Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #71544172)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: GEORGIAN AMELIORATION LTD
Номер конкурса: 71544172
Дата публикации: 26-03-2026
Сумма контракта: 1 367 213


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260006237
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.03.2026 18:42
Начало приема предложения 16.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 21.04.2026 14:00
Предполагаемая цена закупки 1`367`213.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45240000 - Строительство гидротехнических сооружений
Срок подачи შემსყიდველის წერილობითი დავალებიდან 210 კალენდარული დღე, რომელშიც გათვალისწინებულია მხოლოდ მშენებლობის ვადა, მძიმე კლიმატური პირობების და სავეგეტაციო პერიოდის გაუთვალისწინებლად.
Дополнительная информация
ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ,,ხრამ-არხის და ახალი სადახლოს სარწყავი სისტემების სათავე ნაგებობების მექანიკური ნაწილის და გარე და შიდა ელ. მომარაგების სისტემების აღდგენა-რეაბილიტაციის“ სამუშაოები
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 5`469.00 GEL
Размер гарантии 13`672 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino zhizhilashvili :: 09.02.2026 11:16
  • Последнее исправление: nodar sadunishvili :: 26.03.2026 18:42
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=671975&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში "ხრამ-არხის და ახალი სადახლოს სარწყავი სისტემების სათავე ნაგებობების მექანიკური ნაწილის და გარე და შიდა ელ. მომარაგების სისტემების აღდგენა-რეაბილიტაციის“ სამუშაოები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. პროექტით გათვალისწინებულია:

ხრამ არხის სათავე ნაგებობა:
-სათავე ნაგებობის ტერიტორიის შემოღობვა
-ობიექტზე ჩასასვლელი გზის მოხრეშვა
-გრუნტის გზიდან კაშხლამდე მისასვლელი ბილიკის მთელ ზედაპირზე ახალი მოჭიმვის ფენის მოწყობა.
-სათავე ნაგებობის შენობის სამუშაოები
-სამანქანო დარბაზში ასასვლელი ლითონის კიბის კონსტრუქციის გაქმენდა ძველი საღებავის ფენისგან და შეღებვა.
-კაშხლის ქვედა ბიეფის მარცხენა მხარეს არსებული ტერიტორიის მოპირკეთება.
-არსებული მექანიკური მართვის ტელფერების დემონტაჟი და ახალი 5 ტონის ტვირთამწეობის ელექტრომართვადი ტელფერების მოწობა 4 კომპ.
-არსებული ტრანსფორმატორის და დიზელგენერატორების (3 ცალი) დემონტაჟი;
-ახალი თანამედროვე ტიპის ტრანსფორმატორის მონტაჟი;
-სატრანსფორმატოროსთან და დიზელგენერატორის საყრდენ ფილამდე მისასვლელი ბილიკის მოწყობა.
-მარჯვენა ნაპირის სარეგულაციო კედლიდან ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები.
-წყალმზომი მოწყობილობა, სამეთვალყურეო და უსაფრთხოების კამერების მოწყობა.
-ელექტრომომარაგება.

ახალი სადახლოს სათავე ნაგებობა:
ა) ზედა ბიეფის მხარე
- ტროტუარის სავალი ნაწილის ზედა ფენის აღება, მოხრეშვა და მობეტონება;
- მოაჯირების გაწმენდა ძველი საღებავის ფენისგან და ახლიდან შეღებვა ანტიკორო-ზიული საღებავის 2 ფენით;
ბ) ქვედა ბიეფის მხარე
- სამომსახურეო გზის სავალ ნაწილზე და ტროტუარების გასწვრივ არსებული ბზარე-ბის გაწმენდა და შევსება მონოლითური ბეტონით;
- მოაჯირების გაწმენდა ძველი საღებავის ფენისგან და ახლიდან შეღებვა ანტიკორო-ზიული საღებავის 2 ფენით;
-სამანქანო დარბაზში ასასვლელი ლითოონის კიბის შუალედური ბაქნის ზედაპირზე ბეტონის მოჭიმვის ფენის მოწყობა.
-სამანქანო დარბაზსა და სამომსახურეო შენობაში განსახორციელებელი სამუშაოები.
-პროექტის ელექტრომომარაგების და მექანიკური ნაწილის სამუშაოები.

1.2.2 მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების პროცესში გამოსაყენებელი სხვადასხვა მასალებისა და კონსტრუქციების (ღარები, ფილები და ა.შ.) დადგენილ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტალური დადასტურება, კანონმდებლობით განსაზღვრული ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მეთოდით:
• შესაბამისობის დეკლარაციით - რომლითაც, მწარმოებელი ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
• შესაბამისობის სერტიფიკატით - რომლითაც სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
• ინსპექტირების სერტიფიკატით ან/და ოქმით - რომლითაც ინსპექტირების ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

1.2.3 ხარჯთაღრიცხვაში ასახული გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხების ხარჯვა მიმწოდებლის მიერ მოხდება მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით.

1.2.4 სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.

1.2.5 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, სადაც განსაზღვრული იქნება ახალი პოზიციის ერთეულის ფასი.

1.2.6 იმ შემთხვევაში, თუ იცვლება პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, აღნიშნული საკითხი უნდა შეთანხმდეს პროექტის ავტორთან და ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მისი თანხმობის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, მშენებელმა უნდა წარმოადგინოს კონსტრუქციულ ნაწილზე, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ინსპექტირების სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა (შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი ნაგებობის სფეროშიც).

1.2.7 „ახალი სადახლოს“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოების სომხეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებასთან შეთანხმების პროცედურებს განახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაცია.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას სისტემაში 1.2 პუნქტში ატვირთული ფაილების შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შემსყიდველის წერილობითი დავალებიდან 210 კალენდარული დღე, რომელშიც გათვალისწინებულია მხოლოდ მშენებლობის ვადა, მძიმე კლიმატური პირობების და სავეგეტაციო პერიოდის გაუთვალისწინებლად.

კლიმატური პირობებით გამოწვეული მოცდენის საპატიოდ ჩათვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ინსპექტირების ჯგუფს და ზედამხედველ კომპანიას უნდა წარუდგინოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა/დოკუმენტი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, ასევე ფოტო და ვიდეო მასალა. მოწოდებულ ფოტო და ვიდეო მასალაში იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ობიექტი (ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები) და გადაღების თარიღი. შემსყიდველი ორგანიზაცია გადაწყვეტილებას იღებს მოწოდებულ დოკუმენტაციაზე, ფოტო და ვიდეო მასალაზე დაყრდნობით, ზედამხედველის დასტურის შესაბამისად.

სარწყავი პერიოდის განმავლობაში (თითოეულ წელს სავარაუდოდ 7 თვე, შესაბამისი წლის აპრილი- ოქტომბერი), იმ სამუშაოებზე, რომელთა შესრულება რწყვის პარალელურად შეუძლებელი იქნება, შესრულების ვადა გაიზრდება იმ დროით, რა დროითაც შეჩერებული იყო შესაბამისი სამუშაოები. სარწყავი პერიოდის დაწყებისა ან დასრულების, შესაბამისად, სამუშაოების შეჩერების ან განახლების თაობაზე (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) შემსყიდველი მიმწოდებელს შეატყობინებს სარწყავი პერიოდის დაწყებამდე ან დასრულებამდე.

სავალდებულოა სამუშაოები წარმოებული იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულების გეგმა-გრაფიკის განუხრელი დაცვით, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტები.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ შესრულებული სამუშაო სწორი ექსპლუატაციის პირობებში არ გამოავლენს დეფექტს და შეესაბამება სამუშაოს შესრულების ტექნიკურ პირობებს.
2. გარანტია ვრცელდება შენობა-ნაგებობებზე და მათ სამშენებლო სამუშაოებზე გამოყენებულ ნებისმიერ მასალაზე, ასევე, ელექტრო, მექანიკურ და ელექტრო-მექანიკურ დანადგარებზე/მოწყობილობებზე (მათ შორის ძრავები, ტუმბოები, ფარები, ამწე მექანიზმები, სარქველები, ურდულები და ა.შ).
3. შესრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს 3 (სამი) წელს, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან. აღნიშნული ვადის პირველი წლის განმავლობაში, შესრულებული სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრაზე უზრუნველყოფილი იქნება სამუშაოების ღირებულების 5%-ით.
4. შემსყიდველის მხრიდან, საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების თაობაზე, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ყველა გამოვლენილი დეფექტი/გაუმართაობა. იმ შემთხვევაში თუ დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის სირთულიდან გამომდინარე, მის აღმოსაფხვრელად საჭიროა მეტი ვადა, მიმწოდებელმა 10 დღიანი ვადის გასვლამდე შემსყიდველთან უნდა შეათანხმოს მოცემული ვადის გაგრძელების საკითხი. ნებისმიერ შემთხვევაში დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს, შემსყიდველის მხრიდან, საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების თაობაზე, შეტყობინების მიღების დღიდან. ზემოაღნიშნული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება ხელშეკრულების ღირებულების 0.05% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. საგარანტიო ვადის პირველი წლის განმავლობაში, პირგასამტეხლოს მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაბამისი თანხა დაიქვითება მე-6 პუნქტის თანახმად დაკავებული თანხიდან.
5. თუ საგარანტიო ვადის ამოწურვის მომენტისათვის შემსყიდველს მიმწოდებლისთვის გაგზვნილი აქვს საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების შეტყობინება ან თუ მოცემულ დროს წარმოებს გამოვლენილი დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრის სამუშაოები, შესრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა გაგრძელდება შესაბამისი დეფექტე(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრამდე.
6. შესრულებული სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება ამ სამუშაოს ღირებულების 5%. აღნიშნული თანხა მიმწოდებელს აუნაზღაურდება დეფექტებზე პასუხისმგებლობის 1 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, ანაზღაურება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი დაამოწმებს, რომ მიმწოდებლის მიერ გასწორებულია ყველა აღმოჩენილი დეფექტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამ მუხლით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის პერიოდის დასრულებამდე.
7. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მიზეზით, მიმწოდებელი ვერ/არ უზრუნველყოფს საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრას, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირგასამტეხლოს სახით, მთლიანად რჩება შემსყიდველს, ხოლო საგარანტიო ვადის პირველი წლის შემდეგ, თუკი ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა დაბრუნებულია, მიმწოდებელს დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოუფხვრელობისათვის დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. თუ მე-7 პუნქტში აღნიშნული დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრისათვის საჭირო თანხა აღემატება სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებულ თანხას, შემსყიდველი უფელბამოსილია, დამატებით მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნული სხვაობის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. შემსყიდველი ვალდებულია, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გადაუხადოს მიმწოდებელს სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემულ საბანკო გარანტიას, დაკავებული თანხის იდენტურ ოდენობაზე (შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნას უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ). ამასთან, შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი უნდა ადასტურებდეს, მოცემული მომენტისთვის, შესრულებულ სამუშაოზე დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის არარსებობას.
10. მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საბანკო გარანტიით განსაზღვრული სრული თანხა. აღნიშნულ საბანკო გარანტიის უნდა გააჩნდეს მოქმედების ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 425 კალენდარული დღის განმავლობაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

საანგარიშო პერიოდში*, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნისა, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს პრეტენდენტი ან სათაო კომპანია), პრეტენდენტის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების** ან/და მოთხოვნილი ტიპის სამუშაოების*** ფაქტობრივად შესრულებული ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 2050000.00 (ორი მილიონ ორმოცდაათი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარისა.

ამასთან, იმავე პერიოდში პრეტენდენტს შესრულებული ხელშეკრულებ(ებ)ის (დასრულებული სამუშაო) ფარგლებში განხორციელებული უნდა ჰქონდეს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ტიპის სამუშაოები***, არანაკლებ შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობით. აქედან, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების 30%.


*საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2021 წლის 1-ლი მარტიდან ელ. ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდს.

მოთხოვნილი ტიპის სამუშაოები*** - სათავე ნაგებობების, ჰიდროელექტროსადგურების და სატუმბო სადგურების მშენებლობა, სადაც გათვალისწინებული იქნება ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების მონტაჟის სამუშაოებიც (მხოლოდ შენობების მშენებლობა გამოცდილებაში არ ჩაითვლება).

** მშენებლობად განიხილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ა), ბ), გ) და დ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული ახალი მშენებლობა (მათ შორის - მონტაჟი), რეკონსტრუქცია და შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა), აგრეთვე დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა).

დოკუმენტები, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს გამოცდილება

ა) პრეტენდენტის გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი დოკუმენტებიდან:

ა.ა.) მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა (საკმარისია ხელშეკრულების ან მისი ნაწილის წარმოდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, მხარეთა რეკვიზიტები, სამუშაოს შინაარსი და სამუშაოს ღირებულება);
ა.ბ.) შესაბამისი სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ:
• შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი და სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა N2 ან ანალოგიური შინაარსის სხვა დოკუმენტი).
ა.გ.) გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ტიპის სამუშაოები უნდა დასტურდებოდეს ისეთი დოკუმენტ(ებ)ით, რომელშიც შესაბამისი დამკვეთი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულებას.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და ყველა შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სრულად სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ზემოაღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სახელმწიფო შესყიდვის შესაბამისი ნომერი (SPA, NAT, CMR და სხვ.).“

გ.ა.) იმ შემთხევევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ან/და ამ მუხლის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სრულად სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად აუცილებლად უნდა წარმოადგინოს დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
გ.ბ.) იმ შემთხევევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, წარმოდგენილ უნდა იქნას სამუშაოს ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.


დ) წარმოდგენილი დოკუმენტებიდან შესაძლებელი უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების შინაარსისა და ღირებულების იდენტიფიცირება, ასევე, უნდა იკვეთებოდეს ხელშეკრულებასა და სამუშაოს შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტთა შორის ურთიერთკავშირი.

ე) უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

ვ) ამხანაგობის და ამხანაგობის წევრთა მიმართ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები:
ვ.ა.) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.
ვ.ბ.) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

26-03-2026 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

26-03-2026 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

26-03-2026 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

26-03-2026 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

26-03-2026 Гостиничные услуги .

26-03-2026 Ювелирные изделия, часы и другие вещи .





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru