, m.chaduneli@mia.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1.ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ (თარგმნის სისწორის დასტურად) უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით).
3. ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახულ უნდა იყოს: საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით ლარში.
6.პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტენაში ატვირთული ან შემსყიდველისათვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისათვის.
7.ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru