Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #71498457)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Gurdjaani Municipality
Номер конкурса: 71498457
Дата публикации: 25-03-2026
Сумма контракта: 50 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260006009
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.03.2026 13:04
Начало приема предложения 04.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 06.04.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 50`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 79900000-Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79952000 - Услуги в области проведения мероприятий
Срок подачи მომსახურების მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 25 დეკემბერის ჩათვლით.
Дополнительная информация
ახალგაზრდული ღონისძიების ორგანიზების მომსახურება
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lika imedashvili :: 25.03.2026 11:38
  • Последнее исправление: nino kachlishvili :: 25.03.2026 13:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=679553&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ახალგაზრდული ღონისძიების ორგანიზების მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ახალგაზრდებისთვის თანამედროვე უნარებისა და კომპეტენციების განვითარება.

პროექტის მიზანი: გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებმა განივითარონ ისეთი უნარები და კომპეტენციები, რომლებიც მნიშვნელოვანია ნებისმიერ სფეროში თანამედროვე მოქალაქისთვის, როგორიცაა ორატორობა, ლოგიკური მსჯელობა და აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის გაკეთება.
ახალგაზრდების რაოდენობა: 14-29 წლამდე, მაქსიმუმ 200
ტრენერთა რაოდენობა: 4

პროექტის დასაწყისში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალგაზრდებისთვის გაიმართება საგანგებო პრეზენტაციები, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობის მსურველები გაეცნობიან პროექტის შესახებ ინფორმაციას. მოხდება პროექტის მონაწილეთა შერჩევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში (24 ადმინისტრაციული ერთეული). შერჩეული მონაწილეებიდან მუშაობას დაიწყებს 16 დებატების კლუბი, სადაც მოხდება კლუბების წევრების მომზადება დებატების ტურნირისთვის. ასევე, განხორციელდება მეცადინეობები დებატების ტურნირისთვის მოსამზადებლად გურჯაანის მუნიციპალიტეტის იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც შეირჩევიან დებატების ტურნირში, თუმცა არ იქნებიან დებატ კლუბების წევრები, მაგრამ ექნებათ პროექტში მონაწილეობის სურვილი. შემდგომ ჩატარდება აქტუალურ თემებზე დებატების ტურნირის 16 შესარჩევი რაუნდი, სადაც მოხდება მონაწილეების შეფასება მაღალკვალიფიკაციური მსაჯების მიერ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნილი შეფასების კრიტერიუმებით, რომლის საფუძველზეც გამოვლინდება 24 საუკეთესო მომხსენებლი. შემდგომ დასკვნით ღონისძიების სახით გაიმართება დებატების ტურნირის ჩემპიონატი - ¼ ფინალი, ½ ფინალი და ფინალი, სადაც შეფასება მოხდება მაღალკვალიფიციური მსაჯების მიერ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნილი შეფასების კრიტერიუმებით და გამოვლინდება პირველი 10 საუკეთესო მომხსენებელი.

ღონისძიების ჩატარების ფარგლებში გვესაჭიროება:
•გურჯაანის მუნიციპალიტეტის ფარგლებში დაიწყოს მუშაობა მინიმუმ 16 დებატების კლუბმა, სადაც ჩატარდება სისტემატიური მეცადინეობები (მინიმუმ 10 შეხვედრა). მოხდეს კლუბების წევრების მომზადება დებატების ტურნირისთვის. მეცადინეობების ხანგრძლივობა უნდა მოიცავდეს მინიმუმ 1 საათს, ხოლო ჯგუფის წევრების რაოდენობა მინიმუმ 6 წევრისგან უნდა შედგებოდეს. დებატების კლუბის მეცადინეობებისა და მასში მონაწილეების შესახებ ანგარიშის წარდგენა მოხდება შემსყიდველთან, შესაბამისი მხარეების, მათ შორის მონაწილეების მიერ ხელმოწერებით დადასტურებული;

• პროექტში მონაწილე ახალგაზრდებისთვის ჩატარდეს მინიმუმ 2 საათიანი მეცადინეობები დებატების ტექნიკაში, მეცადინეობები უნდა ჩატარდეს მინიმუმ 10 საათი და უნდა მოიცავდეს ტურნირისთვის მომზადებას. მეცადინეობებში მონაწილეობას მიიღებენ ის მონაწილეები, ვინც არ არიან დებატკლუბების წევრები და აქვთ პროექტში ჩართვის სურვილი. ხოლო მეცადინეობისა და მასში მონაწილეების შესახებ ანგარიშის წარდგენა მოხდება შემსყიდველთან, მეცადინეობებში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერებით დადასტურებული;
• განხორციელდეს დებატების ტურნირის შესარჩევი რაუნდები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც 10 საათის განმავლობაში გადამზადებული ახალგაზრდები, ასევე დებატების კლუბის წევრები. ჩატარდეს დებატების ტურნირის 16 შესარჩევი რაუნდი, რომელის შეფასება განხორციელდება საგანგებოდ შერჩეული მაღალკვალიფიციური მსაჯების კორპუსის მიერ, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნილი შეფასების კრიტერიუმებით (რომელიც შეთანხმებული იქნება შემსყიდველთან), რომლის საფუძველზეც გამოვლინდება 24 საუკეთესო მომხსენებელი, რომლებიც გადავლენ დებატების ტურნირის დასკვნით ეტაპზე. ხოლო შესარჩევი რაუნდების და მასში მონაწილეების შესახებ ანგარიშის წარდგენა მოხდება შემსყიდველთან, ტურნირში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერებით დადასტურებული;
• დასკვნითი ღონისძიების სახით გაიმართოს დებატების ტურნირის ჩემპიონატი (¼ ფინალი, ½ ფინალი და ფინალი), სადაც შეფასება უნდა განხორციელდეს საგანგებოდ შერჩეული მაღალკვალიფიციური მსაჯების კორპუსის მიერ, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნილი შეფასების კრიტერიუმებით, რომლის საფუძველზეც უნდა გამოვლინდეს საუკეთესო მომხსენებლები. ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის;
• როლაპი (შტენდერი) - 1ცალი ზომა: 180სმ/60სმ (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით);
• პროექტში ჩართული მონაწილეების სერტიფიცირება; სერთიფიკატის რაოდენობა: 200ცალი, მასალა: ცარცი, A4 ფორმატი, (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით);
• ჩემპიონატის ფარგლებში პირველი 10 საუკეთესო მომხსენებლისთვის სერთიფიკატების გადაცემა. რაოდენობა: 10 ცალი, მასალა: ცარცი, A4 ფორმატი, (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით).

მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს:
• პროექტის განხორციელების კალენდარი და მეცადინეობის განრიგი;
• პროექტის სასწავლო და ჩასატარებელი მეცადინეობის პროგრამა;

შენიშვნა:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კურსის დასრულების შემდეგ არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში მსმენელებზე შესაბამისი სერტიფიკატების გადაცემა (რომლითაც დადასტურდება მსმენელის მიერ ზემოაღნიშნული კურსის გავლა).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2026 წლის 25 დეკემბერის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილია: გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე საჯარო გამოსვლებისა და დებატების, საგანმანათლებლო სფეროში დებატებისა და საჯარო დებატების გამართვის მომსახურების გამოცდილება, ღირებულებით არანაკლებ 100000 (ას ათასი) ლარი.
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი #3-ის შესაბამისად
3. პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს ინფორმაციაში მითითებული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR...) წარმოდგენა

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

- პროექტში მონაწილე პერსონალს (ტრენერ(ებ)ი) უნდა გააჩნდეთ:
1) 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, თითოეულ მათგანს (მინიმუმ 4 ტრენერი) უნდა გააჩნდეს საჯარო გამოსვლების, საგანმანათლებლო სფეროში დებატებისა და დებეტების კლუბების საქმიანობის ხელშეწყობის და დებატებში ტრენერად მონაწილეობის გამოცდილება, მინიმუმ 5 პროექტში. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი #2-ის შესაბამისად (პრეტენდენტმა ელექტრონული სისტემაში უნდა წარმოადგინოს ინფორმაციაში მითითებული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შესაბამისი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები).

2) 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის პერსონალიდან მინიმუმ 2 ტრენერს მაინც, უნდა ჰქონდეს შემდეგი ტიპის გამოცდილება დამოწმებული შესაბამისი ხელშეკრულებებით, რომელსაც თან უნდა ახლდეს მიღება-ჩაბარების აქტები ან/და დამკვეთი ორგანიზაციის მიერ გაცემული შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი:
ა) არანაკლებ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დებატების სწავლების გამოცდილება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.
ბ) არანაკლებ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დებატების ტექნიკის სწავლების გამოცდილება უმაღლეს სასწავლებლებში.

3) მინიმუმ 2 ტრენერს მაინც უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი საქართველოს საზღვრებს გარეთ საერთაშორისო დებატების აქტივობებში ტრენერის გამოცდილების დამადასტურებელი შესაბამისი ორი სერტიფიკატი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტის გათვალისწინებით), პრეტენდენტი ვალდებულია ფასწარმოქმნის ადეკვატურობა დაასაბუთოს აკრედიტირებული, ან ლიცენზირებული პირის მიერ გაცემული დასკვნით. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ ფასების ცხრილში დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით გასაწევი მომსახურების შესრულების შესაძლებლობა (საექსპერტო მომსახურების ხარჯებს დაფარავს პრეტენდენტი).
2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნა დაზუსტებას არ ექვემდებარება.
3. აკრედიტებული, ან ლიცენზირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტს დაუდგება ვალდებულება დასკვნასთან ერთად დამატებით წარმოადგინოს დასკვნის გამცემი აკრედიტირებული პირის შესაბამისი აკრედიტაციის მოწმობა, ან ლიცენზია.
4. დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის (შეუსაბამობა სატენდერ ოგანცხადებასთან, სატენდერო დოკუმენტაციასთან ან/და სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენი ლტექნიკურ/დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან) წარმოდგენა გამოიწვვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტის, შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო ქაჩლიშვილი, 599852288, gurdjaani@procurement.gov.ge კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეა სამსახურის უფროსი ლევანი წინწალაშვილი ტელ: 577 36 49 19.

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით, გარდა დღგ-სა.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ფასების ცხრილის განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.
8. ამხანაგობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებების განაწილების შესახებ დანართი #4_ის შესაბამისად.
9. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru