ტექნიკური დავალება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახლაგაზრდობის სამინისტროს
მიერ დაგეგმილია, ქ. თბილისში დიმიტრი უზნაძის N52-ში (ს/კ 01.13.08.011.040) მდებარე
მიწის ნაკვეთის, გარე კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია. ამისათვის
საჭიროა, დაზიანებული ნაწილის პოვნა სპეციალური საძიებო
მანქანა-დანადგარით (კროტი) და შემდეგ დაზიანების აღმოფხვრა. ამ მიზნით
მომზადდა დეფექტური აქტი, რომელიც მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:
1. საძიებო მანქანა-დანადგარის მომსახურება.
დაზიანების სახისა და მოცულობის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში:
2. დაზიანებული ნაწილის გათხრა ტრაქტორით და ხელით.
3. ქვიშა-ბალასტის ფენის მოწყობა.
4. დაზიანებული მილის გამოცვლა.
5. საკანალიზაციო ჭების მოწყობა.
6. მიწის უკუჩაყრა და ნარჩენი მიწის გატანა.
7. ასფალტის საფარის აღდგენა.
8. ტერიტორიის გასუფთავება სამშენებლო ნარჩენებისგან.
მოთხოვნები და რეკომენდაციები მასალებზე:
ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს ახალი, უმაღლესი ხარისხის და
სათანადო პირობებში მუშაობისთვის შესაფერისი. ყველა მასალა უნდა
შეესაბამებოდეს დამტკიცებულ თანამედროვე სტანდარტებს. ტემპერატურისა
და წნევის ცვლილების დროს გამოყენებულმა მასალებმა არ უნდა განიცადოს
დეფორმაცია და არ უნდა დამახინჯდნენ, ასევე არ უნდა იქონიონ გავლენა
ნაგებობის უსაფრთხოებაზე, ეფექტურობასა და საიმედობაზე.
მასალის სპეციფიკაციები, ქიმიური და მექანიკური დამუშავების
პროცესები წინასწარ უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან.
დაუშვებელია აზბესტის შემცველი მასალების გამოყენება. ანალოგიურად, არ
არის დასაშვები მარილის ან ზეთების გამოყენება, რომელიც შეიცავს
პოლიხლორირებულ ბითლენილს (PCB).
დამკვეთის ნებართვის გარეშე დაუშვებელია შედუღების ან/და სხვა
შეერთების კვანძების შეფუთვა.
მასალის ცვლილება შესაძლებელია დამკვეთის მოთხოვნით. მიმწოდებელს
შეუძლია შეთავაზოს დამკვეთს ინოვაციური/ეკოლოგიურად სუფთა,
არაალებადი მოსაპირკეთებელი მასალები, რომელიც იქნება
ევროსტანდართებთან შესაბამისაობაში. ამა თუ იმ მასალის გამოყენების
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს დამკვეთი.
ყველა მასალა უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან თავისი ხარისხის და
სტანდარტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენით.
მიმწოდებლის შტატი:
მიმწოდებელმა ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სამუშაოების
მაღალ დონეზე შესასრულებლად უნდა უზრუნველყოს, კვალიფიციური კადრების
მობილიზება (როგორც ძირითადი სპეციალისტების, ასევე დამხმარე
პერსონალის).
აღჭურვილობა:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი გამოყენებული ტექნიკა
თუ აღჭურვილობა არ გამოვა მწყობრიდან სამუშაოების წარმოების ვადის
გასვლამდე. ყველა აღჭურვილობა გამოყენებულ უნდა იქნეს, ისე რომ
მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ხანძრის გაჩენის და გავრცელების რისკი.
დამკვეთი უფლებამოსილია უარი თქვას ნებისმიერ ტექნიკასა თუ
აღჭურვილობაზე თუ ის არ შეესაბამება მოთხოვნილ ნორმებს.
სტანდარტები და ნორმები:
სამუშაო პროცესები უნდა განხორციელდეს თანამედროვე სამშენებლო
სტანდარტების, რეგულაციების და ნორმების შესაბამისად.
გამოყენებული სამშენებლო სტანდარტები, ნორმები თუ რეგულაციები,
რომლებიც მოცემულ დავალებაში არ არის გათვალისწინებული უნდა
შეთანხმდეს დამკვეთან.
მიმწოდებელის პასუხისმგებლობაა წარუდგინოს დამკვეთს საკმარისი
მტკიცებულება იმისა, რომ შემოთავაზებული სხვა სამშენებლო სტანდარტი
(რომელიც არ არის გათვალისწინებული მოცემულ ტექნიკურ დავალებაში)
უზრუნველყოფს ექვივალენტურ ან უფრო მაღალ ხარისხს.
მიმწოდებელმა ყველა წარდგენილ დოკუმენტში დაწვრილებით უნდა მიუთითოს
გამოყენებული ყველა სამშენებლო ნორმა, სტანდარტი თუ რეგულაცია.
მარკირება და შეფუთვა:
მიმწოდებელი უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია ყველა მასალის და
აღჭურვილობის უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე.
შეფუთვის და გადაზიდვის ყველა ხარჯი უნდა იყოს გათვალისწინებული
საერთო სამშენებლო ღირებულებაში.
კოროზიისგან დაცვა და იზოლაცია:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური მუშახელი და
აღჭურვილობა, მათ შორის საუკეთესო ხარისხის საღებავები, გამხსნელები.
საღებავების მწარმოებელი უნდა იყოს საერთაშორისო ცნობილი კომპანია.
გამოყენებული მასალები, აღჭურვილობა, სამუშაოების პროცესი და ხარისხი
გაკონტროლდება დამკვეთის მიერ.
საჭიროების შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილა ნებისმიერ დროს
შეამოწმოს სამშენებლო პროცესი და მშენებლობის ხარისხი. მიმწოდებელი
ვალდებულია გაითვალისწინის დამკვეთის მიერ მიღებული შენიშვნები.
სამშენებლო სამუშაოების წარმოება და საგარანტიო ვადები:
ყოველი სამუშაო უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ნორმებსა და
რეგულაციებს. ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს მაღალკვალიფიციური
მუშახელის მეშვეობით. თავდაპირველად, სამუშაოების დაწყებამდე
მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს გარანტიები, რომ ყოველი პირობა შეესაბამება
სამუშაოების ეფექტურად განხორციელებას.
მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შესაძლო დაუგეგმავი და
მშენებლობის ხელისშემშლელი შედეგები მშენებლობის პროცესში, მათ
შორის:
•სამუშაოები უნდა განხორციელდეს უწყვეტად და მიმწოდებელი
ვალდებულია დათქმულ ვადებში განახორციელოს სამუშაოები.
• დროულად მოაწოდოს სამშენებლო მასალები სამუშაო პროცესის დროს.
სამუშაოების განხორციელების პროცესში გასათვალისწინებელია შემდეგი
პირობები:
•საჭიროებისამებრ არსებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების
დემონტაჟი.
•მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაოს შემსრულებელი
მუშა-ხელის დროებითი სამყოფი და საჭირო ხელსაწყოებისა და მასალების
შემნახველი შენობა-ნაგებობები, სამშენებლო პროცესის განხორციელების
ადგილიდან მოშორებით, ყოველგვარი უსაფრთხოების წესების დაცვით.
•ორივე მხარე, დამკვეთი და შემსრულებელი ვალდებულია აკონტროლოს
სამუშაოების პროცესის გამართულობა.
•მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სტანდარტები HSE, QA/QC
სამუშაოების განხორციელების პროცესში.
• მიმწოდებელი ვალდებულია სამი წლის საგარანტიო ვადით აღმოფხრას და
გამოასწოროს დაზიანებული ელემენტები.
უსაფრთხოების წესების დაცვა:
მიმწოდებელი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომები, რათა უზრუნველყოს
ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი ნორმებისა და კანონების შესაბამისი
უსაფრთხოების წესების დაცვა. მიმწოდებელი ვალდებულია მძიმე ტექნიკით
მიწის სამუშაოების ჩატარება არ მოახდინოს უკვე არსებული შენობის
მიმდებარედ. არსებული შენობა-ნაგებობების სადემონტაჟო სამუშაოებს ან
მათ დაცვას უნდა განკარგავდეს მიმწოდებელი.
სამუშაოების პროცესში რაიმე სახის კომუნიკაციების აღმოჩენის
შემთხვევაში (მაგ. ცივი და ცხელი წყლისა და კანალიზაციის
მილგაყვანილობა; რაიმე სახის ელექტრო კაბელები) მიმწოდებელი
ვალდებულია გაითვალისწინოს და შეისწავლოს მათი არსებობის მიზეზები,
ხოლო დაზიანების შემთხვევაში აღადგინოს ისინი და უზრუნველყოს
დაზიანების შედეგად წარმოშობილი საჯარიმო ან საკომპენსაციო თანხების
გადახდა.
სამუშაოების მიღება-ჩაბარება:
ობიექტის ჩაბარებამდე სამუშაო ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს
რემონტის შემდგომი სრული კაპიტალური დასუფთავება.
მიმწოდებელი ვალდებულია, მშენებლობის დასრულების შემდეგ,
განახორციელოს სამუშაოების ტესტირება, შესაბამისი დანადგარებისა და
ხელსაწყოების და ასევე საჭირო მუშა ხელის მეშვეობით, რომლის
მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
სამუშაოების მიღება-ჩაბარება მოხდება, გარე კანალიზაციის ქსელის
ტესტირების შემდეგ.