1. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის სატრანსპორტო საშუალებების
სერვისცენტრში შესვლისთანავე ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება
და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც
აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი
მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის
დეტალური აღწერა, ფასი და შეკეთების ვადა (დეფექტურ აქტში უნდა იყოს
განფასებული ისეთი ნაწილებიც, რომელიც არ არის პრეისკურანტში და
საჭიროებს დამატებით შეთანხმებას), თარიღი და პასუხისმგებელი პირის
ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს
უნდა წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული
იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის
გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებსაპოხი მასალის დეტალური
აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან,
ავტომანქანების ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში
მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის
უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური.
2. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების
პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის
სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული
გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი
ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის
გათვალისწინებით.
ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების
ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის
ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ
ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო
ჯამური ღირებულების 10%-ს.
3. ავტომობილის ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას
დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. ავტომობილების ელექტრო სისტემის
დიაგნოსტიკა და სავალი ნაწილების შემოწმება უნდა განხორციელდეს
შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
გულისხმობს სატრანსპორტო საშუალებების დროულ და სრულყოფილ შეკეთებას;
პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარება,
სატრანსპორტო საშუალებების ნაწილების შეკეთებას ან/და გამოცვლას.
4. მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თითოეულ
სერვისცენტრში (ადგილმდებარეობის მიხედვით) უნდა უზრუნველყოს
შემსყიდველის წარმომადგენლისთვის თავისუფალი საოფისე ფართის
გამოყოფა.
5. ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი
მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით
განსაზღვრული და შემსყიდველთან შეთანხმებული მეორადი ნაწილებისა).
6. მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული
ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება
მიმწოდებელს.
7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტექ-მომსახურების გაწევა როგორც ქ.
თბილისში, ასევე რეგიონებში არსებულ სერვისცენტრებში
(ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ მისამართზე).
8. სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები;
9. სერვისცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ
უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობის ფარგლებში შემსყიდველის
ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ
ტერიტორიაზე).
10. ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ.თბილისში და რეგიონებში
შემოთავაზებული სერვისცენტრის ვიდეო კამერებით აღჭურვა, რომლებიც
საშუალებას მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის
პროცესს (კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა „ბოქსი“)
და ამასთან, არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის
მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს
არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
11. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
ევაკუატორით მომსახურება შესაბამის სერვისცენტრამდე, შემსყიდველის
მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე.
12. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში,
ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას,
ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში
წარუდგინოს შემსყიდველს დადასტურებული შეკვეთის დამადასტურებელი
დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შეკვეთილი ნაწილი, თარიღი და
ჩამოსვლის დრო.
13. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი
უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და
დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს მოქმედი ყველა საჭირო
ნორმების, სტანდარტების, წესების და მოთხოვნების დაცვით.
14. ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება
გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება)
მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებაზე, ახალ (არამეორად),
შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე საგარანტიო ვადა შეადგენს 1 წელს (თუ
პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული საგარანტიო პირობა
(ვადა/გარბენი);
15. ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი
მოქმედების დასრულების შემდგომ, საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი
ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია
შეტყობინების მიღებისთანავე არაუგვიანეს ხელშეკრულებაში არსებული
შესაბამისი მომსახურების ვადებისა გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის
მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
16. საგარანტიო პერიოდში მიმწოდებლის მხრიდან გარანტიით შეცვლაზე უარის
თქმის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მომწოდებელს
ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა,
ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის
დადგენისათვის შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების
გარეშე. მიმწოდებლის მხრიდან აღნიშნულ ავტოსათადარიგო ნაწილზე/გაწეულ
მომსახურებაზე ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში ექსპერტიზის
ჩატარების ვადად განისაზღვროს დეფექტურის გახსნიდან არაუმეტეს 15
კალენდარული დღე (ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება ევალება
მიმწოდებელს).
ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 840 000.00
ლარზე (აქედან 2026 წელს გასაწევი მომსახურების სავარაუდო ღირებულება
შეადგენს 560 000.00 ლარს,ხოლო 2027 წელს გასაწევი მომსახურების სავარაუდო
ღირებულება 280 000.00 ლარს.)
სატენდერო დოკუმენტაციის დანართ №1 პრეისკურანტში მოცემული ცხრილების
სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 2 364 909.50 ლარს.
სატენდერო წინადადების ფასი:
ა) ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში
ატვირთულ ცხრილში (დანართი №1 პრეისკურანტი) მოცემული სათადარიგო
ნაწილებისა და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
ბ) თუ პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი ბოლო
შეთავაზება, ნაკლები იქნება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე,
მაშინ პრეტენდენტმა ფასების კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა
ასახოს პრეისკურანტით ჩამონათვლის თითოეული პოზიციის ერთეულის
ფასებზე. თუ ერთეულის ფასები გამოვიდა მრავალნიშნა ათწილადის სახით,
პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს
მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური
ღირებულებაც.
გ) სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს პრეისკურანტში
მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამური
ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ტენდერის ჩატარების
შესახებ განცხადებაში მითითებული სავარაუდო ღირებულებისა;
ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ძრავის
ზეთების და ზეთის ფილტრების შეძენა, განხორციელდება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, როდესაც შეკეთდება ან შეიცვლება ავტოსატრანსპორტო
საშუალების ძრავი, რომელზედაც საგარანტიო ვადა ვრცელდება 1 (ერთი) წელი.
ამ შემთხვევაში გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ზეთი და ზეთის
ფილტრი განკუთვნილი უნდა იყოს იმ სატრანსპორტო საშუალების მარკის და
მოდელისთვის რომელშიც განხორციელდება მისი ჩასხმა/შეცვლა. ასევე,
სატრანსპორტო საშუალებებში ჩასხმული/გამოცვლილი ტრანსმისიის ზეთები
განკუთვნილი უნდა იყოს იმ სატრანსპორტო საშუალების მარკის და
მოდელისთვის რომელშიც განხორციელდება მისი ჩასხმა/შეცვლა.
პრეტენდენტის მიერ დანართი №1 - პრეისკურანტი წარმოდგენილი უნდა იყოს
EXCEL-ის ფორმატში.
შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვული მოთხოვნები
გათვალისწინებული იქნება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან,
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.