Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #71519189)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 71519189
Дата публикации: 25-03-2026
Сумма контракта: 135 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260006060
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.03.2026 17:01
Начало приема предложения 06.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 08.04.2026 13:00
Предполагаемая цена закупки 135`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის შენობის სამშენებლო სამუშაოების სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`350.00 GEL
Размер гарантии 1`350 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: pavle antelava :: 16.03.2026 15:24
  • Последнее исправление: pavle antelava :: 25.03.2026 17:01
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=678006&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის შენობის სამშენებლო სამუშაოების სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

საპროექტო მისამართი: ქალაქ გურჯაანი, მერაბ კოსტავას ქუჩა.
საკადასტრო კოდი: 51.01.61.691
მიწის ფართი 3538.0 კვ.მ.

თანდართული დოკუმენტაცია:

მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა, სიტუაციური ორთოფოტო საჯარო რეესტრიდან; ობიექტის ესკიზური არქიტექტურული პროექტი.

ზოგადი მოცემულობა:

მოცემულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საპროექტო სარეაბილიტაციო ორსართულიანი შენობის მონოლითური კარკასი. ნაგებობას გააჩნია სარდაფი და სახურავის ტექნიკური სართული.
სააგენტოს დაკვეთით აღნიშნულ შენობის მონოლითურ კარკასზე, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადდა ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის და დეტალური გამოკვლევებისთვის საჭირო ღონისძიებების შედგენის საექსპერტო დასკვნა.
მიმწოდებელმა პირველ ეტაპზე შემყიდველს უნდა წარუდგინოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა - შენობის არსებული კონსტრუქციის ინსტრუმენტალური დეტალური გამოკვლევის შესახებ.
მიმწოდებელის მხრიდან აღნიშნული დასკვნის შემსყიდველთან წარმოდგენის შედგომ, შემსყიდველის წერილობითი დასტურის საფუძველზე აგრძელებს ხელშეკრელებით გათვალისწინებული სხვა დარჩენილი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას.
საპროექტო დავალება მოიცავს: არსებული შენობის გამოკვლევას, დასრულების, ეზოს კეთილმოწყობის და საპროექტო ტერიტორიაზე ერთსართულიანი 20-30 კვ.მ. დამხარე სასაწყობო შენობის მოწყობისთვის სრულ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას.
წარმოდგენილი ესკიზით:

პირველ სართულზე დერეფნული წესით განაწილებულია გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის სამუშაო სივრცეები, ფოიე-რესეფშენით, კანცელარია, საერთო სველი წერტილები.

მეორე სართულზე დერეფნული წესით განაწილებულია დეპარტამენტის სამუშაო ოთახი, ფოიე-რეკრეაცია, საკონფერენციო, საერთო სველი წერტილები, სამზარეულო, დაბინძურების დეპარტამენტის ლაბორატორიული და სამუშაო ოთახები. ლაბორატორიული ნაწილი იყოფა ორ ნაწილად: ქიმიის და მიკრობიოლოგიის განყოფილებებად - შესაბამისი მოთხოვნები იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში და წინამდებარე ტექნიკური დავალების შესაბამის ნაწილში.

პროექტირებისას მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, მოქმედი ნორმატიული აქტების და რეგლამენტების მიერ დაწესებული საპროექტო ნორმები და მოთხოვნები. ასევე პროექტირების ძირითადი მოთხოვნაა, გათვალისწინებული იქნას და დამკვეთთან შეუთანხმებლად არ მოახდინოს ძირითადი ცვლილება თანდართულ ესკიზურ გეგმარებაში. მიმწოდებლის კონსულტაციების საფუძველზე, ხელშეკრულების დადებიდან 5 დღის განმავლობაში დამკვეთის მხრიდან მოხდება წარმოდგენილი ესკიზური შიდა გეგმარების დაზუსტება. ამავდროულად საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ეტაპზე მიმწოდებელი ვალდებულია დააზუსტოს დანართად წარმოდგენილი არსებული მდგომარეობის აზომვითი ნახაზების ფაქტობრივი მდგომარეობა და შემდგომ დაამუშაოს დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია.

წარმოდგენილ გეგმარებაზე დამკვეთთან შეთანხმებით დაამუშაოს შენობის ფასადების იერსახე, რომელიც უნდა იყოს ესთეტიურად დახვეწილი და მაქსიმალურად გათვალისწინებული რეგიონის კლიმატური პირობებთან.

საპროექტო გადაწყვეტილებებმა და სამშენებლო მასალათა შერჩევამ უნდა უზრუნველყოს ობიექტების მინიმალური საექსპლუატაციო მოვლა-პატრონობის ხარჯები, მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებების ინტენსივობა.

პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ობიექტის სრულად ადაპტაცია შშმ პირთათვის.

შენიშვნა: ტექნიკური დავალების დიდი მოცულობიდან გამომდინარე, იხ. ტექნიკური დავალება (დანართი N1).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების მიწოდების ვადები:
საპროექტო დოკუმენტაცია ექვემდებარება კომპლექსურ ექსპერტიზას, ექსპერტიზა გავლილი სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება (მიწოდება) მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს - ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 90 (ოთხომოცდაათი) კალენდარულ დღეში. მიმწოდებელმა ექსპერტიზის ჩასატარებლად უნდა მიმართოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს, ან სხვა შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საექსპერტო ორგანიზაციას.

მიმწოდებელმა საპროექტო სამუშაოები უნდა შეასრულოს ორ ეტაპად:
1 ეტაპზე (15 დღე):
ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარულ დღეში მიმწოდებელი ორგანიზაცია ვალდებულია შემსყიდველთან წარადგინოს არსებული შენობის საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა-შენობის დეტალური ინსტრუმენტალური გამოკვლევის საფუძველზე შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენა;
2 ეტაპზე (90 დღე):
ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 (ოთხომოცდაათი) კალენდარულ დღეში მიმწოდებელი ორგანიზაცია ვალდებულია შემსყიდველთან წარადგინოს ექსპერტიზა გავლილი სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. გასაწევი მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ტექნიკურ დავალებაში (დანართი N1), თანდართულ დოკუმენტაციაში და ფასების ცხრილში (დანართი N2).

2. გასაწევი მომსახურების ადგილი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შენობა, მე-10 სართ. (გასაწევი მომსახურების ადგილში იგულისხმება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენის ადგილი).

1.7.1 requirement related to guarantee period

1. შემსყიდველის მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მომსახურების დასრულების თარიღიდან შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე დაკავებული იქნება მიწოდებული მომსახურების ღირებულების 2.5%-ის ოდენობა.
2. თუ საგარანტიო პერიოდში სამუშაოების განხორციელების პროცესში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში აღმოჩნდება რაიმე სახის დეფექტ(ებ)ი, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ისინი. თუ მიმწოდებელი არ აღმოფხვრის აღნიშნულ დეფექტ(ებ)ს, შემსყიდველი უფლებამოსილია გამოიყენოს დაკავებული თანხა გამოვლენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამასთან, თუ აღმოჩნდება რომ ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა არ არის საკმარისი, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
3. თუ მიმწოდებლის ბრალეულობით, შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების პროცესში გამოვლენილი საპროექტო დეფექტ(ებ)ის არსებობამ გადააჭარბა სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებაში განსაზღვრული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულებას იგი საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ანაზღაურდეს ხარისხის უზრუნველსაყოფად ხელშეკრულების ფარგლებში დაკავებული თანხიდან.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე ჯამურად უნდა გააჩნდეს არანაკლებ 135,000.00 (ასოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილება, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს არანაკლებ III კლასის სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების საოფისე, ადმინისტრაციული ან/და სამრეწველო შენობა-ნაგებობების (არა ხაზოვანი ნაგებობების) მშენებლობის ან/და სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების აღნიშნული მომსახურება. დასადასტურებლად პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა ატვირთოს შესაბამისი ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მომსახურების (საბოლოო) მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი), ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT, CNT, CMR ან სხვა ნომრები.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული დოკუმენტებით/ინფორმაციით არ დასტურდება რა სახის/სპეციფიკის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია აქვს მიწოდებული პრეტენდენტს, წარმოდგენილ უნდა იქნას პრეტენდენტის მიერ, შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მეშვეობითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხიანად გაწევის უზრუნველსაყოფად უნდა ჰყავდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ში მითითებული დასახელების, რაოდენობის, განათლებისა და გამოცდილების პერსონალი.
2. პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს მის მიერ შემოთავაზებული თითოეული სპეციალისტის საანკეტო მონაცემები სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ის შესაბამისად.
3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ შემოთავაზებული თითოეული სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და პასპორტის და შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.
4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამის სპეციალისტებთან გაფორმებული წინარე შეთანხმებები (თითოეულ სპეციალისტთან ცალ-ცალკე) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N6-ის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, სპეციალისტი იღებს ვალდებულებას, რომ კომპეტენციის შესაბამისად, პირადად განახორციელებს წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევას.
5. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მიმწოდებლის მიერ სპეციალისტ(ებ)ის შეცვლის, ან დამატების შესახებ საკითხი, წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან (მიმწოდებელი ვალდებულია, წერილობით წარმოადგინოს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით). აღნიშნულ შემთხვევაში, ახალი სპეციალისტ(ებ)ის კვალიფიკაცია, განათლება და სამუშაო გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.

2.9 other additional requirements

1. მიმწოდებელი ვალდებულია გასწიოს მისსავე მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციით ნაწარმოებ სამშენებლო სამუშაოებზე საავტორო ზედამხედველობა.
1.2. საავტორო ზედამხედველობა არის მშენებლობის პროცესში მიმწოდებლის პროექტის ავტორის მიერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი, შესრულებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან, ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
1.3. საავტორო ზედამხედველობის ფარგლებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს:
ა) შესრულებული და/ან შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენას, მათ შორის შემსყიდველის მიმართვის შემთხვევაში; შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში ინსპექტირებას უშუალოდ სამშენებლო ობიექტზე.
ბ) საჭიროების შემთხვევაში, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანასა და შემსყიდველისთვის წარდგენას;
გ) საავტორო ზედამხედველობის განხორციელებისას, მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო პროცესების საპროექტო დოკუმენტაციასთან ყველა შეუსაბამობა და უზუსტობა დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს შემსყიდველს
დ) სამშენებლო ობიექტზე ტექნიკური მითითებების გაცემასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.
1.4. საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულება, რომელიც განსაზღვრულია ფასების ცხრილით (დანართი №2), ანაზღაურდება საავტორო ზედამხედველობის სრულად და ჯეროვნად გაწევის შემდეგ, მხარეთა შორის შესაბამისი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე.

2. მიმწოდებლის მიერ ტექნიკური დავალებით (დანართი N1) გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის დეტალური ინსტრუმენტალური გამოკვლევის საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემდეგ, შემსყიდველი უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტის განხილვას არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. განხილვის პერიოდში შეჩერდება მიწოდებისთვის განსაზღვრული 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადის დინება, ხოლო აღნიშნული პერიოდი მიმწოდებლის მხრიდან ვადის დარღვევად არ ჩაითვლება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ მოითხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, მხარეებს შორის გაფორმებული საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, მხარეებს შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

პავლე ანთელავა, 555333415, Pavle.Antelava@nea.gov.ge ტექნიკურ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 591088177 - გელა ბოხაშვილი.

additional information/document

10.1 additional information/documents

1. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
3. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
4. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით;
5. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარებში;
6. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარებში.
7. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2026 წლის სახელწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამა "სააგენტოს მართვა და ადმინისტრირება"

8. პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) ფასების ცხრილი - დანართი N2-ის შესაბამისად (PDF ფორმატის ფაილი დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით);
ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
გ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

25-03-2026 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

25-03-2026 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

25-03-2026 Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги.

25-03-2026 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

25-03-2026 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

25-03-2026 Банковские услуги и инвестиции .





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru