Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #71388716)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: GEORGIAN AMELIORATION LTD
Номер конкурса: 71388716
Дата публикации: 18-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260005452
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.03.2026 16:44
Начало приема предложения 28.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 31.03.2026 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 71`145.80 GEL
Контрактная цена объекта закупки 300`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
შპს „საქართველოს მელიორაციის“ საჭიროებისათვის მის ბალანზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (Foton Tunland) ტექნიკური მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 285.00 GEL
Размер гарантии 3`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino tsereteli :: 05.02.2026 14:47
  • Последнее исправление: nino tsereteli :: 18.03.2026 16:44
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=671553&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს „საქართველოს მელიორაციის“ საჭიროებისათვის მის ბალანზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (Foton Tunland) ტექნიკური მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ბალანსზე რიცხული 57 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება.
ავტომანქანების ჩამონათვალი იხილეთ დანართი N2-ში.

ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სერვისი-სათადარიგო ნაწილები) გულისხმობს:
- ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროულ/ოპერატიულ და სრულყოფილ შეკეთებას;
- პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას;
- ავტომობილის დაზიანებული სათადარიგო ნაწილების აღდგენას, შეკეთებას და/ან გამოცვლას;
- საცხებ-საპოხი მასალების შეცვლას;
- ავტომობილის სპეცტრანსპორტით ევაკუაციას (24/7 მომსახურებით).


პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ფასები განსაფასებელი ცხრილების (პრეისკურანტების) ჩამონათვალში მოცემულ სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ყველა სახეობაზე, რომლებიც არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ განსაფასებელ ცხრილებში (პრეისკურანტებში) მითითებულ თითოეულ პოზიციაზე სავარაუდო მაქსიმალურ ღირებულებას.

მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

ტენდერში ვაჭრობა გაიმართება პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე;

• მომსახურების გაწევა უნდა განხორცილდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში (დანართი N1, პრეისკურანტი) მითითებულ შესაბამისი საქონლის/მომსახურების დასახელების და ფასის შესაბამისად;
• პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ საქონლის/მომსახურების პრეისკურანტში (დანართი #1) მითითებული ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ საქონლის/მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფასებს.
• თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ განფასების ცხრილში (პრეისკურანტში) არ არის საჭირო საქონლის/მომსახურების აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში საქონლის/მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს;
•პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადების წარდგენისას პრეისკურანტით განსაზღვრულ პოზიციებზე ფასების კლება განახორციელოს პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით) საბოლოო ფასები უნდა დაფიქსირდეს (დამრგვალდეს) მეასედის სიზუსტით. პრეტედენტის მიერ, სისტემაში ატვირთული პრეისკურანტისა და მის მიერ დაფიქსირებულ ფასს შორის სხვაობა დაანგარიშდება პროცენტულად, პრეტენდენტმა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, პროპორციულად უნდა შეამციროს თითოეული საქონლის/მომსახურების ღირებულება, რომლის მიხედვითაც უნდა წარმოადგინოს კორექტირებული დანართი #1 (პრეისკურანტი);
• პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #1- ის (პრეისკურანტი) წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს სრულად არ აითვისოს სახელშეკრულებო ღირებულების ოდენობის მომსახურება მიმწოდებლისგან.

პრეისკურანტი (დანართი N1) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.

წინამდებარე ელ. ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციას, მათ შორის დანართს N3 - „მომსახურების გაწევის ვადები და ადგილი“ და დანართს N4 – „მომსახურების მიღების წესი, ანგარიშსწორების პირობები და ვადები“.

პრეისკურანტი (დანართი N1) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.4.2. გასაწევი მომსახურების დეტალური ვადები მითითებულია 1.2 პუნქტში ატვირთულ N3 დანართში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილია შემსყიდველის (საქართველოს მასშტაბით) ან მიმწოდებლის სერვის-ცენტრი, შემსყიდველთან შეთანხმებით.

1.7.1 requirement related to guarantee period

საგარანტიო ვადები;
აგრეგატი (ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდი, რედუქტორი, დინამო, სტარტერი, საწვავის ტუმბო, ჰიდრავლიკის ტუმბო, საჭის მექანიზმი კომპლექტში) – 12 თვე;
დეტალი (აგრეგატის შემადგენელი ნაწილი და სატრანსპორტო საშუალების სხვა ცალკეული ნაწილები, გარდა სწრაფ ცვეთადი ნაწილებისა) – 6 თვე;
სწრაფ ცვეთადი ნაწილები და მასალები:
• ჰაერის ფილტრი, სალონის ფილტრი, საწვავის ფილტრი -5000 კმ;
• ძრავის ღვედი დამჭიმებით - 20000 კმ;
• სამუხრუჭე ხუნდები წინა - 10000 კმ;
• სამუხრუჭე ხუნდები უკანა - 20000 კმ;
• გადაბმულობის ქურო, დისკი და მომჭიმი საკისარი - 20000 კმ;
• მუხრუჭის დოლი (ბარაბანი) და საყრდენი დისკი - 20000კმ;
• გენერატორის, კონდიციონერისა და საჭის ჰიდროგამაძლიერებლის ღვედები - 20000 კმ;
• მინის საწმენდის რეზინები - 3 თვე;
• რეზინები და ტულკა მილისები - 3 თვე;
• ნათურები -ერთი თვე;
• მტვერდამცავები – ერთი თვე;
• შეკეთებული საბურავი - ერთი თვე;

შენიშვნა:
პრეტედენტს შეუძლია შემსყიდველს შესთავაზოს ზემოთ აღნიშნულ საგარანტიო ვადაზე მეტი მოქმედების ვადის მქონე, კონკრეტული საგარანტიო ვადა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში (ავტომობილების ტექნიკური მომსახურება) უნდა შეადგენდეს 2024 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, საერთო თანხით არანაკლებ 350’000 ლარის ოდენობით, რისთვისაც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კერძოდ: ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე დადასტურებული ანგარიშ ფაქტურები. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება გაწეულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და ყველა შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ზემოაღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სახელმწიფო შესყიდვის შესაბამისი ნომერი (SPA, NAT, CMR და სხვ).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს ან მის ქვეკონტრაქტორებს უნდა გააჩნდეს საქართველოს მასშტაბით მოქმედი არანაკლებ 10 ვულკანიზაცია, რომელიც მოემსახურება მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების (დანართი N2) ყველა ზომის საბურავს. აღნიშნული ვულკანიზაციები, განთავსებული უნდა იყოს ქვემოთ მითითებულ ლოკაციებზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია ატვირთული უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში (საკუთრებაში არსებული ვულკანიზაციების შემთხვევაში მისამართი და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ქვეკონტრაქტორების (ვულკანიზაციების დაქირავების შემთხვევაში) შემთხვევაში მისამართი და გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა მოქმედების ვადით არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - ამასთანავე ამ პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმების თარიღი არ უნდა იყოს ამ ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ შემდგომ).
1. ვულკანიზაციის ლოკაციის ადგილები:
- სამეგრელო არანაკლებ 1 ვულკანიზაცია - ზუგდიდი და/ან ფოთი;
- იმერეთი არანაკლებ 1 ვულკანიზაცია - ქუთაისი და/ან ბაღდათი და/ან ვანი.
- კახეთი არანაკლებ 3 ვულკანიზაცია - 1) გურჯაანი; 2) ლაგოდეხი; 3) თელავი და/ან ყვარელი.
- სამცხე-ჯავახეთი არანაკლებ 1 ვულკანიზაცია - ახალციხე და/ან ახალქალაქი;
- შიდა ქართლი არანაკლებ 1 ვულკანიზაცია - გორი და/ან ქარელი
- ქვემო ქართლი არანაკლებ 2 ვულკანიზაცია - 1) ბოლნისი; 2) დმანისი და/ან მარნეული.
- თბილისი არანაკლებ 1 ვულკანიზაცია.

2.3.1.2. პრეტედენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5 სერვისცენტრი, რომლის შესახებაც ინფორმაცია ატვირთული უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში (საკუთრებაში არსებული სერვისცენტრ(ებ)ის შემთხვევაში მისამართი და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შემთხვევაში მისამართი და ქვეკონტრაქტორ(ებ)თან გაფორმებული ხელშეკრულება მოქმედების ვადით არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - ამასთანავე ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმების თარიღი არ უნდა იყოს ამ ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ შემდგომ).

სერვისცენტრების ლოკაციის ადგილები:
- თბილისში და/ან თბილისიდან 30 კმ რადიუსში არანაკლებ 1 სერვისცენტრი.
- დასავლეთ საქართველოში არანაკლებ 1 სერვისცენტრი: ზუგდიდში და/ან ფოთში და/ან ქუთაისში და/ან ამ ქალაქებიდან 10 კმ რადიუსში.
- აღმოსავლეთ საქართველოში არანაკლებ 1 სერვისცენტრი - გურჯაანი და/ან თელავი და/ან ამ ქალაქებიდან 10 კმ რადიუსში.
- შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არანაკლებ 1 სერვისცენტრი - გორი და/ან ქარელი და/ან ამ ქალაქებიდან 10 კმ რადიუსში;
- ქვემო ქართლის რეგიონში არანაკლებ 1 სერვისცენტრი - ბოლნისი და/ან დმანისი და/ან მარნეული და/ან ამ ქალაქებიდან 10 კმ რადიუსში.

2.3.1.3. პრეტენდენტის მიერ აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს დანართი N6-ის შესაბამისად, რომელიც შემდგომში წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მოცემულ პუნქტზე თანდართული, შევსებული დოკუმენტის წარმოდგენა.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
2.9.1. შევსებული დანართი N1 - პრეისკურანტი („ექსელის“ ფაილი) (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი);
2.9.2.დანართი N5 - ტექნიკური პირობები და საგარანტიო ვადები (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.2 პუნქტი);
2.9.3. შევსებული დანართი N6 - ვულკანიზაციებისა და სერვისცენტრების ლოკაციის ადგილები (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.3.1 პუნქტი);
2.9.4. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია (სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად).
2.9.5. ვულკანიზაციებისა და სერვის ცენტრების შესახებ დოკუმენტაცია/ინფორმაცია (სატენდერო პირობების 2.3.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს:
ექსპერტიზის დასკვნით ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.1 indicate the reason that conditioned the necessity of requiring document(s) showing registration/legal data

სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის მოთხოვნის აუცილებლობა განპირობებლია, შესყიდვის სავარაუდო სახელშეკრულებო ღირებულებიდან გამომდინარე.

5.1.2 for a legal entity

ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება ჯერ არაღიარებული დავალიანება, აღნიშნული ბიუჯეტის მიმართ სალდირებულ დავალიანებად არ ჩაითვლება).

5.1.3 for an individual entrepreneur

ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება ჯერ არაღიარებული დავალიანება, აღნიშნული ბიუჯეტის მიმართ სალდირებულ დავალიანებად არ ჩაითვლება).

5.1.4 for a physical entit

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ბ) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

5.1.5 for a partnership

დოკუმენტები მოითხოვება, როგორც უშუალოდ ამხანაგობისთვის, ასევე, მისი თითოეული წევრისათვის:
ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება ჯერ არაღიარებული დავალიანება, აღნიშნული ბიუჯეტის მიმართ სალდირებულ დავალიანებად არ ჩაითვლება).

5.1.6 for a non-resident

ა) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, გარდა 5.1.2. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, უნდა წარმოადგინოს საკუთარი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა/ცნობები, რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში პრეტენდნეტმა უნდა წარმოადგინოს 5.1.4. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

წარმოდგენილ უნდა იქნას, როგორც პრეტენდენტის, ასევე, სათაო კომპანიის 5.1.2. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა იქნას წარმოდგენილი სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა/ცნობები, რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. უცხოური დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ა) საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო დაწესებულებიდან. შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნას უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ.
ბ) საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საბანკო გარანტიით განსაზღვრული სრული თანხა.
გ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის თავიდან ასაცილებლად, ასევე, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის შემცირება არ განხორციელდება ხელშეკრულებით თანახმად დაკისრებული პირგასამტეხლოების თანხის პროპორციულად, პირგასამტეხლოს გადახდას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმწოდებელი უზრუნველყოფს დამატებით.
დ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების და შემსყიდველის მიერ ამ შესრულების მიღების შემდეგ, ასევე, ფორს-მაჟორული გარემოებების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
ე) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
ვ) შემსყიდველის მიერ, ხელშეკრულების 8.2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (შემთხვევები, როდესაც შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებლის ბრალეული ქმედებების გამო) ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე. ამ შემთხვევაში მიმწოდებელი არ თავისუფლდება შემსყიდველისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან, იმ სხვაობის ფარგლებში, რითაც აღემატება მიყენებული ზიანი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობას.
ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტია, რომელიც 60 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაგრძელებულ ვადას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში არ ან ვერ უზრუნველყოფს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე.
თ) მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის გამოთხოვის პირობების დადგომისას, შესაბამისი თანხა ჩარიცხოს შემსყიდველის საბანკო ანგარიშზე და მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაბრუნება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში - ლარში. ანგარიშსწორების საფუძველია მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული „მიღება–ჩაბარების“აქტი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო წერეთელი, 595131111, nino.tsereteli@ag.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ არ არის წარდგენილი დანართი N1 (პრეისკურანტები) ან წარდგენილ დანართში N1 (პრეისკურანტებში) განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს. ასეთ შემთხვევაში, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

10.1.2. ყველგან, თუკი სადმე მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მწარმოებელი, ბრენდი და მოდელი ან/და კოდი ან/და მწარმოებლის მიერ მითითებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემი იგულისხმება "მსგავსი" ან "ექვივალენტური". ასევე, თუ მოთხოვნილია სტანდარტთან შესაბამისობ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru