Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Техническое обслуживание и ремонт (Грузия - Тендер #71476418)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia Municipal Development Fund
Номер конкурса: 71476418
Дата публикации: 24-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260005830
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.03.2026 18:19
Начало приема предложения 29.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 31.03.2026 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 61`485.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 30`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50300000-Техническое обслуживание и ремонт
Коды классификатора
  • 50310000 - Техническое обслуживание и ремонт офисной техники
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ასლგადამღები აპარატებისა და პრინტერების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок გთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 და 1.3 პუნქტები და ამავე პუნქტებში, დამოუკიდებელი დოკუმენტების სახით ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართები.
Шаг снижения цены 615.00 GEL
Размер гарантии 300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: erekle tushurashvili :: 27.02.2026 11:18
  • Последнее исправление: nino gogia :: 23.03.2026 18:19
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=675335&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ასლგადამღები აპარატებისა და პრინტერების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

გასაწევი მომსახურების სპეციფიკა და მოცულობა განსაზღვრულია ტექნიკური დავალებითა და პრეისკურანტით.

თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ განფასების ცხრილში (პრეისკურანტი) არ არის გათვალისწინებული იმ მომენტისათვის საჭირო საქონელი/მომსახურება, აღნიშნული შესყიდვის ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში საქონლის და/ან მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის 10%-ს.

ტექნიკური დავალება და პრეტენდენტის (შემდგომში მიმწოდებელი) მიერ განფასებული, საბოლოო პრეისკურანტი შემდგომში განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (ტექნიკური დავალება) ატვირთულია წინამდებარე პუნქტში 1.2.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის საერთო ვადაა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, პერიოდულად, ტექნიკური დავალებისა და შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პრეისკურანტის გათვალისწინებით.
მომსახურების გაწევის ადგილი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზ.N150

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებლის მიერ შეკეთებულ ან შეცვლილ ნაწილ(ებ)ზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია არანაკლებ 6 (ექვსი) კალენდარული თვის განმავლობაში, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან.
საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, გამოვლენილი დეფექტი/ხარვეზი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ექსპლუატაციის წესების დარღვევით ან/და მექანიკური ზემოქმედებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნები განისაზღვრა გასაწევი მომსახურების სპეციფიკის, მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით:

პრეტენდენტს, 2022 წლის 01 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, დასრულებული ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში, გაწეული უნდა ჰქონდეს ჯამურად არანაკლებ 15,000.00 ლარის ღირებულების, წინამდებარე ელექტრონული ტენდერით შესასყიდი ობიექტის ანალოგიური მომსახურება (არ განიხილება იმ ქვეყნების რეზიდენტი მიმწოდებლების (იგულისხმება წინამდებარე ელ. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები) გამოცდილება, რომელთანაც შემსყიდველის ქვეყანას (საქართველო) არ გააჩნია, შეჩერებული, ან შეწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები).

პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები:
1. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და მომსახურების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, CMR და ა.შ.) შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს დასრულებული ხელშეკრულებ(ებ)ი და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, რაც დაადასტურებს პრეტენდენტის გამოცდილების შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. დასრულებული ხელშეკრულების განმარტება: ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი შემსრულებლის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შესრულებულია; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შემთხვევაში, ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს სტატუსი: „შესრულებული ხელშეკრულება“, თუ არა.
2. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნებთან თანხვედრის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან, ან წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის, ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1(ერთი) სერვის-ცენტრი ქ. თბილისში.

2.3.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერვის-ცენტრ(ებ)ის საკუთარების/ სარგებლობის ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მისამართის მითითებით.

უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა სერვის-ცენტრსა და პრეტენდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ძალაში უნდა იყოს არანაკლებ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში გასაფორმებელი ხელშეკრულების მოქმედების ვადისა.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

1) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 (პრეისკურანტი).

სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. სავალდებულოა, წინამდებარე პრეისკურანტით განსაზღვრული ზღვრული ღირებულების შემდეგი, მარჯვენა სვეტის - "შემოთავაზებული ღირებულება (ლარი, დღგ-ს ჩათვლით)" განფასებულად წარმოდგენა. პრეტენდენტის მიერ განსაფასებელი სვეტის განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში, ან თუ კი პრეისკურანტში განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს, ან თუ კი პრეტენდენტის მიერ საერთოდ არ არის წარმოდგენილი პრეისკურანტი, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურიდან.
2. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ღირებულებები (ერთეულის ღირებულებები) არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტით განსაზღვრულ ზღვრულ ღირებულებებს (ერთეულის ღირებულებებს), ხოლო პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ღირებულებების საერთო ჯამი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით, არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით შეამცირებს სატენდერო წინადადების ფასს, აღნიშნული სხვაობა უნდა გადანაწილდეს პრეისკურანტით მოცემულ პოზიციებზე თანაბრად და ყველა პოზიციას დააკლდეს თანაბარი პროპორციით. პრეტენდენტი ვალდებულია, პრეისკურანტში მითითებული ერთეულის ღირებულებები და საერთო ფასი გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი)..
3. განფასებული დანართი N2-ის (პრეისკურანტი) წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც Excel-ის, ასევე PDF დოკუმენტის სახით. PDF დოკუმენტი სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

2) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით (პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები) განსაზღვრული წარმოსადგენი დოკუმენტაცია.

3) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით (პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა) განსაზღვრული წარმოსადგენი დოკუმენტაცია.

შენიშვნა:
1. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, დამატებული ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) ჩათვლით. სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი უნდა მოიცავდეს შესყიდვის ობიექტის სრულყოფილად მიწოდებისათვის საჭირო ყველა ხარჯს.
2. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების, ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მაშინ პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, აღნიშნული დასაბუთების წარმოუდგენლობა გამოიწვევს წინამდებარე ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის საქმიანობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით გაცემული შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ბ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასთან (პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე პრეისკურანტის ერთეულ ფასებთან მიმართებით..
გ) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

შემსყიდველი ანგარიშსწორებას ახორციელებს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო გოგია, 599133412, ngogia@mdf.org.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად.
2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
3. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
4. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა დააფიქსიროს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით და წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის (პრეისკურანტი) მიხედვით.
5. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი მიიღებს მონაწილეობას ელექტრონულ ვაჭრობაში, დაზუსტებული პრეისკურანტის წარმოდგენისას, დაუშვებელია რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტის მიერ თავდაპირველად მითითებული ერთეულის ფასის მომატება.
6. სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მიღების საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს მე-8 მუხლის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru