1. დასაზღვევი რისკები
1.1 დამზღვევის უფლებამოსილი პირის მიერ პროფესიული საქმიანობის
განხორციელების პროცესში სამსახურებრივი მოვალეობის
შეუსრულებლობისას ან არაჯეროვანი შესრულებისას ან/და სამსახურებრივი
მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებით:
ა) დასაცავ ობიექტზე მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით
შეღწევისას, ,,დამკვეთის” ქონების ხელყოფა, მათ შორის: ქურდობა, ძარცვა,
ყაჩაღობა, ქონების გატაცება, დაღუპვა, დაზიანება, განადგურება;
ბ) დასაცავ ობიექტზე ლეგალურად მყოფ პირთა სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი;
გ) დაცული ქონების ხელყოფის აღკვეთისას ,,დამკვეთის” ქონების
დაზიანება;
დ) ვანდალიზმი;
2. დაზღვევის ობიექტი
,,დამზღვევის” პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ობიექტი:
,,დამზღვევის“ ქონებრივი ინტერესი, დაკავშირებული პროფესიული
საქმიანობის შესრულების ფარგლებში დამდგარ პასუხისმგებლობასთან,
აუნაზღაუროს ,,დამკვეთს“, მიყენებული ზიანი, გამოწვეული დამზღვევის
უფლებამოსილი პირის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელების
პროცესში სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი
შესრულებით ან/და სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი
დამოკიდებულებით;
შენიშვნა 1: ,,დამკვეთი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც
სახელშეკრულებო ურთიერთობით დაკავშირებულია ,,დამზღვევთან“ და რომლის
მიმართ ,,დამზღვევი“ ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, კერძოდ:
ფიზიკური დაცვით და/ან ტექნიკური საშუალებების გამოყენების მეშვეობით
მოქალაქის პირად ან/და ქონების დაცვას, საქართველოს კანონმდებლობის,
შესაბამისი ხელშეკრულების და საკუთარი წესდების შესაბამისად;
შენიშვნა 2: ,,დამზღვევის” ხელშეკრულება ,,დამკვეთთან” განხილული იქნება,
როგორც მხარეებს (,,დამზღვევსა” და ,,მზღვეველს”) შორის დადებული,
იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ადგენს პასუხისმგებლობის
პირობებს.
შენიშვნა 3. ზიანის ანაზღაურება მოხდება არაუმეტეს სადაზღვევო ლიმიტის
ფარგლებში (არაუმეტეს თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე
გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში), კონკრეტული სადაზღვევო
შემთხვევის დადგომის მიხედვით.
,,დამზღვევის” მიერ დაცვის ქვეშ აყვანილი ობიექტების კონკრეტული
ჩამონათვალი დაერთვება დანართის სახით ,,დამზღვევსა” და ,,მზღვეველს”
შორის დადებულ ხელშეკრულებას. სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების
პერიოდში ,,დამზღვევი” მიაწვდის ,,მზღვეველს” დასაცავი ობიექტების
რეესტრში განხორციელებულ ცვლილებას პერიოდულად.
3. დაზღვევით დაფარული რისკები
3.1 ,,მზღვეველმა”, ანაზღაურების ლიმიტის ფარგლებში, უნდა აანაზღაუროს
თანხა, რომლის გადახდაც დაეკისრება ,,დამზღვევს” (მის თანამშრომლ(ებ)ს),
დასაცავ ობიექტზე ამ ტექნიკური დავალების მე-1 პუნქტით
გათვალისწინებული გარემოებების დადგომის გამო დამდგარი სადაზღვევო
შემთხვევის შედეგად, დამკვეთის/მესამე მხარის ქონებისათვის
მიყენებული ზარალისათვის ან/და მოცემულ ობიექტზე გარემოებათა
აუცილებლობით მყოფ ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის
მიყენებული ზიანის (მოსარჩელის ხარჯების, მოსაკრებლებისა და
გადასახადების ჩათვლით) გამო.
3.2 დაზღვევით იფარება ,,დამზღვევის” მხოლოდ ის პასუხისმგებლობა, რომელიც
წარმოქმნილია სადაზღვევო ვადის განმავლობაში დამდგარი სადაზღვევო
შემთხვევის შედეგად.
4. სადაზღვევო შემთხვევა
4.1 სადაზღვევო შემთხვევას, პროფესიული საქმიანობის განხორცილებისას,
წარმოადგენს ,,დამზღვევის” ზიანის ანაზღაურების ვალდებულების
წარმოშობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აანაზღაუროს
მესამე პირებისათვის/დამკვეთისათვის მიყენებული ზიანი და
დადასტურდება
ა) ,,დამკვეთის” დასაბუთებული პრეტენზიის საფუძველზე, ,,დამზღვევის”
მიერ ნებაყოფლობითი აღიარებით და როდესაც ,,მზღვეველთან” წინასწარი
შეთანხმების საფუძველზე, მისგან წერილობითი დადასტურების მიღების
პირობით, ,,დამზღვევი” დაარეგულირებს მის მიმართ დაზარალებული მხარის
მიერ წაყენებულ პრეტენზიებს სასამართლოს გარეშე.
ბ) საგამოძიებო ორგანო(ები)ს მიერ გამოძიების დაწყების შესახებ
გაცემული დამადასტურებელი დოკუმენტის ან კანონიერ ძალაში შესული
საქართველოს საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,დამზღვევის” მიერ
ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
5. დაზღვევის გავრცელება
5.1 დაზღვევა უნდა გავრცელდეს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად “დამკვეთის” მესამე პირის
ქონებისათვის ან მესამე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის
მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე, კერძოდ:
ა),,დამზღვევის” (მისი თანამშრომლ(ებ)ის) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულების შესრულებისას, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო
ქმედებით დასაცავ ობიექტზე შეღწევისას, დამკვეთის ქონების ხელყოფის,
ასევე, ამ დროს მოცემულ ობიექტზე გარემოებათა აუცილებლობით მყოფ
ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის
(მოსარჩელის ხარჯების, მოსაკრებლებისა და გადასახადების ჩათვლით)
გამო.
ბ)დასაცავ ობიექტზე შეღწევისას ან დაცული ქონების ხელმყოფ პირთა
გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით ,,დამზღვევის” (მისი თანამშრომლ(ებ)ის)
მოქმედების შედეგად, ,,დამკვეთის” ქონების დაზიანების (დაღუპვის,
განადგურების და სხვა).
5.2 დაზღვევამ უნდა მოიცვას სასამართლო და არასასამართლო ხარჯებიც,
რომლებიც წარმოიშვა ,,დამკვეთან” დადებული ხელშეკრულების ფარგლებში.
6. სადაზღვევო თანხა, სადაზღვევო ლიმიტი, სადაზღვევო პრემია
6.1 სრული წლიური სადაზღვევო ლიმიტი: 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი.
6.2 ლიმიტი თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე: არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი)
ლარი;
6.3 ფრანშიზის ოდენობა - 0%
6.4 წლიური სადაზღვევო პრემია: ______________________ ლარი;
6.5 სულ ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს შსს სსიპ-დაცვის პოლიციის
დეპარტმენტის მიერ დაცვაზე აყვანილი ობიექტების სავარაუდო რაოდენობა
შეადგენს 16 629 ობიექტს, მათ შორის: საპოლიციო ძალებით - 852, ტექნიკური
საშუალებებით - 15 627, ერთობლივად საპოლიციო ძალებითა და ტექნიკური
საშუალებებით - 150.
შენიშვნა 1: ინფორმაცია სადაზღვევო პერიოდში დაცვაზე აყვანილი
ობიექტების ტიპების, რაოდენობის და ტერიტორიული განთავსების შესახებ
,,მზღვეველს” წარედგინება ხელშეკრულების გაფორმებისთანავე,
ელექტრონული ვერსიის სახით.
შენიშვნა 2: იმ შემთხვევაში თუ სადაზღვევო პერიოდში, დაცვაზე აყვანილი
ობიექტების რაოდენობა 6.5. პუნქტში მითითებულ ლიმიტს გადააჭარბებს 5%,
,,მზღვეველი” უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის
გაზრდა, არსებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 10% ოდენობით.
7. სადაზღვევო რისკების გამონაკლისები, რომლითაც არ დაიფარება
პასუხისმგებლობა
7.1 დოკუმენტებზე, ფასიან ქაღალდებზე, ხელნაწერებზე, სლაიდებსა და
ფოტოებზე, მოდელებზე, მაკეტებზე, ნუმიზმატიკურ ფასეულობებზე,
აუდიო–ვიდეო ჩანაწერებზე, ასაფეთქებელ მოწყობილობებზე, ხელოვნების
ნიმუშებზე, რელიგიურ ნივთებზე და შინაურ ცხოველებზე.
7.2 დაკავშირებული შემდეგი მოვლენების/მდგომარეობის/პირდაპირ ან ირიბ
შედეგებთან: ომი (მათ შორის სამოქალაქო ომი), უცხო ქვეყნის ძალების
შემოჭრა(მიუხედავად იმისა ომი გამოცხადებულია თუ არა), აჯანყება,
სამოქალაქო მღელვარება, გაფიცვები, სამხედრო ან უზურპაციული ძალების
მოქმედება, პოლიტიკური მოტივით მოქმედი პირის ან პირთა ჯგუფის
კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. იონიზირებული რადიაციით ან
ნებისმიერი ბირთვული საწვავითა თუ ბირთვული ნარჩენებით გამოწვეული
რადიოაქტიური დაბინძურება, ნებისმიერი ფეთქებადი ბირთვული
დანადგარის ან მისი კომპონენტის რადიოაქტიური, ტოქსიკური, ფეთქებადი
ან სხვა მსგავსი მასალებით გამოწვეული ფაქტები.
7.3 არ ანაზღაურდება ხარჯები, რომელიც გაღებული იქნება მძევლების
გათავისუფლების მიზნით.