Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования (Грузия - Тендер #71519241)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Ministry of Internal Affairs of Georgia
Номер конкурса: 71519241
Дата публикации: 25-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260006116
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.03.2026 20:51
Начало приема предложения 01.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 03.04.2026 13:00
Предполагаемая цена прейскуранта 135`924.68 GEL
Контрактная цена объекта закупки 120`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50500000-Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования
Коды классификатора
  • 50500000 - Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования
  • 50532300 - Ремонт и техническое обслуживание генераторов
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, გენერატორების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა (სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით).
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების სახსრებით - 75 000 ლარი;
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების სახსრებით - 25 000 ლარი.
BP-სთან გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გრანტის სახსრებით:
2026 წელს - 15 000 ლარი;
2027 წელს - 5 000 ლარი.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`359.00 GEL
Размер гарантии 1`200 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lasha leverashvili :: 19.02.2026 19:23
  • Последнее исправление: ilia aptsiauri :: 25.03.2026 20:51
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=674081&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, გენერატორების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა (სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მომსახურება უნდა განხორციელდეს დანართი N1-ში (პრეისკურანტში) მითითებული შესაბამისი საქონლის და მომსახურების შესაბამისად.
1.2.2 მომსახურეობა გულისხმობს დაზიანებული გენერატორის შეკეთებას და საჭიროების შემთხვევაში დეტალების შეცვლას. ამასთან, ტექნიკური მომსახურების შემდეგ ყოველ ჯერზე, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გენერატორის ექსპლუატაციაში გაშვება. დეტალების შეცვლისას მომსახურეობის ღირებულება უნდა მოიცავდეს ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭირო ყველა სამუშაოს (ფიზიკურად შეცვლა, პროგრამული უზრუნველყოფა ან სხვა რეგულირების სამუშაოები);
1.2.3 შესყიდვის ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
1.2.4. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევისას გამოიყენოს ობიექტზე არსებული გენერატორის მოდელის და სიმძლავრის შესაბამისი ქარხნული, თავსებადი, ახალი დეტალები;
1.2.5 მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევისას გამოიყენოს ქარხნული, ახალი (არამეორადი) სათადარიგო ნაწილები. მეორადი ნაწილების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით, რა შემთხვევაშიც მეორადი სათადარიგო ნაწილის ფასი განსაზღვრული იქნება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საბაზრო ფასის გათვალისწინებით.
1.2.6 მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ერთდროულად მინიმუმ საქართველოს 2 (ორი) სხვადასხვა რეგიონში მომსახურების გაწევა.
1.2.7 შემსრულებელმა შეცვლილი დეტალები უნდა დატოვოს ობიექტზე, შესაბამის უფლებამოსილ პირთან;
1.2.8 მომსახურების გაწევის დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები, მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ქონების (მათ შორის დანადგარის) დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს დაზიანების აღმოფხვრა. მომწოდებელმა სამუშაოების წარმოებისას დაუდევრობის შედეგად მიყენებული ზიანი უნდა აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.2.9 მომსახურე პერსონალი უნდა იყოს კვალიფიციური სპეციალისტ(ებ)ი და აღჭურვილი ყველა საჭირო ხელსაწყოებით.
1.2.10 ბენზინზე მომუშავე გენერატორის შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ადგილზე ტექნიკური მომსახურების გაწევა (მ.შ. შეკეთება), მიმწოდებელმა შემსყიდველთან შეთანხმებით უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით გენერატორის ტრანსპორტირება მიმწოდებლის სერვის ცენტრში და მისი შეკეთების შემდეგ საკუთარი ხარჯებით გენარატორის უკან ტრანსპორტირება (ხსენებული საჭიროების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ტექ-მომსახურებისთვის განსაზღვრულ ვადებში, ანუ მიმწოდებლისთვის დამატებითი ვადის მიცემა არ მოხდება).
1.2.11 შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმდინარე ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი გამაფრთხილებელი წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ სამუშაოს არაჯეროვნად ან ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევები;
1.2.12 გენერატორის დიაგნოსტიკის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს გენერატორის შემოწმება, რაც აუცილებლად უნდა მოიცავდეს: ზეთის დონის შემოწმებას; ზეთის ხარისხის შემოწმებას; ანტიფრიზის დონის შემოწმებას; ანტიფრიზის ხარისხის შემოწმებას; რადიატორის შემოწმებას გაჟონვაზე, სისუფთავეზე; გამაცხელებლის მილების შემოწმებას; რადიატორის მილების შემოწმებას; დაბალი წნევის ინდიკატორის შემოწმებას; ჰაერის ფილტრის შემოწმებას; საწვავის ფილტრის შემოწმებას/ფილტრამდე გაჟონვაზე; მფრქვევანების შემოწმებას; საწვავის დონის განმსაზღვრელი ინდიკატორის შემოწმებას; საწვავის მილის შემოწმებას; დაბალი წნევის ტუმბოს შემოწმებას; აკუმულატორებში ელექტროლიტის დონის შემოწმებას; აკუმულატორის დამტენი მოწყობილობის შემოწმებას; დამმუხტველი გენერატორის შემოწმებას; სენსორების შემოწმებას (წყლის, ზეთის, ბრუნვათა რიცხვის და სხვა); გამათბობელის შემოწმებას; პანელის შემოწმებას; სტარტერის შემოწმებას; ტრანსმისიის ღვედის შემოწმებას; გაჟონვის საერთო შემოწმებას; საჭიროების შემთხვევაში გენერატორის დაზიანების მიზეზის დასადგენად უნდა შემოწმდეს სხვა მოწყობილობებიც, რათა დადგინდეს გაუმართაობის მიზეზი.
1.2.13 გენერატორის დიაგნოსტიკის შემდეგ უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს გენერატორის მარკა, მოდელი და სიმძლავრე, ნამუშევარი საათი, გენერატორის შემოწმებისას შემსყიდვლის მხრიდან წარმოდგენილი პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი.
1.2.14 პრეისკურანტით განსაზღვრული "გენერატორის დიაგნოსტიკა (შემოწმება, დეფექტური აქტის შედგენა) ან/და რეგულირების სამუშაოების შედეგად გენერატორის ექსპლუატაციაში გაშვება" მომსახურების ღირებულების ანაზღაურება არ მოხდება, თუ ხდება პრეისკურანტის სხვა რომელიმე პოზიციით განსაზღვრული მომსახურების გაწევა/სათადარიგო ნაწილის შეცვლა. მოცემულ შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება აღნიშნული პოზიციისგან განსხვავებულ სხვა ნებისმიერ მომსახურებას/სათადარიგო ნაწილის შეცვლას.
1.2.15 "გენერატორის დიაგნოსტიკა (შემოწმება, დეფექტური აქტის შედგენა) ან/და რეგულირების სამუშაოების შედეგად გენერატორის ექსპლუატაციაში გაშვება" ანაზღაურდება თუ ხდება მხოლოდ რაიმე სახის რეგულირება ან პროგრამული ჩარევა, ან თუ დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ შემსყიდველის მოთხოვნით უარი ითქვა დაზიანებული გენერატორის შეკეთებაზე.
1.2.16 მიმწოდებელი ვალდებულია დროულად მოახდინოს დაზიანებული გენერატორის შემოწმება, დეფექტური აქტის შედგენა, დაზიანების აღმოფხვრა და ექსპლუატაციაში გაშვება (თუ სამუშაოების ჩატარება არ მოითხოვს დაზიანებული დეტალების შეცვლას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს დამატებით დროსთან);
1.2.17 მომსახურეობა ასევე მოიცავს გენერატორებზე დაზიანებული აკუმულატორის შეცვლას, საჭიროების შემთხვევაში კლემის შეცვლასაც. მოწოდებულ აკუმულატორებზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია არანაკლებ 3 (სამი) წელი. აკუმულატორის საგარანტიო ფურცელი უნდა გადაეცეს მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირს;
1.2.18 სატრასპორტო ღირებულების ანაზღაურება არ მოხდება, თუ ქ. თბილისიდან შს სამინისტროს ობიექტამდე მანძილი ნაკლები ან ტოლია 40 კმ-სა.
1.2.19 სატრანსპორტო ღირებულება ანაზღაურდება ქ. თბილისიდან 40 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებულ ობიექტებზე გასაწევი მომსახურეობის შემთხვევაში, დაანგარიშდება ცალმხრივად ქ. თბილისიდან შსს ობიექტამდე მანძილით, ანაზღაურდება ერთჯერადად და არ იქნება დამოკიდებული სამუშაოების ჩატარებისას ობიექტზე ვიზიტების რაოდენობაზე.
1.2.20 ბენზინზე მომუშავე გენერატორის შეკეთება გულისხმობს ქ. თბილისში განთავსებულ მომწოდებლის სერვის ცენტრში ან ქ. თბილისის მასშტაბით მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტზე გენერატორის გამართვის სამუშაოებს პრეისკურანტში მითითებული დეტალების გამოყენებით; ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე, ბენზო-გენერატორის შეკეთება შესაძლებელია განთავსების ადგილზე - საქართველოს მასშტაბით არსებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად (კვირის ნებისმიერ დროს, შაბათ-კვირის ჩათვლით), კერძოდ:

1.4.2 მიმწოდებელი ვალდებულია ქ. თბილისის შემთხვევაში ტექნიკური დავალების მიღებიდან 3 (სამი) საათის განმავლობაში გამოცხადდეს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ მისამართზე, მოახდინოს დაზიანებული გენერატორის დათვალიერება და იგივე ვადაში შესაბამისი დეფექუტური აქტის მომზადება, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური დავალების მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში გამოცხადდეს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ მისამართზე, მოახდინოს დაზიანებული გენერატორის დათვალიერება და იგივე ვადაში შესაბამისი დეფექუტური აქტის მომზადება.

1.4.3 იმ შემთხვევაში თუ გენერატორის შეკეთება არ მოითხოვს სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთას/შეძენას, მიმწოდებელი ვალდებულია გენერატორის შეკეთება (მათ შორის სათადარიგო ნაწილის შეცვლა და ექსპლუატაციაში გაშვება) უზრუნველყოს დეფექტური აქტის ხელმოწერიდან 48 საათის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ დაზიანებული დეტალი ექვემდებარება შეკეთებას და საჭიროებს დამატებით დროს, მაშინ მიმწოდებელმა არაუმეტეს 48 საათის განმავლობაში შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტში/შსს მილსადენების დაცვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო დღეს.

1.4.4 იმ შემთხვევაში თუ გენერატორის შეკეთება მოითხოვს სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთას/შეძენას, მიმწოდებელი ვალდებულია გენერატორის შეკეთება (მათ შორის სათადარიგო ნაწილის შეცვლა და ექსპლუატაციაში გაშვება) უზრუნველყოს დეფექტური აქტის ხელმოწერიდან 25 სამუშაო დღის განმავლობაში. (მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტაცია).

1.4.5 ტექნიკური დავალების მიღების და გამოძახების თარიღად ითვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ სატელეფონო ან ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის თარიღი.

შენიშვნა: შემსყიდველის მხრიდან დავალება გაიცემა, როგორც სიტყვიერად, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით. ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების მიღების თარიღი ჩაითვლება შესასრულებელი დავალების გაცემის თარიღად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი: შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - საქართველოს ტერიტორია.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 საგარანტიო ვადა (დანართი N1-ის თითოეული პოზიციისთვის): ექსპლუატაციაში შესვლის თარიღიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი. (პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ). საგარანტიო პერიოდში დაზიანების, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს საქონელზე გამოვლენილი ნაკლის (ხარვეზის) აღმოფხვრა (საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირება, შეკეთება ან კვლავ ახლით შეცვლა), შეკეთებაზე/შეცვლაზე ვრცელდება სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით განსაზღვრული ვადები.
1.7.1.2 მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური დავალების მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაიში (კვირის ნებისმიერ დროს, შაბათ-კვირის ჩათვლით) გამოცხადდეს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ მისამართზე, მოახდინოს დაზიანებული გენერატორის დათვალიერება და იგივე ვადაში შესაბამისი დეფექუტური აქტის მომზადება.
1.7.1.3 ტექნიკური დავალების მიღების და გამოძახების თარიღად ითვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ სატელეფონო ან ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის თარიღი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს, 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ღირებულების გენერატორების შეკეთების ან/და ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში (დანართი N1) მითითებული ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო მაქსიმალურ ზღვრულ ფასებს.
2.9.2. პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტის მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და კლებადობით დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც (როგორც სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე ასევე დაზუსტების არსებობის შემთხვევაში).
2.9.3 პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.9.4 პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.
2.9.5 ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს პრეისკურანტში მითითებული დიზელის ძრავის ზეთის ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

2.9.6 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია 24 საათის განმავლობაში ჩართული ორი მობილური სატელეფონო ნომრის და ორი ელ-ფოსტის მისამართის შესახებ, - საკონტაქტო პირების მითითებით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) შსს შესაბამისი სამსახურის მიერ ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლაშა ლევერაშვილი, 598979794, lashalevera13@gmail.com ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლოლა არსოშვილს ტელ: 595 88-96-48 / რევაზ წიფურიას ტელ: 505 55-57-72; ან გოჩა ცანავას ტელ: 577 27-16-20.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.6 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1) (მომსახურების პრეისკურანტის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებელი მომსახურების პრეისკურანტის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).

10.2.2 ინფორმაცია მონაწილე პრეტენდენტი პირის მიერ 2023 წლის 01 იანვრიდან არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ღირებულების ოდენობით გენერატორ(ებ)ის შეკეთების ან/და ტექნიკური მომსახურების ან მონტაჟის მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

10.2.3 ინფორმაცია გაწეულ მომსახურებაზე და შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე საგარანტიო ვადების შესახებ.

10.2.4 ინფორმაცია 24 საათის განმავლობაში ჩართული ორი მობილური სატელეფონო ნომრის და ელ-ფოსტის მისამართის შესახებ, - საკონტაქტო პირების მითითებით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru