Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #71388697)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ozurgeti Municipality
Номер конкурса: 71388697
Дата публикации: 18-03-2026
Сумма контракта: 400 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260005439
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.03.2026 15:45
Начало приема предложения 27.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 30.03.2026 13:00
Предполагаемая цена закупки 400`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71300000 - Инженерные услуги
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ნაპირდამცავი ან/და ნაპირსამაგრი ნაგებობების, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ასევე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება თანმდევი ექსპერტირებით (როგორც ხარჯთაღრიცხვის, ასევე საპროექტო დოკუმენტაციის ნაწილშიც) 2026 წლის განმავლობაში
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 5`000.00 GEL
Размер гарантии 4`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: davit gordeladze :: 16.03.2026 13:50
  • Последнее исправление: davit gordeladze :: 18.03.2026 15:45
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=677978&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ნაპირდამცავი ან/და ნაპირსამაგრი ნაგებობების, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ასევე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება თანმდევი ექსპერტირებით (როგორც ხარჯთაღრიცხვის, ასევე საპროექტო დოკუმენტაციის ნაწილშიც) 2026 წლის განმავლობაში.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ნაპირდამცავი ან/და ნაპირსამაგრი ნაგებობების, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ასევე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას 2026 წლის განმავლობაში (ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი).
1.2.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ კონკრეტულ ობიექტზე, მუნიციპალიტეტის მიერ მიმწოდებლისთვის გადაცემული დეტალური ტექნიკური დავალებითა და დასაპროექტებელი სამშენებლო ობიექტის შინაარსიდან გამომდინარე, ზოგადი ტექნიკური დავალებით (დანართი N1) გათვალისწინებული პირობებისა და საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
1.2.3 დეტალური ტექნიკური დავალება მოიცავს, მომსახურების გაწევის ვადებს, დასაპროექტებელი ობიექტის დასახელებას, მის ადგილ-მდებარეობას, საპროექტო მომსახურების ძირითადი სახეობებს, პროექტით განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალს და მათ საორიენტაციო ღირებულებას.
1.2.4 სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი უზუსტობების ან/და შეუსაბამობები შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის მიერ წერილობითი მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტისთვის მიწოდება.
1.2.5 მიმწოდებელი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში გამოასწოროს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ან/და მისი დასრულების შემდგომ, ინსპექტირების შედეგად გამოთქმული შენიშვნები (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი შეუსაბამობები ნორმატიულ-ტექნიკური დეკუმენტებთან და ტექნიკური დავალების მოთხონებთან) ან წარმოადგინოს მათზე არგუმენტირებული პასუხები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.4.2. პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ კონკრეტულ ობიექტზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიწოდების ვადები, მათ შორის აუცილებლობის შემთხვევაში მომსახურების მიწოდების ცალკეული ეტაპები და ეტაპების შესრულების ვადები განისაზღვრება დეტალური ტექნიკური დავალებით, რომელსაც მიმწოდებელს გადასცემს მუნიციპალიტეტი.
1.4.3. იმ შემთხვევაში, თუ დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ, თითოეულ ობიექტზე განსახორციელებელი სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 50 000 (ორმოცდაათიათასი) ლარს, სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, მუნიციპალიტეტისთვის წარდგენის ვადები განისაზღვრება არაუმეტეს 40 კალენდარული დღით (სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადის ჩათვლით - ექსპერტიზის ხარჯებს დაფარავს მიმწოდებელი).
1.4.4. იმ შემთხვევაში, თუ დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ, თითოეულ ობიექტზე განსახორციელებელი სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება ნაკლებია 50 000 (ორმოცდაათიათასი) ლარზე, სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, მუნიციპალიტეტისთვის წარდგენის ვადები (სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადის ჩათვლით - ექსპერტიზის ხარჯებს დაფარავს მიმწოდებელი) განისაზღვრება არაუმეტეს 20 კალენდარული დღით.
1.4.5. საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული პროექტის შესრულების ვადების გაგრძელება დაიშვება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
1.5.2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ქართულ ენაზე.
1.5.3. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ეგზემპლიარების რაოდენობა:
ა) საპროექტო დოკუმენტაცია _ 3 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-3 და A-4 ფორმატები);
ბ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია _ 3 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-4 ფორმატი);
გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული ელექტრო (PDF და Excel ფაილები) ვერსია _ 1 CD/DWD დისკი;
დ) საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო ელექტრონული ფაილები (MS Word, Excel, AutoCAD, ArchiCAD და სხვა).
1.5.4. საბოლოო (სრული) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ. N1; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა.
1.5.5. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნა, როგორც ხარჯთაღრიცხვის ნაწილში, ასევე საპროექტო დოკუმენტაციაზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2023-2026 წლების განმავლობაში უნდა ქონდეს განხორციელებული არანაკლებ 300 000 (სამასიათასი) ლარის ჯამური (საპროექტო) ღირებულების გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის ან რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.
2. პრეტენდენტს 2023-2026 წლების განმავლობაში 1 (ერთი) ხელშეკრულების ფარგლებში უნდა ქონდეს განხორციელებული არანაკლებ 30 000 (ოცდაათიათასი) ლარის (საპროექტო) ღირებულების, გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის ან რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.
3. გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის ან რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. მომსახურების მიწოდებისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვემოთ მოთხოვნილი კვალიფიკაციისა და საპროექტო სამუშაოების ჩატარების კუთხით გამოცდილების მქონე, შესაბამისი რაოდენობის ძირითადი სპეციალისტების ჩართვა.
მხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელს მუდმივად უნდა ჰყავდეს აყვანილი სპეციალისტების შემდეგი მინიმალური რაოდენობა:
• გუნდის ხელმძღვანელი - ინჟინერი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• საავტომობილო გზებისა მშენებლობის სპეციალისტი – სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი და 5 წლის გამოცდილებით - 2 სპეციალისტი;
• სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობის მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• ხიდების მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• სპეციალისტი - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;

2. თითოეულ ძირითად სპეციალისტზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მიმწოდებელსა და სპეციალისტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება რომლის მოქმედების ვადაც არ უნდა იყოს ნაკლები 2026 წლის 31 დეკემბერისა.
3. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების დროს უზრუნველყოს იმ სპეციალისტების წარმოდგენა რომელებიც ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული. დამატებითი სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია, მიმწოდებელმა შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს მუნიციპალიტეტს.
4. საჭიროების შემთხვევაში მომსახურების დროულად დასრულების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ძირითადი სპეციალისტების რაოდენობის გაზრდა. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოს სპეციალისტ(ებ)ის ჩანაცვლება სხვა უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ტენდერში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ქვეკონტრაქტორი/ქვეკონტრაქტორები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
3. ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს მასზე გადასაცემი მომსახურების ანალოგიური ტიპისა და ღირებულების მომსახურების შესრულების გამოცდილება
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: გასაწევის მომსახურების დასახელება ღირებულებით, ქვეკონტრაქტის ასლი, ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი);
5. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ გასაწევი მომსახურების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გასაწევი მომსახურების მთლიანი მოცულობის 40%-ს;
6. შესყიდვის ობიექტის ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
7. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ა) ფასების ცხრილი - იმ შემთხვევაში თუ ფასების ცხრილი არ იქნება წარმოდგენილი, ან წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე, მისი დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან. ფასების ცხრილის შევსების პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტში ატვირთულ დოკუმენტში;
ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით განსაზღვრული პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები.
გ) ინფორმაცია იმ ძირითადი სპეციალისტების შესახებ, რომლების ჩართული იქნებიან მომსახურების მიწოდების დროს. ძირითადი სპეციალისტების მიმართ დადგენილი მოთხოვნები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტში;
2. ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს ტენდერით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებისთვის გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და მოსაკრებელს და მიმწოდებლისთვის გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, დღგ-ს გარეშე. დღგ-ს გადამხდელი პრეტენდენტის შემთხვევაში, აღნიშნული თანხა გათვალისწინებული იქნება ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის. სატენდერო წინადადების ფასის დაანგარიშებისას დადგენილი მოთხოვნები მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმეტაციის 1.3. პუნქტში;
3. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას სხვაენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
4. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში).

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში).

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში).

ამხანაგობის წევრებისთვის:
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ ამხანაგობის წევრს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ ამხანაგობის წევრს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ ამხანაგობის წევრს
აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში).

შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი წევრების შესახებ.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები), რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგნოს5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, რომლებიც (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

(1) გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N5-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

(1) ყოველ კონკრეტულ ობიექტზე საპროექტო მომსახურების ღირებულება განისაზღვრება, მიმწოდებლის მიერ მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული დასრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების იმ პროცენტის ოდენობით რომელიც მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში იქნება განსაზღვრული.
(2) ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეების მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნა - ექსპერტიზის ხარჯებს ფარავს მიმწოდებელი.
(3) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ყოველ კონკრეტულ ობიექტზე დაკავებული იქნება ასანაზღაურებელი თანხის 10%, რომლის დაბრუნებაც განხორციელდება დაპროექტებული ობიექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულების (შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების) შემდგომ 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.
(4) მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის ანაზღაურება სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru