Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #71413706)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Khashuri Municipality
Номер конкурса: 71413706
Дата публикации: 20-03-2026
Сумма контракта: 93 455


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260005575
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.03.2026 17:12
Начало приема предложения 29.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 31.03.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 93`455.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34100000 - Автомобили
  • 34131000 - Грузовые автомобили
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარული დღე
Дополнительная информация
სატრანსპორტო საშუალების (პიკაპი) შესყიდვა
Количество и объём закупок -
Шаг снижения цены 1`200.00 GEL
Размер гарантии 935 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nunu gotsiridze :: 04.03.2026 11:44
  • Последнее исправление: tinatin khachidze :: 19.03.2026 17:12
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=675809&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სატრანსპორტო საშუალების (პიკაპი) შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს დანართი N1-ში მოცემულ ტექნიკურ პირობებს;

2. სატენდერო წინადადების ფასი უნდა შეიცავდეს ავტომანქანის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯს (მათ შორის განბაჟების, ტრანსპორტირების, სახელმწიფო რეგისტრაციის, სანომრე ნიშნების და შემსყიდველზე გადაფორმების) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯი, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;

3. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს გადასცეს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, ახალი, ქარხნული, ექსპლუატაციაში არ მყოფი, ხარისხიანი საქონელი;

4. პრეტენდენტს შეუძლია გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე საქონლის შემოთავაზება

5. პრეტენდენტი უნდა იყოს, შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლ(ებ)ის ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

6. პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N2-ში განაფასოს ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილის და საწვავის ხარჯის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ში. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით.

7. სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ავტომობილების ღირებულება, ასევე 150 000 კმ-ზე ავტომობილის ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც. ავტომობილის მიერ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯს (შერეული წვის პირობებში), რომელიც დაანგარიშებულია წარმოდგენილი მწარმოებლის ოფიციალური საპასპორტო წვის მაჩვენებლისა (რომელიც უნდა ემთხვეოდეს მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისი სპეციფიკაციის მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ერთი ლიტრი საწვავის პირობითი ფასის - „1“-ის ნამრავლით 150 000 კმ-ზე. (ავტომობილის მიერ მოხმარებული საწვავის დასაანგარიშებელი ფორმულა: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის წვის (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მაჩვენებელი 150 კმ-ზე წარმოადგენს პირობითად 8 ლიტრს, მისი დაანგარიშება 150 000 კმ-ზე განხორციელდება შემდეგნაირად: - 150 000/100*8*1=12 000). წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, ამ პუნქტით გათვალისწინებული საწვავის ხარჯის გადახდა მიმწოდებლისთვის არ ხორციელდება და მითითებულია მხოლოდ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯის დაანგარიშების მიზნით;

8. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით;

9. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული დანართ N2-ით განსაზღვრულ ფლობის ღირებულებაში, თუმცა მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია საგარანტიო პერიოდში გეგმიური ფლობის კომპონენტ(ებ)ად, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარული დღე

2. საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საქონელი;
2. შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს საქონლის ინსპექტირება და მისი სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში უარი თქვას მის მიღებაზე;
3. პრეტენდენტმა საგარანტიო პერიოდში (გეგმიური) მომსახურების (ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდინციონერის ფილტრის, ძრავის ღვედი, ანთების სანთლები და სხვა.) გაწევა უნდა განახორციელოს ქ. თბილისში ან/და ქ. გორში, ხოლო სხვა საგარანტიო შემთხვევაში (არაგეგმიური), მიმწოდებელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება შეაკეთოს ქვეყნის ფარგლებში მის მიერ განსაზღვრულ სერვის ცენტრში. საგარანტიო შემთხვევაში სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.
4. მიმწოდებელმა თავისი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ჩამოყვანა აღნიშნულ მისამართზე: ქ. ხაშური, ტაბიძის ქ. N2.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150 000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).
2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღემდე.
3. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.
4. თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი N2-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.
5. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით);
6. საგარანტიო ვადის ათვლა მოხდება საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან;
7. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა;
8. წუნში იგულისხმება უფლებრივი ან/და ნივთობრივი ნაკლი, ქარხნული წუნი, ნორმალური ექსპლუატაციის ან/და შენახვის პირობებში ხელშეკრულებით განსაზღვრული მახასიათებლების ან სხვა საექსპლუატაციო თვისებების დაკარგვა და ა.შ.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1. პრეტენდენტი ვალდებულია დანართი N2-ში მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის და ავტომანქანის
მარკა/მოდელის შესახებ;
2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი N2-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული ავტომანქანის მწარმოებელი ქვეყნის და ავტომანქანის მარკა/მოდელის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას;
3. ავტომანქანის მწარმოებელი ქვეყნის და ავტომანქანის მარკა/მოდელის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას;
4. თუ ავტომანქანის მწარმოებელი ქვეყნის და ავტომანქანის მარკა/მოდელის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის და ავტომანქანის მარკა/მოდელის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ან სარგებლობაში შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების სერვისცენტრი ქ. თბილისში ან/და ქ. გორში, სადაც განხორციელდება ავტომანქანის გეგმური და არაგეგმური მომსახურება;
2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერვის ცენტრის საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი) რითაც დადასტურდება სერვის ცენტრის საკუთრებაში ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა;
3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, სამუშაო საათები და ა.შ.) შემოთავაზებული სერვის ცენტრ(ებ)ის შესახებ.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. პრეტენდენტი უნდა იყოს, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. პრეტენდენტის მიერ დანართი N1-ით განსაზღვრული უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) ან ANCAP (ავსტრალიური და ახალ ზელანდიური ქრაშ ტესტი). აღნიშნულის დამადასტურებლად, პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

1. ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. (მოითხოვება ფასების ცხრილის სრულად შევსება).
2. სატენდერო წინადადების ფასი უნდა შეიცავდეს ავტომანქანის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯს (მათ შორის განბაჟების, ტრანსპორტირების, სახელმწიფო რეგისტრაციის, სანომრე ნიშნების და შემსყიდველზე გადაფორმების) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
3. ყველგან თუკი სადმე მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მოდელი ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური“;
4. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის და გადასახადის გათვალისწინებით, დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) ჩათვლით;
5. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) დანართი N1 - ტექნიკური მახასიათებლები;
ბ) დანართი N2 - ფასების ცხრილი;
გ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის გათვალისწინებით ინფორმაცია დილერობის და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი;
დ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტების გათვალისწინებით ინფორმაცია იმ სერვის ცენტრების შესახებ, სადაც განხორციელდება საგარანტიო სერვისის მიწოდება;
ე) პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ფოტოსურათები (წინხედი, გვერდხედი და უკანა ხედი).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება; ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;

2. წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ი უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 30%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია;
2. წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას;
3. გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა;
4. წინასწარ მიღებული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით ეროვნულ ვალუტაში.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ საქონლის მიწოდების, სასაქონლო ზედნადების/ანგარიშფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
3. მიმწოდებელმა საქონლის მოწოდების პარალელურად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს ექსპერტიზის ან აუდიტის ან საშემფასებლო დასკვნის წარმოდგენა შესყიდვის ობიექტის მონაცემების ხელშეკრულებაში ასახულ მონაცემებთან შესაბამისობაზე.
4. ექსპერტიზის დასკვნა გაცემული უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ ან ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის აუდიტორული (აუდიტური) ფირმების/აუდიტორების რეესტრში რეგისტრირებული პირის ან სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს" მიერ აკრედიტებული პირის მიერ გაცემული მოძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატის მქონე პირის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაია კანთელაშვილი, 599112976, khashuri@procurement.gov.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი კითხვა-პასუხის მოდულის მეშვეობით ანდა შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის აპარატში

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების შესაბამისად;
10.1.2 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;
10.1.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.6 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru