Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #71342172)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia Municipal Development Fund
Номер конкурса: 71342172
Дата публикации: 16-03-2026
Сумма контракта: 220 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260005261
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.03.2026 20:31
Начало приема предложения 27.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 30.03.2026 15:00
Предполагаемая цена закупки 220`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71324000 - Услуги по оценке
  • 71335000 - Технические исследования
Срок подачи შემსყიდველის მოთხოვნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
Дополнительная информация
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის დეფექტური აქტების შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок გთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 და 1.3 პუნქტები და ამავე პუნქტებში, დამოუკიდებელი დოკუმენტების სახით ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართები.
Шаг снижения цены 2`200.00 GEL
Размер гарантии 2`200 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam bochorishvili :: 13.03.2026 14:57
  • Последнее исправление: mariam bochorishvili :: 16.03.2026 20:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=677730&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის დეფექტური აქტების შედგენის მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალების მოკლე აღწერა:

ტექნიკური დავალება განსაზღვრავს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის დეფექტური აქტების შედგენის მომსახურების პირობებს.

დეფექტური აქტების შედგენის მიზანია წინასწარი კვლევის/შესწავლის საფუძველზე განისაზღვროს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო ობიექტების დაზიანებები და მათი ხარისხი, ნაკლოვნებები და გაუმჯობესების საჭიროებები, ასევე სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო მოცულობა, შედგეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც შემდგომში შესაძლებელი იქნება მომზადდეს აღნიშნული ობიექტების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის საპროექტო, სამშენებლო ან პროექტირება-მშენებლობის ტექნიკური დავალებები.

მომსახურება მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში/მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო ან სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების და/ან ინფრასტრუქტურული ობიექტებისათვის დეფექტური აქტების შედგენას.

მიმწოდებელი ვალდებულია მოამზადოს დეფექტური აქტები ამ ტექნიკური დავალების მოთხოვნების და საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ვადაა შემსყიდველის მოთხოვნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე, ტექნიკური დავალების პირობების შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:

მომსახურების ყველა ეტაპის ანგარიში წარდგენილი უნდა იყოს წერილობითი სახით. საბოლოო ანგარიში, დეფექტური აქტები და ხარჯთაღრიცხვები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ნაბეჭდი სახით (მყარი ვერსია), ერთ ეგზემპლარად და ვექტორული DWG ან DXF PLN გაფართოების ფაილი ArchiCAD ან AutoCAD და PDF ფაილი - მეხსიერების ბარათზე (ელექტრონული ვერსია).

მომსახურების ყველა ანგარიში და საბოლოო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 (შემსყიდველის მისამართი).

technical requirements

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს (შემდგომში მიმწოდებელს), წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხიანად გაწევის უზრუნველსაყოფად უნდა გააჩნდეს შემდეგი განათლებისა და გამოცდილების მქონე ძირითადი პერსონალი:

- ჯგუფის ხელმძღვანელი - უმაღლესი საინჟინრო განათლებით შესაბამის დარგში, სამოქალაქო და/ან სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო და/ან სარეკონსტრუქციო და/ან სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის და/ან ინსპექტირების გამოცდილებით არანაკლებ 10 წელი.

- ინჟინერ-კონსტრუქტორი - უმაღლესი საინჟინრო განათლებით შესაბამის დარგში, სამოქალაქო და/ან სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო და/ან სარეკონსტრუქციო და/ან სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის პროექტირების და/ან ზედამხედველობის და/ან ინსპექტირების გამოცდილებით არანაკლებ 10 წელი.

- ინჟინერ-ელექტრიკოსი - უმაღლესი საინჟინრო განათლებით შესაბამის დარგში, სამოქალაქო და/ან სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო და/ან სარეკონსტრუქციო და/ან სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ელექტროტექნიკური ნაწილის პროექტირების და/ან ზედამხედველობის და/ან ინსპექტირების გამოცდილებით არანაკლებ 5 წელი.

- წყალმომარაგება-კანალიზაციის სპეციალისტი - უმაღლესი საინჟინრო განათლებით შესაბამის დარგში, სამოქალაქო და/ან სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო და/ან სარეკონსტრუქციო და/ან სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის წყალმომარაგება-კანალიზაციის ნაწილის პროექტირების და/ან ზედამხედველობის და/ან ინსპექტირების გამოცდილებით არანაკლებ 5 წელი.

- გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სპეციალისტი - უმაღლესი საინჟინრო განათლებით შესაბამის დარგში, სამოქალაქო და/ან სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო და/ან სარეკონსტრუქციო და/ან სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის ნაწილის პროექტირების და/ან ზედამხედველობის და/ან ინსპექტირების გამოცდილებით არანაკლებ 5 წელი.

- გეოდეზისტი - უმაღლესი ან სპეციალური ტექნიკური განათლებით შესაბამის დარგში, სამოქალაქო და/ან სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო და/ან სარეკონსტრუქციო და/ან სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტოპო-გეოდეზიური მასალების მომზადების და/ან საველე-აზომვითი სამუშაოების წარმოების გამოცდილებით არანაკლებ 5 წელი.

- ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი - უმაღლესი განათლებით შესაბამის დარგში, სამოქალაქო და/ან სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო და/ან სარეკონსტრუქციო და/ან სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ხარჯთაღრიცხვების (ლოკალურ-რესურსული და გამსხვილებული) მომზადების გამოცდილებით არანაკლებ 5 წელი.


პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი პერსონალის წევრის Curriculum Vitae (CV), მიღებული უმაღლესი განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და ნამუშევარი წლების შესახებ ინფორმაციის დეტალურად მითითებით. Curriculum Vitae (CV) სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას უმაღლესი განათლების, თითოეული სამუშაო ადგილის (ორგანიზაცია), დაკავებული პოზიციის/განხორციელებული სამუშაოებისა და ნამუშევარი წლების შესახებ.

2. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი პერსონალის წევრის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

3. თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ ძირითადი პერსონალის წევრთან გაფორმებული წინარე შეთანხმება (ხელმოწერილი წინამდებარე ელქტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის უფლებამისი პირისა და პერსონალის წევრის მიერ), რომლის მიხედვითაც, წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი პერსონალის წევრი იღებს ვალდებულებას, რომ თავისი კომპეტენციის შესაბამისად, პირადად განახორციელებს წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებულ მომსახურებას.


სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნა:
პრეტენდენტის მიერ მის ძირითად პერსონალთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნულ დოკუმენტაციისა და სატენდერო დოკუმენტაციის წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების თანხვედრის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან ან წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

1) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 (ფასების ცხრილი).
გასათვალისწინებელი გარემოება:
• დანართი N2-ის (ფასების ცხრილი) წარმოდგენა სავალდებულოა პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, წარმოდგენილი ფასების ცხრილი დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.
• იმ შემთხვევაში თუ ფასების ცხრილი არ იქნება წარმოდგენილი ან წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე, ფასების ცხრილის დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან.

2) სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტით (პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები) განსაზღვრული წარმოსადგენი დოკუმენტაცია.


შენიშვნები:
1. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გარეშე. პრეტენდენტი სატენდერო წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ), მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ–ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის დღგ–ს გადამხდელი, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი დღგ–ს ოდენობა.
2. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტით სხვაობის შემთხვევაში, არ არის განსაზღვრული პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება, რადგან შესყიდვის ობიექტია დეფექტური აქტების შედგენის მომსახურება, რაც თავისი შინაარსიდან გამომდინარე არ მოიცავს საწარმოო პროცესს. ამავე დროს, სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შესყიდვის მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში წარმატებით არის განხორციელებული მრავალი შესყიდვა.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.

6.4 terms and conditions of guarantee

1. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტით სხვაობისას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ით გათვალისწინებული შინაარსის დაცვით, შესაბამისად, პრეტენდეტი წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად გამოხატავს ვალდებულებას, რომ მზად არის (შეთანხმებული აქვს შესაბამის საფინანსო ინსტიტუტთან) წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ით გათვალისწინებული შინაარსის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის ფორმით (ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნულ დოკუმენტზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი), რომელიც სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ლიცენზირებული შესაბამისი დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ), შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N3-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

შენიშვნები:
1. გამარჯვებულ პრეტენდენტთან გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 200 000 (ორასი ათასი) ლარზე ნაკლები ღირებულების შემთხვევაში, ხელშკერულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოთხოვნის დასაბუთება: გასაწევი მომსახურების მნიშვნელობის, მოცულობის, სირთულის და მიწოდების ვადების გათვალისწინებით, აღნიშნული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს აუცილებელი რაოდენობის და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში სატენდერო წინადადების ფასის მკვეთრი შემცირებისას არსებობს რისკი, მომსახურების გაწევის დროს დასაქმებული იყოს საჭიროზე ნაკლები რაოდენობისა და ნაკლები კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, რაც თავის მხრივ ქმნის რისკს მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნას არაჯეროვნად და/ან დაგვიანებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის გამოყენება განხორციელდება ნებისმიერ შემთხვევაში.
2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ლარში, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ტექნიკური დავალების პირობების გათვალისწინებით ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამ ბოჭორიშვილი, 595313597, mbochorishvili@mdf.org.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად.
2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად.
3. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
4. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა დააფიქსიროს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით და წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის (ფასების ცხრილი) მიხედვით.
5. პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს: აუცილებელი რაოდენობის, სათანადო კატეგორიისა და კვალიფიკაციის სპეციალისტების მობილიზაციისა და ხელფასის, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის, ტექნიკურ დავალებაში მითითებული გასატარებელი ღონისძიებების ხარჯები და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი და მოსაკრებელი, ასევე შესყიდვის ობიექტის სრულფასოვნად მიწოდებისთვის აუცილებელი ყველა ხარჯი.
6. სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მიღების საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს მე-8 მუხლის შესაბამისად.

შენიშვნა:
წინამდებარე პუნქტში 10.1 ატვირთულია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru