Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Архитектурные и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #71413699)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Non-profit "The Service Agency of the Ministry of Internal Affairs of Georgia"
Номер конкурса: 71413699
Дата публикации: 20-03-2026
Сумма контракта: 26 348


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260005582
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.03.2026 17:24
Начало приема предложения 28.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 30.03.2026 14:00
Предполагаемая цена закупки 26`348.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71200000-Архитектурные и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 71247000 - Надзор за строительными работами
Срок подачи ელეტქტონული ტენდერიდან გამომდინარე (NAT260003532) ხელშეკრულების გაფორმებიდან სავარაუდოდ 120 კალენდარული დღე
Дополнительная информация
სამუშაოების მიმდინარეობის საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 400.00 GEL
Размер гарантии 263 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi orjonikidze :: 07.03.2026 11:11
  • Последнее исправление: giorgi orjonikidze :: 19.03.2026 17:24
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=676432&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ელექტონული ტენდერის საფუძველზე (NAT260003532) შესასრულებელი სარემოტო სამუშაოების მიმდინარეობის საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს სსიპ - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ქ. რუსთავში და ქ. თბილისში განთავსებულ ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა, აღნიშნული მოიცავს: სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლს, სამუშაოების შესაბამისობას, როგორც ხელშეკრულებასთან, ისე ხარჯთაღრიცხვასთან, ასევე, საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და შესაბამის წესებთან, ტექნიკური რეგულირების სხვა ნორმებთან.

1.2.2. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ზედამხედველობა, სამუშაოების შესრულების ტექნოლოგიური პროცესის დაცვის ჩათვლით.

1.2.3. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების კონტროლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხართჯთაღრიცხვასთან მიმართებაში.

1.2.4. მიმწოდებელი ვალდებულია აღრიცხოს, შეადაროს და დაადასტუროს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობები და ფასები, როგორც შუალედური და საბოლოო შესრულებულ სამუშაოების აქტებში (ფორმა N2), რაც გულისხმობს შესაბამისი ინსპექტირების ანგარიშის მომზადებას (გარდა სუსტი დენებისა).

1.2.5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მიერ, მიღებაზე წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტების დადასტურება და ინსპექტირების ანგარიშის წარდგენა შემსყიდველისთვის, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, მისთვის წარდგენილი შესრულებული სამუშაოების (შუალედური, საბოლოო) აქტის (ფორმა № 2-ის) და მისი თანმხლები დოკუმენტაციის (ფარული სამუშაოების აქტები, მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ა.შ.) მიღებიდან.

1.2.6. მიმწოდებელი ვალდებულია დაადასტუროს და დაამოწმოს ისეთი სამუშაოებისა და კონსტრუქციული ელემენტების შესრულება, რომლებიც დაიფარებიან შემდგომი სამუშაოების შესრულების შედეგად, რაც გულისხმობს შესაბამისი აქტების შედგენას (ფარული სამუშაოების აქტები).

1.2.7. განახორციელოს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მიერ, ლაბორატორიული კვლევების ჩატარებისას (ასეთის საჭიროების არსებობის შემთხვევაში) მათი კონტროლი, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად შესახებ.

1.2.8. აწარმოოს შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და მუდმივი ზედამხედველობა, ყოველდღიური ჟურნალში.

1.2.9. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველისთვის ყოველთვიური ანგარიშის მიწოდება წერილობითი ფორმით, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, ასევე, გეგმა-გრაფიკთ განსაზღვრული ვადებისა და ყველა ძირითადი კომპონენტის რეალური ანალიზით, ამასთან, არაგეგმიურად, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია/ინფორმაცია მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

1.2.10. მიწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა შეჩერების, შეფერხების ან/და სხვა ნებისმიერი დამაბრკოლებელი გარემოების წარმოშობისთანავე უზრუნველყოს შემსყიდველის ინფორმირება.

1.2.11. მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს პრეტენზიები მშენებელ ორგანიზაციას, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის და სამუშაოების უხარისხოდ შესრულებისათვის. საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს შესაბამისი სამუშაოები და შემდგომი რეაგირებისათვის სათანადო ინფორმაცია (ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების დარღვევების დასაბუთებული აღწერით) 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში მიაწოდოს შემსყიდველ ორგანიზაციას.

1.2.12. ხელშეკრულებით განსაზღვრული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ძირითადი სამშენებლო მასალების შედარება ფაქტობრივად გამოყენებულ მასალებთან და საქართველოში არსებულ სტანდარტებთან.

1.2.13. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს ფაქტობრივად გამოსაყენებელი მასალების შედარება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პოზიციასთან, მათი შემოწმება და შეთანხმება მშენებელ კომპანიასთან უნდა დასრულდეს სამუშაოების დაწყებამდე, ისე, რომ არ მოხდეს სამუშაოების დაწყების შეფერხება მასალების შეთანხმების გამო, ხოლო შეთანხმების პროცესში აუცილებლად უნდა მოხდეს მასალის შესაბამისი, ფორმა #2-ის მიღების ეტაპზე წარსადგენი დოკუმენტაციის მოგროვება, რათა არ გაჭიანურდეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფორმა #2-ის დროული წარდგენა შემსყიდველისთვის.

1.2.14. მიმწოდებელმა უზრუნველყოს სამუშაოების წარმოების პროცესში, საქართველოში მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობისა და მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის დადგენილი პირობების შესრულების კონტროლი.

1.2.15. სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოების ინვენტარიზაცია და დარჩენილ სამუშაოებზე ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, რომელშიც ასახული უნდა იქნეს მათი ღირებულება და მოცულობა, როგორც ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების, ასევე შეუსრულებელი რაოდენობის გათვალისწინებით.

1.2.16. უზრუნველყოს არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველი ინფორმირება იმ გარემოების შესახებ, რამაც შესაძლოა გამოიწვევს მშენებლობის პროცესში უარყოფითი ინსპექტირების ანგარიში (შესაბამისი არგუმენტაციით) წარდგენა.

1.2.17. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის ეტაპზე, უზრუნველყოს თავისი პერსონალის მხრიდან ინტერესთა კონფლიქტის შემცველი გარემოებების თავიდან აცილების უზრუნველყოფა, ასეთი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა განახორციელოს შესაბამისი პირის ჩანაცვლება.

1.2.18. შემსყიდველის წერილობითი თანხმობის ან/და შესაბამისი შეთანხმების გაფორმების გარეშე, მიმწოდებელი არ არის უფლებამოსი, შემსყიდველის კონტრაქტორი გაათავისუფლოს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებისგან, ან დააკისროს მას დამატებითი ვალდებულებები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში.

1.2.19. ნებისმიერი საარბიტრაჟო ან სასამართლო პროცედურის დროს პროექტის მენეჯერი/ექსპერტი (ინსპექტირების განმახორციელებელი) მზად უნდა იყოს არბიტრაჟის, დავების განმხილველი საბჭოს ან სასამართლოს წინაშე შემსყიდველს გაუწიოს დახმარება, ამგვარი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.

1.2.20. საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალის ან/და ექსპლუატაციაში გასაშვები სისტემების გამოცდის პროცესის დაკვირვება და რეკომენდაციების გაცემა შესაბამის სფეროში არსებული ნორმების შესაბამისად, ასევე, შესაბასმის აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან სავარაუდოდ 120 კალენდარული დღის ვადაში.

1.4.2 შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადა შეიძლება გადავადდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ელეტქტონული ტენდერიდან გამომდინარე (NAT260003532) სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადის მიხედვით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. რუსთავი, ალექსანდრე ლობჟანიძის ქუჩა N8 (სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს) და ქ. თბილისი ქავთარაძის ქ. N21 (სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში უნდა ჰქონდეს გაწეული ტექნიკური ზედამხდველობის შესახებ მომსახურება, ანალოგიური ტიპის სამუშაოებზე (რომელიც უნდა მოიცავდეს: შენობების ინტერიერისა და ექსტერიერის სარემონტო სამუშაოების, გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის და საგზაო ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების) ჯამურად არანაკლებ 1 500 000.00 ლარის ღირებულების, მათ შორის: ერთი კონტრაქტის ფარგლებში არანაკლებ 350 000.00 ლარის ოდენობით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულებ(ებ)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი ან/და სხვა დოკუმენტაცია).

2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით, (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია - დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია განსაზღვროს პროექტის მენეჯერი/ექსპერტი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებლის მხრდიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესარულებაზე.

2.4.1.2. შემოთავაზებულ პროექტის მენეჯერს/ექსპერტს, (ინჟინერ-მშენებელს, რომელმაც უნდა გაწიოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა) უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ან მომიჯნავე სფეროში, წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი განათლების/კვალიფიკაციის დამადასურებელი დოკუმენტი.

2.4.1.3. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მისაღებად მიჩნეული სპეციალისტ(ებ)ის შემადგენლობაში ცვლილების შემთხვევაში, მიმწოდებელმა შემსყიდველს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს და შეუთანხმოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა სპეციალისტ(ებ)ით ჩანაცვლების საკითხი. ახალი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი ელექტრონული ტენდერით (აუქციონის გარეშე) დადგენილ მოთხოვნებს სპეციალისტის გამოცდილებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებლის წინააღმდეგ გამოიყენოს, ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი აკრედიტირებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირების მიმართულებით (მათ შორის სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე, საავტომობილო გზების მშენებლობაზე, წყალმომარაგების, კანალიზაციის, წყალარინების ქსელებზე და სისტემებზე, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებზე (გარდა სუსტი დენებისა).

2.7.1.2. აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა შესაბამის დანართებთან ერთად, რომელთა მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

4.1.3.1. აღნიშნული მომსახურების გაწევის შინაარსიდან გამომდინარე არ მოითხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება აღნიშნულ ტენდერში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში. მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე.

7.2.2 მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმდება შესყიდვის ობიექტის მოწოდების შემდეგ, ფაქტობრივად მoწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ შედგენილი ინსპექტირების დასკვნის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლიზა ფალავანდიშვილი, 599960301, Liza.Palavandishvili@sa.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;

10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;

10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით.

10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში უნდა გაითვალისწინოს დღგ, თუ იგი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

10.1.6. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

10.1.7 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის“.

10.1.8 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru