Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху (Грузия - Тендер #71388720)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Railway"
Номер конкурса: 71388720
Дата публикации: 18-03-2026
Сумма контракта: 31 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260005450
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.03.2026 16:31
Начало приема предложения 28.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 30.03.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 31`500.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 63700000-Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху
Коды классификатора
  • 63711100 - Услуги мониторинга поездов
  • 63724000 - Услуги навигации
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში
Дополнительная информация
სს „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილ თბომავლებზე „GPS” სანავიგაციო/მონიტორინგის და საწვავის მოხმარების სისტემის მომსახურების (შემდგომში - მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 315.00 GEL
Размер гарантии 315 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: elena muradova :: 14.01.2026 15:16
  • Последнее исправление: elena muradova :: 18.03.2026 16:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=666454&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სს „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილ თბომავლებზე „GPS” სანავიგაციო/მონიტორინგის და საწვავის მოხმარების სისტემის მომსახურების (შემდგომში - მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

თბომავლების რაოდენობა, რომლებზეც უნდა განხორციელდეს მომსახურება შეადგენს არაუმეტეს 25 ერთეულს.

1. 25 ერთეულ თბომავალზე საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მომსახურება უნდა განხორციელდეს „ონლაინ“ 24 საათის განმავლობაში (24/7). მონიტორინგის სისტემასთან წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ინტერნეტში ჩართული როგორც კომპიუტერით, ასევე მობილური ტელეფონით შემსყიდველისა და მიმწოდებლის შესაბამისი პაროლისა და მომხმარებლის სახელის გამოყენებით;
2. მონიტორინგის სისტემამ უნდა უზრუნველყოს 12 (თორმეტი) თვის ისტორიის ავტომატურად ბაზაში არქივაცია, რომელიც შემსყიდველისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში;
3. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გასული 1 წლის ისტორია დაარქივებული დატოვოს თავის სერვერზე. 1 წლიანი ვადის გასვლამდე, მოთხოვნის შემთხვევაში გახსნას არქივი, ამოიღოს საჭირო პერიოდის მონაცემები და მიაწოდოს შემსყიდველს.
4. თბომავლების მონიტორინგის პროგრამული მოდულების განთავსება უნდა მოხდეს მიმწოდებლის სერვერზე.
5. მიმწოდებელი მომსახურების უზრუნველსაყოფად საკუთარ „GPS” და დაკალიბრებულ საწვავის დონის მზომი სენსორების მოწყობილობებს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, უსასყიდლოდ გადასცემს შემსყიდველს და ასევე, საკუთარი ხარჯით, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღეში დაამონტაჟებს თბომავლებზე. მიმწოდებლის კუთვნილი დამონტაჟებული „GPS” და საწვავის დონის მზომი სენსორების მოწყობილობები დარჩება მიმწოდებლის საკუთრებაში და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დასრულების შემდეგ დაუბრუნდება მას.
6. მიმწოდებლის მხრიდან მონტაჟისთვის გათვალისწინებული ვადის დარღვევად არ ჩაითვლება ისეთი შემთხვევა, როდესაც თბომავალი, რომელზეც უნდა დაყენდეს საწვავის დონის განმსაზღვრელი მოწყობილობა, იმყოფება არა მუშა მდგომარეობაში.
7. შემსყიდველი ვალდებულია მონტაჟის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შემდეგ თბომავალი ინსტალაციისთვის გააჩეროს შეტყობინებაში მითითებულ კონკრეტულ ლოკაციაზე, კერძოდ, ქ. თბილისი, სს საქართველოს რკინიგზის მახარისხებელი დეპო (ზესტაფონის ქ. #22ა), ან ქ. სამტრედია, სამტრედიის სალოკომოტივო დეპო (სოფელი ეწერი).
8. საწვავის მოხმარების მონაცემები (საწვავის ხარჯვა, ჩასხმა, ამოსხმა, მიმდინარე ნაშთი, მითითებული პერიოდის მიხედვით საწვავის საწყისი და საბოლოო დონე) ასახული უნდა იყოს მონიტორინგის სისტემაში, როგორც სტატისტიკურ რეპორტებში, ასევე ვიზუალური გრაფიკების სახით.
9. „GPS” სანავიგაციო/მონიტორინგის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს შემსყიდვლისთვის თბომავლის მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას “ონლაინ“ რეჟიმში, ამასთან, თბომავლის პიქტოგრამაზე კურსორის მიტანისას უნდა ისახებოდეს მონაცემები თბომავლის მიმდინარე სიჩქარეზე, კოორდინატებზე, ადგილმდებარეობის მისამართზე, ძრავის მდგომარეობაზე (ჩართული/გამორთული), თბომავლის აკუმულატორის ძაბვაზე და მიმდინარე დღის ჯამურად განვლილ მანძილზე, ასევე, უნდა იყოს შესაძლებელი თბომავლების სორტირება მინიმუმ შემდეგი პარამეტრების მიხედვით: სახელის, კავშირის სტატუსით, მოძრაობის სტატუსით, სატელიტების სიგნალის მიღების სტატუსით, დღის განმავლობაში განვლილი მანძილის, სიჩქარის, სახელის და ბოლო განახლების მიხედვით.
მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (გარდა მექანიკური დაზიანებისა), მისი შეცვლა ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური/პროგრამული ხარვეზის აღმოფხვრასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა უსასყიდლოდ და ულიმიტოდ.

ტექნიკური/პროგრამული ხარვეზის ან/და დაზიანების დაფიქსირებისას (როდესაც ერთ, ან რამდენიმე თბომავალზე ვერ სრულდება მომსახურების ყველა ან ნაწილი ვალდებულება), მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველისგან მიმწოდებლის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყოს ხარვეზის ან/და დაზიანების აღმოფხვრა, რისთვისაც განესაზღვრება გონივრული ვადა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურების გაწევის ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში.
2. GPS მოწყობილობების მონტაჟი, საწვავის დონის მზომი სენსორების დაკალიბრება (საწვავის ავზთან მიმართებაში) და პროგრამული უზრუნველყოფით გამართვა შემსყიდველის კუთვნილ თბომავლებზე უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის (წერილობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით) შესაბამისად, მაგრამ შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
3. თითოეულ თბომავალზე მომსახურების გაწევის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქართველოს ტერიტორია - შემსყიდველის მოთხოვნის და 1.2 პუნქტის მე-7 ქვეპუნქტის შესაბამისად

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა გააჩნდეს GPS მომსახურების გაწევის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს: არაუმეტეს ორი ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად შესრულების მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: SPA, NAT, CMR, MEP, DAP).

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა (კერძო სამართლის სუბიექტთან გაფორმებული) და მათი შესრულების დოკუმენტაციას, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

2.9 other additional requirements

პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ფასების ცხრილი დანართი N1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3);
შენიშვნა:
- სასურველია პრეტენდენტის მიერ განფასება (ფასების ცხრილი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით.
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით განსაზღვრული დანართი №1-ის (ფასების ცხრილი) წარმოუდგენლობა ან დანართი №1-ის (ფასების ცხრილი) განუფასებლად წარმოდგენა, დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (პუნქტი 2.2.1).


შენიშვნა:
1) სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი,ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი (დანართი N1), პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
2) ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება N24, 15.01.2021წ.).

2. წინადადების ფასი:
2.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდებასაქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2.2 წინადადების ფასი გამოსახული და დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში)საქართველოს კანონმდებლობით განსაზრვრული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით. წინადადების ფასი შესყიდვების ერთიანელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
2.3 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
2.4 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისიოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად(იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებითგათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);
2.5 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთული წერილობითიმოთხოვნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღების დასრულების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებულიოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად დაკორექტირებული ფასების ცხრილის (აშშ დოლარში) მიხედვით, ხოლო ანგარიშწორებაგანხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებულიოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ყოველთვიურად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე. თუ მომსახურების მიწოდება განხორციელდება არასრულ თვეზე, მაშინ ასანაზღაურებელი თანხა დაანგარიშდება მომსახურებაგაწეულ დღეთა პროპორციულად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 საბანკო დღის ვადაში (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს, ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 საბანკო დღის ვადაში).

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ელენა მურადოვა, 593144721, elena.muradova@railway.ge .

სატენდერო კომისიის აპარატის უფროსი:
მედეა ყანჩაველი ტელ: (995 32) 219-90-14, ელ_ფოსტა: medea.kanchaveli@railway.ge;

მთავარი სპეციალისტი: კახა ბერძენიშვილი ტელ: (995 32) 219-97-75; 595-99-35-82
მთავარი სპეციალისტი: მარიამ ნადირაძე ტელ: (995 32) 219-91-04; 577-96-70-96
მთავარი სპეციალისტი: ნინო ასიტაშვილი ტელ: (995 32) 219-98-27; 557-52-60-61

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით მამუკა ჩიკვილაძეს, ტელ.: 595-99-33-33

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სხვა მოთხოვნა:
1.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
1.2 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (პუნქტი 8.1), რომელიცხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
1.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნესქართულ ენაზე; დოკუმენტების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანსშორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
1.4 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობებისშესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგონებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია;

2. ინფორმაცია პრეტენდენტებისთვის:
2.1 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხისმოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან დადოკუმენტაცია/პირობებთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება.
2.2 შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულისმეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლებამისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

18-03-2026 Медицинское оборудование .

18-03-2026 Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений.

18-03-2026 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

18-03-2026 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

18-03-2026 Продукты для чистки и полировки.

18-03-2026 Полные или частичные строительные работы и публичные работы.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru