Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Работы по подготовке строительной площадки (Грузия - Тендер #71476437)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Isani District Gamgeoba
Номер конкурса: 71476437
Дата публикации: 24-03-2026
Сумма контракта: 788 701


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260005811
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.03.2026 17:31
Начало приема предложения 10.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 15.04.2026 13:00
Предполагаемая цена закупки 788`701.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45100000-Работы по подготовке строительной площадки
Коды классификатора
  • 45112700 - Ландшафтные работы
Срок подачи ტექნიკური დავალების მიცემიდან 3 თვის განმავლობაში, არაუმეტეს 2026 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად.
Дополнительная информация
ქ. თბილისში, ისნის რაიონში გამწვანებული და დასასვენებელი ტერიტორიების მოწყობა-რეაბილიტაციისა და მიმდინარე შეკეთების (მოცულობითი) სამუშაოები.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 7`887.00 GEL
Размер гарантии 7`887 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: marekhi gamtsemlidze :: 23.03.2026 14:10
  • Последнее исправление: marekhi gamtsemlidze :: 23.03.2026 17:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=679054&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისში, ისნის რაიონში გამწვანებული და დასასვენებელი ტერიტორიების მოწყობა-რეაბილიტაციისა და მიმდინარე შეკეთების (მოცულობითი) სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში:
1. პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას. სამუშაოების მოცულობები არის სავარაუდო. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით მოხდება მათი დაზუსტება-შემცირება ან გაზრდა, ერთეულის ფასის ღირებულების შეუცვლელად.
3 პრეტენდენტის მიერ, სატენდერო პირობებით განსაზღვრული შესყიდვის სავარაუდო ღირებულების კლების შემთხვევაში, თითოეული პოზიციის ერთეულის ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული შემცირებით. პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ფასები დაამრგვალოს კლების პრინციპით, მეასედის სიზუსტით (მძიმის შემდეგ დატოვოს მხოლოდ ორი ციფრი, რისთვისაც შეუძლია გამოიყენოს „Excel“-ის ე.წ. „ROUNDDOWN“ ფუნქცია) („Excel“-ის ე.წ. „ROUNDDOWN“ ფუნქციის გამოყენების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=180asDJg74k).
4. ხარჯთაღრიცხვაში მოცემული სამუშაოების მოცულობები არის სავარაუდო, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადაში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.
5. სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული (A - ტიპი) პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ექსპერტიზის მომსახურების ღირებულებას აანაზრაურებს მიმწოდებებლი.
6. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და მოგების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საერთო სამშენებლო, სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა სახის სამუშაოზე გეგმიური მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული ნორმის ოდენობის შესაბამისად.
7. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს და შეათანხმოს შემსყიდველთან შესასრულებელ სამუშაოთა დეფექტური აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და პროექტი და მოცულობათა უწყისი.
8. მიმწოდებელს წერილობით ეცნობება კონკრეტული ობიექტის მისამართი და შესასრულებელი სამუშაოების ვადა. მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გააგრძელოს/დაასრულოს სამუშაოები, დამკვეთის მიერ მითითებული ობიექტზე.
9. შემსყიდველი უფლებამოსილია აცნობოს მიმწოდებელს დეფექტური აქტში ან/და სქემატურ ნახაზებში და/ან პროექტში და მოცულობათა უწყისში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი.
10. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის მიერ კონკრეტული დავალების გადაცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზიანებულმა ობიექტმა შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის სიცოცხლის ხელყოფა, ან სხეულის დაზიანება. მსგავსი სამუშაოს შესრულება უნდა დაიწყოს დაუყონებლივ. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დავალებით გადაცემული სამუშაოების დასრულება დადგენილ ვადებში.
11. მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
12. დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები ერთდროულად აწარმოოს არანაკლებ 7 (შვიდი) ობიექტზე.
13. ობიექტზე სამუშაოების მიწოდების დროს თუ ზიანი მიადგა მესამე პირის ქონებას, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით აღმოფხვრას მიყენებული ზიანი
14. გაუთვალისწინებელი სამუშაოები შეთანხებულ უნდა იქნეს შემსყიდველთან და გაშიფრული სახით უნდა აისახოს ფორმა N2-ში;
15. ფილების, ბორდიურების, ატრაქციონების, კაუჩუკისა და სხვა დეტალების მასალის, ფერის და დიზაინის შეთანხმება უნდა მოხდეს შემსყიდველთან;
16. დამკვეთთან შეთანხმებით უნდა მოხდეს შემოთავაზებულ საბვშვო ატრაქციონებისა და სავარჯიშო ტრენაჟორების ფერი, მასალა და ხარისხი.
17. რკინის დეტალები უნდა იყოს უჟანგავი მასალის, ფანერა - გარე გამოყენების მაღალი სიმტკიცის და ნესტგამძლე, ხის ელემენტები შესრულებული უნდა იყოს ევროპული ნორმატივის და ტექნოლოგიის დაცვით, არ უნდა იყოს გამოყენებული მავნე თუ ტოქსიკური ნივთიერებები. ატრაქციონის ძირითად კონსტრუქციაში გამოყენებუილი იქნას თერმო მოდიფიცირებული მშრალი ხე (ტენიანობა 10% +/-2) , კონსტრუქციის ძირითადი ელემენტები უნდა იყოს მრავალშრიანი შედგენილი ხით, არ უნდა გააჩნდეს ბასრი კიდეები და ხიჭვები, ხის ელემენტების შესაღებად გამოყენებული იყოს საღებავები - გარემო პირობების, წყალის და ულტრაიისფერი სხივებისადმი (uv) მედეგი, არ შეიცავდეს ტყვიას ან სხვა ჯანმრთელობისთვის საშის ელემენტებს.
18. მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი გარე განათების ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება რომ სამუშაოები შესრულებულია სამშენებლო ნორმების დაცვით და დასრულებული შესყიდვის ობიექტი არ არის საფრთხის შემცველი. კონსოლური სანათების ნიმუში წარმოდგენილი იქნას შპს "თბილსერვის ჯგუფის" გარე განათების სამსახურთან შეთანხმებით. მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას.
19. მიმწოდებელმა, ვალდებულია სამუშაოების დასრულებისას საკუთარი ხარჯებით დაფაროს ყველა არსებული დავალიანება (წყალი, ელ.ენერგია) და სამუშაოების წარმოებისას დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღადგინოს არსებული ინფრასტრუქტურა. ობიექტზე სამუშაოების წარმოების დროს თუ ზიანი მიადგა მესამე პირის ქონებას, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით აღმოფხვრას მიყენებული ზიანი.
20. სამუშაოები უნდა შესრულდეს სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად. თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი და მოახდინოს მისი შემორკალვა შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები და პერსონალი უზრუნველყოს შესაბამისი სპეც. ტანსაცმელით და ჩაფხუტებით.
21. მიმწოდებელმა დავალებით მიცემულ ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 80სმ X 100სმ, შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი თანდართული ესკიზის შესაბამისად, დამკვეთთან შეთანხმებით.
22. სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და ა.შ.
23. სამუშაოების შესასრულებლად „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური’’ ატრაქციონების საჭირო ესკიზები სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, ტექნიკური დავალების მიცემიდან თითოეული ობიექტი 3 თვის განმავლობაში, არაუმეტეს 2026 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქალაქ თბილისის, ისნის რაიონის ფარგლებში შემსყიდველის მიერ მითითებული ტერიტორია, ქალაქ თბილისის ისნის რაიონის ფარგლებში.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს თითოეულ ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან- 2 (ორი) წელი:
1.6.2. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინებიდან 10 (ათი) დღის ვადაში აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით;
1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 2,5%, რომლის გადახდა მოხდება, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დაკავებულ 2,5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. ზემოაღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას. წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნული საბანკო გარანტია დაუბრუნდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.5 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 2,5%) დაბრუნებას არ ექვემდებარება.
1.6.6 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გააჩნდეს სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების გამოცდილება, ჯამური ღირებულებით მინიმუმ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ოდენობით. საკმარისია ერთ-ერთი წელიც. წარმოდგენილ იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია-ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული: 1. მიღება-ჩაბარების აქტები; 2. ფორმა N2 (შესრულებული სამუშაოების აქტი), 3. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი,რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაო. პრეტენდენტს თუ არ ექნება განხორციელებული ანალოგიური სამუშაოები, ჯამური ღირებულებით მინიმუმ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ოდენობის, მოხდება მისი დისკვალიფიკაცია;
2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ შესყიდვ(ები)ა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სისტემაში სრულყოფილად არის ატვირთული შესრულების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, SPA/NAT/CMR... ნომრ(ებ)ი-ს მითითების შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი-ს წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის შესაბამისად.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს შემსყიდველის მიერ კონკრეტული დავალების გადაცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს ტექნიკური დავალების გადაცემიდან არუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.გეგმა-გრაფიკის გადმოცემამდე მიმწოდებელი ვალდებულია დაიწყოს სამუშაოები.
ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის შემთხვევაში, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარულ დღეში წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული გეგმა-გრაფიკი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1 მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2.8.2 ქვეკონტრაქტორი კომპანი(ებ)ი არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
2.8.3 ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის (სადაც მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ვალდებულების გადაცემა) ასლი;
2.8.4 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 40%-ს;
2.8.5 სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა.
წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოსადგენ ცნობაში).

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოსადგენ ცნობაში).

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოსადგენ ცნობაში).

ამხანაგობის წევრებისთვის:
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოსადგენ ცნობა

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru