Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели (Грузия - Тендер #71544167)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Railway"
Номер конкурса: 71544167
Дата публикации: 26-03-2026
Сумма контракта: 53 295


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260006183
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.03.2026 16:32
Начало приема предложения 05.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 07.04.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 53`295.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 30100000-Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели
Коды классификатора
  • 30192150 - Штампы для даты
  • 30192152 - Печати для нумерации
  • 30192153 - Печати с текстом
Срок подачи სატენდერო პირობების 1.4 პუნქტის შესაბამისად
Дополнительная информация
შტამპებისა და ბეჭდების შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 533.00 GEL
Размер гарантии 533 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: elena muradova :: 10.02.2026 16:07
  • Последнее исправление: elena muradova :: 26.03.2026 16:32
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=672390&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შტამპებისა და ბეჭდების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. სადგურის ხაზოვანი შტამპი (დანართი N2-ის შესაბამისად) ----- 516 ცალი;
ზომა: 10მმX55მმ;
მელნის ფერი: ლურჯი;
სადგურის შტამპს უნდა ჰქონდეს თვითშემელნვადი მექანიზმი, დამონტაჟებული ლაზერით გრავირებული რეზინის კლიშეთი და მელნით გაჟღენთილი ბალიშით, ანაბეჭდის ფორმატი უნდა იყოს მართკუთხა, უნდა იყოს ქართულ და რუსულენოვანი, სადგურების დასახელებით და კოდით.

2. სადგურის კალენდარული შტამპი (დამთარიღებელით) (დანართი N3-ის შესაბამისად) ----- 135 ცალი;
ზომა: 24მმX45მმ;
მელნის ფერი : ლურჯი;
შტამპს უნდა ჰქონდეს ინტეგრირებული ცვლადი თარიღის გორგოლაჭები, თვითშემელნვადი მექანიზმით, დამონტაჟებული ლაზერით გრავირებული რეზინის კლიშეთი და მელნით გაჟღენთილი ბალიშით, ანაბეჭდის ფორმატი უნდა იყოს მართკუთხა.

3. სადგურის ხაზოვანი შტამპი (სამატარებლო) (დანართი N4-ის შესაბამისად) ----- 200 ცალი;
ზომა: 85X20მმ;
მელნის ფერი: ლურჯი;
შტამპს უნდა ჰქონდეს თვითშემელნვადი მექანიზმი, დამონტაჟებული ლაზერით გრავირებული რეზინის კლიშეთი და მელნით გაჟღენთილი ბალიშით, ანაბეჭდის ფორმატი უნდა იყოს მართკუთხა.

4. სადგურის ხაზოვანი შტამპი (სამატარებლო) (დანართი N5-ის შესაბამისად) ----- 399 ცალი;
ზომა: 85X55მმ;
მელნის ფერი: ლურჯი;
შტამპს უნდა ჰქონდეს თვითშემელნვადი მექანიზმი, დამონტაჟებული ლაზერით გრავირებული რეზინის კლიშეთი და მელნით გაჟღენთილი ბალიშით, ანაბეჭდის ფორმატი უნდა იყოს მართკუთხა.

5. სადგურის ხაზოვანი შტამპი (დანართი N6-ის შესაბამისად) ----- 2 ცალი;
ზომა: 67X46მმ;
მელნის ფერი: ლურჯი;
შტამპს უნდა ჰქონდეს თვითშემელნვადი მექანიზმი, დამონტაჟებული ლაზერით გრავირებული რეზინის კლიშეთი და მელნით გაჟღენთილი ბალიშით, ანაბეჭდის ფორმატი უნდა იყოს მართკუთხა.

6. მართკუთხედი ბეჭედი (იხ. დანართი N7) ----- 10 ცალი;
მელნის ფერი: ლურჯი;
ხელსაწყო დამზადებული უნდა იყოს უჟანგავი მეტალისა და პლასტმასის კომბინაციით, სპეციალური ფიქსატორით, ბეჭედს უნდა ჰქონდეს თვითშემელნვადი მექანიზმი, არმირებულია მეტალით და მელნით გაჟღენთილი ბალიშით, თარიღის შესწორების შესაძლებლობით, ანაბეჭდი უნდა იყოს მართკუთხა ფორმატი, ზომით 23მმ X59 მმ.

7. მრგვალი ბეჭედი (იხ. დანართი N8) ----- 10 ცალი;
მელნის ფერი: ლურჯი;
ხელსაწყო დამზადებული უნდა იყოს უჟანგავი მეტალისა და პლასტმასის კომბინაციით, ბეჭედს უნდა ჰქონდეს თვითშემელნვადი მექანიზმი, დამონტაჟებული ლაზერით გრავირებული რეზინის კლიშეთი და მელნით გაჟღენთილი ბალიშით, ანაბეჭდი უნდა იყოს მრგვალი ფორმატის, ზომით დ-40მმ.

შენიშვნა:
1. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი და არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში.
2. ფასების ცხრილის (დანართი N1) 1÷5 პოზიციებით გათვალისწინებული საქონელი დამზადებული უნდა იყოს თანდართულ დანართებში (დანართები N2-6) მოცემული ნიმუშების მიხედვით.
3. ფასების ცხრილის (დანართი N1) მე-6 და მე-7 პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის საორიენტაციო ვიზუალი მოცემულია დანართებში N7 და N8, ხოლო ბეჭედზე დასატან ტექსტობრივ და სხვა ვიზუალურ ინფორმაციას შემსყიდველი მიმწოდებელს გადასცემს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ეტაპობრივად. ამასტანავე:
1. ფასების ცხრილის (დანართი N1) 1÷5 პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში;
2. ფასების ცხრილის (დანართი N1) მე-6 და მე-7 პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვუანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზირი N15 (სს „საქართველოს რკინიგზა“)

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი (ან/და სასაქონლო ნიშანი). აღნიშნული ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას ფასების ცხრილით.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის ან/და სასაქონლო ნიშნის შესახებ სატენდერო წინადადების ფარგლებში ინფორმაციის წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის ან/და სასაქონლო ნიშნის ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9 other additional requirements

პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ფასების ცხრილი დანართი N1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3).
- სასურველია პრეტენდენტის მიერ განფასება (ფასების ცხრილი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით.იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება დანართი №1 (ფასების ცხრილი), როგორც „MS Excel“, ასევე „PDF“ ფორმატით, სატენდერო კომისია განიხილავს მხოლოდ „MS Excel“ ფორმატით წარმოდგენილ დოკუმენტს.

შენიშვნა:
1) სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი,ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი (დანართი N1), პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
2) ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება N24, 15.01.2021წ.).

2. წინადადების ფასი:
2.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2.2 წინადადების ფასი გამოსახული და დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში) საქართველოს კანონმდებლობით განსაზრვრული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით. წინადადების ფასი შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
2.3 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
2.4 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);
2.5 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთული წერილობითი მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღების დასრულების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად დაკორექტირებული ფასების ცხრილის (აშშ დოლარში) მიხედვით, ხოლო ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;
2.6 საქონელი მოწოდებულ უნდა იქნეს DDP პირობით. არარეზინდენტმა მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორიელოს DAP პირობით. ამასთან, დღგ-სა და საბაჟო გადასახადებს, რომლებიც წარმოიქმნება საქონლის იმპორტის რეჟიმში საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, იხდის შემსყიდველი ორგანიზაცია. ხსენებული საბაჟო გადასახადი (დღგ-ს თანხის გარდა), საბროკერო მომსახურების ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაიქვითება მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი თანხებიდან მხარეებს შორის ურთიერთანგარიშსწორებისას.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მიერ წერილობითი შეტყობინებიდან განსაზღვრულ ვადაში, წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის თითო-თითო ცალი ნიმუში.

შენიშვნა:
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ნიმუშ(ებ)ი არ დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს, სატენდერო კომისია მოახდენს პრეტედენტის დისკვალიფიკაციას სატენდერო პროცედურებიდან.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ნიმუშ(ებ)ი დაზუსტებას არ ექვემდებარება.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზირი N15, შესყიდვების დეპარტამენტი, ოთახი N3085

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და ანგარიშ-ფაქტურით ან/და ინვოისით ან/და სასაქონლო ზედნადებით ან/და საბაჟო დეკლარაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (წარმოდგენილი დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის იდენტიფიცირება მწარმოებლითა და წარმოშობის ქვეყნით).
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

დაიშვება ეტაპობრივი ანგარიშსწორება

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 საბანკო დღის ვადაში (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს, ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 საბანკო დღის ვადაში).

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ელენა მურადოვა, 593144721, elena.muradova@railway.ge .

სატენდერო კომისიის აპარატის უფროსი:
მედეა ყანჩაველი ტელ: (995 32) 219-90-14, ელ_ფოსტა: medea.kanchaveli@railway.ge;

მთავარი სპეციალისტი: კახა ბერძენიშვილი ტელ: (995 32) 219-97-75; 595-99-35-82
მთავარი სპეციალისტი: მარიამ ნადირაძე ტელ: (995 32) 219-91-04; 577-96-70-96
მთავარი სპეციალისტი: ნინო ასიტაშვილი ტელ: (995 32) 219-98-27; 557-52-60-61

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით მანონი კორძახიას, ტელ.: 591-19-13-01

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სხვა მოთხოვნა:
1.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
1.2 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (პუნქტი 8.1), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
1.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
1.4 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია;

2. ინფორმაცია პრეტენდენტებისთვის:
2.1 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაცია/პირობებთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება.
2.2 შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru