Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #71388705)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Financial Monitoring Service of Georgia
Номер конкурса: 71388705
Дата публикации: 18-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260005431
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.03.2026 15:17
Начало приема предложения 24.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 26.03.2026 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 411`320.60 GEL
Контрактная цена объекта закупки 15`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, ეტაპობრივად, წარმოქმნილი საჭიროებიდან გამომდინარე, 2026 წლის 31 დეკემბრამდე.
Дополнительная информация
სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ბალანსზე რიცხული 2 (ორი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების გაწევა (სერვისი/სათადარიგო ნაწილებით).
Количество и объём закупок იხილეთ ტექნიკური დავალება
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 150 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi javakhishvili :: 13.03.2026 16:14
  • Последнее исправление: giorgi javakhishvili :: 18.03.2026 15:17
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=677759&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ბალანსზე რიცხული 2 (ორი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების გაწევა (სერვისი/სათადარიგო ნაწილებით).

Volkswagen Passat. გამოშვების წელი: 2018. VIN კოდი: WVWZZZ3CZKE051023. ძრავის მოცულობა: 1.8 ბენზინი. ავტომატური გადაცემათა კოლოფი.
Toyota Camry. გამოშვების წელი: 2018. VIN კოდი: 4T1B11HK5JU630412. ძრავის მოცულობა: 2.5 ბენზინი. ავტომატური გადაცემათა კოლოფი.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

იხილეთ თანდართული ტექნიკური დავალება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, ეტაპობრივად, წარმოქმნილი საჭიროებიდან გამომდინარე, 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისი, მიმწოდებლის სერვის-ცენტრ(ებ)ი.

1.7.1 requirement related to guarantee period

განხორციელებულ მომსახურებაზე და თანმდევ სათადარიგო ნაწილებზე (სათადარიგო ნაწილი უნდა იყოს ახალი, არა მეორადი), უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 6 თვიანი გარანტია, გარდა იმ სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი საშუალებებისა, რომელთა ექსპლუატაციის ვადა დამოკიდებულია ავტომანქანების გარბენზე. აღნიშნულმა სათადარიგო ნაწილებმა და საცხებ-საპოხმა საშუალებებმა უნდა უზრუნველყონ ავტომანქანის გამართულად ექსპლუატაცია მინიმუმ ქვემოთ ჩამოთვლილ გარბენზე:
ძრავის ზეთი სინთეთიკური – 10 000 კმ;
ძრავის ზეთი ნახევრად სინთეთიკური – 8 000 კმ;
ძრავის ზეთი მინერალური – 6 000 კმ;
ზეთის ფილტრი – 10 000 კმ;
ძრავის ღვედი დამჭიმებით - 25 000 კმ;
გენერატორის ღვედი – 25 000 კმ;

მიმწოდებელმა ორგანიზაციამ შეცვლილ ან/და აღდგენილ დეტალებზე უნდა გასცეს გარანტია:
• სავალ ნაწილებზე არანაკლებ 6 თვე. გარანტია არ ვრცელდება სამუხრუჭე დისკზე და სამუხრუჭე ხუნდზე;
• ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე არანაკლებ 1 წელი ან 35 000 კმ;
• ელექტრონულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა) არანაკლებ 1 წელი;
• XENON-ის ტიპის ნათურებზე (ქარხნულად აღჭურვილ ავტომობილებზე) არანაკლებ 6 თვე;
• სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებზე არანაკლებ 1 წელი;
• გადაბმულობის კომპლექტზე, მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე არანაკლებ 20 000 კმ;
შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სათადარიგო ნაწილების შესაბამისობის სერტიფიკატი.

საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი/დაზიანება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, 2023 წლის 1 იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღემდე, განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 100 000.00 (ასი ათასი) ლარის ღირებულების მომსახურება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების კუთხით, რაც მოიცავს: ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას (შეკეთებას) - ქვეკონტრაქტორების შემთხვევაში მათი გამოცდილების შეკრება პრეტენდენტის გამოცდილებასთან არ დაიშვება, მოითხოვება მხოლოდ ტენდერში მონაწილეს პრეტენდენტის გამოცდილება.

აღნიშნულის დასადასტურებლად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ებ)ი და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები (იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე აღნიშნული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები სრულად არის ატვირთული და ასახულია ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია (ფაქტობრივი გადახდები) სრულად, საკმარისია შესაბამისი SPA/NAT/CMR და ა.შ. ნომრების მითითება.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

ტექნიკური მომსახურების მიწოდების ადგილად განისაზღვრება მიმწოდებლის სერვის-ცენტრ(ებ)ი ქ. თბილისში. პრეტენდენტს მომსახურების გაწევა თბილისში, სერვის-ცენტრში უნდა შეეძლოს ერთდროულად არანაკლებ 5 ავტომანქანაზე.

სერვის-ცენტრში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.
სერვის-ცენტრს ყოველი ავტომობილის მოდელზე უნდა გააჩნდეს სასაწყობო მარაგი, რომელშიც უნდა შედიოდეს სავალი ნაწილის სწრაფად ცვეთადი დეტალები, ასევე ზეთის, ჰაერისა და კონდენციონერის ფილტრები, მინის მწმენდები, ძრავის ზეთი, ანტიფრიზი, (რომელსაც უნდა ქონდეს მწარმოებლის დაშვება თითოეულ მოდელზე).

სერვის-ცენტრ(ებ)ი აღჭურვილი უნდა იყოს:
1. ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკა.
2. ვულკანიზაციის ბალანსირების და დისკების გასწორების აპარატით.
3. კონდიცირების სისტემის ფრეონით დატუმბვის აპარატით.
4. ამწევი მექანიზმით - არანაკლებ 3 ცალი.
5. ელექტრო მომარაგების ალტერნატიული წყარო (გენერატორი).
6. საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატით.
7. თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით.
8. ძრავის დიაგნოსტირება და კაპიტალური შეკეთება.
9. გადაცემათა კოლოფის და ხიდების კაპიტალური შეკეთება.
10. საწვავის სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება.
11. ძრავისა ზეთის შეცვლა.
12. ავტომატური გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა აპარატით.
13. წინა მაშუქების რეგულირების აპარატით.
14. სამღებრო სამუშაოებისათვის განკუთვნილი საშრობი ოთახით.
15. სათუნუქე სამუშაოებისათვის განკუთვნილი ტერიტორია ან ფართი.
16. სერვის ცენტრს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 5 ავტომობილისათვის განკუთვნილი, დაცული საპარკინგე ადგილი.

აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია, სადაც მითითებული უნდა იყოს:
ქ. თბილისში არსებული მინიმუმ 1 (ერთი) სერვის-ცენტრ(ებ)ის რაოდენობისა და ზუსტი მისამართის შესახებ;
სერვის-ცენტრ(ებ)ში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ;
სერვის-ცენტრ(ებ)ის საკუთარებაში ან სარგებლობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორ(ებ)თან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სადაც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია შესაბამისი სერვის-ცენტრის შესახებ).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ, პრეისკურანტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე ნაკლები ფასის დაფიქსირების შემთხვევაში, ღირებულების კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტში მოცემული ჩამონათვალის ღირებულებაზე. თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც.

პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ პრეისკურანტში მითითებული სათადარიგო ნაწილების და გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებული სათადარიგო ნაწილებისა და გასაწევის მომსახურების ერთეულის სავარაუდო ზღვრულ ფასებს.

მომსახურების მოწოდებისას ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:
• ძრავის ზეთის, ფილტრებისა და სამუხრუჭე ხუნდის შეცვლა არაუმეტეს 1 სთ.
• სავალი ნაწილებისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) სამუშაო დღეს.
• ელექტროობისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) სამუშაო დღეს.
• აგრეგატების ძირეული (ხიდები) შეკეთების/შეცვლისთვის არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღეს.
• სამღებრო/სათუნუქე სამუშაოებისათვის არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღეს.
• ხანგრძლივი მომსახურების (ძრავის, სიჩქარეთა კოლოფის) გაწევის დრო არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღეს.
• დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისას არაუმეტეს 25 (ოცდახუთი) სამუშაო დღეს.
• სხვა დანარჩენ შემთხვევებში, „შემსყიდველის“ და „მიმწოდებლის“ შეთანხმებით განსაზღვრულ გონივრულ ვადას.

მომსახურება გაწეული უნდა იქნეს დაუყონებლივ, რიგგარეშე. მომსახურება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი ან წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს ერთი კალენდარული დღის ვადაში. თუ ავტოტექმომსახურება ეხება ძრავის კაპიტალურ რემონტს ან დეფიციტური სათადარიგო ნაწილით უზრუნველყოფას, შესაძლებელია, მომსახურების გაწევის დრო განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს 25 (ოცდახუთი) სამუშაო დღისა; სათადარიგო ნაწილი არ ჩაითვლება დეფიციტურად თუ საქართველოს ბაზარზე მოიძებნება ერთი მიმწოდებელი მაინც, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სათადარიგო ნაწილის რეალიზაციას.

მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიმართვის შემთხვევაში ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება, რის შემდგომაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს/დოკუმენტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები, აგრეთვე მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები.

მომსახურების გაწევის პროცესში, პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნულზე ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის ფორმდება შეთანხმება. პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების შესაბამისი ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ჯამური ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

შენიშვნა: პრეისკურანტი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც Excel-ის ისე PDF ფორმატში (ელექტრონულად დამოწმებული). პრეისკურანტის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენილი პრეისკურანტი დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდგომ, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დოკუმენტის - სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის (დეფექტური აქტი, მიღება-ჩაბარების ატი; საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი ჯავახიშვილი, 591400814, gjavakhishvili@fms.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია;
2. შევსებული პრეისკურანტი (პუნქტი 1.3);
3. პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პუნქტი 2.2.1);
4. ინფორმაცია პრეტენდენტის სერვის-ცენტრ(ებ)ის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (პუნქტი 2.3.1);
5. ინფორმაცია/დოკუმენტაცია ქვეკონტრაქტორის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (პუნქტი 2.8.1).


ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე.
დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
პრეტენდენტის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას წინამდებარე ტენდერში, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (გარდა excel-ის ფორმატში წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ისა).
სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru