Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #71519137)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The House of Justice
Номер конкурса: 71519137
Дата публикации: 25-03-2026
Сумма контракта: 146 622


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260006024
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.03.2026 15:14
Начало приема предложения 03.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 06.04.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 146`622.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45331000 - Работы по установке систем отопления, вентиляции и кондиционирования воздуха
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში
Дополнительная информация
ლაგოდეხის იუსტიციის სახლში გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`466.00 GEL
Размер гарантии 1`466 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aleksandre zhvania :: 19.03.2026 14:49
  • Последнее исправление: aleksandre zhvania :: 25.03.2026 15:14
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=678665&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ლაგოდეხის იუსტიციის სახლში გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილი მასალების ტექნიკურ მახასიათებლებში იკითხება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება „მსგავსი“ ან ექვივალენტური“.
1.2.2. ფარული სამუშაოების წარმოების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან ფარული სამუშაოები წარმოებულ უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ინსპექტირების განმახორციელებელ პირთან/პირებთან ერთად.
1.2.3. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს სამუშაოს შესრულება ტექნიკური დავალებით დადგენილი პირობებისა და წესების დაცვით.
1.2.4. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაწყებამდე შემსყიდველთან შეათანხმოს სამუშაოების დეტალური კალენდარული გრაფიკი, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
(1) ყველა ხმაურიანი სამუშაო (ბურღვა და დემონტაჟი) და სპეც-ტექნიკის (ამწე კრანის) გამოყენება უნდა განხორციელდეს მხოლოდ არასამუშაო საათებში (18:00 სთ-ის შემდეგ) ან უქმე დღეებში (შაბათი-კვირა), რათა არ შეფერხდეს ფილიალის ოპერირება და მოქალაქეთა მიღება;
(2) სახურავზე მუშაობისას და მძიმე ტვირთის აწევისას, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების პერიმეტრის შემოსაზღვრა და შესაბამისი ნიშნების განთავსება;
(3) სამუშაოების სრული ციკლი (დემონტაჟიდან ექსპლუატაციაში გაშვებამდე) არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს;
(4) ყოველი სამუშაო დღის (ან ღამის ცვლის) დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია მოაწესრიგოს სამუშაო ტერიტორია და გაიტანოს სამშენებლო ნარჩენები;
(5) სამუშაოების შესრულებისას მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და უზრუნველყოს პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვა.
1.2.5. სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელი ვალდებულია ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ი; შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს (მაცივარ აგენტთან მიმართებაში) დანადგარებზე მომუშავე თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი, აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა/სერტიფიკატი.
1.2.6. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება.
1.2.7. სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
1.2.8. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სამშენებლო სამუშაოების პროცესში, მიმწოდებლის მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით) შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით.
1.2.9. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადაების ფასი უნდა დაანგარიშდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1 -ში მოცემული ხარჯთაღრიცხვების ფორმის შესაბამისად.
1.2.10. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულების პროცესში შემსყიდველისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი აანაზღაუროს ან/და აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.2.11. პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვის excel-ის ფორმატით წარმოდგენის შემთხვევაში არ საჭიროებს ელექტრონულ ხელმოწერას.
1.2.12. პრეტენდენტი ვალდებულია, ხარჯთაღრიცხვაში მოცემული გაუთვალისწინებელი სამუშაოებისთვის გაითვალისწინოს არანაკლებ 3%-იანი საპროცენტო განაკვეთი.
1.2.13. მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს სამუშაოების წარმოებისას დასაქმებული პერსონალის შრომის უსაფრთხოება და აწარმოოს სამუშაოები აღნიშნული სამუშაოებისათვის გათვალისწინებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვით.
1.2.14. სასურველია, წინადადების წარმოდგენამდე პრეტენდენტმა წინასწარ დათვალიეროს ობიექტი და ადგლზე გაეცნოს ვითარებას (აგრეგატები დამონტაჟებულია კასკადურად ერთი მასტერ ბლოკით).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სამუშაოები უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. ლაგოდეხი, ზაქათალას ქ. N25ბ (ლაგოდეხის იუსტიციის სახლი).

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1.მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე და დამონტაჟებულ მოწყობილობებზე უნდა ვრცელდებოდეს სრული საგარანტიო მომსახურება: მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან არანაკლებ 2 წელი სრულ სისტემაზე და არანაკლებ 3 წელი კომპრესორებზე, მიმწოდებელის მხრიდან შეტყობინებაზე 24-საათიანი რეაგირების პირობით. დაზიანებული ნაწილის შეკეთება ან შეცვლა განახორციელოს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
1.6.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის პირობებში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ ვადაში თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე.
1.6.3. მიმწოდებლის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის 1.6.2 ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვის (დანართი №1) მე-3 პოზიციაზე შესაბამის ველში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის (VRV აგრეგატების) წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლისა (მწარმოებელი კომპანია ან/და ბრენდი ან/და სავაჭრო ნიშანი) და მოდელის შესახებ.
2.1.1.2. წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლისა (მწარმოებელი კომპანია ან/და ბრენდი ან/და სავაჭრო ნიშანი) და მოდელის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.

აუცილებელი მოთხოვნა:
შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის (VRV აგრეგატების) მახასიათებლების სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილი მოდელის VRV აგრეგატების მწარმოებლის ოფიციალური ინფორმაცია ტექნიკური პარამეტრების შესახებ სრულად უნდა იძებნებოდეს ინტერნეტ წყაროების საშუალებით (პრეტენდენტი უფლებამოსილია ინტერნეტ წყაროს/ვებ-გვერდის მისამართი მიუთითოს ხარჯთაღრიცხვაში) ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლების შესახებ (მწარმოებლის წერილი ან/და დასკანერებული ტექნიკური პასპორტი, ან/და data sheet ან/და ვებ-გვერდის მისამართი).

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შენობის გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების მოწყობა/რეაბილიტცის სამუშაოების ან/და შენობის გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების ტექნიკური მომსახურების გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულებაც 2023 წლიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, არ უნდა იყოს 300 000 ლარზე ნაკლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა №2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების/მომსახურების შესრულების ფაქტს.
2.2.1.2 პრეტენდენტს 2023 წლიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში უნდა გააჩნდეს შენობის გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების მოწყობა/რეაბილიტცის სამუშაოების ან/და შენობის გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების ტექნიკური მომსახურების გამოცდილება, არანაკლებ 50 000 ლარის ღირებულების ოდენობით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა №2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების/მომსახურების შესრულების ფაქტს.
2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო შესრულებულია/მომსახურება გაწეულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ საქონლის მიწოდება/მონტაჟის ანდა სამუშაოს შესრულბის ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
2.2.1.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ 2.2.1 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვტეს სატენდერო კომისია.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

შემოთავაზებულ VRV დანადგარებს უნდა გააჩნდეს Eurovent-ის სერტიფიკატი და ასევე მწარმოებელი ქარხნის ISO 9001:2015 და ISO 14001:2015 მოქმედი სერტიფიკატები, რომლებიც პრეტენდენტმა უნდა წარმოდგენინოს სატენდერო წინადადების წარდგენასთან ერთად (უცხოენოვანი დოკუმენტი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად).

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია, დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით, რომლიც შედგენილი იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" შესაბამისად.
4.1.1.2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის წარმოდგენი შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
7.2.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გზით.
7.2.3 მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისათვის მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია - ფორმა №2 და სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა. მიმწოდებლის მიერ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ალექსანდრე ჟვანია, 591447034, alzhvania@psh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია (გარდა Excel -ის ფორმატში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვისა) უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.4. დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ადგილზე გაეცნოს ვითარებას.
10.1.5. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.6. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.7. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, სატენდერო წინადადების ფასი მოიცავს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
10.1.8. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru