Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #71365966)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Roads Department the Sub-Division of the Ministry of Finance and Economy of the Ajara Autonomous Republic.
Номер конкурса: 71365966
Дата публикации: 18-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260005394
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.03.2026 12:00
Начало приема предложения 27.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 30.03.2026 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 3`666`468.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 400`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
მძიმე ტექნიკის შეკეთება, ტექმომსახურება.
Количество и объём закупок იხილეთ ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
Шаг снижения цены 36`665.00 GEL
Размер гарантии 4`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zebur chavleishvili :: 15.01.2026 19:17
  • Последнее исправление: zebur chavleishvili :: 18.03.2026 12:00
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=666923&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დეპარტამენტის ბალანსზე არსებული მძიმე ტექნიკის შეკეთება, ტექმომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

- შესყიდვა მოიცავს დეპარტამენტის ბალანსზე არსებული მძიმე ტექნიკის:

I. თვითმცვლელი - კამაზი - 55111 გ/წ 2011 (3 ერთეული), გ/წ 2013 (4 ერთეული) და გ/წ 2015 (3 ერთეული);
II. თვითმცვლელი - კამაზი - 65111 - გ/წ 2019 (1 ერთეული) ;

III. თვითმცვლელი - კამაზი - 43118 - გ/წ 2019 (საწვავ-მზიდი 1 ერთეული);

IV. თვითმცვლელი ურალი - 555717-30 გ/წ 2017 (2 ერთეული);

V. თვითმცვლელი ურალი - 555717-30 გ/წ 2021 (2 ერთეული);

VI. ტრაქტორი - ბელარუსი MTZ-1221.2 გ/წ 2013 და 2016 (16 ერთეული);

VII. ტრაქტორი ბელარუსი MTZ - 82.1 გ/წ 2008 (5 ერთეული);

VIII. ექსკავატორ - JSB- 3CX გ/წ 2014 (1 ერთეული ს/N JCB3CX4WV02268511) ;

IX. ექსკავატორ - JSB- 3CX გ/წ 2019 (1 ერთეული ს/N JCB3CX4WKK2824668);

X. ექსკავატორი "ნიუ ჰოლლანდი" BB90B გ/წ 2008 (1 ერთეული) ;

XI. ექსკავატორი "ნიუ ჰოლლანდი" BB90B გ/წ 2011 (2 ერთეული);

XII. ექსკავატორი „მსტ - 542“ -გ/წ 2011 (1 ერთეული) და გ/წ 2015 (1 ერთეული);

XIII. ექსკავატორი „მსტ-544" - გ/წ 2015 (3 ერთული), გ/წ 2017 (2 ერთეული) და გ/წ 2020 (2
ერთეული);

XIV. ექსკავატორ დამტვირთველი - HENGTE HT155W გ/წ 2019 (1 ერთეული);

XV. ბულდოზერ VTG90A-PC2 - გ/წ 2013 (2 ერთეული), გ/წ 2017 (2 ერთეული) და გ/წ 2018 (3 ერთეული);

XVI. ბულდოზერ DT-75 ხარკოვის და ალტაის ძრავით გ/წ 1977,1980, 1982, 1989, 1990 და 2008 (25 ერთეული);

XVII. ბულდოზერ HTZ-T150 გ/წ 2007 (3 ერთეული) და გ/წ 2008 (2 ერთეული);

XVIII. ზილ-431412, ამწე-კრანი გ/წ 1990 (1 ერთეული);

XIX. გრეიდერი -powerplus PP12G-V1 გ/წ 2013 (2 ერთეული);

XX. ვიბრო სატკებნი - lonking - CDM5165D გ/წ 2013 (1 ერთეული);

XXI. თვლიანი დამტვირთველი SDLG გ/წ 2022 (5 ერთეული);

XXII. GAZ 330232-744 ვინკოდი: X96330232J2706323 (2017წელი);

XXIII. მზა მილები ფიტინგებითა და დამჭიმებით

ტექმომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში სათადარიგო ნაწილის შეცვლას, პრეისკურანტში (დანართი N1) მითითებული ჩამონათვალის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ტექნიკის შეკეთების დროს ჩაატაროს დათვალიერება, რის შემდგომაც მხარეები აფორმებენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს ტექნიკის სათადარიგო ნაწილების მიწოდება და მოთხოვნილი ტექმომსახურების გაწევა. ტექნიკის მომსახურება გაწეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ რიგგარეშე.
- ტექნიკის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მძიმე ტექნიკის შეკეთება, ტექმომსახურება (სათადარიგო ნაწილების შეცვლით), ქ. ბათუმის ან ხელვაჩაურის ტერიტორიაზე არსებულ სერვისცენტრში.

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ გაწეული მომსახურება და გამოცვლილი სათადარიგო ნაწილები, ტექნიკის სწორი ექსპლუატაციის პირობებში არ გამოავლენს რაიმე დეფექტს, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 თვეს. დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი უზრუნველყოფს წუნდებული (უხარისხო) საქონლის და მის შეცვლასთან დაკავშირებულ მომსახურებას, საკუთარი ძალებით და საშუალებებით, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.

- ინფორმაცია წარმოდგენილი იქნას დანართი N3-ის სახით, დამოწმებული ელექტრონული ხელწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.


(1.7.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ 2022 წლის 1 იანვრიდან სატენდერო წინადადების მიღების დაწყების თარიღამდე პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვის ან/და სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებს გარეთ გაწეული ანალოგიური მომსახურების - მძიმე ტექნიკის ტექმომსახურების, შეკეთების (სათადარიგო ნაწილების მიწოდების ჩათვლით) არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობის გამოცდილების შესახებ. წარმოდგენილი იქნას ანალოგიურ მომსახურებაზე დადებული ხელშეკრულებების ფასების ცხრილთან (არსებობის შემთხვევაში) ერთად და ამ ხელშეკრულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების - მიღება-ჩაბარების აქტების, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება გაწეულია არასახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებზე (კერძო სამართლის სუბიექტზე), წარმოდგენილი იქნას ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების (არსებობის შემთხვევაში) და ასევე საგადასახადო ანგარიშფაქტურის ასლები, რომლის გამოწერის ვადა უნდა ემთხვეოდეს სატენდერო პირობების 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილ გამოცდილების ვადას.

- ინფორმაცია წარმოდგენილი იქნას დანართი N2-ის შესაბამისად, დამოწმებული ელექტრონული ხელწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

(2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა)

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს წერილობითი ინფორმაცია ქ. ბათუმში ან/და ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მოქმედი სერვისცენტრ(ებ)ის (მისამართის ჩვენებით), ასევე მობილური სერვისის არანაკლებ 1 მანქანის არსებობის შესახებ, რომლითაც საჭიროებიდან გამომდინარე განხორციელდება ხუთივე მუნიციპალიტეტის (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო) ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის ლოკაციის ადგილზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება, ასევე საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ხუთივე მუნიციპალიტეტიდან მძიმე ტექნიკის სერვის ცენტრში სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით ტრანსპორტირება.
ინფორმაცია დამოწმებული იქნას ელექტრონული ხელწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
2.3.1.2 სერვისცენტრი უნდა ფუნქციონირებდეს ყოველდღიურად, სერვისცენტრს მძიმე ტექნიკის მომსახურებისათვის უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 (ოთხი) ბოქსისა, აქედან არანაკლებ 1 (ერთი) ბოქსს უნდა გააჩნდეს საექსპლუატაციო ორმო, ამასთან ბოქსების განზომილებები უნდა შეესაბამებოდეს სარემონტო ტექნიკის გაბარიტებს. წარმოდგენილი იქნას სერვისცენტრის საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდეგი თარიღით, ხოლო სერვისცენტრის სარგებლობაში (ქირავნობა, იჯარა, თხოვება და ა.შ. ) არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების ასლები, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრისა (2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით), ასევე წარმოდგენილი იქნას სერვისცენტრის ფოტოები.
2.3.1.3 „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის (უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები) მე-5 პუნქტის თანახმად, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით 1 (ერთი) წელზე მეტი ვადით დადებული გარიგებების (მათ შორის გარიგებებისა, რომელთა საერთო ვადა აღემატება 1 (ერთი) წელს) -აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“-„ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
2.3.1.4 წარმოდგენილი იქნას მობილური სერვისის ავტომანქანის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში - სარეგისტრაციო მოწმობის ასლ(ებ)ი, ხოლო სარგებლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო მოწმობის ასლ(ებ)ი და ხელშეკრულების ასლები, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრისა (2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით), ასევე ფოტოები.
2.3.1.5შემსყიდველი უფლებამოსილია გადაამოწმოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მისამართ(ებ)ზე მდებარე სერვისცენტრ(ებ)ი და მობილური სერვისის მანქან(ებ)ი და მათი შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, რომლის თაობაზე შედგება დათვალიერების აქტი.




(2.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა)

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ტექნიკის რემონტის დროს ჩაატაროს დათვალიერება, რის შემდგომაც მოთხოვნიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში მხარეები აფორმებენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა.

2.5.1.2 მიმწოდებელმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა გონივრულ ვადაში, სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, მაგრამ დეფექტური აქტის გაფორმებიდან არაუმეტეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა, ხოლო თუ მომსახურება ეხება ძრავის კაპიტალურ რემონტს ან დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას- არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა. ტექნიკის მომსახურება გაწეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ რიგგარეშე.

2.9 other additional requirements

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
5. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს);


8) პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N1–ში მოცემული განფასების ცხრილის (პრეისკურანტის) ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და განფასების ცხრილის თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო ერთეულის ფასისა. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.


9) პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტში მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე (პროპორციულად დაკლებული ფასები უნდა იყოს დამრგვალებული მეასედებამდე სიზუსტით).

10) ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მთ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ან/და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი დადებითი დასკვნის წარმოდგენა, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ ან/და აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დასკვნაზე ხელმომწერი სერტიფიცირებული შემფასებელი პირის სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული სერთიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული მოძრავი ქონების შემფასებლის მოქმედი სერთიფიკატ(ებ)ის ასლი), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.3 for an individual entrepreneur

1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.4 for a physical entit

1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.5 for a partnership

1) სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5. პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ:

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

ამხანაგობის წევრებისთვის:
ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრების მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

გ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით.

2) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის, ან/და მისი რომელიმე წევრ(ებ)ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.5 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.6 for a non-resident

1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
- საფირმო სახელწოდება;
- სამართლებრივი ფორმა;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- რეგისტრაციის ნომერი/თარიღი;
- მარეგისტრირებელი ორგანო;
- იურიდიული მისამართი;
- ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
ბ) დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

გ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
გ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი, ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

3) თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ში რეგისტრირებულია 5.1.6 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი/ფილიალი საქართველოში, იგი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru