Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования (Грузия - Тендер #71496878)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency of Public Registry
Номер конкурса: 71496878
Дата публикации: 25-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260006007
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.03.2026 12:42
Начало приема предложения 31.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 02.04.2026 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 41`862.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 20`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50500000-Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования
Коды классификатора
  • 50532300 - Ремонт и техническое обслуживание генераторов
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
დიზელ და ბენზო გენერატორების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 400.00 GEL
Размер гарантии 200 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam chopliani :: 24.02.2026 12:47
  • Последнее исправление: mariam chopliani :: 25.03.2026 12:42
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=674641&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე რიცხული დიზელ და ბენზო გენერატორების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასყიდ მომსახურებას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე რიცხული, გენერატორების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, შეკეთებისთვის/ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების მიწოდების უზრუნველყოფით, შემსყიდველის საჭიროებისამებრ, მისი მოთხოვნის შესაბამისად.
1.2.2 შესასყიდი მომსახურების და სათადარიგო ნაწილების დასახელებები და ჩამონათვალი მოცემულია პრეისკურანტში (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #1).
1.2.3 გენერატორების ტიპები და მათი განთავსების ადგილები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართ #2–ში.
1.2.4. მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს დეფექტური აქტი, რომელსაც შემსყიდველის მხრიდან ხელს მოაწერს სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" უფლებამოსილი პირ(ებ)ი;
1.2.5. მომსახურება მიმწოდებლის მიერ გაწეული უნდა იქნას სრულად, საკუთარი ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი) მასალით/სათადარიგო ნაწილებით;
1.2.6. ფასების ცხრილით (პრეისკურანტით) გათვალისწინებულ ტრანსპორტირების ღირებულების დათვლა მოხდება შემსყიდველის შესაკეთებელი საქონლის ადგილმდებარეობამდე არსებული მანძილის გათვალისწინებით მხოლოდ ერთი გზა (დანიშნულების ადგილამდე უკან დაბრუნებას არ ითვალისწინებს). თბილისში არსებული გენერატორებამდე ტრანსპორტირებას მიმწოდებელი უზრუნველყოს შემსყიდველისათვის უფასოდ , ხოლო თბილისის გარეთ არსებული გენერატორებამდე ტრანსპორტირების მომსახურებას შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს ტრანსპორტირების მანძილის (კილომეტრაჟის) მიხედვით, პრეისკურანტში დადგენილი ფასის შესაბამისად. ქალაქგარეთ გასაწევი მომსახურება გულისხმობს - ქ. თბილისს გარეთ გასაწევ მომსახურებას.
1.2.7 საცხებ-საპოხი მასალების შეცვლის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება გაწეული მომსახურების შესაბამისად ერთჯერადად, ჩასხმული ლიტრაჟის რაოდენობის მიუხედავად.
1.2.8 თუ მომსახურების პროცესში აღმოჩნდება რომ საჭიროა ისეთი მომსახურების და/ან სათადარიგო ნაწილის მიწოდება, რომლის ფასიც განსაზღვრული არ არის პრეისკურანტით, ასეთ შემთხვევაში მხარეები იხელმძღვანელებენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
1.2.9 მიმწოდებელი (კონტრაქტორი) ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას სრულად დაიცვას საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და ამ სფეროში მოქმედი ყველა სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი (მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტები).
1.2.10 სამუშაო პროცესში დასაქმებულების ან/და მესამე პირების ჯანმრთელობის დაზიანებაზე, პროფესიულ დაავადებებსა და უბედურ შემთხვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს. შემსყიდველი თავისუფლდება ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც გამოწვეულია მიმწოდებლის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევით.
1.2.11 შემსყიდველს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეამოწმოს სამუშაო პროცესში უსაფრთხოების ნორმების დაცვის მდგომარეობა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მოითხოვოს სამუშაოს შეჩერება მათ აღმოფხვრამდე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების გაწევის პერიოდია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
1.4.2. მიმწოდებელი ვალდებულია, თბილისს გარეთ გასაწევი მომსახურების შემთხვევაში, შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს ხუთი კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს გენერატორის განთავსების ადგილამდე ტრანსპორტირება.
1.4.3 მიმწოდებელი ვალდებულია შემყიდველის მიმართვიდან, ხოლო თბილისს გარეთ გასაწევი მომსახურების შემთხვევაში, შემსყიდველის მიმართვისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი თანამშრომლის გენერატორის განთავსების ადგილამდე ტრანსპორტირებიდან, არაუგვიანეს მომდევნო დღისა მოახდინოს მოთხოვნით გათვალისწინებული გენერატორის/გენერატორების სისტემის დათვალიერება და დიაგნოსტიკა, რის შედეგადაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული იქნება გასაწევი მომსახურების და სათადარიგო ნაწილების დასახელება/აღწერილობა და ღირებულებები. ამასთან, დეფექტური აქტის შედგენისთვის, ტრანსპორტირების ხარჯის (საჭიროების შემთხვევაში) ანაზღაურება მოხდება ერთჯერადად.
1.4.4 მიმწოდებელმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს შესაბამისი გენერატორის/გენერატორების სისტემის შეკეთება ან/და ტექნიკური მომსახურების გაწევა გონივრულ ვადაში, გასაწევი მომსახურების სირთულიდან გამომდინარე, მაგრამ არაუგვიანეს 2 სამუშო დღისა დეფექტური აქტის გაფორმებიდან.
1.4.5 თუ შეკეთება და ტექნიკური მომსახურება დაკავშირებულია დეფიციტურ სათადარიგო ნაწილთან, რომელის შეძენა საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლებელია, აღნიშნული მომსახურება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.
1.4.6 მიმწოდებელს შესაძლებელია ერთდროულად მოეთხოვოს რამოდენიმე შესაკეთებელი გენერატორის შეკეთება, მომსახურების გაწევის ვადები თითოეული შესაკეთებელი გენერატოსთვის აითვლება და გამოანგარიშდება დამოუკიდებლად, რიგ–რიგობით. რიგითობას განსაზღვრავს შემყიდველი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი შეაკეთებს ან/და ჩაუტარებს ტექნიკურ მომსახურებას გენერატორებს, მათი განთავსების ადგილებზე:
ქ. თბილისი საბატონოს N2
ქ. მცხეთა მუხრანის ქ. N17
ქ. თბილისი სოფ. დიდი ლილო ალიოშა ჯაფარიძის ქ. N1
ქ. ახმეტა ჩოლოყაშვილის ქ. N50
ქ. ზესტაფონი წერეთლის ქ. N5
ქ. თბილისი გორგასლის N22

1.7.1 requirement related to guarantee period

განხორციელებული მომსახურების შედეგზე და გენერატორების შეკეთების შედეგად გამოცვლილ ნაწილზე უნდა გავრცელდეს 1 წლიანი გარანტია.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2023 წლის 1-ელი იანვრიდან, მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, განხორციელებული უნდა ჰქონდეს ჯამში, მინიმუმ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების, ანალოგიური/მსგავსი ტიპის მომსახურება (გენერატორებისა ან/და გენერატორების სისტემების შეკეთების ან/და ტექნიკური მომსახურება).
2. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე ამავე დამკვეთისაგან გაცემული დადებითი სარეკომენდაციო წერილი. თუ დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები (ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები) ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

2.9 other additional requirements

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე,
2. პრეტენდენტის მიერ, დანართი N1 - პრეისკურანტის წარმოუდგენლობა, ან არსებითად შეუსაბამო პრეისკურანტის წარმოდგენა (ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს), დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
3. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასებული დანართი №1 (პრეისკურანტები) შემსყიდველის მიერ განასზღვრული მომსახურების (ნაწილით/მასალით) ყველა პოზიციაზე (ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს არაუმეტეს მეასედების სიზუსტით). წარმოდგენილი ფასი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ პრეისკურანტებში მითითებულ თითოეულ პოზიციაზე სავარაუდო მაქსიმალურ ღირებულებებს. განსაფასებელ დანართი №1 (პრეისკურანტებში) მითითებული მომსახურების ფასი უნდა მოიცავდეს კონკრეტული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა თანმდევი მომსახურების ღირებულებას.
5. ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება დანართი №1-ით განსაზღვრული პრეისკურანტების ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე. პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთულ დანართი №1 _პრეისკურანტების ჯამურ ღირებულებასა და მის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად სისტემაში დაფიქსირებულ ფასებს შორის სხვაობის შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს მის მიერ სისტემაში ატვირთული დანართი №1 _პრეისკურანტების თითოეული პოზიციის ერთეულის ფასებზე. თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დააფიქსიროს მეასედამდე (დამრგვალების გარეშე), შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც;
6. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
7. თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ გასაწევი მომსახურების ან რომელიმე ნაწილის/მასალის ფასი არ არის გათვალისწინებული დანართი №1 _პრეისკურანტებში, მაშინ მხარეები, მომსახურების დაწყებამდე, ადგენენ აღნიშნული მომსახურების (ნაწილის) ფასს საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში მომსახურების (ნაწილის) რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი თუ 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, იგი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი). დასკვნით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით, ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამ ჩოფლიანი, 591202011, mchopliani@napr.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული, თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული, სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება, სატენდერო წინადადების შესაბამისად;
4. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა), ან წარდგენილ ფასთა ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, დაზუსტების გარეშე;
5. სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
6. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
7. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები, (მაგ. გეგმა-გრაფიკი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილის Excel-ის სახით წარმოდგენილი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათშორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
8. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
9. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განმარტების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.
10. სატენდერო წინადადების წარმომდგენი პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ პირობებს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru