Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #71476401)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 71476401
Дата публикации: 24-03-2026
Сумма контракта: 2 600


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260005844
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.03.2026 19:01
Начало приема предложения 30.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 01.04.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 2`600.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50750000 - Техническое обслуживание лифтов
Срок подачи მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან ან 2026 წლის 10 აპრილიდან (რომელი თარიღიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
წინამდებარე ელექტრონული ტენდერის მიზანს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ბათუმის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. ბათუმი, ადლიის ქუჩა 102ა) არსებული 1 ერთეული ლიფტის ყოველთვიური ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок 1 ერთეული ლიფტის ტექნიკური მომსახურების შესყიდვა. იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 26.00 GEL
Размер гарантии 26 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zurab mikiashvili :: 19.03.2026 18:42
  • Последнее исправление: ilona arghvliani :: 23.03.2026 19:01
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=678725&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ბათუმის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. ბათუმი, ადლიის ქუჩა 102ა) არსებული 1 ერთეული ლიფტის ყოველთვიური ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ქალაქ ბათუმში ადლიის ქუჩა 102ა - ში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში დამონტაჟებული 1 ერთეული თურქული წარმოების VEMAS-ის ფირმის ლიფტის (ძრავის სიმძლავრე 11 kw) ტექნიკური მომსახურება ;

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან ან 2026 წლის 10 აპრილიდან (რომელი თარიღიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს ქვემოთ ჩამოთვლილის შესაბამისად:
1. მონიტორინგი, ლიფტებისტექნიკური და პროფილაქტიკური დათვალიერება.
2. მართვის კარადის შემოწმება, კონტროლი;
3. რედუქტორის ზეთის კონტოლი; საჭიროების შემთხვევაში შეცვლა;
4. ელექტრო ძრავის, ძრავის ვენტილაციის და მთავარი ჯალამბარის კონტროლი;
5. სამუხრუჭე ხუნდის და სამუხრუჭე სისტემის, რედუქტორის და მუხრუჭების კონტროლი,
6. ამწევი ბაგირის კონტროლი; ბაგირის გადასაბმელის კონტროლი;
7. გამთიშველების (მათ შორის მთავარი გამთიშველის) კონტროლი
8. სიჩქარის შემზღუდველის და სიჩქარის შემზღუდველის ბაგირის კონტროლი;
9. კაბინის ავარიული დამჭერების დარეგულირება, კონტროლი;
10. ამომრთველების და კონტაქტორების კონტროლი;
11. კაბინის კონტროლი; კარების მექანიზმის, კარების ჩამკეტის, კაბინის ღილაკების კონტროლი.
12. სართულების კარების კონტროლი; დაზიანებული კარების შეკეთება;
13. კარების ძრავის და გამოძახების კონტროლი;
14. საპირწონე ზამბარების და ზედმეტიტვირთის მაჩვენებლის კონტროლი;
15. შახტის დასუფთავება და კონტროლი;
16. ელექტრო სადენების, ელექტრო და მექანიკური უსაფრთხოების კვანძების კონტროლი;
17. საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული ნაწილების შეკეთება შეცვლა;
18. იმ ნაწილებზე რომელზეც ვრცელდება გარანტია, შეიცვალოს საგარანტიო პირობების გათვალისწინებით.
19. თუ ლიფტების მუშაობის შეფერხება დაკავშირებულია უმნიშვნელო ტექნიკურ ხარვეზთან და არ საჭიროებს ნაწილის შეცვლას, ხარვეზის აღმოფხვრა არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს. ლიფტების გეგმიური ტექნიკური და პროფილაქტიკური დათვალიერება უნდა განხორციელდეს არანაკლებ თვეში 1 ჯერ (ლიფტის მდგომარეობის გათვალისწინებით). ხოლო არაგეგმიური - შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
20. 100 ლარამდე ან/და 100 ლარის ღირებულების (საბაზრო ღირებულების) ნაწილის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი მომსახურებას (ნაწილის შეცვლას) ახორციელებს საკუთარი ხარჯით, 100 ლარის ზევით ღირებულების დეტალის შეცვლის შემთხვევაში მიმწოდებელი მომსახურებას (ნაწილის შეცვლას) განახორციელებს შემსყიდველისგან მიწოდებული სათადარიგო ნაწილით; ამასთან თუ შესაცვლელი ნაწილები ერთგვაროვანია (მაკომპლექტებელი ნაწილები) და მათი ღირებულება ჯამში აღებული აღემატება 100 ლარს, ამ ნაწილების უზრუნველყოფა მოხდება შემსყიდველის მხრიდან. თუ შესაცვლელი ნაწილები არაერთგვაროვანია და მათი შეცვლა ხდება ერთდროულად და მათი ღირებულება ცალკე აღებული 100 ლარზე ნაკლებია მაგრამ ჯამში აღებული აღემატება 100 ლარს, ამ ნაწილების უზრუნველყოფა მოხდება მომწოდებლის მხრიდან.
21. ნაწილით უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველის მხრიდან ბაზრის კვლევის განხორციელების დროს თუ დადგინდა, რომ აღნიშნული ნაწილ(ებ)ის შესყიდვა შესაძლებელია 100 ლარამდე ან/და100 ლარის ღირებულების ფარგლებში მის შესყიდვას (უზრუნველყოფას) მე-20 მუხლის შესაბამისად განახორციელებს მიმწოდებელი.
22. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) მომსახურება უზრუნველყოს 24 საათის განმავლობაში - გამოძახებიდან 20-40 წუთში ადგილზე მოსვლა და ოპერატიული რეაგირება, თუ ლიფტების მუშაობის შეფერხება დაკავშირებულია უმნიშვნელო ტექნიკურ ხარვეზთან და არ საჭიროებს ნაწილის შეცვლას, ხარვეზის აღმოფხვრა არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს. ხოლო მგზავრების კაბინიდან ევაკუაციის დრო 30 წუთს. ასევე უნდა დატრენინგდეს შემსყიდველის თანამშრომელი, რომელიც შეძლებს მგზავრების ევაკუაციას.
ბ) ტექნიკური დავალების ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ლიფტზე ექსპლუატაციის შეფერხების შემთხვევაში, ლიფტის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში მაგრამ გამოძახებიდან არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღისა, რომლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შემსყიდველს.
გ) ლიფტის ისეთი ნაწილის დაზიანების შემთხვევაში, რომელი ნაწილიც საქართველოში არ მოიპოვება, თუკი აღნიშნული ნაწილის შეცვლა შედის მიმწოდებლის ვალდებულებაში, მიწოდების ვადა განისაზღვრება შემსყიდველთან შეთანხმებით მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა, მოახდინოს აღნიშნული ნაწილის შეძენა და შეცვლა. აღნიშნული პირობის დადგომის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შემსყიდველს და მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია.
დ) მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში, ხოლო შემდგომ თვეებში არანაკლებ თვეში ერთხელ, (ყოველი თვის ბოლოს), მოახდინოს ლიფტების ტექნიკური გამართულობის შემოწმება/დიაგნოსტირება და არაუმეტეს 1 სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია შემოწმებული ნაწილების, კვანძების გამართულობის შესახებ. ხოლო ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ხარვეზის (როგორც არსებული ასევე მოსალოდნელი) და საქართველოში არსებული სტანდარტებიდან ლიფტის მდგომარეობის გადახრის შესახებ ინფორმაცია (დათვალიერების/დეფექტური აქტის სახით).
ე) საფრთხის შემცველი დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში შემსყიდველს აცნობოს დაუყოვნებლივ და მოახდინოს ლიფტის გათიშვა.
ვ) მომსახურების გაწევისას გაითვალისწინოს საგარანტიო პირობები და იმ ნაწილებზე/მომსახურებაზე, რომელზეც ვრცელდება საგარანტიო პირობები არ მოახდინოს შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე რაიმე სახის ზემოქმედება. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ნაწილების შეცვლა/შეკეთება საგარანტიო პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელია შემსყიდველის დავალების შესაბამისად.
ზ) უზრუნველყოს მისი მიერ განხორციელებული მომსახურების შედეგად გამოწვეული ყველა ზიანის/ზარალის აღმოფხვრა,ტექნიკური დავალების ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებში აღნიშნული მომსახურების პირობების შესაბამისად.
თ) მომსახურება განახორციელოს საქართველოში არსებული კანონმდებლობისა, სტანდარტების და უსაფრთხოების წესების დაცვით.
ი) მომსახურების განხორციელებისას გაითვალისწინოს შემსყიდველის ყველა გონივრული მოთხოვნა და შენიშვნა.
კ) ექსპლუატაციაში მყოფი ლიფტის საიმედობის დადგენის მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი ტექნიკური შემოწმება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან ან 2026 წლის 10 აპრილიდან (რომელი თარიღიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ბათუმის ადმინისტრაციულ შენობაში - ქ. ბათუმი, ადლიის ქუჩა 102ა. (ასევე აღნიშნულ მისამართზე, პრეტენდენტს შემსყიდველთან შეთანხმებით შეუძლია ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე დაათვალიეროს ლიფტის ტექნიკური მდგომარეობა).

1.7.1 requirement related to guarantee period

მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული (შეცვლილი) ნაწილების საგარანტიო ვადა უნდა იყოს შეკეთების დასრულებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზის (მათ შორის ხარვეზიანი ნაწილის შეკეთება ან შეცვლა ახლით) აღმოფხვრა, შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში (სირთულის მიხედვით).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში ჯამურად უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების (იგულისხმება ლიფტების ტექნიკური მომსახურება) არანაკლებ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა ატვირთოს შესაბამისი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები/ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები.

2.9 other additional requirements

იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმების თარიღი იქნება 2026 წლის 10 აპრილზე გვიან, აპრილის თვის ლიფტის ტექნიკური მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში დარჩენილი დღეების რაოდენობის გათვალისწინებით;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან დამოუკიდებელი სერთიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება მოხდება ყოველთვიურად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შედეგად მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება მოხდება შესყიდვის ობიექტის მიწოდების შედეგად მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზურაბ მიქიაშვილი, 574053535, Zurab.Mikiashvili@nea.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად (გარდა excel - ის ფორმატის ფაილისა), კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.3. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.4. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
10.1.5. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
10.1.6. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
10.1.7. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2026 წლის - სახელმწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამა "სააგენტოს მართვა და ადმინისტრირება" .
10.1.8. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.

10.1.9. პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) ფასების ცხრილი დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში ჯამურად უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების (იგულისხმება ლიფტების ტექნიკური მომსახურება) არანაკლებ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა ატვირთოს შესაბამისი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები/ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

24-03-2026 Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений.

24-03-2026 Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений.

24-03-2026 Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования.

24-03-2026 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

24-03-2026 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

24-03-2026 Компьютерное оборудование и принадлежности.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru