1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა
განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა
აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული
ფასების ოდენობას.
1.2.3 პრეტენდენტის მიერ, სატენდერო პირობებით განსაზღვრული შესყიდვის
სავარაუდო ღირებულების კლების შემთხვევაში, თითოეული პოზიციის
ერთეულის ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან,
არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ
სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული
შემცირებით. პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ფასები დაამრგვალოს
კლების პრინციპით, მეასედის სიზუსტით (მძიმის შემდეგ დატოვოს მხოლოდ
ორი ციფრი, რისთვისაც შეუძლია გამოიყენოს „Excel“-ის ე.წ. „ROUNDDOWN“ ფუნქცია)
(„Excel“-ის ე.წ. „ROUNDDOWN“ ფუნქციის გამოყენების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ
შემდეგ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=180asDJg74k).
1.2.4 პრედენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და
მოგების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის
საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საწყისი
სავარაუდო ღირებულების დასადგენად, საერთო სამშენებლო, სამონტაჟო და
სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა
სახის სამუშაოზე გეგმიური მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული
ნორმის ოდენობის შესაბამისად.
1.2.5 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS Excel -ის ფორმატის
ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა
ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 5%-ზე მეტის
განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და
გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს
ერთდროულად არანაკლებ 3 (სამი) ობიექტზე მუშაობა.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე
სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
1.2.8 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს
ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების
შესრულების ვადაში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების
მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.
1.2.9 მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, დეფექტური
აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და პროექტი, მოცულობათა უწყისი და
სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით.
1.2.10 მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ ობიექტზე სამუშაოების დაწყების
შესახებ წერილობითი დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი)
კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმით
წარმოადგინოს სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის
შემთხვევაში, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5
(ხუთი) კალენდარულ დღეში წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული
გეგმა-გრაფიკი.
1.2.11 მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების წარმოების
კალენდარული გეგმა-გრაფიკი შეთანხმებულად ითვლება, თუ წარმოდგენიდან 2
(ორი) სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველმა არ აცნობა მიმწოდებელს
ხარვეზის შესახებ.
1.2.12 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ წერილობითი დავალებით
განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს და შეათანხმოს შემსყიდველთან
შესასრულებელ სამუშაოთა დეფექტური აქტი ან/და სქემატური ნახაზები
ან/და მოცულობათა უწყისი.
1.2.13 დეფექტური აქტის ან/და სქემატური ნახაზების ან/და მოცულობათა
უწყისის წარმოდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია
უზრუნველყოს დავალების შესრულება საკუთარი სახსრებით (შემსყიდველის
მხრიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება).
1.2.14 მიმწოდებელი ვალდებულია შესრულების დამადასტურებელ
დოკუმენტაციასთან ერთად შემსყიდველთან წარმოადგინოს საბოლოო
საშემსრულებლო ნახაზები - („PDF” და „DWG”, ფორმატში).
1.2.15 შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს დეფექტურ აქტში ან/და
სქემატურ ნახაზებში და/ან მოცულობათა უწყისში რაიმე წუნის (ხარვეზის)
აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების
გაცნობიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით
აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი.
1.2.16 წერილობით მიწოდებული ობიექტის დეფექტური აქტის ან/და სქემატური
ნახაზების ან/და მოცულობათა უწყისის შეთანხმების შემდგომ, მიმწოდებელს
სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, დეფექტური აქტი ან/და
სქემატური ნახაზები ან/და პროექტი, მოცულობათა უწყისი და
სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით.
მიწოდების ვადები განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოების
მოცულობიდან გამომდინარე
1.2.17 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით
განსაზღვრული სამუშაოების დაწყების ვადაში.
1.2.18 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ
ეტაპზე განახორციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.2.19 მიმწოდებელი ვალდებულია კონკრეტული წერილობითი დავალებით
განსაზღვრული სამუშაოების დაწყებამდე შესაბამის სამსახურებთან
შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა.
1.2.20 თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის
სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების
წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული
სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი
ნიშნებით.
1.2.21 მიმწოდებელმა წერილობითი დავალებით განსაზღვრულ ობიექტზე
თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს
მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X 150სმ, (BPG-ფორმატში,
შრიფტი-მრგვლოვანი 2009/2010) შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი თანდართული
ესკიზის შესაბამისად, შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.22 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა
და ურბანული განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებული მოძრაობის
რეგულირების სქემის ბანერის ბეჭდვა ზომით 200სმ X 150სმ, ხოლო დიზაინი მასზე
განთავსებული ინფორმაციით და მისი კონსტრუქციის განთავსება
შესაბამის ლოკაციაზე შეათანხმოს შემსყიდველთან.
1.2.23 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი
ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად
საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების
შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის
მე-15 კმ.
1.2.24 სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი
ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან,
მასალებისაგან და ა.შ.
1.2.25 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოება უზრუნველყოს
საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე
პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვა. სამუშაო
ადგილის ფარგლებში უზრუნველყოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების
მინიმუმამდე დაყვანა და მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული
ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.
1.2.26 ესკიზი-გვერდმიმღებები 4 თაღით, სანიაღვრე კოლექტროის ჭის ესკიზი,
ლითონის ცხაურის ესკიზი, მრგვალი ჭის ჩარჩო-ხუფის ესკიზი, ოთხკუთხა ჭის
ჩარჩო-ცხაურის ესკიზი, ბანერის შაბლონი, ბანერის კონსტრუქცია და
ხარჯთაღრიცხვის MS Excel-ის ფორმატის ფაილი (დანართი N1) ატვირთულია სატენდერო
დოკუმენტაციასთან ერთად.