Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары (Грузия - Тендер #71544139)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Roads Department the Sub-Division of the Ministry of Finance and Economy of the Ajara Autonomous Republic.
Номер конкурса: 71544139
Дата публикации: 26-03-2026
Сумма контракта: 100 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260006206
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.03.2026 17:23
Начало приема предложения 01.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 03.04.2026 14:00
Предполагаемая цена закупки 100`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18100000-Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары
Коды классификатора
  • 18100000 - Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары
Срок подачи 45 კალენდარული დღე.
Дополнительная информация
დეპარტამენტის გზის მომვლელებისათვის სპეცტანსაცმლის შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. ერთიან ელექტრონულ სისტემაში
Шаг снижения цены 1`000.00 GEL
Размер гарантии 1`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irina putkaradze :: 23.05.2024 11:24
  • Последнее исправление: zebur chavleishvili :: 26.03.2026 17:23
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=577590&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დეპარტამენტის გზის მომვლელებისათვის სპეცტანსაცმლის შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ა) შესყიდვა მოიცავს შემდეგი საქონლის მოწოდებას:

1) რეზინის ჩექმა -ჩექმა არის 100 % წყალგაუმტარი, ხარისხიანი რეზინისგან, გარეგანი ხარვეზების გარეშე, ჩექმის ძირს აქვს მოცურების საწინაღმდეგო დაღარული პროტექტორები; ჩექმის
სიმაღლე არანაკლებ 38 სმ ; ზედა ნაწილი მწვანე, შავი ცვეთა გამძლე ძირით, მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს IS0 9001 სერთიფიკატი (ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით) - 275 წყვილი;

2) საწვიმარი ორეული (დეპარტამენტის ლოგოთი) - საწვიმარი ზედა-ქვედა, ზედას მიმაგრებული აქვს კაპიუშონი და აღჭურვილია ორი სარქველიანი ჯიბით. იკვრება ელვა შესაკრავით, რომელიც დაფარულია სარქველით. შარვალს აქვს ელასტიკური ჩანართი წელის არეში. მასალა: PU/PVC.გრამაჟი: არანაკლებ 310 გრ/მ2.სისქე არანაკლებ: 0.50 მმ (ფერი და ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით) - 275 წყვილი;

3) სამუშაო კომბინიზონი (დეპარტამენტის ლოგოთი) - სამუშაო ბამბის კომბინიზონი, 8 ჯიბით, შუქამრეკლი ლენტებით მხრებზე მკლავებსა და ტოტებზე, ელასტიკური მანჟეტით წელის
არეში,მასალა: 100% ბამბა, არანაკლებ 190 გრ. (ფერი და ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით)
- 125 ცალი;

4) მაღალი ხილვადობის ბადისებრი ჟილეტი (დეპარტამენტის ლოგოთი) - მაღალი ხილვადობის ბადისებრი ჟილეტი, ჰორიზონტალურად განთავსებული ორი ამრეკლი ლენტით. წონა არანაკლებ: 80 გრამი - 400 ცალი;

5) მაღალი ხილვადობის ჟილეტი (დეპარტამენტის ლოგოთი) -მაღალი ხილვადობის ჟილეტი 7 ჯიბით და ელვა შესაკრავით. მასალა: 100 % პოლიესტერი (ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით) -
- 30 ცალი;

6) ნაჭრის ჟილეტი (დეპარტამენტის ლოგოთი) - ნაჭრის სამუშაო ჟილეტი, დამზადებულია ბამბის
და პოლიესტერის ქსოვილისგან. იკვრება ელვა-შესაკრავით (ფერი და ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით) - 40 ცალი;

7) სამუშაო ზედა-ქვედა (დეპარტამენტის ლოგოთი) - სამუშაო ზედა-ქვედა ნარინჯისფერი ჩანართებით, იკვრება ელვა შესაკრავით, რომელიც დაფარულია ღილაკებიანი სარქველით. ზედა-ქვედას
აქვს 5 სმ-იანი ამრეკლი ჩანართები მუხლებთან, მკლავებსა და მხრებზე. ქურთუკი და შარვალი აღჭურვილია მულტიფუნქციური და ტევადი ჯიბეებით. მასალა: 65 % პოლიესტერი / 35 % ბამბა
გრამაჟი: არანაკლებ 240 გ/მ2 (ფერი და ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით) - 275 წყვილი;

8) ფეხსაცმელი - დაბალყელიანი ფეხსაცმელი, კომპოზიტური მასალით დაცული ცხვირით, არ შეიცავს მეტალს. ფეხსამელი არის სუნთქვადი, ზედაპირი არის წყალამრიდი. ძირი არის სრიალმედეგი, გამძლე
ნავთობრუდუქტების მიმართ, ჩხვლეტაშეუღწევადი. ქუსლი ხასიათდება ენერგიის მშთანთქმელი თვისებით, აქვს ასევე ელექტრული წინააღმდეგობის ფუნქცია. (ESD) შეესაბამება EN ISO 20345:2022 + A1:2024 სტანდარტს, დაცვის კლასი: FO,LG, SC, CI & SR (ფერი ზომები და შემსყიდველთან შეთანხმებით) - 400 წყვილი;

9) კეპი (დეპარტამენტის ლოგოთი) - 6 დანაყოფიანი კეპი, საჰარეო ხვრელებით ზედა ნაწილში. აქვს ზომის მარეგულირებელი თასმა. გამოიყენება როგორც სამუშაო დანიშნულებით, ისე პირადი მოხმარებისთვის. ქსოვილი: 65 % პოლიესტერი / 35 % ბამბა (ფერი და ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით) - 50 ცალი;

10) ხელთათმანი - სამუშაო ხელთათმანი ნიტრილის დაფარვით და წერტილებით ხელის გულზე, მჭიდროდ ნაქსოვი, მანჟეტით. სტანდარტი: EN 388, EN ISO 21420 - 700 წყვილი.


ბ) მოსაწოებელი საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო პრობების 1.2. პუნქტის დანართი #2-ით განსაზღვრულ მახასიათებლებს და აღნიშნულ სტანდარტებს. ცხრილის მე-8 სვეტში პრეტენდენტის მიერ ატვირთული იქნას თითოეული დასახელების საქონლის შესაბამისი ფოტო (ესკიზი).

გ) დანართი #2 დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია საქონელი მოაწოდოს შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, კოწია ერისთავის ქ. N4/6, საკუთარი ძალებით უზრუნველყოს ჩამოცლა დანიშნულების ადგილზე.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1) სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე წარმოდგენილი იქნას ინფორმაცია საქონლის წარმოშობის წყაროს (ქვეყნის), მწარმოებლის ან ბრენდის შესახებ დანართი N3-ის შესაბამისად.

2) იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართ №3-ში-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის წყაროს (ქვეყნის), მწარმოებლის ან ბრენდის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. საქონლის წარმოშობის (წყაროს) ქვეყნის, მწარმოებლის ან ბრენდის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
ამასთან, თუ საქონლის წარმოშობის (წყაროს) ქვეყნის, მწარმოებლის ან ბრენდის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროს (ქვეყნის), მწარმოებლის ან ბრენდის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

3) დანართი N3 დამოწმებული იქნას ელექტრონული ხელწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

(2.1.1 პუქნტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადადების წარდგენის ეტაპზე სავალდებულოა)

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 მოსაწოდებელი საქონელი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ სტანდარტებს:


ა) რეზინის ჩექმა (დანართ N2-ის, N1 პოზიციის შესაბამისი)-მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს IS0 9001 სერთიფიკატი;

ბ) ფეხსაცმელი (დანართ N2-ის, N8 პოზიციის შესაბამისი)- სტანდარტი: EN ISO 20345:2022 + A1:2024 ;

გ) ხელთათმანი (დანართ N2-ის, N10 პოზიციის შესაბამისი)- სტანდარტი: EN 388, EN ISO 21420.


რაზედაც წარმოდგენილი იქნას შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, დოკუმენტის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.


(2.7.1.1 პუქნტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა).

2.9 other additional requirements

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
6. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
7. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);

8.ფასებისცხრილი/ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს);

9. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.

10. სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.

11. თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება), სატენდერო კომისიას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ან/და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი დადებითი დასკვნის წარმოდგენა, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ ან/და აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დასკვნაზე ხელმომწერი სერტიფიცირებული შემფასებელი პირის სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული სერთიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული მოძრავი ქონების შემფასებლის მოქმედი სერთიფიკატ(ებ)ის ასლი), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის როგორც ნაწილობრივ (ეტაპობრივად), ასე სრულად მოწოდების შემდეგ, სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზებურ ჩავლეიშვილი, 599158798, ajararoads@procurement.gov.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში. ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. #72ა.
შიდა ხტელეფონი (0422) 24-73-88.

additional information/document

10.1 additional information/documents

1) მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს დეპარტამენტში სპეცტანსაცმლის მახასიათებლების - დანართი N2-ის 1-10 პოზიციებზე მითითებული საქონლის მიხედვით დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ზომების შესაბამისი ნიმუშის სახით თითო ეგზემპლარი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru