Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #71388719)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgian National Botanic Garden
Номер конкурса: 71388719
Дата публикации: 18-03-2026
Сумма контракта: 143 410


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260005451
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.03.2026 16:38
Начало приема предложения 28.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 31.03.2026 16:00
Предполагаемая цена закупки 143`410.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45232410 - Мелиоративные работы
Срок подачи სამუშაოს წარმოების ხანგრძლივობა: არაუმეტეს 110 (ას ათი) კალენდარული დღე.
Дополнительная информация
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული წყალარინების (საკანალიზაციო სისტემის) ქსელის განახლება/გაფართოების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 1`434 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ruslan mamardashvili :: 10.03.2026 12:25
  • Последнее исправление: ruslan mamardashvili :: 18.03.2026 16:38
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=676926&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული წყალარინების (საკანალიზაციო სისტემის) ქსელის განახლება/გაფართოების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვა მოიცავს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (იხ. დოკუმენტაცია).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს წარმოების ხანგრძლივობა: არაუმეტეს 110 (ას ათი) კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 სამუშაოს წარმოების ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. N1; ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“-ს ტერიტორია.
1.5.2 სამუშაოების ყველა ეტაპის ანგარიში, შეთანხმების დოკუმენტები, საექსპერტო დასკვნა, ან/და სხვა დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. N1, ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“-ს ადმინისტრაციული შენობა.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვროს არანაკლებ 3 (სამი) წლით, მხარეთა შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან, გარდა მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებებისა.
1.6.2 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის პირობებში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე;
1.6.3 მიმწოდებლის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის 1.6.2 ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 მიმწოდებელს, 2023 წლიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე, არაუმეტეს 2 (ორი) გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, დასრულებული უნდა ჰქონდეს (დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით) ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები, ჯამური ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებისა.

შენიშვნა: ანალოგიური ტიპის და ხასიათის სამუშაოებში ჩაითვლება ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოები, რომელიც მოიცავს გარე საკანალიზაციო ქსელის განახლება-გაფართოების ან/და მშენებლობის სამუშაოებს.

2.2.1.2 იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სამუშაოების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, DAP, DEP, CMR) შესახებ.
2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს დასრულებული ხელშეკრულებები და შესაბამისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
2.2.1.4 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან, ან წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის, ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტიმა უნდა წარმადგინოს სამუშაოების შესრულების ვადებთან დაკავშირებული გეგმა-გრაფიკი

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

2.9.1 ხარჯთაღრიცხვა, (სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი);
2.9.2 ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ (სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტი);
2.9.3 ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ (სატენდერო პირობების 1.6 პუნქტი);
2.9.4 გეგმა-გრაფიკი (სატენდერო პირობების 2.5.1 პუნქტი);

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა და წინამდებარე ელექტრონული ტენდერის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით, ან მეტი ოდენობით სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის, კერძოდ შემოთავაზებულ ფასად ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობის დადასტურება.
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება უნდა განხორციელდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს, ან შესაბამის სფეროში სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.
4.1.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულ ფასებთან მიმართებით.
4.1.1.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 შესრულებული სამუშაოების ფორმა 2-ის ნიმუში (ვერსია) წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული შემსყიდველთან.
7.2.2 მიმწოდებელი შემსყიდველს წარუდგენს ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციას, აკრედიტირებული საექსპერტო ორგანიზაციის მიერ დაექსპერტებულ ფორმა 2-ს (საექსპერტო მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მიმწოდებელი).
7.2.3 შემსყიდველთან წარმოდგენილ შესრულებულ სამუშაოთა ფორმა 2-ს, თან უნდა ერთვოდეს ყველა საჭირო დოკუმენტი, რომლიც დაადასტურებს შესრულებული სამუშაოების ხარისხს და მის შესაბამისობას ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან: ფარული სამუშაოების აქტები, მასალების წარმოშობის სერტიფიკატები, ლაბორატორიული კვლევის დასკვნები, ფოტომასალები და სხვა.
7.2.4 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არღვევს ხელშეკრულების და ტექნიკური დავალების პირობებს, შემსყიდველი უფლებამოსილია შესაბამისი საჯარიმო სანქციები დაასაბუთოს და ასახოს, წარმოდგენილ დოკუმენტში ან/და უზრუნველყოს აღნიშნულის გათვალისწინება ანაზღაურებისას.
7.2.5 შემსყიდველთან წარმოდგენილი ფორმა 2-ის სისწორეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც მიმწოდებელს, ასევე საექსპერტო ორგანიზაციას (არსებობის შემთხვევაში).
7.2.6 მიმწოდებელი სამუშაოების დასრულების მომართვასთან ერთად წარმოადგენს საბოლოო ფორმა N2-ს, შესრულებული სამშენებლო სამუშაოს სრულ საექსპერტო შეფასებას (დასკვნას). საექსპერტო მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მიმწოდებელი.
7.2.7 აღნიშნულის შემდგომ, არაუგვიანეს 2 (ორი) კვირის ვადაში, შემსყიდველი/მის მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი/პირები, ყველა მხარესთან ერთად, განახორციელებენ დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებას (შემსყიდველი, მიმწოდებელი).
7.2.8 საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმწოდებელმა შემსყიდველს შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოუდგინოს სამუშაოების მიმდინარეობის ყველა ეტაპის ამსახველი სრული დოკუმენტაციის პაკეტი:
• ყველა ფარული სამუშაოს აქტები;
• ლაბორატორიული კვლევები, საჭიროების შემთხვევაში;
• მასალების და ნაკეთობების შესაბამისობის სერტიფიკატები;
• მასალების და ტექნოლოგიური ციკლის გამოცდის აქტები, საჭიროების შემთხვევაში;
• საბოლოო და შუალედური დაექსპერტებული ფორმა 2;
• მშენებლობის ეტაპების ამსახველი ფოტომასალა;
• საბოლოო საშემსრულებლო ნახაზები (მათ შორის სერტიფიცირებული ამზომველის მიერ მომზადებული აგეგმვითი საკადასტრო ნახაზი და CD დისკი Shp ფაილებით);
• ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟის გამოცდის აქტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• სხვა საჭირო დოკუმენტაცია.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანაზღაურება განხორციელდება ეტაპობრივი/დასრულებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

რუსლან მამარდაშვილი, 598204502, r.mamardashvili@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.3 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
10.1.4 დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ადგილზე გაეცნოს ვითარებას;
10.1.5 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;
10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
10.1.7 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, სატენდერო წინადადების ფასი მოიცავს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს;
10.1.8 პრეტენდენტს ხარჯთაღრიცხვის დანართი N1-ის წარმოდგენა მოეთხოვება მხოლოდ Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს);
10.1.9 პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ, არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru