10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 83 585,00 ლარი, დღგ-ს გარეშე.
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა)
წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა
მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს
საქონლის შემსყიდველისათვის მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და
სახდელს, დღგ-ს გარდა.
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის
ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი.
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება
გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
10.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში
გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა,
თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს
გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში,
თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს
გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება
ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება).
10.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან
ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში
(გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა,
რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური
ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო
დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილი
დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის
შესაბამისად.
10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო
წინადადება.
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში
ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და
ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური
ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა
განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების
შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი დანართი №1
(ფასების ცხრილი) პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS
Excel“-ის ფორმატში.
შენიშვნა:
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების
ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ
არარეზიდენტ მომხმარებლებზე.
10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში
ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე;
დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ
უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; დოკუმენტთან
დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან
დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის
პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი
ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული
დაცვით.
10.2.5 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი
წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის
მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს
სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით
შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.6 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები
მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც
ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს
სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი
მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის
მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება
სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი
სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.2.8. ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის
თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების
შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო
წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას.
10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური
დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 დანართი №1 (ფასების ცხრილი) (პუნქტი 1.3);
შენიშვნა:
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე,
შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის (ან/და
სასაქონლო ნიშნის) ან/და ფასების ცხრილის 1 - 4 პოზიციებით განსაზღვრულ
საქონელზე მოდელის შესახებ ინფორმაციის სატენდერო წინადადების
ფარგლებში წარმოუდგენლობა ან დანართ #1-ის (ფასების ცხრილი)
წარმოუდგენლობა ან/და დანართ #1-ის (ფასების ცხრილი) განუფასებლად
წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის
დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე.
ამასთან, თუ შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და
მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) ან/და ფასების ცხრილის 1 - 4
პოზიციებით განსაზღვრულ საქონელზე მოდელის შესახებ წარდგენილი
ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა
პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი
დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და
ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაძლებელია შემოთავაზებული საქონლის
წარმოშობის ქვეყნისა, მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) და ფასების
ცხრილის 1 - 4 პოზიციებით განსაზღვრულ საქონელზე მოდელის იდენტიფიკაცია,
სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის
დაზუსტების მოთხოვნით.
ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების
წარმოდგენის შემდგომ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთავაზებული
საქონლის მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) ან/და წარმოშობის
ქვეყნის ან/და ფასების ცხრილის 1 - 4 პოზიციებით განსაზღვრულ საქონელზე
მოდელის ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას
დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე.
10.3.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის პირველიდან მე-4 პოზიციის
ჩათვლით შემოთავაზებული საქონელის მწარმოებლის მიერ
გაცემული/შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი, რომელშიც განსაზღვრული იქნება
შემოთავაზებული საქონლის მახასიათებლები (პუნქტი 2.7.1).