1. ინფორმაცია 2022 წლის 01 იანვრიდან სატენდერო წინადადების მიღების
დაწყების თარიღამდე პერიოდში ანალოგიური სახის, კერძოდ: ხიდების
მშენებლობის ან რეაბილიტაციის ან/და ფერდსამაგრი ბეტონის საყრდენი
კედლების ან/და გაბიონების მოწყობის ან/და რკ/ბეტონის მილხიდის ან
რკ/ბეტონის სწორკუთხა მილის ან სახიდე გადასასავლელის მოწყობის ან/და
სანიაღვრე არხების ან/და რკინა-ბეტონის კიუვეტების, ან/და დამცავი
ზღუდარების მოწყობის ან/და ცემენტობეტონის გზების (არმირებით ან
არმირების გარეშე) მოწყობის არანაკლებ 300 000 ლარის საერთო ღირებულების
სამუშაოების შესრულების შესახებ.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული
ანალოგიური სახის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ
ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები - სამუშაოების შესრულების
აქტი-ფორმა #2, სადაც გაშიფრული იქნება ანალოგიური სახის გამოცდილების
დამადასტურებელი სამუშაოების (ხიდების მშენებლობის ან რეაბილიტაციის
ან/და ფერდსამაგრი ბეტონის საყრდენი კედლების ან/და გაბიონების
მოწყობის ან/და რკ/ბეტონის მილხიდის ან რკ/ბეტონის სწორკუთხა მილის ან
სახიდე გადასასავლელის მოწყობის ან/და სანიაღვრე არხების ან/და
რკინა-ბეტონის კიუვეტების, ან/და დამცავი ზღუდარების მოწყობის ან/და
ცემენტობეტონის გზების (არმირებით ან არმირების გარეშე) მოწყობის )
კონკრეტული ჩამონათვალი და შესრულებული სამუშაოების
მიღება-ჩაბარების აქტები(იმ შემთხვევაში, თუ მიღება-ჩაბრების აქტის
შედგენა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით). აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო
დაწესებულება საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით
სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შესრულებულ ანალოგიურ სამუშაოებზე
საკმარისია დანართი N2-ში მითითებული იქნას მხოლოდ შესყიდვის ობიექტის
SPA, NAT, CMR, ნომრები, სადაც უნდა დასტურდებოდეს სამუშაოების შესრულების
ფაქტი.
ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი იქნას დანართი N2-ის
სახით.
ამასთან:
1.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში მითითებულ სამუშაოებზე,
რომლებიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს
წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაცია),
პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი
დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც უნდა
ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტში
დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ
ღირებულებას და 2.2.1 პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას.
1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის 1-ლი პუნქტით
გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია
ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი
საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა
წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი
საწარმო, კონსორციუმი და სხვა) წევრების უფლებამოსილი პირების მიერ
დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების
სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების -
ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე,
აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური
გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული
ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული
სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა,
მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად
უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების, სამუშაოების შესრულების
ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.
2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი
წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
2.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და
ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე
უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).
2.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში,
მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს
ნოტარიულად.
3. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში
ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში.
ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში,
აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, სამუშაოების
შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის,
შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
4. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
4.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა
მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ
(შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ
ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში.
4.2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო
პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი
ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 4.1.
პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია
ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური
შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
(2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა)
დანართი N2- ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ..xlsx
გაუქმება
პასუხი 2.3 მოითხოვება თუ არა ინფორმაცია პრეტენდენტის
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ?
არა
პასუხი 2.4 მოითხოვება თუ არა ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის
გამოცდილების შესახებ?
კი
პასუხი ფაილი 2.4.1 მიუთითეთ პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილებასთან
დაკავშირებული მოთხოვნები
პრეტენდენტ პირს უნდა ყავდეს საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ ერთი
სპეციალისტი. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ
სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და საინჟინრო
განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები, ასევე წარმოდგენილი
იქნას აღნიშნულ პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ან/და
ბრძანების ასლი (იმ შემთხვევაში, თუ ბრძანებით განსაზღვრულია
კონკრეტული სპეციალისტის დასაქმების კონკრეტული ვადა, ამ შემთხვევაში,
ეს ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2026 წლის 31 ოქტომბრისა (2026 წლის 31
ოქტომბრის ჩათვლით), რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მისი მუშაობის
ფაქტს. შრომითი ხელშეკრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების
ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2026 წლის 31 ოქტომბრისა (2026 წლის 31 ოქტომბრის
ჩათვლით).
- დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი
ქართულ ენაზე (ნოტარიულად დამოწმებული).
(2.4.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა)