მესტიის მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს შემდეგი საფეხმავლო
ბილიკების მონიშვნა:
ჭუბერი - მესტია (130 კმ. მოიცავს ჭუბერის-ნაკრის, ფარის, ეცერის, ბეჩოს
თემებს და სრულდება დაბა მესტიაში).
ბილიკების მონიშვნა უნდა განხორციელდეს დანართის სახით მოცემულ
„საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის ტექნიკური
რეგლამენტის“ შესაბამისად (იხილეთ დანართი N3) შემსრულებელმა კომპანიამ
მონიშვნასთან ერთად ასევე უნდა უზრუნველყოს ბილიკების გაწმენდა
ტოტებისგან, ლოდებისგან და სხვა დაბრკოლებებისგან, ისე რომ ბილიკებზე
გადაადგილება გახდეს უფრო მეტად უსაფრთხო და მოსახერხებელი (დეტალები
უნდა დაზუსტდეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან).
სხვა დეტალები-მარშრუტების მონიშვნის დეტალური პროექტები, მოწყობისას
დასაცავი წესები, სტანდარტები და გასათვალისწინებელი პირობები
დეტალურად იქნება მიწოდებული ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
მხრიდან.
ბილიკის მონიშვნის სამუშაოების მომზადების/შესრულების თითოეული
ეტაპი და დეტალები უნდა შეთანხმდეს ტურიზმის ეროვნულ
ადმინისტრაციასთან და გათვალისწინებულ იქნას მოთხოვნები და
შენიშვნები.
შემსრულებელი ვალდებულია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას
ხელშეკრულების დადების შემდეგ,სამუშაოების დაწყებამდე, წარუდგინოს
მასალები და კონსტრუქციების აწყობილი და დასრულებული (მონტაჟის
გარეშე) ნიმუშები, ასევე დოკუმენტაცია რომელიც დაადასტურებს მასალების
რეგლამენტით გაწერილ მასალებთან შესაბამისობას. (მაგ: მასალის
წარმოშობის სერთიფიკატი, ინვოისი, განბაჟების დოკუმენტი, ქვეყნის
შიგნით მასალის შესყიდვის ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაცია)
სადაც დასტურდება მასალების შესაბამისობა ტექნიკურ რეგლამენტთან.
შემსრულებელი კომპანია, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წლის
ვადით, უნდა იძლეოდეს გარანტიას ჩაბარებულ საქონელზე, თანმდევი
მონტაჟით.
აუცილებლად გასათვალისწინებელი საკითხები:
საინფორმაციო დაფებზე განსათავსებელი რუკების ციფრული ფაილები უნდა
მომზადდეს შემსრულებელი კომპანიის მიერ ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის მხრიდან მოწოდებული GPS ტრეკების მიხედვით და ასევე
რუკების ტექნიკური შინაარსი და დიზაინი უნდა იყოს იდენტური სსიპ
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ადმინისტრაციის მიერ
უკვე გაკეთებული პროექტების მსგავსად.
დამატებითი დეტალები:
1. რუკები უნდა მომზადდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
2. რუკები უნდა მომზადდეს ცალკეული მარშრუტების.
3. რუკის ზომა მარშრუტების სიდიდიდან და მოცულობიდან გამომდინარე
შეთანხმებული უნდა იყოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან.
4. რუკები უნდა ჩაბარდეს შემდეგ ელექტრონულ ფორმატებში: სამუშაო PDF
ფორმატში, შესაბამისი რუკის Shapefile-ებთან ერთად;
5. რუკის ელექტრონულ ფაილებში, რუკაზე მონიშნული ერთი ტიპის ობიექტები
ისე უნდა იყოს დაჯგუფებული, რომ მარტივად შეიძლებოდეს მათი ერთდროულად
გათიშვა ან ჩართვა;
6. რუკას უნდა ჰქონდეს ლეგენდა, მასშტაბი და ბადის სისტემა; - რუკებზე
დასატანი ობიექტების გეოგრაფიულ კოორდინატებს, დასახელებებს და სხვა
დამატებით ინფორმაციას. ამ მონაცემების სისწორე უნდა გადამოწმდეს
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან კომპეტენციის
ფარგლებში.
7. რუკების მომზადების ეტაპები უნდა შეთანხმდეს ტურიზმის ეროვნულ
ადმინისტრაციასთან და გათვალისწინებული იყოს მოთხოვნები;
· მანიშნებელი დაფების საბეჭდი დიზაინები უნდა მომზადდეს
შემსრულებელი კომპანიის მიერ, ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული
შაბლონური დიზაინების მიხედვით;
· საინფორმაციო დაფის დიზაინის ასაწყობი ტექსტი და ფოტო მასალა
მოწოდებული იქნება ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან.
· ბილიკებზე განთავსებული ყველა მანიშნებელი დაფის ბოძზე და ნიშნულის
ბოძზე უნდა დამაგრდეს 50 მმ. დიამეტრის ზომის წყალგამძლე თვითწებვადი
ფირი, რომელზეც დაბეჭდილი იქნება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
მიერ მიწოდებული ინფორმაცია (ლოგო, ტექსტი და ა.შ.). დამაგრება ხდება
ტექნიკურ რეგლამენტში მითითებული წესის მიხედვით.
ტექნიკური დეტალები:
შემსრულებელ კომპანიას 2020 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა
გააჩნდეს მინიმუმ სამი, სამთო-საფეხმავლო ბილიკზე მიმართულების
მანიშნებლისა და საინფორმაციო დაფების ტექნიკური რეგლამენტის
მიხედვით მონტაჟის პროექტის განხორციელების გამოცდილება.
ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული
ცხრილის შესაბამისად; შემსყიდველი უფლებამოსილია ანალოგიური
სამუშაოების იდენტიფიცირების მიზნით მოითხოვოს პრეტენდენტისაგან
დამატებითი ინფორმაციის სახით სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის
მიწოდებაც
კანონმდებლობით არ არის აკრძალული.
შემსრულებელმა კომპანიამ, პროექტის განხორციელებისას უნდა მოახდინოს
მის მიერ დამონტაჟებული ინფრასტრუქტურის (მანიშნებელი ბოძი,
საინფორმაციო დაფა და ა.შ.) სრული ფოტო გადაღება. ასევე მიწის ქვედა
სამუშაობის ამსახველი (თხრილი, ზობა სიმაღლე დიამეტრი) ფოტომასალა.
ფოტოსურათები წარმოდგენილ უნდა იქნას მაღალ ხარისხში (მინ. 12
მეგაპიქსელი). განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ
ფოტოებზე თვალნათლივ იკითხებოდეს მანიშნებელ დაფებზე განთავსებული
ტექსტები. ფოტოები დამატებით გადაღებული უნდა იყოს შორიდან და ისეთი
რაკურსით, რომ სრულად ჩანდეს ბოძი, მისი დამონტაჟების ადგილი და
შემოგარენი);
სამუშაოების განხორციელება და ჩაბარება:
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩაბარება უნდა მოხდეს
ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში.
მონიტორინგის ვადა განისაზღვრება 10 სამუშაო დღით.
აღნიშნული საფეხმავლო ბილიკები მდებარეობს მაღალ მთიან რეგიონში,
მოიცავს რამოდენიმე ზღვის დონიდან მაღალ საფეხმავლო უღელტეხილს, სადაც
თოვლის საფარის გადნობის დროის განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია.
აქედან გამომდინარე სამუშაოების დაწყების ვადა აითვლება
ადმინისტრაციის მიერ მეორე მხარისთვის წერილობითი (ელ. ფოსტით)
შეტყობინებით განსაზღვრული ვადიდან და შეადგენს 45 კალენდარულ დღეს.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩაბარება უნდა მოხდეს
ხელშეკრულების გაფორმებიდან წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე
დადგენილ ვადებში, სადაც გათვალისწინებულია სამუშოების
შესრულებისთვის არახელსაყრელი ნალექიანი დღეებიც.
ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს სრულად შესრულებისთანავე,
მხარე ადმინისტრაციას წერილობით ატყობინებს სამუშაოს შესრულების
თაობაზე.
ადმინისტრაციის მხრიდან შესრულებული სამუშაოების მონიტორინგის
პერიოდი არ იქნება ჩათვლილი საჯარიმო დღეებში.
საჯარიმო ვადის ათვლა მოხდება არასრულად/არაჯეროვნად შესრულებული
სამუშაოს თაობაზე ადმინისტრაციის მიერ წერილობით გამოცემული
დოკუმენტის რეგისტრაციის თარიღიდან. აღნიშნული დოკუმენტი ეგზავნება
მეორე მხარეს მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ელ. ფოსტაზე.
სამუშაოების არასრულად/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში,
ადმინისტრაციის მიერ მეორე მხარეს წერილობით განესაზღვრება ხარვეზის
აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა.
ნაკლის/ხარვეზის გამოსწორებისთანავე, მხარე ვალდებულია წერილობითი
ფორმით მიმართოს ადმინისტრაციას და აცნობოს ნაკლის/ხარვეზის
გამოსწორება.
შემსრულებელი ვალდებულია, ბილიკების მონიშვნის დასრულებისთანავე
ადმინისტრაციას წერილობით აცნობოს განსაზღვრული სამუშაოების სრულად
შესრულების თაობაზე, რათა ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდეს
დროული მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში ხარვეზების დროული
აღმოჩენა და აღმოფხვრა.
დანართების სახით იხილეთ:
დანართი N1: მარშრუტების და საჭირო ინფრასტრუქტურის ცხრილი;
დანართი N2: რუკაზე დატანილი მარშრუტების ფოტო
დანართი N3: ტექნიკური რეგლამენტი.