Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #71544151)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Forest Agency
Номер конкурса: 71544151
Дата публикации: 26-03-2026
Сумма контракта: 16 545


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA260000302
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.03.2026 17:00
Начало приема предложения 11.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 14.04.2026 14:30
Предполагаемая цена закупки 16`545.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45421131 - Установка дверей
  • 45421160 - Кузнечные работы
Срок подачи იხ. სასტენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ცენტრალური ოფისის დახურული პარკინგის დახაზვის და განათების მოწყობის სამუშაოები
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 300.00 GEL
Размер гарантии 165 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: rezo pkhaladze :: 25.02.2026 16:50
  • Последнее исправление: irma abramishvili :: 26.03.2026 17:00
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=674980&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ცენტრალური ოფისის დახურული პარკინგის დახაზვის და განათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის ნაწილს და დანართების სახით თან ერთვის მას. სატენდერო დოკუმენტაციის დანართებში ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი“ ან ექვივალენტური“.
2. სამუშაო ადგილის მომზადება, გარემოს დაცვა:
2.1. სამშენებლო მოედანზე დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები;
2.2. მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა;
2.3. სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი თავისი ძალებით და სახსრებით ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.

3. სამუშაოთა შესრულების წესი:
3.1. შესრულებული სამუშაოების დროს გამოყენებული მასალები და შესრულებული სამუშაო უნდა იყოს მაღალი ხარისხის და უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო და საპროექტო დოკუმენტაციით მოთხოვნილ ნორმებსა და სტანდარტებს;
3.2. შენობის ინტერიერის და ექსტერიერის მოსაწყობად გამოსაყენებელი მასალები, ასევე შენობაში დასამონტაჟებელი მოწყობილობები და დანადგარები უნდა შეუთანხმდეს შემსყიდველს.
3.3. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლოატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება;
3.4. ფარული სამუშაოების წარმოების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან ფარული სამუშაოები წარმოებულ უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ინსპექტირების განმახორციელებელ პირებთან ერთად.
3.5. შესრულებული სამუშაოების მოცულობები, დადგინდება სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან შესაბამისი ლიცენზიის/აკრედიტაციის მქონე ექსპერტის მიერ მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნის ღირებულების ანაზღაურება.
3.6. სამშენებლო სამუშაოებისას გამოყენებული ნებისმიერი მასალა ან/და მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. შემსყიდველი უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის გონივრულ ვადაში წარმოდგენა.
3.7. განახორციელოს სამუშაოს შესრულება ტექნიკური დავალებით დადგენილი პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით;
3.8. სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით;
3.9. საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სამშენებლო და სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა;
3.10. სამუშაოს შესრულების პროცესში უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
3.11 ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულის შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
3.12. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იქნება - სამუშაოების შესრულების პროცესში, ნებისმიერი მასალის გამოყენებამდე (მათ შორის არმატურის და ბეტონის) მიაწოდოს მასალის ნიმუში შემსყიდველს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს აღნიშნული მასალის შემოწმებას/ინსპექტირებას მისი სატენდერო და საპროექტო დოკუმენტაციით მოთხოვნილ ხარისხსა და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ეთანხმება ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პირობებს.
3.13 . პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების შესაბამისად. ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და დაშვებულ ზღვრულ ნორმაზე მეტად განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. სარემონტო სამუშაოების შესრულების ადგილია ქ.თბილისი ვლადიმერ წითლანაძის პირველი შესახვევი #1 (ყოფილი გ.გულუას #6)

2. სამუშაოები უნდა განხორციელდეს საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციების შესაბამისად.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესრულებულ სამონტაჟო სამუშაოებზე საგარანტიო ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს, რომლის განმავლობაშიც რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
1.6.2. მიმწოდებელი ვალდებულია შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სულ შესრულებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 3%-ის ოდენობით. აღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო ვადას.
1.6.3. მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნდება აღნიშნული საბანკო გარანტია ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.4. თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.6.1 და 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული გარანტია დაბრუნებას არ ექვემდებარება.
1.6.5. თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდნობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა უნდა წარმოდგინოს:
.დანართი 1 ხარჯთარიცხვა;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება ერთჯერადად, სამუშაოების დასრულების შემდგომ;
2. ანგარიშწორება ,,მიმწოდებელთან’’ განხორციელდება სამუშაოების დასრულების შესახებ შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე.
საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველს წარმოადგენს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს (ასეთის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა) მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების დადგენის მიზნით გაცემული დასკვნა (აუცილებელი პირობა: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული ორგანოში დასკვნის მომზადების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი);
ბ) ფარული სამუშაოების შესრულების აქტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული შემსყიდველის წარმომადგენლის - ტექნიკური ზედამხედველის და სამუშაოთა შემსრულებლის წარმომადგენლის ხელმოწერით;
გ) შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ზედამხედველის/ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფის დასკვნა;
დ) სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია;
ე) საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით შედგენილი ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა ექსერტიზის სრულყოფილად ჩასატარებლად.
5. ანგარიშწორება განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების გზით ,,მიმწოდებლის’’ საბანკო ანგარიშზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, მომსახურების გაწვევის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირმა აბრამიშვილი, 599858485, NationalForesty@procurement.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღებით (წინადადების წარმოდგენა) სრულად ეთანხმება შემსყიდველის ელ. ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
10.1.2. პრეტენდენტის მიერ შექმნილი და ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია გარდა 1.3.პუნქტით გათვალისწინებული Excel-ის ფორმატით წარმოსადგენი ფასების ცხრილი, დანართი N1-სა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპის დასმას.
10.1.3. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება.
10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru